2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ ორი კონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითიც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. კონფერენციისას რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს.
გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტი-დასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო-რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ამავე დროს ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე.
წინამდებარე კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაცია არის აღსანიშნავი - „ევრაზიის ინსტიტუტი“და „ევრაზიული არჩევანი“.
საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან.
მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის„კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.
ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი TV”.
ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს.
როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საბოლოო ჯამში ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“ ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან.
აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი.
მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია".
“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” მიერ 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: “რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ევრაზიული კავშირის იდეის პოპულარიზაციის გარშემო გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში “ევრაზიული კავშირი-საქართველო”.
“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” საქართველოში ევრაზიული მოძრაობის “მთავარ ლოკომოტივად” აგრეთვე ასახელებს ორგანიზაციებს “ერეკლე მეორის საზოგადოება” და “ევრაზიული ინსტიტუტი”, ასევე, 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, “ერეკლე მეორის საზოგადოებისა” და “ევრაზიული არჩევანის” დამფუძნებლებს: არჩილ ჭყოიძესა და მის მეუღლეს, მაია ხინჩაგაშვილს. „ევრაზიული ინსტიტუტი“ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია “Русский Мир-ის” მხარდაჭერით.
საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ზაზა აბაშიძე, ისევე როგორც ნანა დევდარიანი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
წინამდებარე კვლევაში ღია წყაროებზე დაყრდნობით მიმოხილულია აღნიშნული და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.
კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
კვლევის ინგლისურენოვანი თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
amoukidebloba.com/
amoukidebloba.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий