суббота, 29 июня 2013 г.

წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები – ბჭე სიწმიდისა



ვინც ადამიანური შიშის გამო გახდა უკეთესი, ის მალე ისევ დაუბრუნდა უწინდელ უკეთურებას, ამის გამო უფალმა არ ბრძანა სარეველების ამოძირკვა, რათა ცოდვილებისთვის სინანულის დრო მიეცა და მართლაც მრავალმა მათგანმა შეინანა ადრინდელი შეცოდებანი, მაგალი
თად: პავლემ, მეზვერემ და ავაზაკმა, რომლებიც ადრე სარეველები იყვნენ, შემდეგში კი მწიფე ხორბლად იქცნენ. თუმცა თესლში ასეთი ცვლილებები არ ხდება, მაგრამ ადამიანების ნება კი შეიძლება ძალზე იოლად და მოხერხებულად შეიცვალოს, რადგან იგი არაა შეკრული აუცილებლობის ბორკილებით და დაჯილდოებულია თავისუფლებით. ამგვარად, როცა ჭეშმარიტების მტერს დაინახავ, განკურნე იგი, იზრუნე, რათა სათნოებები დაიბრუნოს, მიეცი ამის მაგალითი საკუთარი ცხოვრებით, დაარიგე განუკიცხველად, დაიფარე, დაიცავი იგი და საუკეთესო მკურნალის მსგავსად ყოველი ღონე იხმარე მისი გამოსწორებისთვის."


წმ. იოანე ოქროპირი

 წინამდებარე წიგნი წარმოადგენს წმიდა მამის იოანე ოქროპირის ქადაგებების ნარჩევ კრებულს. წმიდა მამას ღვთისგან  მონიჭებული ქადაგების უნარის გამო ოქროპირი უწოდეს. აქვეა წმიდა ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) რამოდენიმე ნაშრომი
წიგნის წაკითხვა

წიგნის გადმოწერა
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий