четверг, 19 ноября 2015 г.

მტკიცება, თითქოს აშშ-ს პარტნიორ საუდის არაბეთში ცოლის ჭამა დაშვებულია, მცდარია


2015 წლის 1 ნოემბერს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერი P.S" ეთერში „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ დასავლეთის მავნე გავლენის საილუსტრაციოდ მოიყვანა მაგალითი, რომლის მიხედვით, თითქოსდა შეერთებული შტატების მოკავშირე საუდის არაბეთში ქმრის მიერ საკუთარი ცოლის მოკვლა და ჭამა ნებადართულია. მისივე მტკიცებით, საუდის არაბეთში არსებულ ამ კანონზე შეერეთებულ შტატებს არავითარი რეაქცია არ აქვს.
არჩილ ჭყოიძეევრაზიული არჩევანი"აგერ საუდის არაბეთში დაუშვეს იმის უფლებარომ ქმარმა ცოლი შეჭამოს და ამას მინდა გითხრათრომ ძალიან სერიოზულად უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები მხარს და ხმას და სიტყვას არ იღებს ამაზე და არის საუდის არაბეთის პარტნიორი მათ შორის.."
1 ნოემბერი, P.S, რუსთავი 2







მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება 2015 წლის აპრილის დასაწყისში პროირანულმა მედიამ (ონლაინ პორტალმა Al Alam და ლიბანურმა საიტმა http://www.tayyar.org/) დაიწყო. ამ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთის მთავარმა მუფტმა შეიხ აბდულ აზიზ ალ-შეიხმა (Sheikh Abdul Aziz Al-Sheikhმიიღო რელიგიური კანონი (ფატვა), რომლის მიხედვითაც მშიერ მამაკაცს უფლება აქვს სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი ცოლი, ან ცოლის სხეულის ნაწილი შეჭამოს. წყაროს ცნობით, ამ გზით ქალის მხრიდან ქმრის მორჩილების გამოვლენა მოხდება. მსგავსი სახის ინფორმაცია სხვა მედია საშუალებებშიც გავრცელდა. ინფორმაცია გადაუმოწმებლად და წყაროს მითითების გარეშე ვრცელდებოდა, რამაც არაბულ სოციალურ სივრცეში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და დისკუსიის საფუძველი გახდა.
მთავარმა მუფტმა მსგავსი ფატვის არსებობა უარყო და არაბულ პრესას ოფიციალური განცხადება მიაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ასეთი სახის ინფორმაციას მტრული ძალები ავრცელებდნენ: "ეს ასევე არის მცდელობა, შებღალონ ისლამი, როგორც რელიგია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანს და არ ახდენს ქალისა და კაცის დისკრიმინაციას," - აღნიშნული იყო განცხადებაში.
ლიბანში საუდის არაბეთის ელჩმა ლიბანის ტელევიზია და მედია საშუალებები გააკრიტიკა და მათ არაბთა საემიროს შეურაცხყოფაში დასდო ბრალი.
ამ ცრუ ფატვას შესახებ ინფორმაციის საწყისად მაროკოელ ბლოგერს მიიჩნევენ. CNN-ის არაბულ გამოცემასთან ინტერვიუში ინტერნეტ სააგენტოს რედაქტორმა განმარტა, რომ ბლოგერი, სახელად "მაროკოელი ისრაფელი" (Israfel Moroccan) სარკაზმით დასცინის მთავარ მუფტს, რომელიც ცნობილია თავისი წინააღმდეგობრივი განცხადებებით. მაგალითად, მან განაცხადა, რომ Twitter ბოროტების წყაროა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ეკლესია უნდა დაინგრეს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სვეტის სახელია "Akhbar al-Tanz", რაც მაროკოულ დიალექტზე "სარკასტულ ინფორმაციას" ნიშნავს, ბევრმა მედია საშუალებამ, მათ შორის პრო-ირანულმა, ეს ხუმრობა როგორც უტყუარი, რეალური ფაქტი გააშუქა.

ამ ცრუ ფატვას გარშემო დიპლომატიური გაურკვევლობა არაბულ სახელმწიფოებში აპრილის თვეშივე მოგვარდა და ადგილობრივმა საზოგადოებებმაც გაიგეს, თუ რა სახის გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ჰქონდათ საქმე.


http://www.eurocommunicator.ge

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий