საქინფორმი — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტო, რესპუბლიკის მთავარი საინფორმაციო სამსახური პრესის, ტელევიზიისა დარადიომაუწყებლობისათვის. შედიოდა საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტოს (საკდესის) საკავშირო და საზღვარგარეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ სამსახურში.
შეიქმნა თბილისში 1921 წლის მარტში (ეწოდებოდა რუსეთის დეპეშათა სააგენტოს ამიერკავკასიის განყოფილების სამმართველო). 1923 წლის 6 მარტს ამიერკავკასიის ცაკის დადგენილებით გადაკეთდა და დაერქვა ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტო, 1936 წლის დამლევს (ასფსრ გაუქმების შემდეგ) — საქართველოს დეპეშათა სააგენტო (საქდესი), ხოლო 1972 წლიდან —საქინფორმი.
საქინფორმი საქართველოს რესპუბლიკის, საოლქო, საქალაქო და რაიონულ გაზეთებს, ტელევიზიასა და რადიოს სატელეტაიპო არხებით აწვდიდა მრავალფეროვან ინფორმაციას პარტიული, საბჭოური, პროფკავშირული, კომკავშირული ორგანოების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშებს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოცვანესი მოვლენების თაობაზე, საკდესის არხებით იღებდა ინფორმაციას სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესახებ, სსრკ-ში და საზღვარგარეთ ავრცელებდა მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოს რესპუბლიკის შესახებ. ჰქონდა საკორესპონდენტო პუნქტები აფხაზეთისა და აჭარის ასს რესპუბლიკებში, დამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და ცალკეულ რეგიონებში.
საქინფორმის შემადგენლობაში იყო 5 მთავარი რედაქცია (რესპუბლიკური, საკავშირო, უცხოეთის, ფოტოინფორმაციისა და მთარგმნელთა), აგრეთვე 5 განყოფილება. მის საქმიანობას ხელმძღვანელობდა დირექცია. wikipedia
“საქართველო და მსოფლიო” გაზეთის სახით 2009 წლიდან გამოდის. აქვს სამენოვანი
ვებგვერდი Geworld.ge, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. ორგანიზაციის ვებგვერდზე
განთავსებულია რამდენიმე ორგანიზაციის ბანერი, მათ შორისაა - “გლობალური კვლევების
ცენტრი”, “ისტორიული მემკვიდრეობა”, “მედიანიუსი” და “ბაკურ სვანიძის ინტერნეტ
ტელევიზია”. გამომდინარე იქიდან, რომ ამავე ორგანიზაციების საიტებზე Geworld.ge-ის
ბანერი არის განთავსებული, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია სწორედ Geworld.ge-
ს პარტნიორია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევის „ანტიდასავლური
პროპაგანდა“
კვლევის თანახმად, Geworld.ge იმ გამოცემებს შორისაა, რომელიც ყველაზე ხშირად
ახდენს ანტ-დასავლური განწყობების ტირაჟირებას. Geworld.ge-ი გამოირჩევა
ჰომოფობიური, ქსენოფობიური მასალებით . აქტიურად აშუქებს სწორედ “ევრაზიის
ინსტიტუტის” წევრთა აქტივობებს. იწვევს მათ სხვადასხვა საკითხზე კომენტარის
გასაკეთებლად და უთმობს ტრიბუნას საკუთარი აზრების გავრცელებისთვის.
გამოცემის მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც პარალელურად “საქართველოს
ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. ამავე შემოქმედებით კავშირში
კი გაერთიანებულნი არიან ისეთი გამოცემების რედაქტორები, როგორიცაა “ასავალ-
დასავალი”, GeorgianTimes, ტელეკომპანია “ახალი საქართველო” და სხვა.

როგორც Geworld.ge-ის, ისე “საქინფორმის” დომენი “ისტორიული მემკვიდრეობის”ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული. საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაექვემდებარა და 2004 წელს არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე ჟურნალისტმა აღადგინა.
გამოცემის რედაქტორი და მფლობელი არნო ხიდირბეგიშვილია. კონტენტის თვალსაზრისით, საქინფორმიც Geworld.ge-ის ხაზს ატარებს - უწევს ტირაჟირებას ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ
მოსაზრებებს. მათ მიერ მომზადებულ მასალებში ჭარბობს ანტი დასავლური განწყობები.
“საქინფორმითა” და Geworld.ge-ით ფაქტობრივად ერთი და იმავე მესიჯების ტირაჟირება
ხდება12
. ამავე მესიჯებს ავრცელებს თავად რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილიც, რომელიც
ხშირად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, როგორც საქინფორმისა და Geworld.ge-ის, ისე
საკუთარ საიტზე www.arnoxidi.com. აღნიშნული ვებგვერდები ორენოვანია - მასალები
ქართულ და რუსულ ენაზე ქვეყნდება.

არნო ხიდირბეგიშვილის მოსაზრებები ქვეყნდება რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე www.iarex.ru, რომელიც “საქინფორმის” პარტნიორია. მისი ბანერი „საქინფორმის“ ვებ გვერდზეა განთავსებული. Rex-ს კი
საქინფორმის ბანერი აქვს გამოქვეყნებული. Rex-ის კონტენტიც ანტი-დასავლური განწყობებით გამოირჩევა.
Rex -ის რედაქტორი მოდესტ კოლეროვია, რომელიც პარალელურად 2002 წლიდან არის
საინფორმაციო სააგენტოს Regnum.ru-ს დამფუძნებელი და რედაქტორი. კოლეროვი
ცნობილია როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში.
კოლეროვი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონალური და კულტურული
ურთიერთობების სამმართველოს უფროსი 2007 წლამდე. მის ფუნქციებში შედიოდა ”ფერადი
რევოლუციების” აღკვეთა, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად
უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.

„საქინფორმის“ პარტნიორ კოლეროვს აკრძალული აქვს შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ.
ლატვიამ მას სანქცია 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კოლეროვის გათავისუფლებისას “კომერსანტი”
წერდა, რომ ”მან აქტიური საქმიანობა წამოიწყო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში, კერძოდ
საქართველოში, დნესტრისპირეთში და ესტონეთში, თუმცა ამან ვერ შეუწყო ხელი [მათი]
ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან.”
საქართველოში, დნესტრისპირეთში და ესტონეთში, თუმცა ამან ვერ შეუწყო ხელი [მათი]
ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან.”
საქართველოს გარდა Rex-ს პარტნიორი მედია საშუალებები სხვა ქვეყნებშიც ჰყავს. მათ შორისაა ყაზახეთში - ИА REX, ბელორუსიაში - ინფორმაციული ანალიტიკური პორტალი www.imperiya.by
და სამხედრო პოლიტიკური www.belvpo.com, აგრეთვე ახალი ფედერალური ინიციატივა www.nsi-press.ru, პოლიტიკური ინტერნეტ ტელევიზია www.kreml.tv და ინტერნაციონალური რუსეთი (www.evrazsojuz.ru).
და სამხედრო პოლიტიკური www.belvpo.com, აგრეთვე ახალი ფედერალური ინიციატივა www.nsi-press.ru, პოლიტიკური ინტერნეტ ტელევიზია www.kreml.tv და ინტერნაციონალური რუსეთი (www.evrazsojuz.ru).
შეგახსენებთ, "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც, ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.
როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა geoworld.ge და „საქინფორმა“.
„ექსპრესნიუსი“ კომპანია „როსტელეკომს“ დაუკავშირდა, რომლის საკუთრებაც „სპუტნიკია“. წერილობით კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მედიის განვითარება მათთვის საინტერესო პროექტია და რამდენიმე ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობენ.
ფონდმა „რუსული სამყარო“ „ექსპრესნიუსის“ კითხვას აფინანსებენ თუ არა საქრთველოში მედიას, უპასუხეს, რომ ისინი ახორციელებენ რუსული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობენ, როგორც მედიასთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

ორივე ორგანიზაცია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვშია დარეგისტრირებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა პროექტებს აწარმოებს. ამასთან, არცერთი ორგანიზაცია ღიად არ აცხდებს, რომ საქართველოში რაიმე აქტივობა აქვთ.
„საქინფორმის“ ხელმძღვანელი არნო ხინთიბეგაშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
„ექსპრესნიუსის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „სპუტნიკმა“, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი კისილოვია, საქართველოში .ge დომენზე რამდენიმე ონლაინ მედია რესურსი გახსნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий