понедельник, 30 ноября 2015 г.

მითი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის უსაფუძვლოა



ირაკლი კიკნაველიძე
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზემნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებისხუთეული დიდი ხანია არ შეცვლილა -ჯანდაცვისუმუშევრობის,ეკონომიკური გამოწვევების გვერდით მოქალაქეები ყოველთვის ასახელებენტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც.ამის გათვალისწინებით რუსული პროპაგანდა წლებია კულტივირებს აზრსრომ ევროატლანტიკური ინტეგრაციასაქართველოს საბოლოოდ ათქმევინებს უარს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზემცდარი დილემის ესკონკრეტული მაგალითი განსაკუთრებით აქტუალური NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნისშემდეგ გახდარუსული პროპაგანდის ქართველი გამხმოვანებლები პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებენრომტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან "ურთიერთობების დალაგებაზე"გადის დასწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის შეთხვევაშირუსეთი საქართველოს აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონს დაუბრუნებს.

რუსული პროპაგანდა ცდილობს ევროინტეგრაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საბოლოოდ უარის თქმას დაუკავშიროს. ეს მაშინ როცა NATO-სა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსულ ოკუპაციას. რუსეთისგან განსხვავებით, ორივე გაერთიანების წევრები მთელს მსოფლიოში პარტნიორების მეშვეობით ცდილობენ არ გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.
საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებსრომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ერთადერთისახელმწიფორუსეთი უქმნის საფრთხეს. ბოლო 25 წლის მანძილზე რუსეთის შეირაღებულ ძალებთან ბრძოლას 11 000 -ამდე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთი ღიად უჭერდა მხარს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების გაღვივებას, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ღიად ჩაება ბრძოლაში.
1993 წლიდან 2008 წლამდე რუსეთი დსთ-ს მანდატით მშვიდობიანი მომრიგებლის როლს ასრულებდა რეგიონში,თუმცა მისი უშუალო ხელშეწყობით სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები აგრძელებდნენ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის შევიწროებას. აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც რუსეთი ღიად ერეოდა მარიონეტი რეჟიმების ლიდერთა შერჩევაში ორივე მარიონეტული რეჟიმი დღემდე დოტაციურია, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო 90-იანი წლებიდან სწორედ მოსკოვიდან წამოსული ფულია. ყოველწლიურად მოსკოვი მილიარდობით რუბლს ხარჯავსრათა მარიონეტი რეჟიმები შეინარჩუნოს. რუსეთის უშუალო ხელშეწყობით მოხდა აფხაზეთში საგანმანათლებლო სისტემის ე.წ. რეფორმა, რის შედეგადაც ქართულ მოსახლეობას სკოლებში ქართულად სწავლის უფლება ჩამოერთვათ.
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, რუსეთმა არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ მისცა საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსი შეეთავაზებინა - 1994 წლიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 25 -30 000 -ამდე რუსული პასპორტი დარიგდა. სწორედ ფორმალურად რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით რუსეთი 2008 წლამდე ყველანაირად უშლიდა ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას.
25 წლიანი ღია მტრობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წერტილი მაინც 2008 წლის ომია, 7 წლის წინ რუსეთმა ვერ მოახერხა მშვიდობიანი შუამავლის როლის თამაში და კონფლიქტში ღიად ჩაება რუსი ჯარისკაცებისაგრესიას მალევე რუსი დიპლომატების საერთაშორისო მცდელობები მოჰყვა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანასეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიდამოუკიდებელ სახელმწიფოებადრუსეთის საგარეო საქმეთასამინისტრო მთელს მსოფლიოში ეძებდა ქვეყნებს, რომლებიც მზად იყვნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად -დღეს საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსეთის გარდა მხოლოდ სამი ქვეყანა აღიარებს -ნიკარაგუავენესუელა და ნაურუამ ქვეყნებს შორის ცოტა ხნის წინ ტუვალუც იყო თუმცა ოკეანეთის ამ სახელმწიფომ აღიარება უკან მალევე წაიღო.
ამ სამი ქვეყნიდან 2-ში -ვენესუალასა და ნიკარაგუაში- მარქსისტული რეჟიმებია დამყარებული, მესამე ოკეანეთის ჯუჯა რესპუბლიკაა, რომლის ძირითადი შემოსავალი ბოლო წლებამდე ფრინველის სკინტლისგან დამზადებული ფოსფატი იყო. ნედლეულის გათავების შემდეგ კი ნაურუმ მსგავსი აღიარებებით ვაჭრობა დაიწყო - პირველად კუნძული ჩინეთმა 130 მილიონი დოლარით დაასაჩუქრა ტაივანის აღიარების უკან წაღების სანაცვლოდ.
ჯამში რუსეთის ფედერაციას ამ ქვეყნებისგან აღიარების მოპოვება 3.25 მილიარდიდოლარი დაუჯდა - აქედან 2.2მილიარდი დოლარი ვენესუელას გადაუხადა, 1 მილიარდი დოლარი -ნიკარაგუასნაურუს კი 50 მილიონიდოლარი შეხვდა.
გამოდის, რომ რუსეთის ერთ სულ მოსახლეზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის გადახდილი თანხა 22.9 დოლარია. რუსეთს ეს ფული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის რომ დაერიგებინა, თითოეულს 11, 364 დოლარი ერგებოდა.
ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მსურველთა სიმცირეს მოსკოვში დასავლეთის წნეხით ხსნიან და საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით ამერიკული იმპერიალიზმის ძალადობაზე მიუთითებენ. ოკეანეთსა და სამხრეთ ამერიკაში დახარჯული რამდენიმე მილიარდი დოლარი ზღვაში წვეთია რუსეთის პოლიტიკური ელიტის მონდომებასთან, რაც შეიძლება მეტად ჩამოაშორონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს.
ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველომ რამდენიმე ლიდერი გამოიცვალა - განსხვავებული იდეოლოგიის,მიზნებისა და წარსულის მქონე ადამიანებს - ზვიად გამსახურდიასედუარდ შევარდნაძესმიხეილ სააკაშვილსა დაბიძინა ივანიშვილს- რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი და ამაში განცდილი კრახი თუაერთიანებთლიდერები იცვლებოდნენ მოსკოვშიც - ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული გორბაჩოვი,ელცინი და პუტინი საქართველოსთან ერთსა და იმავე მტრულპოლიტიკას აგრძელებდნენ. თითოეულმა მათგანმაკი თავისი "წვლილიშეიტანა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.
ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველოს ყველა ლიდერის პირველი მცდელობა სწორედ რუსეთთანურთიერთობების დალაგება იყო - ზვიად გამსახურდიამ1991 წელს, ყაზბეგში მოიპატიჟა ბორის ელცინი და პირობამიიღორომ დამოუკიდებელი რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს დაუჭერდაელცინსამპირობის შესრულებარაღათქმა უნდაარც გახსენებიაამ შეხვედრიდან მალევე რუსულმა ძალებმა ცხინვალისრეგიონსა და აფხაზეთში ომის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი და ქართული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში თავადაცჩაებნენ.
დისიდენტი გამსახურდიასგან განსხვავებით ედუარდ შევარდნაძე უმაღლეს კომუნისტურ ნომენკლატურასგანეკუთვნებოდათუმცა სწორედმასთან მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთმა აფხაზეთში ქართველებისეთნიკური წმენდა წამოიწყორის გამოც ასიათასობითქართველს სახლის მიტოვება მოუწიასაქართველოს მეორეპრეზიდენტს ჯამში სამი ტერაქტი მოუწყვეს,სამივეს უკან კი რუსეთის ხელისუფლება იდგა.
მიხეილ სააკაშვილი არც საბჭოთა დისიდენტი ყოფილა და არც ბერლინის კედლის დანგრევით გაუბრაზებია რუსიგენერლებიამის მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტის სურვილს რუსეთთან ურთიერთობებიდაელაგებინამეზობელმა აგენტურული ქსელის გაძლიერებითაჭარაში ასლან აბაშიძის ღია მხარდაჭერითადაოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროთა რაოდენობის გაზრდით უპასუხა.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მიუხედავად ახალი მმართველი გუნდის მცდელობისა, რუსეთთან ურიერთობა დაერეგულირებინა, არც რუსეთის მცოცავი ოკუპაცია შეჩერებულა და რუს ჯარისკაცებს არცქართველიმშვიდობიანი მოსახლეების გატაცებაზე უთქვამთ უარი, მოსკოვმა კი მარიონეტ რეჟიმებთან ისეთი ხელშეკრულებები დადო, რაც მომავალში მათ საერთოდ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებას შეუწყობს ხელს.

პრორუსული ძალების სურვილი რუსეთის აგრესია მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის პასუხად გაასაღონ, საღ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული. რუსეთისთვის არ ჰქონია და არ აქვს აზრი საქართველოს საგარეო ორიენტაციას - მოსკოვისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მას გავლენის სფეროდან ისევე არ დაუძვრეს, როგორც ეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მოახერხეს. კრემლში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს თავზე დაკიდებულ დამოკლეს იმ მახვილად განიხილავენრომელიც ამ ქვეყანას არასდროს არ უნდა მოაშორონ. როგორც ირკვევა, დღემდე ძალაში რჩება ამერიკელი დიპლომატისა და ისტორიკოსის ჯორჯ კენანის დაკვირვება იმის შესახებ, რომ რუსეთს შეიძლება მხოლოდ მტერი, ან მონა ჰყავდეს მეზობლად. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებში არც რუსეთის მტრობა შედის და არც მისი მონობა, მაგრამ მოცემულობა ასეთია და საქართველოს მისი შეცვლა არ ხელეწიფება. ფაქტია, რომ ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც რუსეთმა ვერცერთხელ ვერ გაბედეს NATO-ს წევრ რომელი ქვეყანასთან ასე ეთავხედათ. შესაბამისადსაქართველოსთვის განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის.

urocommunicator
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий