среда, 18 июня 2014 г.

წმიდა იოანე ოქროპირი - განმარტება იოანეს სახარებისა

წიგნი I

თავი ა
წმიდისა იოვანესთჳს მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა
[5]მჴედართა ამის სოფლისათა რაჟამს იხილიან ახლად მოსრული ვინმე უცხოჲსა ქუეყანისა მჴედარი, ახოვანი და სახელგანთქმული, მეყსეულად ყოველნი შეკრბიან ხილვად ჴელოვნებისა მისისა და ბრძოლისა და წარმოადგინიან შორის მათსა, და ბევრეულნი სიმრავლენი ჰხედვიდენ მისთა საქმეთა და ყოველი გონებაჲ მათი მუნ არნ.


და კუალად უკუეთუ მსახიობელი ვინმე საკჳრველი მივიდის, ეგრეთვე მსგავსად ერნი შემოკრბიან და დაუტევიან ყოველი საქმჱ მათი და აღვიდიან ადგილსა მაღალსა ხილვად მისთა ჴელოვნებათა და სახიობათა.

ეგრეთვე კუალად ფილოსოფოსთა შორის უკუეთუ ვინმე უცხოჲ ფილოსოფოსი სახელოვანი მოვიდის, ეგრეთვე იქმოდიან; რამეთუ შემოკრბიან ყოველნი, და ხედვიდიან მას და ისმენდიან სიტყუათა სიბრძნისა მისისათა და გამოსცდიდიან მას მრავლითა სიტყჳთა, ხოლო უკუეთუ კაცთა ფილოსოფოსთა სოფლისათა და მსახიობელთა და მებრძოლთა ზედა ესევითარი საქმე იქმნების, და ესრეთ ისწრაფიან მრავალნი ხილვად და სმენად მათთა სიტყუათა ფრიადითა სურვილითა და გულსმოდგინებითა, რაოდენ უფროჲსად თქუენ თანა-გაც სმენად მრავლითა მოსწრაფებითა და სურვილითა სიტყუათა არა მსახიობელისა და ჴორციელისა ფილოსოფოსისათა, [6]არამედ კაცისა ზეცით მეტყუელისა, რომელი ღაღადებს და აღმოიტყჳს ჴმასა მზისა უბრწყინვალესსა; რამეთუ მისმან ჴმამან ყოველი სოფელი დაიპყრა და აღავსო და კიდეთა მისთა მიიწია, არა თუ სიმაღლისაგან მისისა, არამედ რამეთუ საღმრთოჲთა მადლითა აღსძრავს ენასა თჳსსა; და საკჳრველი ესე არს, რომელ ესევითარსა მას სიმაღლესა ზედა მის ჴმისასა არა არს იგი საწყინო და უშუერ, არამედ უსაწადელეს არს და უტკბილეს უფროჲს ყოვლისა სიტკბოებისა და უმეტესად დაატკბობს სულსა და გონებასა, ვიდრეღა საეშმაკონი იგი ჴმანი მგოსანთა მათ ამის სოფლისათანი, რომელნი-იგი ეშმაკმან დასთესნა კაცთა შორის. ხოლო ესე ჴმაჲ ტკბილ არს და შუენიერ, და მის ზედა საშინელ არს და ყოვლადწმიდა, და ესოდენითა საიდუმლოჲთა სავსე არს და კეთილთა მომნიჭებელ, ვიდრეღა რომელნიცა მიიღებდენ მას სურვილით და დაჰმარხვიდენ გულთა შინა მათთა, არღარა არიან იგინი კაც ქუეყანის, არამედ უზეშთაეს ყოველთა საქმეთა ამის სოფლისათა აღმაღლდებიან და შეიცვალებიან ანგელოზთა წესად; და ვითარცა ცათა შინა მკჳდრ იყვნეს, ესრეთ იყოფებიან ქუეყანასა ზედა.

რამეთუ ძჱ იგი ქუხილისაჲ (შდრ. მარკ. 3.17), საყუარელი ქრისტესი, სუეტი ყოვლისა სოფლისა ეკლესიათაჲ, რომელსა ჰქონან კლიტენი ცათანი, რომელმან სასუმელი ქრისტესი შესუა და ნათლის-ღებაჲ მისი ნათელ-იღო, რომელი მიეყრდნა მკერდსა მას მეუფისასა დიდითა კადნიერებითა, იგი მოვალს აწ ჩუენ შორის სიტყუად არა ესრეთ, ვითარცა მსახიობელნი სოფლისანი შემკობილნი პირითა და დაბურვილნი თავითა, აღსრულნი სამღერელსა მას ადგილსა, რომელნი იმღერდიან ფერჴითა, შემკულნი სამოსლითა ოქროჲსაჲთა; არამედ ესე ნეტარი შემოვალს ჩუენ შორის შემოსილი სამოსლითა, რომლისა შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ არს, რამეთუ ქრისტე ჰმოსიეს (შდრ. გალ. 3.27) და ფერჴნი შემოსილნი განმზადებულებითა სახარებისა მის მშჳდობისაჲთა (შდრ. რომ. 10.15) და სარტყელი ჰმოსიეს არა ტყავისა მეწამულისაჲ, ცურვებული ოქროჲთა, არამედ მოქსოვი[7]ლი ჭეშმარიტებითა და მორტყმული წელთა მისთა სიწმინდითა.

ესრეთ შემოვალს იგი ჩუენებად ჩუენდა თავსა თჳსსა არა ორგულებით, ანუ ზაკუვით, - რამეთუ არარაჲ არს ამათგანი მის თანა, - არამედ განცხადებულითა სახითა განცხადებულსა ჭეშმარიტებასა მოგჳთხრობს არა ესრეთ, რაჲთამცა სხუაჲ იყო და სხუად გუეჩუენებოდა სიტყჳთა და სახითა და ჴმითა, არცა ორღანოჲ უჴმს საგალობელად გალობისა მისისა, ათძალი ანუ ორძალი, არამედ ყოველსავე ენითა იქმს, რომლისა ჴმაჲ უტკბილეს არს ყოველსა ათძალსა და ორძალსა.

ხოლო არს ადგილი გალობისა მისისაჲ ცაჲ ყოველივე, და სახილველ - სოფელი, და მხილველ და მსმენელ მისა - ყოველნივე ანგელოზნი და კაცნი, რომელნიცა ანგელოზ არიან, ანუ ანგელოზ-ყოფად სურის. რამეთუ ესევითართა ოდენ ძალ-უც კეთილად სმენად მისა და საქმით ქმნაჲ; რამეთუ ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს მსმენელ მისა, რომელი იქმოდის სიტყუათა მათ საქმით, ხოლო რომელი საქმით არა იქმოდის, მან არა უწყის, რაჲ-ესე ესმის, არამედ ვითარცა ყრმათა ჩჩჳლთა ესმის და არა უწყიან, რაჲ - იგი ესმის; არამედ შუებასა და განცხრომასა სოფლისასა შექცეულ არიან, ვითარცა ყრმანი - მღერასა, და ამათცა ესმიედ სიტყუანი ესე, ხოლო ვერარას შემძლებელ არიან გულისხმისყოფად, ვინაჲთგან თიჴისა და ალიზისა ქმნასა დაუმონებიან თავნი, რომელ არს ცოდვაჲ. არამედ ამის მოციქულის წინაშე ზეცისა ძალნი დგანან განკჳრვებულნი შუენიერებისა მისთჳს სულისა მისისა და სიბრძნისა მის გონებისა მისისა და სათნოებათა მისთა სიკეთისა, რომლისა მიერ შეაყუარა მან თავი თჳსი ქრისტესა და მოიღო მადლი იგი სულისა წმიდისაჲ.

რამეთუ ვითარცა ორძალი კეთილად მოზავებული, ოქროვანი და ქვითა პატიოსნითა შემკული, ოქროვანთა ჴმათა აღმომტეობელი, ესრეთ მოჰმზადა სული თჳსი და მისცა იგი სულსა წმიდასა, რაჲთა იტყოდის იგი მის მიერ. და ამისთჳს არღარა მეთევზური იგი, არცა ძჱ ზებედესი სცემს ორძალსა ამას, არამედ სული წმიდაჲ, რომელმან იცნის ყოველნი სიღრმენი ღმრთისა საქმეთანი და ამისთჳს არღარაჲ კაცობრივი გუესმის. ამის მიერ, არამედ ყოველი, რომელსაცა იტყჳს,[8]საიდუმლოთაგან არს სულისა წმიდისათა და სიღრმეთა მათგან საღმრთოთა საიდუმლოთა, რომელი ანგელოზთაცა არა იცოდეს ამის პირველ, რამეთუ მათცა ჩუენ თანავე ცნეს სიტყუათა მიერ იოვანესთა ესე საიდუმლონი.

და ამას მოასწავებს მოციქული პავლე, რომელი იტყჳს: ”რაჲთა საცნაურ იქმნას აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ეკლესიისა მიერ მრავალსახჱ იგი ღმრთისა სიბრძნე”. უკუეთუ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ქერობინთა და სერაბინთა ეკლესიის მიერ ცნეს ესე ყოველი, საცნაურ არს, ვითარმედ იგინიცა სამე ფრიადითა მოსწრაფებითა ისმნენ ჴმასა იოვანესსა. რამეთუ ესეცა არამცირედი პატივი მოგუეცა, რომელ ჩუენ თანა ცნეს ანგელოზთა, რაჲ-იგი არა იცოდეს, ხოლო რომელ არა ჩუენ თანა ოდენ, არამედ ჩუენ მიერცა, ამისთჳს რაჲღა ვთქუა, რომელნი ესევითარნი ვიყვენით, რომელ არა ჯერ-არს აწ თქუმად, თუ ვინ ვიყვენით, ანუ ვითარნი და ესევითარსა პატივსა მივიწიენით. ამისთჳს უკუე მივყოთ ყოველთა სასმენელი ჩუენი დუმილით ნუ დღეს ოდენ, არამედ ყოვლადვე, რამეთუ ყოვლადვე კეთილ არს ამათ სიტყუათა სმენად. რამეთუ უკუეთუ მეფისა სიტყუათა მარადის სურვიელ ვართ სმენად, თუ რაჲ თქუა, ანუ რაჲ ქმნა, ანუ რასა განიზრახავს, რომელთაგან არარაჲ სარგებელ არიან ჩუენდა, არა უფროჲსად ვისწრაფოდ სმენად სიტყუათა მათ, რომელთა ღმერთი იტყჳს საწადელთა მათ და სასურველთა და ჩუენდა დიდად სარგებელთა? რამეთუ ყოველივე, რასაცა ღმერთი იტყჳს, ამან კეთილად გჳთხრა ჩუენ, რომელი-ესე მეგობარ არს მისი საყუარელი; და უფროჲსად თავადი იგი ღმერთი და მეუფჱ ყოველთაჲ აქუს თავსა შორის თჳსსა მეტყუელად; და რაჲ-იგი მან მოიღო მამისაგან, ამას მოსცა საიდუმლოჲ, რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: ”თქუენ ხართ მეგობარნი ჩემნი, რამეთუ ყოველივე, რაჲ-იგი მესმა მამისაგან, გითხრა თქუენ”. ხოლო აწ, ვითარცა-იგი უკუეთუმცა ვიხილეთ ვინმე ზეცით გამოჩჳნებული ჰაერთა შინა ცათასა და გჳთხრობდამცა ყოველსა თჳთოეულად, რაჲ-იგი იქმნების ცათა შინა, ყოველნივემცა მივისწრაფდით სმენად მისა. ესრეთვე აწ ვყოთ, რამეთუ ესე მაღალი და დიდი კაცი ზეცით გუეტყჳს, რაოდენსაცა გუეტყოდის, რამეთუ არა ამის სოფლისაგანი არს, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: ”თქუენ [9]არა ამის სოფლისაგანნი ხართ”, არამედ აქუს ამას ნუგეშინისმცემელად იგი სული თავსა შორის თჳსსა მეტყუელად, რომელი-იგი ყოველსა ადგილსა მიიწევის, რომელმან ესრეთ იცნის საქმენი ღმრთისანი, ვითარცა სულმან კაცისამან საქმენი თჳსნი. სული იგი სიწმიდისაჲ, სული ჭეშმარიტებისაჲ, სული წრფელი, მთავარი აღმყვანებელი ზეცად, მიმცემელი სხუათა თუალთა სულიერთა და კეთილადმხედველთა, რომელი უჩუენებს მომავალთა საქმეთა, ვითარცა ქმნულთა, რომელი ჴორცთა შინა მყოფთა კაცთა ზეცისა საქმეთა ხილვად ღირს-ჰყოფს.

ამისთჳს უკუე ვქმნათ ფრიად მყუდროებაჲ; ნუმცა ვინ არს უდებ, ნუმცა ვინ არს მოძილ, ნუმცა ვინ არს შეგინებულ აქა შემომავალთაგანი, არამედ აღვამაღლნეთ თავნი ჩუენნი ზეცად, რამეთუ სიტყუათა ამათ ცათა შინა იტყჳს ესე მათდა მიმართ, რომელთა მოქალაქობაჲ ცათა შინა არს. უკუეთუ კულა ქუეყანასა ზედა დავადგრეთ გონებითა, არარაჲ სარგებელ-გუეყოს ამათ სიტყუათაგან, რამეთუ სიტყუანი იოვანესნი არა მათა მიმართ არიან ყოველთა, რომელთა-იგი არა ჰნებავს ბილწისა ცხორებისაგან გამოსლვად. რამეთუ ქუხილი შეაშინებს გულთა, ხოლო ამისი ჴმაჲ არცა ერთსა მორწმუნეთაგანსა შეაშფოთებს, არამედ უფროჲსად დააცხრობს ყოველსავე ამბოხებასა და შფოთსა, ვინაჲცა მიიწიოს, არამედ ოდენ ეშმაკთა შეაძრწუნებს და რომელნიცა მათ ჰმონებდენ.

ამისთჳს უკუე დაწყნარებით ვისმენდეთ, რაჲთა ესრეთ ვიხილოთ, თუ ვითარ შეაშინებს ეშმაკთა, დავაწყნაროთ ყოველივე სახე გარეგანი და უფროჲსად გონებისაჲ. რამეთუ რაჲ არს სარგებელი დუმილისაგან პირისა, რაჟამს სული ამბოხებასა და შფოთსა შინა იყოს? მე მას ვეძიებ, დაწყნარებასა გონებისა და სულისასა და მათ სასმენელთა ვითხოვ, რამეთუ ჩუენი ესე მგალობელი ესევითარი არს.

ამისთჳს უკუე ერთიმცა იპოების სურვილი საფასეთაჲ, ანუ დიდებისა ცუდისაჲ, ანუ მძლავრობაჲ გულისწყრომისაჲ, ანუ გულისთქუმათა ბოროტთაჲ, გინა სხუათა მათ ვნებათა შფოთი, რამეთუ უკუეთუ არა განწმდენ სასმენელნი ამათ ყოველთა ბოროტთა ნივთთაგან, ვერ შეუძლონ სმენად სიტყუათა ამათ, ვითარცა ჯერ-არს, ანუ გულისხმის-ყოფად,[10]ვითარცა შეჰგავს საიდუმლოთა ამათ მიუწდომელთა. რამეთუ უკუეთუ წინწილასა და ფანდურსა ვერვინ დაისწავლის, უკუეთუ არა ყოველი გონებაჲ თჳსი მუნ შემშჭუალოს, ვითარ შეუძლოთ საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა დაჴსნილობით სმენად? ამისთჳს ქრისტე უფალი იტყოდა: ”ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა და ნუცა დაასხამთ მარგალიტსა წინაშე ღორთა” (მათე 7.6). ხოლო მარგალიტად ამათ სიტყუათა სახელ-სდვა, რამეთუ ესენი ფრიად უპატიოსნეს არიან მარგალიტისა; არამედ ამისთჳს შეამსგავსნა ესენი მარგალიტსა, რამეთუ არარაჲ არს ჩუენ შორის მის ნივთისა უპატიოსნეს. ამისთჳსცა წერილი სიტკბოებასა სიტყუათა ღმრთისათა მრავალგზის თაფლსა მიამსგავსებს. არა თუ სიტკბოებისა მათისა საზომი არს თაფლისა მსგავსებაჲ, არამედ თაფლისა უტკბილესი არარაჲ არს ჩუენ შორის. უკუეთუ არა, ისმინე რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი და გამოაჩინებს გარდამატებულებასა სიკეთისა მათისასა, ვითარმედ: ”გულისსათქუმელ არიან იგინი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, და უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა გოლეულისა”, არამედ მათთჳს არს ესე ესრეთ, რომელთა გონებაჲ წმიდად მხედველ არს. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: ”მონამან შენმან იცვნეს იგინი” (ფს. 18.12), და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: ”ტკბილ არიან სასასა ჩემსა უფროჲს თაფლისა სიტყუანი შენნი” (ფს. 118.103). და კუალად იტყჳს: ”უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა”, რამეთუ მრთელ იყო გონებაჲ მისი. ამისთჳს უკუე ჩუენცა ნუმცა უძლურნი სულითა მოუჴდებით სიტყუათა ამათ, არამედ განვიკურნნეთ სულნი ჩუენნი და ესრეთ ვისმენდეთ, რამეთუ ამისთჳს ვთქუენ მრავალნი ესე სიტყუანი და არღარა მითქუამს მისთა სიტყუათაგანი, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან ყოველი სახე უძლურებისაჲ განსდევნოთ, და, ვითრცა ცად შემავალნი, ესრეთ შემოხჳდეთ წმიდად ყოვლისაგან ვნებისა და ზრუნვისა.

რამეთუ უკუეთუ არა ესრეთ კეთილად განიწმინდნეთ სულნი თქუენნი, ვერაჲ ირგოთ ამიერ. და ნუ ვინ იტყჳს, თუ:[11]”ვითარ შეუძლო ქმნად ამის საქმისა მეყსა შინა?” რაჲ არს უბოროტეს ავაზაკობისა? არამედ იხილეთ, ავაზაკი იგი ვითარ სათნოებასა მიიწია მეყსა შინა და სამოთხისა მკჳდრად გამოჩნდა, რომელმან არა დღენი იჴმარნა, არცა თუ ნახევარი დღისაჲ, არამედ წამსა შინა თუალისასა, რამეთუ შესაძლებელ არს მყისსა შინა შეცვალებაჲ და თიჳისა წილ ოქროჲსად ქმნაჲ თავთა თჳსთაჲ, ვინაჲთგან საქმე ესე ნებასა ჩუენსა ზედა არს: გინა თუ შეცვალებაჲ, გინა თუ დადგომაჲ ბოროტსა ზედა. წერილ არს, ვითარმედ: ”უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი, კეთილი ქუეყანისაჲ შჭამოთ”. ჰხედავა, ვითარ ნებაჲ ოდენ საჴმარ არს და მოსწრაფებაჲ სულისაჲ ნებასა თანა, და ნებაჲ ოდენ არა სარგებელ არს, უკუეთუ არა მოსწრაფებაჲცა იყოს.

რამეთუ ყოველთა ჰნებავს აღსლვაჲ ზეცად, არამედ საქმეთა მიერ ჯერ-არს ნებისა გამოჩინებაჲ, ვითარცა-იგი ვაჭართა ჰნებავს განმდიდრებაჲ, გარნა არა ნებასა ზედა ოდენ დაადგრებიან, არამედ საქმეთაცა იქმან, და ნავსა მოიმზადებენ, და ზღუათა განჰვლიან, და ოქროსა ივასხებენ, და უცხოსა ქუეყანასა მივლენ და მრავალთა ღელვათა თავს-იდებენ. ეგრეთ უკუე გჳჴმს ჩუენცა გამოჩინებად ნებისა ჩუენისა, რამეთუ ჩუენცა ვალთ ზღუასა შინა, არა ქუეყანით ქუეყანად მიმყვანებელსა, არამედ ქუეყანით ზეცად აღმყვანებელსა. ამისთჳს უკუე ვყოთ გონებაჲ ჩუენი კეთილად მენავეთმოძღურად, და მივსცნეთ მას მენავენი მორჩილნი და მოვმზადოთ ნავი მტკიცე, რაჲთა არცა ზრუნვათაგან სოფლისათა დაითქმოდის, არცა ზუაობისა ქარითა მიმოიტაცებოდის, არამედ იყოს იგი წარუტაცებელად და სუბუქცა. და უკუეთუ ესევითარი იყოს ნავი ჩუენი და ესრეთ იყოს მენავეთმოძღუარი და მენავენი, კეთილად ვლოთ და ძჱ ღმრთისაჲ, ჭეშმარიტი იგი მენავეთმოძღუარი, მოვიყვანოთ ჩუენდა, რომელმან არა უტეოს ნავსა ჩუენსა დათქმად, არამედ დაღაცათუ ბევრეულნი ქარნი ქროდიან, შეჰრისხენ ქართაცა და ზღუასაცა, და ქმნას დაყუდება დიდ.

ესრეთ უკუე მოჰმზადენით თავნი თქუენნი და ხვალისა დღე მოვედით ეკლესიად, და ესრეთ მიგითხრნეთ სიტყუანი დიდისა იოვანესნი, დავსთესნეთ იგინი თქუენ შორის, არამედ [12]ნუმცა გზა ხართ, ნუცა კლდე, ნუცა ეკლოვან, არამედ იყვენით ქუეყანა კეთილ და ნაყოფიერ, რაჲთა ჩუენცა გულსმოდგინებით ვსთესვიდეთ თესლთა, უკუეთუ ვიხილოთ ქუეყანაჲ იგი წმიდად. უკუეთუ კულა ქვიან იყოს და ეკლოვან და ფიცხელ, შენდობა-ყავ, რამეთუ ვერ ძალ-მიც ამაოდ შრომაჲ, რამეთუ უგუნურება არს ქუეყანასა უქმსა თესვად თესლისა.

რომელიცა ამას ტაბლასა მოვიდეს, არა უჴმს მას საეშმაკოთა ტაბლათა დაჯდომაჲ, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რომელი-ეგე ისმენ სიტყუათა იოვანესთა და მის მიერ სულისა წმიდისათა, და კუალად მისა შემდგომად წარხუალ სმენად სიტყუათა მეძავთა დედათასა და ზრახვად მათდა? ვითარ შეუძლო სიწმიდით სმენად ამათ სიტყუათა, რომელი-ეგე ინგორები ესევითარსა მწჳრესა შინა?

აჰა ესერა, წინაჲსწარ გეტყჳ ყოველთა: ნუ ვინ ამის ტაბლისა მეპურისტეთაგანი განიხრწნის სულსა თჳსსა ბოროტთა ცოდვათა მიერ, რამეთუ იცით თქუენ, ნათელ-ღებულთა მაგათ, რავდენნი აღთქუმანი აღგჳთქუენით ჩუენ, და არა ჩუენ, არამედ უფროჲსად ქრისტესა, რაჟამს-იგი ნათელ-გცემდა. არა იჯმენით ეშმაკისაგან და ყოველთაგან საქმეთა მისთა? ამისთჳს შიშ არს, ნუუკუე დათრგუნოს ვინ აღთქუმაჲ იგი, და ესრეთ ღირს იქმნეს სატანჯველთა მრავალთა და განვარდეს მათ საიდუმლოთაგან.

არა ხედავა ქუეყანისა მეფეთა, რამეთუ არა შეცოდებულთა, არამედ მეგობართა იზიარებენ საიდუმლოთა. აწ მოციქული მოსრულ არს ზეცით, ღმრთის მიერ ჩუენდა მომართ, და თქუენ მის წილ საეშმაკოთა სიტყუათა ისმენთა? რავდენთა სატანჯველთა ღირს არს საქმე ესე? რამეთუ ვითარცა არა ჯერ-არს დაჯდომად ტაბლასა ეშმაკთასა, ეგრეთვე არცა სმენაჲ სიტყუათა საეშმაკოთაჲ ჯერ-არს, არცა შემოსლვად სამოსლითა ხენეშითა ბრწყინვალესა ამას ტაბლასა და ბევრეულითა კეთილითა სავსესა, რომელი თავადსა ღმერთსა დაუგიეს. რამეთუ ესეოდენ არს ძალი მისი, რომელ მყისსა შინა ზეცად აღგჳყვანებს, უკუეთუ ოდენ წმიდითა გონებითა ვისმენდეთ [13]მას, რამეთუ შეუძლებელ არს, რომელი ესრეთ ისმენდეს სიტყუათა ღმრთისათა, რაჲთამცა სოფლისა ამის სიმდაბლესა შინა ეგოს, არამედ ფრთოვან იქმნების და ზეცისა სავანედ მიიწევის და საუნჯეთა მათ კეთილთასა მიემთხუევის, რომელთაცა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი ბ

სიტყუაჲ ესე: პირველითგან იყო სიტყუაჲ.
უკუეთუმცა იოვანეს ეგულებოდა ჩუენდა მომართ სიტყუად და თჳსთა თქუმულთა თხრობად, ჩუენდა კეთილ იყო, რაჲთამცა ნათესავიცა მისი და აღზრდილობაჲ და მამული ვთქუთ. ვინაჲთგან უკუე არა იგი, არამედ ღმერთი მისითა პირითა იტყჳს ბუნებასა კაცთასა, აწ არა საჴმარ არს თქუმად ამისთჳს, და უფროჲსად ესრეთცა არავე უჴმარ არს, არამედ ფრიადცა საჴმარ. რამეთუ რაჟამს სცნა, თუ ვინ იყო, და ვინაჲ, ანუ ვითარი, და მერმე გესმეს ჴმაჲ მისი, და იხილო ესევითარი იგი სიბრძნე, მაშინ სცნა კეთილად, ვითარმედ არა მისნი არიან სიტყუანი ესე, არამედ საღმრთოჲსა მის ძალისა, რომელმან აღძრა სული მისი.

ვიხილოთ უკუე, ვინაჲ არს, რამეთუ არს იგი დაბისა ფრიად მცირისაჲ და ქუეყანისა უნდოჲსაჲ, რომელი არარას კეთილსა გამოიღებდა, რამეთუ გალილეას შეასმენდეს მწიგნობარნი და იტყოდეს: ”იხილეთ, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს” (იოანე 7.52). და იტყოდა ჭეშმარიტი იგიცა ისრაიტელი, ვითარმედ: ”ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?” (იოანე 1.46) და ამის ესევითარისა ქუეყანისაჲ იყო ნეტარი ესე, ხოლო მამისა გლახაკისა მეთევზურისაჲ ტბასა შინა მცირესა იქცეოდეს და კერვიდეს ბადეთა, რომელ ესეცა სიგლახაკისა სასწაული არს; და [14]ესრეთ მიუწოდა მას ქრისტემან ძმასა მისსა თანა. ხოლო სწავლისათჳს რადღა საჴმარ თქუმად? რამეთუ თჳთ ამას ჴელოვნებასა მეთევზურობისასა ფრიადი უსწავლელობაჲ შეუდგს, რამეთუ რომელი-იგი მარადის მეთევზურობასა შინა იყო, ოდესმცა ესწავა წერილისაჲ რაჲმე? და ესრეთ ამან მეთევზურმან, რომელი ტბათა შინა იქცეოდა და თევზთა თანა ბედსაჲდაჲთ გალილეაჲსა მოსრულ იყო მამისა გლახაკისა ძჱ და გლახაკი ფრიად და უსწავლელი სრულიად, რომელსა არცა პირველ ესწავა წერილისაჲ, არცა უკუანაჲსკნელ ისწავა, ვინაჲთგან შეუდგა ქრისტესა.

ვიხილოთ, თუ რასა იტყჳს, ანუ რომელთა საქმეთათჳს, ნუუკუე უნდოსა რასმე იტყჳს და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყუანი მეთევზურთანი, გარნა ამან არცა ერთი თქუა ამათგანი, არცა გუესმა ესევითარი რაჲმე მისგან, არამედ გუესმნეს მის მიერ სიტყუანი ზეცისანი, რომელნი არავინ სადა ცნნა უწინარჱს მისა, რამეთუ ესევითართა სწავლათა მაღალთა მოსრულ არს აწ თქუმად ჩუენდა, ვითარცა ჭეშმარიტად საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა, ვითარმცა აწ ოდენ მოსრულ იყო ზეცით და უფროჲსად ცათა შინა მყოფთაცა ყოველთავე არა უწყოდეს ესე, ვითარცა ზემო ვთქუთ.

აწ უკუე ესე არიან სიტყუანი მეთევზისანი? ანუ მრავლისმეტყუელთა მათ რიტორთა თქუეს სადა ესევითარი რაჲმე, ანუ ფილოსოფოსთა და სიბრძნისგამომეტყუელთა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე საქმე არა კაცობრივისა ბუნებისაჲ არს უხრწნელისა მისთჳს და ნეტარისა ბუნებისა ესრეთ სიბრძნისმეტყუელებაჲ და ძალთა მათთჳს და გარემო მისა მდგომარეთა უკუდავებისათჳს და ცხორებისა საუკუნოჲსა, ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა მოკუდავთა და უკუანაჲსკნელ უკუდავ-ყოფადთა, სატანჯველისათჳს და საუკუნოჲსა სამშჯავროჲსა და საშჯელთა მათთჳს ყოფადთა, სიტყუათათჳს და საქმეთა და გულისზრახვათა, და თუ რაჲ არს კაცი, ანუ რაჲ არს სოფელი, ანუ რაჲ არს ჭეშმარიტად კაცი და, რაჲ არს, რომელსა ეგონოს, ვითარმედ კაცი არს და იგი არა იყოს, ანუ თუ რაჲ არს უკეთურება და რაჲ არს სათნოებაჲ.

რამეთუ ამათგანი რომელიმე გამოიძიეს პლატონ და პი[15]თაღორა ფილოსოფოსთა, რამეთუ სხუათა მათ არცა ვაჴსენებ ფილოსოფოსთა, არამედ, ვინაჲთგან თავნი ესე მათნი ესრეთ გამოჩნდეს, სხუათათჳს რაჲ სთქუა? რამეთუ იქმნნეს ესენი საცინელ და საკიცხელ, ვითარცა ყრმანი მცირენი, რომელთა ინებეს აღწერად სიტყუათა სწავლისათა და ყოველი საძაგელებაჲ მათ წინა დააწესეს, ხოლო სულისათჳს თქუეს, - გარნა ვითარ მიგითხრა მათი იგი ამაოებაჲ, რაოდენნი გმობანი წარმოთქუნეს? - რამეთუ მუმლად და ბუზად და ძეძუად უწოდდეს სულსა კაცისასა ყოფად და ღმერთსა ჰგმობდეს. და არა ესე ოდენ არს მათი საცინელ, არამედ ესეცა, რომელ, ვითარცა ზღუასა შინა მღელვარენი, ვეროდეს დგანან ერთსა სიტყუასა ზედა, არამედ სხუად და სხუად იქცევიან ცთომილთა გონებათაგან. გარნა მეთევზური ესე არა ესრეთ არს, არამედ ყოველსავე მტკიცედ იტყჳს, და, ვითარცა კლდესა ზედა დამყარებული, არასადაჲთ შეირყევის, რამეთუ უხილავთა მხილველ იქმნა და ყოველთა მეუფჱ აქუნდა თავსა შორის თჳსსა მეტყუელად. და ამისთჳს არა კაცობრივი იყო მის თანა, არამედ ყოველივე საღმრთოჲ.

ხოლო იგინი, ვითარცა კაცი, რომელი არაოდეს წინაშე მეფისა მისრულ არნ, არამედ გარე სოფლებსა შინა იქცევინ და ინების თქუმად საქმეთათჳს პალატისათა, ესრეთვე იგინი შესცთეს, ვინაჲთგან უხილავთათჳს ინებეს თქუმად და ცთომასა მას შინა ურთიერთას წინააღუდგებიან, და არა ურთიერთას ოდენ, არამედ თავთა თჳსთაცა.

ხოლო ამან უსწავლელმან მადლითა მაღლისაჲთა თქუა: ყოველი ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულგზის გუეცინოდიან წარმართნი უსწავლელობისათჳს, არავე მრცხუენის თქუმად, ვითარმედ უსწავლელი იყო, და რაოდენცა მისი უსწავლელობაჲ გამოჩნდეს, ეგეოდენად ჩუენნი საქმენი განბრწყინდებიან. რაჟამს ბარბაროზი იგი და უსწავლელი ესევითართა სიტყუათა იტყოდის, რომელნი ვერვინ სადა კაცთაგანმან გულისხმა-ყვნა, და არა ოდენ იტყჳს, არამედ ყოველთავე დაარწმუნებს, რომელთა ესმოდიან სიტყუანი მისნი, რომელ-ესე სასწაული არს საღმრთოჲსა მადლისაჲ. ვის არა უკჳრდეს ძალი იგი მის თანა დამკჳდრებული, რამეთუ ამან ნეტარმან სახარებისა მიერ ყოველი სოფელი დაიპყრა,[16]ხოლო ჴორცითა იყოფოდა ასიას შინა, რომელსა შინა პირველ იყო საწარმართოჲ იგი საფილოსოფოსოჲ, და მუნ მყოფმან ამან ნეტარმან შეაძრწუნა ეშმაკნი, და ბნელი მათი განაქარვა, და თავნი მათთა ქალაქთანი დააქცინა და სულითა მივიდა სოფელსა მას, სადა ჯერ-არს მისი და მსგავსთა მისთა დამკჳდრებაჲ, რამეთუ წარმართთაჲ ყოველივე დაიჴსნა და წარჴდა, ხოლო ამისი ყოველივე ბრწყინავს; რამეთუ ვინაჲთგან ესე და სხუანი იგი მეთევზურნი და მოციქულნი გამოჩნდეს, მიერითგან პლოტინისი და პითაღორაჲსი ყოველივე წარჴდა და არცა სახელი მათი იციან მრავალთა, რომელნი მძლავრნიცა იყვნეს და მდიდარნი იგი და გრძნებით მოქმედნი ყოვლისანივე, რომელთა არარაჲ კეთილი ასწავეს კაცთა, არამედ ყოველივე ბოროტი. ამისთჳს დაშრტა მათი საჴსენებელი და წარჴდა სრულიად სამართლად და ჯეროვნად, ხოლო ამისნი ბრწყინვენ და საცნაურ არიან მეგჳპტელთა შორის და ჰინდოთა და სპარსთა და ეთიოპელთა და ბარბაროზთა, და სხუათა მრავალთა ენათა უთარგმნნიან სიტყუანი მისნი თჳსსა ენასა და უსწავლელისა მის მიერ ისწავეს კაცთა ბარბაროზთა უგუნურთა სიბრძნე ფრიადი.

ამისთჳსცა კეთილად სამე ვიტყოდე, ვითარმედ სახილველ მისა იქმნა ყოველი სოფელი, რამეთუ არა სიტყუათა შემკობისათჳს იყო სწრაფაჲ მისი, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა ოდენ ასწავა კაცთა სათნოებაჲ და სარწმუნოებაჲ მართალი და აღამაღლნამცა ქუეყანით ზეცად. ამისთჳსცა არა ბნელსა შინა დაფარა ძალი სიტყუათა თჳსთაჲ, ვითარცა მათ ქმნეს, რამეთუ ბოროტ იყვნეს სიტყუანი მათნი, ამისთჳს ენება დამალვაჲ მათი სიძნელითა მით სიტყუათაჲთა, არამედ ამისნი სწავლანი უფროჲს მზისა ბრწყინვენ. ამისთჳსცა ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მისნი, რამეთუ არა ქმნა ამან საეშმაკონი საქმენი მათნი, არამედ ესრეთ ადვილ-ყო სიტყუაჲ თჳსი, ვიდრეღა ყრმათაცა მცირეთა მიერ საცნაურ არიან, რამეთუ ჭეშმარიტ არიან და საჴმარ ყოველთათჳს, და საქმენი მოწამე არიან, და ყოველი სოფელი მოიზიდა მისა მიმართ, და განგუათავისუფლნა ყოველთა ბოროტთაგან სიტყჳთა თჳსითა. ამისთჳსცა უადვილჱსად გუაქუს სიკუდილი, ვიდრეღა სწავლათა მისთაგან განშორებაჲ. და [17]ამის ყოვლისა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ არს მის თანა კაცობრივი, არამედ  ყოველივე ღმრთისამიერი, მისისა მის წმიდისა სულისა მიერ ჩუენდა მოსრული, არამედ არა არს აქა ამაოჲ სიტყუათა სიმრავლეჱ და შეწყობილებაჲ უსარგებლოჲ, არამედ ძალი უძლეველი სარწმუნოებისა მართლისაჲ და საუნჯეჱ ურიცხუთა კეთილთაჲ.

ხოლო ამაოთა მათ ფილოსოფოსთა თქუმულნი, ვითარცა სამარენი, არიან გარეთ შემკულნი და შინაგან სიმყრალითა სავსენი. უკუეთუ სიტყუათა შეწყობილებაჲ აღიღო, იხილო მუნ ფრიადი სიმყრალჱ საქმეთაჲ და საძაგელებაჲ ურიცხჳ; და უფროჲსად, რაჟამს სულისათჳს იტყოდიან და უზომოდ პატივ-სცემენ მას და მერმე მოიქცევიან და ჰგმობენ მას. რამეთუ ესრეთ არს ეშმაკისა საბრჴჱ, რომელ არასადა უტეობს საზომსა ზედა დადგომად, არამედ ანუ უზეშთაეს ზომისა აღამაღლებს, ანუ უზეშთაეს ზომისა დაამდაბლებს მორჩილთა მისთა. არამედ ჩუენ დაუტევნეთ მათთა საქმეთა ბილწებანი, რამეთუ ესეცა, რომელ ვთქუთ, მათთჳს უჴმარვე იყო, გარნა რაჲთა სცნათ მათი იგი ბილწებაჲ, არამედ აწ ჩუენთა ამათ სიტყუათა ვიწყოთ თქუმად, რომელნი ზეცით მოივლინნეს ჩუენდა და არარაჲ არს მათ შორის კაცობრივი, ხოლო, აწ მოვედით და სიტყუანი იგი შორის შემოვიხუნეთ, რომლისათჳს პირველცა გევედრე და აწცა გევედრები, რაჲთა კეთილად ისმინოთ, რაჲ არს უკუე დაწყებაჲ სიტყუათა ამათ მახარებელისათაჲ.

სახარებაჲ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (1.1). თარგმანი: იხილეა კადნიერებაჲ ესე და ჴელმწიფებაჲ დიდი? ვითარ არცა იჭუეულად, არცა ორგულებით, არამედ განჩინებით ქადაგა ჭეშმარიტებაჲ? რამეთუ ესე არს საქმე მოძღუარისა კეთილისაჲ, რაჲთა არა უძლურებით იყოს სიტყუასა ზედა თჳსსა და იჭუეულად.

უკუეთუ კულა, რომელი-იგი სხუათა ასწავებდეს და მას სხჳსა მიერ უჴმდეს განმტკიცებაჲ, იგი არა მოძღუარი არს, არამედ მოწაფჱ. უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: ”რაჲსათჳს პირველი იგი მიზეზი დაუტევაო და მეყსეულად მეორისა მი[18]ზეზისათჳს იწყო სიტყუად”? ხოლო ჩუენ პირველისა და მეორისა თქუმაჲ დაუტეოთ, რამეთუ არა ჩუენი არს ესე საქმჱ, რამეთუ ღმერთი რიცხჳსა უზეშთაეს არს და ჟამთა ბუნებისა. ამისთჳს ესეცა დაუტეოთ, და ჩუენ აღვიარებთ მამასა უშობელსა და ძესა მამისაგან შობილსა.

ხოლო უკუეთუ გუეტყოდის მეტყუელი იგი, ვითარმედ: ”ჰე, ესრეთ არს, გარნა რაჲსათჳს მამაჲ დაუტევა და ძისათჳს იტყჳს?” ვიტყჳთ, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ მამაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო, დაღაცათუ არა ვითარცა მამაჲ, არამედ ვითარცა ღმერთი, ხოლო მხოლოდშობილი ძჱ ჯერეთ უმეცარ იყო სოფელსა შინა და ამისთჳს სამართლად იწყო დასაბამსავე სიტყჳსასა, რაჲთამცა მეცნიერებაჲ ძისაჲ ასწავა უსწავლელთა მათ.

და კუალად ესეცა გულისხმა-ყავ, რამეთუ მამაჲცა არავე დაიდუმა სიტყუათა ამათ შინა და იხილე შეწყობილებაჲ ესე სულიერი, რამეთუ იხილნა კაცნი, ვითარმედ უწინარეს ყოვლისა ღმერთსა პატივ-სცემდეს და უპირატჱს ყოველთა აქუნდა იგი. ამისთჳს ესრეთ ყო დასაბამი სიტყჳსა თჳსისაჲ და წინარე ღმერთად იტყჳს მას, ამისთჳს სიტყუად უწესს მას, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა სწავლად ჩუენდა, ვითარმედ ესე სიტყუაჲ მხოლოდშობილი არს ძჱ ღმრთისაჲ, რაჲთა არავინ ვნებული შობაჲ გულისხმა-ყოს, ამისთჳს წინაჲთვე სახელითა ამით სიტყჳსაჲთა დაჰჴსნა ბოროტი იგი იჭჳ, რამეთუ მოასწავა მამისაგან შობაჲ ძისაჲ და უვნებელობაჲცა.

ჰხედავა, რამეთუ ვითარცა ვთქუ, არცა მამაჲ დაიდუმა ძისათჳს თქუმულთა ამათ სიტყუათა შინა? უკუეთუ კულა არცა კმა არიან ესე სახენი ყოვლისავე გამოცხადებულად თქუმად, ნუვე გიკჳრს, რამეთუ ღმრთისათჳს არს სიტყუაჲ ჩუენი, რომლისათჳს არცა თქუმად, ვერცა გულისხმის-ყოფად ვინ შემძლებელ არს ჯერისაებრ. ამისთჳს ესეცა ესრეთ არსებისა სახელსა არასადა აჴსენებს, რამეთუ არცა შესაძლებელ არს თქუმად, თუ რაჲ არს არსებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ყოველსა ადგილსა საქმეთა მიერ მისთა გჳჩუენებს მას, რამეთუ რომელი-ესე აქა სიტყუად თქუა, შემდგომად მცირედისა იხილო, ვითარ იტყოდის ნათლად, და ნათელსა მას კუალად უწოდს ცხორება. ხოლო არა ესრეთ ამის მი[19]ზეზისათჳს ოდენ სახელ-სდვა ესრეთ, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა მამისათჳს სიტყუად ჩუენდა მომართ, ვითარცა იტყჳს ვითარმედ: ”ყოველი, რაოდენი მესმა მამისგან, გითხრა თქუენ” (იოანე 15.15).

ხოლო უწესს მას ნათლად და ცხოვრებად, რომელმან-იგი გულისხმის-ყოფისა ნათელი მოგუანიჭა ჩუენ და მისმიერი ცხორებაჲ. და ყოვლით არა კმა არს ერთი სახელი, რაჲთამცა გუასწავა ღმრთისათჳს, არცა ორი და სამი, არამედ კეთილ არს, უკუეთუ მრავალთა მიერ სახელთა ვისწაოთ მცირედი რაჲმე მისთჳს.

სიტყუად უკუე უწოდა მას, რაჲთა უვნებელი იგი შობაჲ მოასწაოს. ჰხედავა, რამეთუ არა ამაოდ ვიტყოდე, ვითარმედ ზეცით გუეტყჳს ჩუენ ესე მახარებელი. ჰხედავა, დაწყებასავე სადა აღიყვანა სული და გონებაჲ მსმენელთაჲ? რამეთუ უზეშთაეს ყოველთა ხილულთასა აღიყვანა იგი და უპირატჱს მოაქცია ქუეყანისა და ზღჳსა და ცისა, უზეშთაჱს აღიყვანა ანგელოზთასა, უზეშთაჱს ქრობინთა და სერაბინთასა, უზეშთაჱს საყდართა და მთავრობათა და ჴელმწიფებათასა, და უზეშთაჱს ყო ყოვლისა დაბადებულისა?

ხოლო რაჟამს ესევითარსა სიმაღლესა აღიყვანა, ნუუკუე შემძლებელ იქმნა მუნ დასრულებად ამაღლებასა მას? ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ვინმე აღიღის კაცი მდგომარჱ კიდესა ზღჳსასა, რომელი ჰხედავნ ქალაქთა და ჭალაკთა და ნავთსაყუდელთა, და შეიყვანის გულსა ზღჳსასა ჩუენებად უზეშთაესთა საქმეთა, და სიმყრალისა მისგან განიყვანის და აღამაღლის ფრიად, ხოლო დასასრული ზღჳსა მის ხილვათაჲ ვერ პოვის, არამედ შთავარდის გონებაჲ კაცისაჲ მის დაუსრულებელთა ხილვათა შინა. ეგრეთვე ყო მახარებელმან ამან, რამეთუ უზეშთაჱს ყოველთა დაბადებულთასა აღგუამაღლნა, და საუკუნეთა მათ მიმართ უზეშთაჱსთასა მიგჳყვანნა, და დაუტევა სახედველი ჩუენი აღპყრობილად, და არარაჲ მოგუცა დასასრული სიმაღლისა მის, რამეთუ არცა არს დასასრული. რამეთუ აღვალს გონებაჲ პირველითგანისა მის მიმართ, და მერმე ეძიებს, თუ რომელი პირველი არს, და მერმე [20]ჰპოებს სიტყუასა მას, ვითარმედ ”იყო”, და ესე სადაცა წარვიდეს, გონებაჲ წინაუსწრობს მას და ვერსადა დადგების გულისსიტყუაჲ, არამედ ჰხედავს აღპყრობილად და ვერასადა ჰპოებს დადგომასა, მერმე დაშურების და აქავე მოიქცევის, რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ”პირველითგან იყო”, სხუაჲ არარაჲ არს, არამედ სამარადისოჲსა მის ყოფისა მომასწავებელი არს.

იხილეა სიბრძნისმეტყუელებაჲ ჭეშმარიტი და სიტყუანი საღმრთონი? რამეთუ გჳჩუენებს ჩუენ ჭეშმარიტსა მას ღმერთსა, რომლისა უპირატჱს არავინ არს, რამეთუ იგი არს მეუფჱ, შემოქმედი ყოველთაჲ, და ყოველნი შემდგომად მისა არიან, და იგი მხოლოჲ არს  პირველ ყოველთა საუკუნეთა.

სწავლაჲ ა

კრძალულებისათჳს ეკლესიასა შინა
მენება სხუათა მრავალთა სიტყუათა თქუმად, გარნა ნუუკუე დამაშურალ იყოს გონებაჲ თქუენი, ამისთჳს უკუე მნებავს რაჲთა მცირედ რაჲმე გასწაო სარგებელი თქუენი და ესრეთ დავიდუმო, რამეთუ ვიცნი მრავალნი ესრეთ სულმოკლექმნილნი სიმრავლისათჳს სიტყუათა ამათ საღმრთოთაჲსა, არამედ ესე იქმნების, რაჟამს სული დამძიმებულ იყოს მრავალთა ტჳრთთაგან სოფლისათა. ვითარცა თუალი, რაჟამს წმიდა იყოს, კეთილად ჰხედავს და არა მოუძლურდების ადრე განცდად წულილთა ნივთთა, უკუეთუ კულა სენი რაჲმე თავისაგან მოიწიოს მათ ზედა და სისხლისსახე სიბნელე მოეფინოს გუგასა ზედა, ზრქელთაცა გუამთა ვერ ძალ-უც ადვილად ხედვად. ეგრეთვე არს სული, რაჟამს წმიდა იყოს და უვნებელ, კეთილად ჰხედავს, ვინაჲცა ენებოს, ხოლო, რაჟამს მრავალთა ვნებათაგან შეიმრღჳოს და წარწყმიდოს სათნოებაჲ თჳსი, მერმე ვერცა ერთისა მაღლისა საქმისა მიმართ ძალ-უც ხედვად, არამედ ადრე დაშურების და დაეცემის, და დაუტეობს სათ[21]ნოებასა და არღარა ჴელ-ჰყოფს მისდა სურვილით.

ხოლო თქუენ ნუმცა ესრეთ ხართ, არამედ განიფრთხვენით გონებანი თქუენნი, რაჲთა არა ესრეთ გესმეს, ვითარცა ურწმუნოთა ჰურიათა პავლეს მიერ, რამეთუ მათდა მიმართ თქუა, ვითარმედ: ”მრავალ არს სიტყუა და ძნიად სათარგმანებელ” (ებრ. 5.11). არა თუ იგი სიტყუაჲ ესრეთ იყო, არამედ იგინი დაჴსნილ იყვნეს სმენად, რამეთუ უდებსა და დაჴსნილსა ადრე მოეწყინების და მცირედი დიდად უჩნს და ადვილი - ძნელად. გარნა ნუმცა ვინ არს აქა ესევითარი, არამედ ყოველივე ზრუნვაჲ განაგდეთ სოფლისაჲ და ესრეთ განკრძალულად ისმენდით ამათ სიტყუათა.

რამეთუ რაჟამს გულისთქუმაჲ ვნებათაჲ იყოს კაცისა თანა, ვერღარა ძალ-უც გულისთქუმისა საღმრთოჲსა სიტყუათაჲსა პოვნად, რამეთუ არცა კმა არს ერთი სული მრავალთა გულისთქუმათა მოგებად, არამედ ერთი მეორესა ავნებს და განჰლევს მას. რამეთუ რაჟამს ძჱ ერთი უვინ კაცსა, ყოველი სიყუარული მისი მისა მიმართ არნ, უკუეთუ კულად სხუაჲცა ესჳს, მოუძლურდის ერთისა მის მიმართ სიყუარული და განიყვის მეორისა მის მიმართ. ხოლო უკუეთუ სადაღა ესე ბუნებითი მძლავრებაჲ არს და საყუარელნი იგი თჳსნი არიან ორნივე, და ესრეთ არა აქა, რაჲღა ვთქუათ გულისთქუმათათჳს ნებსითთა და უფროჲსად, რაჟამს გულისთქუმანი იგი ურთიერთას წინააღმდგომ იყვნენ, ვითარ-ესე სულიერი გულისთქუმაჲ და ვნებაჲ ურთიერთას წინააღმდგომ არიან?

არა უწყითა, ძმანო, რაჟამს აქა შემოვიდოდით, ცად შევალთ? არა ადგილთა ვიტყჳ, არამედ ძალითა და გონებითა, რამეთუ შესაძლებელ არს ქუეყანასა ყოფითა ცათა შინა ყოფაჲ და მათ სიკეთეთა განცდაჲ. აწ უკუე ცათა შინა ქუეყანისასა ნუ ვინ შემოიღებს, ნუმცა ვინ აქა მდგომარეთაგანი სოფლისასა ზრუნავს და სახლსა თჳსსა, რამეთუ მუნ რაჟამს მიხჳდეთ, თანა გაც, რაჲთა აქაჲთ მიღებულსა სარგებელსა იტყოდით და არა, რაჲთა მუნ ქმნილთა საქმეთა აქა იჴსენებდეთ. რამეთუ ამისთჳს შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რაჲთა განვიბანნეთ ბილწნი ცოდვათანი, უკუეთუ კულა აქა შინა მასვე [22]ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოლადვე არა შემოსლვაჲ აქა. ნუმცა ვინ უკუე ეკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს, არამედ უფროჲსად სოფელსა შინა ეკლესიისასა იჴსენებდით. უფროჲს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისაჲ არს, ხოლო იგი ჴორცთაჲ, და უფროჲსად აქა თქუმულნი სიტყუანი საღმრთონი სულსაცა და ჴორცთაცა სარგებელ არიან.

ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ესე იყოს საქმედ ჩუენდა შინაგანადცა, ხოლო სხუაჲ იგი ყოველი გარეწარად. რამეთუ ესე ამასცა ცხორებასა სარგებელ არს და მერმესაცა, ხოლო ვნებანი იქაცა მავნებელ არიან და მუნცა, რამეთუ სახლი ესე სამკურნალოჲ არს, რომელი არა თუ საუკუნესა ოდენ გუასწავებს, არამედ საწუთროჲსასაცა, თუ ვითარ ვიყოფოდით, და, რაჲცა გარე წყლულებაჲ მოგუეახლოს, აქა განვიკურნებდეთ. უკუეთუ კულა სულის წმიდისა სიტყუათა არა ვისმენდეთ, არა თუ ოდენ ვერ განვიკურნნეთ წყლულებათა ჩუენთაგან, და სხუაჲცა მოვიღოთ. არამედ ვისმენდეთ სიტყუასა წიგნთასა მოსწრაფებით, რომელი მადლითა ღმრთისაჲთა ყოველსავე გამოგჳცხადებს, და ძალ-გჳც, უკუეთუ გუენებოს, მცირედითა შრომითა ცნობად ძალსა მათსა, რაჲთა სხუათაცა ვასწავლიდეთ, რამეთუ დიდ არს მოციქული ესე, რომლისა სიტყუათა აღმოვიკითხავთ, და მაღალთა და დიდთა საქმეთა მეტყუელი უფროჲს სხუათასა.

ნუმცა უკუე გარეწარად ვისმენთ, რამეთუ ამისთჳს მცირედ-მცირედ გითხრობ თქუენ, რაჲთა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდის. გუეშინოდენ უკუე, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისაჲ მის, რომელი იტყჳს: ”უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვამცა არა აქუნდა” (იოანე 15.22). რამეთუ რაჲ არს სარგებელი სმენისაჲ, უკუეთუ წარხჳდეთ, და ვითარმცა არა გასმიოდა, ესრეთ არარაჲ იცოდით?

მოგუეცით უკუე ქუეყანაჲ კეთილი სათესავად, რაჲთა ჩუენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად, და რომელსა ეკალნი ჰქონან. აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისაჲ, რომ[23]ლისა გული ფიცხელ და წინააღმდგომ იყოს, განასუქენ იგი და ლბილ-ყავ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს, და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესსა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარსატაცებელ, რაჲთა ყანანი თქუენნი შუებულ იყვნენ. და უკუეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღაცათუ მეყსა შინა არა, არამედ მცირედ-მცირედ ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: ”ასპიტისა და ყრუჲსანი არიან ყურნი მათნი” (ფს. 57.5), და ვითარმედ არა უარჱს არს მჴეცთა და პირუტყუათასა, რომელი სიტყუათა ღმრთისათა არა ისმენდეს? და უკუეთუ კაცი იგი არს, რომელი სათნო-ეყოფოდის ღმერთსა, რომელი ყოლადვე სათნო-ყოფისა მისისა სიტყუათა არა ისმენდეს, იგი რაჲთა განყოფილ არს მჴეცთაგან?

იხილე უკუე, ვითარ ბოროტ არს, რომელ ქრისტეს ჰნებავს, რაჲთამცა კაცთაგან ანგელოზად შეგუცვალნა და ჩუენ კაცთაგან მჴეცად შევიცვალენით, რამეთუ მუცლისა მონებაჲ და ვეცხლისმოყუარებისა მიერ უფლებაჲ და მრისხანებაჲ და სიძულილი - ესე ყოველი არა კაცისაჲ არს, არამედ მჴეცისაჲ, და უარესიცა არს მჴეცთაჲ, რამეთუ მათ აქუს თითოეულსა სხუაჲ და სხუაჲ ვნებაჲ, და იგიცა ბუნებით.

ხოლო რაჟამს გონებაჲ თჳსი წარწყმიდოს და მოქალაქობისაგან საღმრთოჲსა განვარდეს, არღარა ერთსა, არამედ ყოველთა ვნებათა ერევის, და არა ერთსა მჴეცსა მიემსგავსების, არამედ ყოველთა უბოროტჱს იქმნების და არღარა აქუს წყალობაჲ, რამეთუ ნებსით შევიდა ბოროტსა, გარნა ამასმცა ერთსა ზედა ნუ რაჲ სმენილ არს ესევითარი, რამეთუ გურწამს თქუენთჳს უმჯობჱსი და ამისთჳს უმეტჱსად განგაკრძალებთ, რაჲთა ყოველნი მივიწინეთ თავსა სათნოებათასა და მივემთხჳნეთ კეთილთა მათ საუკუნეთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
თავი გ
[24]სიტყუაჲ ესე: "პირველითგან იყო სიტუაჲ". თარგმანი: განკრძალულად სმენისათჳს არღარად საჴმარ არს თქუმად, რამეთუ თქუენ სწავლაჲ ჩემი საქმით აღასრულეთ, რომელნი-ეგე ესრეთ მოსწრაფე იქმნენით შემოკრებად და სმენად სიტყუათა ჩემთა, ვიდრეღა შეაიწრეთ ერთმანერთი შემოკრებად აქა და სმენად კეთილად და არა განეშორენით, ვიდრემდის აღასრულეთ სულიერი იგი კრებაჲ.

და ესე ყოველი სახჱ არს სიმჴურვალისაჲ მის, რომელი აქუს სულთა თქუენთა, არამედ ამისთჳს გევედრები, რაჲთა ეგნეთ მაგასვე მოსწრაფებასა ზედა და არა დაჰჴსნდეთ და ნუ ოდენ აქა ეკლესიასა შინა, არამედ სახედცა მი-რაჲ-ხჳდეთ, ნუ დასცხრებით თჳთეული სიტყუად მოყუსისა მიმართ, რაჲ აქა გასმიოდის და კეთილსა ამას თესლსა აღაორძინებდით დაუცხრომელად, მოვიდოდეთ ამას წმიდასა ტაძარსა, და ნუ ჰმიზეზობთ საქმეთა უცალოებისათა. რამეთე ბოროტ არს, უკუეთუ ცხენთა სარბიელსა განხჳდოდით და არარაჲ არს უცალოებაჲ, ხოლო რაჟამს აქა მოხჳდოდით, ყოველი უცალოებაჲ თქუენ ზედა მოიწევის და ვითარ არა განრისხნეს ღმერთი ამას ზედა? ნუ, ძმანო, ნუ ესრეთ, არამედ თქუენცა მოისწრაფდით აქა მოსლვად და შვილთაცა თქუენთა მოიყვანებდით, რამეთუ იგი ჰასაკი ჩჩჳლთაჲ უმეტჱსად შემძლებელ არს მიღებად სწავლათა სილბოჲსათჳს ბუნებისა მათისა, ვითარცა ცჳლმან ლბილმან მიიღოს კეთილად ბეჭედი, და კუალად ამისთჳსცა, რამეთუ ჰასაკსა მათსა აქუს ჟამი დამტკიცებისაჲ გინა თუ კეთილსა ზედა, გინა თუ ბოროტსა.

და უკუეთუ ვინ ისწრაფოს აწვე დაყენებად ბოროოტისაგან და შეყვანებად კეთილსა, შეექმნას მათ სათნოებაჲ ბუნებად და არღარა ენებოს კეთილისაგან მიდრეკად, რაჟამს ჩუეულებაჲ სათნოებისა მიმართ მიჰზიდვიდეს და იქმნენ უპატიოსნჱს ბერთასა, რამეთუ შეუძლებელ არს ამის ესევითარისა მოციქულისა სმენაჲ და არაგანათლებაჲ გონებისაჲ, გინა მამაკაცი იყოს, გინა თუ დედაკაცი, გინა თუ ყრმაჲ, რომელი ისმენდეს სიტყუათა მისთა და იშუებდეს ამას ტაბლასა. რამეთუ უკუეთუ მჴეცთა კაცნი დაამშჳდებენ და ასწავლიან, რაჲცა [25]ენებოს, არა უფროჲსად კაცნი მოიყვანნეთა სწავლითა სათნოებად, რომელნი სიტყჳერნი და გონიერნი არიან და ბუნებით აქუს სიმშჳდჱ? ვითარცა-იგი მათ ბუნებით აქუს ველურებაჲ და კუალად იგინი ჴელოვნებანი კაცთანი არიან, ხოლო ესე სიტყუანი - სულისა წმიდისანი.

ამისთჳს უკუე ყოველნი ამას სამკურნალოსა შემოკრბებოდეთ და ისმენდით სიტყუათა სულისა წმიდისათა, და დასწერდით გონებათა ზედა თქუენთა, რაჲთა ეშმაკმან იხილოს რაჲ შჯული ღმრთისაჲ, დაწერილი სულსა ზედა, ვერღარა მიეახლოს მას, რამეთუ სადა იყვნენ ასონი სამეუფონი არაწარმავალსა რასმე ნივთსა ზედა დაწერილნი, არამედ სულსა ზედა ღმრთისმოყუარესა სულისა მიერ წმიდისა, მუნ მიხედვად ვერ ძალ-უც ეშმაკსა, არამედ შორითვე ივლტის, რამეთუ არარაჲ არს ესრეთ საშინელ მისა, ვითარ გონებაჲ, რომელი იწურთიდეს საღმრთოთა საქმეთა, და სული, რომელი მარადის ამას წურთასა შინა იყოს, რამეთუ ესევითარსა მას ვერცა ჭირი რაჲ ამის საწუთროჲსაჲ შემძლებეღ არს შეწუხებად, ვერცა კეთილი აღზუავებად, არამედ ყოველსა აღძრვასა შინა ღეღვათასა პოვოს დაწყნარებაჲ დიდი, რამეთუ ყოველი შფოთი არა თუ ბუნებისაგან საქმეთაჲსა მოიწევის ჩვენ ზედა, არამედ უძლურებისა გონებისა ჩუენისა. რამეთუ უკუეთუმცა საქმეთაგან იყო, რომელნიმცა კაცნი ესრეთ იყვნეს, რამეთუ ყოველნი ერთსა ზღუასა შინა ვალთ, არამედ უკუეთუ ჩუენ გუენებოს, არა მოიწიოს ჩუენ ზედა ფრიადი ღელვაჲ ვინაჲთგან შემძლებელ არიან რომელნიმე კაცნი დაწყნარებასა შინა ყოფად.

არა სადმე ზღუაჲ იქმს დანთქმასა, არამედ ჩუენ ნებსით დავინთქმით, გარნა არა უწყი, ვითარ მოვიწიე ამათ სიტყუათა სიბრძნესა, არამედ შენდობა-ყავთ, რამეთუ მეშინის, ნუუკუე დაიჴსნას მოსწრაფებაჲ თქუენი და ამისთჳს განგიგრძვე სწავლაჲ ჩემი. უკუეთუ კულამცა მინდობილ ვიყავ თქუენსა მჴურვალებასა, არამცა საჴმარ იყვნეს ესე სიტყუანი.

ხოლო აწ ჟამი არს წინამდებარეთა მიმართ შესლვად და ნუმცა დამაშურალნი ხართ, რამეთუ დღეს ბრძოლაჲ წინაგჳც მტერთა მიმართ ჭეშმარიტებისათა, რომელნი ისწრაფიან, რაჲთამცა დაამდაბლეს დიდებაჲ იგი მხოლოდშობილისა ძისა[26]ღმრთიასჲ და უფროჲსად თავთა თჳსთაჲ, რამეთუ მისი დიდებაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ვითარ იგი არს, და არარაჲ ევნების მგმობარისა მის ენისა მათისა მიერ, ხოლო მათნი პირნი აღივსებიან გინებითა, რომელთა ენების დამდაბლებაჲ მისი, და იტყჳან, ვითარმედ: ”არა თანადაუსაბამო არსო ძჱ მამისა თანა“, არამედ თქუენ ისმინეთ სიტყუაჲ სახარებისაჲ:

სახარებაჲ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ [1,1]. თარგმანი: გულისხმა-ყავთ უკუე, რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ”, რაჲთა მოასწაოს დაუსაბამოებაჲ იგი ძისაჲ, ხოლო კუალად მეორჱ იგი სიტყუაჲ: ”და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა”, გამოაჩინებს მამისაგან შობასა მისსა, რამეთუ, ვინაჲთგან თჳსი ღმრთისა საქმჱ უფროჲს ყოვლოსა ესე არს დაუსაბამოებაჲ და დაუსრულებელობაჲ. ამისთჳს ესე თქუა პირველ, ხოლო მერმე, რაჲთა არა ვის ესმას სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: ”პირველითგან იყო“, და უშობელად გულისხმა-ყოს ძჱ, ამისთჳს მეყსეულად განკურნა საქმჱ იგი და თქუა, ვითარმედ: ”სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა”.

ხოლო კუალად, რაჲთა რაჟამს სიტყუაჲ ესე ესმეს ვისმე, არა ჰაერად განბნევადი, ანუ გულსა შინა მოგონებელი შეჰრაცხოს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: ”ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი”, გარნა არა უშობელ, არამედ შობილი წინა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: ”მე მამისა თანა და მამაჲ ჩემ თანა” (იოანე 14.10), და კუალად იტყოდა, ვითარმედ: ”ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი” (იოანე 14.9), და: ”ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს” (იოანე 5.21), და: ”ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ. [27]და მე და მამაჲ ერთ ვართ” (იოანე 10.15; 10.30). და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: ”მნებავს, განწმიდენ” (მრ. 1.41), და: ”შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან” (შდრ. მათ. 8.3; შდრ. მრ. 9.25), და კუალად: ”გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ ”ნუ კაც-ჰკლავ”, ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ”რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეენიასა” (მათ. 5.21-22), და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერთიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამოჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.

სწავლაჲ გ

ცუდადმზუაობრობისათჳს
გარნა ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ და ცხადთაცა საქმეთა მიმართ დააბრმობს გონებასა მის მიერ ძლეულთასა, და რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად, რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძესა ღმრთისასა, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ”ჰრწმენა მისი, არამედ ეშინოდა, რაჲთა არა კრებულისაგან განცჳვენ” (იოანე 12.42), და ამისთჳს მისცეს ცხორებაჲ მათი წარწყმედასა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ვის სუროდა და უყუარდა დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, და მანცა პოვა დიდებაჲ ღმრთისმიერი. ამის[28]თჳსცა უფალმან თქუა: ”ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ეძიებთ?” (იოანე 5.44) რამეთუ მთვრალობაჲ არს ბოროტი ესე ვნებაჲ და სულსა მის მიერ ძლეულსა მიწასა და თიჴასა შეჰმშჭუალავს და არა უტევებს ახილვად თუალთა ნათლისა მის მიმართ ჭეშმარიტისა, არამედ მარადის მწჳრესა შინა დაფლულ-ჰყოფს და მონა ყოველთა, რამეთუ კაცთათჳს შეიმოსს სამოსელთა შუენიერთა და ბრწყინვალეთა საჩუენებელად კაცთა და სხჳსა არარაჲსათჳს.

აწ უკუე არსმეა ამის ვნებისა უძჳრჱსი რაჲმე? რამეთე რაჲთა სხუანი ოდენ აქებდენ, ამისთჳს ესოდენთა ბოროტთა თავს-იდებს. გნებავსა, რაჲთა სცნა მისი ძლავრებაჲ? კმა არიან ქრისტეს მიერ თქუმულნი სიტყუანი, გარნა ჰკითხე, უკუეთუ გნებავს, მოქალაქეთაგანსა ვისმე, რომელნი-იგი მრავალთა წარსაგებელთა იქმან სამკაულთა ზედა, ვითარმედ: ”რაჲსათჳს წარაგებენ ესეოდენსა მას ოქროსა?” და სხუაჲ ვერარაჲ გრქუან, გარნა ვითარმედ: ”სათნოებისათჳს ერისა“.

და კუალად, უკუეთუ ჰკითხო: ”და ვითარი არს ერი იგი მაქებელი მაგის საქმისაჲ?” ვერარაჲ სხუაჲ გრქუან, უკუეთუ ჭეშმარიტსა იტყოდიან, გარნა ესე, ვითარმედ: ”კაცნი უგუნურნი, საწუთროჲსმოყუარენი და მღელვარენი სოფლისა ზღუასა შინა”. ხოლო რომელი ესევითართა ერთა მონაჲ იყოს, ვის არა უსაწყალობელეს არს?

გარნა რომელნი სოფელსა შინა იყვნენ, დაღაცათუ ბოროტ არს მათი, ამას საქმესა შინა იყვნენ რაჲ, და ფრიად ბოროტ არს, გარნა მათი უძჳრჱს არს, რომელნი-იგი სოფლისა ამისგან განშორებულ იყვნენ და ამითვე სენითა სნეულ იყვნენ. რამეთუ რაჟამს დიდებისათჳს კაცთაჲსა ვნებასა სულისასა მიიღებდენ, რაჲ იყოს ამისა უძჳრჱს? და რომელნიმე სარწმუნოებასაცა მათსა შეურაცხ-ჰყოფენ დიდებისათჳს კაცთაჲსა.

და სხუანი ვნებანი დაღაცათუ მავნებელ არიან, არამედ გულისთქუმაჲცა რაჲმე აქუს და სიჰამე, დაღაცათუ მცირედი ჟამი და წარმავალი, რამეთუ ვეცხლისმოყუარესაცა და მომ[29]თრვალესა და მსიძავსა აქუს ვნებული რაჲმე გემოჲ. ხოლო ამის ვნებისა მიერ ცუდადმზუაობრობისა წარტყუენულნი ცხორებითა მწარითა ცხორებენ, რამეთუ ნებაჲ მათი არაოდეს აღესრულების, რამეთუ ჰნებავს ყოველთა მიერ დიდებაჲ და ვერ მიემთხუევიან. ამისთჳს არა დიდებად, არამედ ცუდადმზუაობრობად ეწოდების ნებასა მას, რამეთუ ამაოჲ არს, რომელსა თანა არარაჲ იპოვების კეთილი, არამედ სახჱ მისი ჩანს კეთილად, ხოლო შინაგანი მისი ყოველივე ბილწებაჲ არს, სავსე საძაგელებითა.

არამედ ვინაჲთგან იშვების ვნებაჲ ესე ესრეთ პირუტყუებრივი, რომლისა თანა გემოჲ არარაჲ არს? ვინაჲ უკუე იშვების, გარნა სულისაგან და გონებისა უნდოჲსა და სოფლისმოყუარისა, რამეთუ სული დამონებული დიდებასა სოფლისასა უნდო არს და მცირე და უბადრუკ, და ვერარას კეთილსა შემძლებელ არს გულისხმის-ყოფად. რამეთუ რომელი სათნოებისათჳს ღმრთისა არცა ერთსა შრომასა თავს-იდებდეს, ხოლო კაცთა სათნო-ყოფისათჳს ყოველსავე მოსწრაფებასა იქმოდის, მანმცა ვითარ რაჲ გულისხმა-ყო კეთილი და საღმრთოჲ საქმჱ, ანუ რაჲ არს სარგებელი, დაღაცათუ კაცთა? ნუ, გევედრები, ნუ ეძიებთ ესევითართა ამათ ამაოებისა საქმეთა, რამეთუ ამან ვნებამან ზეობისამან ქმნა ყოველივე, ზე და ქუე, ამან შვა ანგაჰრებაჲ, შური, შესმენანი, ბოროტის-ზრახვანი, ესე აღსძრავს უბრალოთა ზედა მბრძოლთა, და არცაღა მეგობრობაჲ იცის ამის ვნებისა მიერ უფლებულმა, არცა სირცხჳლი იპოვების მის თანა, არამედ ყოველივე კეთილი სულისაგან თჳსისა განუგდიეს, და მბრძოლ არს ყოველთავე, დაუდგრომელ და უყუარულ. და ვნებაჲ იგი რისხვისაჲ, დაღაცათუ იგიცა მძლავრი არს ბოროტი, გარნა არა მარადის არს, არამედ ოდეს განმაფიცხებელი მისი იპოვოს, ხოლო ცუდადმზუაობრობისა ვნებაჲ სამარადისოდ არს და არა არს ჟამი, რაჟამს არამცა იპოებოდა, უკუეთე არა იყოს გონებაჲ დამაყენებელი მისი, არამედ მარადის არს იგი, რომელი არა თუ ცოდვასა ოდენ გუაქმნევს, არამედ დაღაცათუ კეთილი რაჲმე ვქმნეთ, მასცა მიგუტაცებს.

რამეთუ უკუეთუ პავლე მოციქული ანგაჰრებასა კერპთმსახურებად უწესს, მაშა, ძირი იგი და მშობელი მისი და[30]წყაროჲ, რომელ არს ცუდადმზუაობრებაჲ, რაჲმე ყოფად არს? რამეთუ არცა იპოების სახელი, ღირსი მისისა უკეთურებისაჲ. განვიფრთხოთ უკუე, საყუარელნო, და ბოროტი ესე სამოსელი აღვიძარცოთ, და განვხეთქოთ, და განვაგდოთ და ვიქმნნეთ აზნაურებითა მით ჭეშმარიტითა შემოსილ, და გულისხმა-ვყოთ პატიოსნებაჲ იგი, რომელი ღმერთმან მომცა ჩუენ.

შეურაცხ-ვყოთ უკუე დიდებაჲ ესე ამაოჲ სოფლისაჲ, რამეთუ არარაჲ არს ესრეთ საკიცხელ და ამაო, ვითარ ესე ვნებაჲ, არარაჲ არს ესრეთ სავსჱ შეურაცხებითა, და ესე მრავლით კერძო გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ გუენებოს, ვითარმედ დიდებისმოყუარებაჲ სოფლისაჲ გინება არს, ხოლო ჭეშმარიტი დიდებაჲ არს მისი შეურაცხებაჲ, და ყოვლით კერძო ღმრთისა მონებაჲ და მისა სათნო-ყოფაჲ, რამეთუ მაშინ შემიყუარებს ჩუენ, რაჟაშს ჩუენ მას მხოლოსა სათნოვეყოფოდით, ანუ რად საჴმარ არიან ჩუენდა მრავალნი მხედველნი, ვინაჲთგან სასყიდელისმომნიჭებელი იგი გუხედვიდეს? ანუ არა ბოროტ არსა, რომელ მონანი სოფლისა კაცთანი ყოველსავე სანთო-ყოფად თჳსთა უფალთა იქმან და არავის სხუასა ეჩუენებიან, დაღაცათუ დიდნი და დიდებულნი კაცნი იყვნენ, არამედ ერთსა ზედა ოდენ მოსწრაფე არიან, რაჲთამცა თჳსნი უფალნი მოიმადლნეს? და ჩუენ, რომელთა ესევითარი უფალი გჳვის სახიერი და კეთილი, ესრეთ არა მისა სათნო-ყოფად ვისწრაფით, არამედ სხუათა ვეძიებთ მხილველთა ქველის-საქმისა ჩუენისათა, რომელნი ვერარას ზედა შემძლებელ არიან რგებად, არამედ უფროჲსად ვნებად.

ნუ, გევედრები, არამედ ვინაჲ-იგი მოგუეცემის სასყიდელი, მასცა უჩუენებდეთ საქმესა ჩუენსა და მას მოუწოდდეთ მაქებლად ჩუენდა და მოწამედ ქველის-საქმისა ჩუენისა. ნუმცა რაჲ არს ჩუენდა კაცობრივთა თუალთა სახილველ, და რამეთუ დაღაცათუ ამისცა დიდებისა გული გჳთქუმიდეს, მაშინ მოგუეცეს ესეცა, რაჟამს ღმრთისამიერსა ოდენ ვეძიებდეთ.

რამეთუ იტყჳს უფალი: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდენ” (I მეფ. 2.30), [31]და ვითარცა რაჟამს ღმრთისათჳს შეურაცხ-ვჰყოფდეთ სიმდიდრესა, მაშინ განვმდიდრდებით. რამეთუ იტყჳს უფალი: ”ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი მოგემატოს თქუენ” (მათე 6.33). ეგრეთვე დიდებაჲ რაჟამს არა სავნებელ ჩუენდა იყოს, მაშინ მოგუცემს მას ღმერთი. ხოლო არა სავნებელ მაშინ არს, რაჟამს არა უფლებულ იყოს ჩუენდა, არცა ვითარცა მონათა გჳბრძანებდეს, არამედ გუმორჩილობდეს ჩუენ, ვითარცა უფალთა. რამეთუ ამისთჳს არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთამცა გუსუროდა ამისთჳს, რაჲთა არა გუეუფლებოდის, და უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: ”არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა, არცა თქუენგან, არცა სხუათაგან”? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს და ყოველივე აქუს? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.

და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრულებად და მივემთხჳნეთ აქაცა და მას საუკუნესა დიდებასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი დ
სიტყუაჲ ესე: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი” [1.1].
სასწავლოდ ახლად მოსრულთა ყრმათა მოძღუარნი არცა მეყსა შინა ფრიადსა სწავლასა მიუთხრობენ, არცა დასდებენ მათ ზედა მძიმეთა ტჳრთთა სწავლისათა, არამედ მცირედ[32]-მცირედ ასწავლიან მათ და ერთსა სიტყუასა მრავალგზის უთხრობენ, რაჲთა ესრეთ კეთილად შევიდენ სწავლანი იგი გონებად მათა და რაჲთა არა შეშინდენ პირველვე დაწყებასა ფრიადთა მათ სწავლათაგან და იწყონ უდებებად. ხოლო მეცა ამისვე სახისათჳს მნებავს, რაჲთა არა დაგიმძიმო ტჳრთი. და ამისთჳს მცირედ-მცირედ მოვიღებ სიტყუათ სწავლისათა და გასწავლი თქუენ, და დავსთესავ სულთა შინა თქუენთა. ამისთჳს უკუე ჯერ-მიჩნს, რაჲთა მათვე სიტყუათა თქუმად ჴელ-ვყო, არა თუ, რაჲთა რომელი მითქუამს, კუალად მათვე ვიტყოდი, არამედ რაჲთა რომელ-იგი დაგჳკლიეს, აღვასრულოთ. მოვედით უკუე და სიტყუაჲ ჩუენი დასაბამადვე მოვაქციოთ.

სახარებაჲ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სoტყუჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ [1.1]. თარგმანი: რაჲსათჳს რომელ სხუათა მახარებელთა ყოველთავე განჴორციელებისათჳს უფლისა იწყეს თქუმად? რამეთუ მათე იტყჳს: ”წიგნი შობისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავითისი” (მათე 1.1),  და ლუკა დასაბამსა სიტყჳსასა ჰყოფს ნათლისმცემელისათჳს და ღმრთისმშობელისა, და მარკოზცა ესევითართავე სიტყუათა შინა იქცევის განკაცებისათჳს. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მათე ესრეთ იწყებს თქუმად, ხოლო იოვანე განჴორციელებისათჳსცა თქუა მცირედი რაჲმე შემდგომად ამისა, ვითარმედ: ”სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა” (ფს. 102.21). და სხუასა ყოველსავე თანაწარჰჴდა: მუცლად-ღებასა, შობასა, აღზრდასა და მეყსეულად დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს იწყო სიტყუად? ხოლო რაჲ არს ამისი მიზეზი? აჰა, ესერა, მიგითხრა თქუენ.

სხუათა ყოველთავე მახარებელთა სიტყუაჲ მათი განჴორციელებისათჳს ქმნეს და შიში იყო, რაჲთა ნუუკუე ვიეთნიმე უნდონი გონებითა ამათ სიტყუათა შინა დაშთენ და საღმრთოჲსა მის შობისათჳს ვერარაჲ გულისხმა-ყონ, რომელი იგი პავლესცა შეემთხჳა სამოსატელსა. ამისთჳს სამართლად ყო დასაბამი სიტყჳსა თჳსისაჲ შობისა მისგან დაუსაბამოჲსა, რაჲ[33]თა ამისა საქმისაგან იჴსნნეს კაცნი, რამეთუ მათე ჰეროდე მეფისაგან იწყო და ლუკა - ტიბერიოს კეისრისაჲ, და მარკოზ - ნათლისმცემელისა იოვანესითგან; ხოლო ამან ესე ყოველი დაუტევა და უზეშთაეს აღჴდა ყოვლისავე ჟამისა და საუკუნეთა, რაჲთამცა მუნ აღიყვანნა გონებანი კაცთანი პირველითგანისა მის მიმართ და არასადა დაუტევა დადგრომად. არცა საზღვარი დადვა, ვითარ-იგი მათე ჰეროდე და ტიბერიოს და იოვანე; გარნა არცა ამან, იწყო რაჲ მიუთხრობელისა შობისა მისისათჳს თქუმად, დაიდუმნა სრულიად განკაცებისა საქმენი. არცა ამათ, იწყეს რაჲ განკაცებისათჳს, სრულიად დაიდუმეს დაუსაბამოჲ იგი შობაჲ, რამეთუ ერთი სული იყო მომცემელი მათა სიტყჳსაჲ, ამისთჳს ფრიადი ერთობაჲ აჩუენეს მათე, მარკოზ და ლუკა და ამანცა ნეტარმან.

ხოლო შენ, საყუარელო, რაჟამს სიტყუაჲ გესმეს, ნუღარა ისმენ მათსა, რომელნი იტყოდიან მას დაბადებულად, და ნუცა მათსა, რომელნი იტყოდიან მას ესრეთ ლიტონად სიტყუად, რამეთუ მრავალნი არიან სიტყუანი ღმრთისანი, რომელთა ანგელოზნიცა იქმან, არამედ არცა ერთი არს მათ სიტყუათაგანი ღმერთ, რამეთუ იგი ყოველნი წინაწარმეტყუელებანი არიან და ბრძანებანი, რამეთუ ესე არს ჩუეულებაჲ წერილისაჲ, რამეთუ ესრეთ უწესდეს შჯულთა და ბრძანებათა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუათა მისთა”, ხოლო ესე სიტყუაჲ არსებაჲ არს გუამოვანი, გამოსრული თავადისა მამისაგან უვნებელად. რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, ამას მოასწავებს სიტყჳსა მიერ, და ვითარცა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ” დაუსაბამოსა გამოაჩინებს, ეგრეთვე იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: ”სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა” თანაარსებასა მოასწავებს და თანადაუსაბამოებასა. და ნუუკუე გესმას რაჲ, ვითარმედ: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ, დაღაცათუ დაუსაბამოდ გულისხმაყო ძჱ, არამედ სთქუა, ვითარმედ: ”ჟამითა რაოდენითამე უხუცჱს არს მამაჲ უმეტჱსითა საუკუნოჲთა”, და ამით სახითა მისცე მხოლოდშობილსა დასაბამი.

ამისთჳს შესძინა და თქუა: ”სიტყუაჲ იგი იყო პირველითგან ღმრთისა თანა”, ესრეთ დაუსაბამო არს ვითარცა მამაჲვე,[34]რამეთუ არაოდეს ყოფილ არს მამაჲ თჳნიერ სიტჳვსა ამის დაუსაბამოჲსა, არამედ მარადის ღმერთი ღმრთისა თანა იყო გუამოვნებითა განყოფილითა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ იტყჳს: „სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ იქმნა”? (იოანე 1.10)ვითარ იყო სოფელსა შინა, უკუეთუ ღმერთისა თანა იყო? გარნა გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმრთისა თანაცა იყო და სოფელსა შინაცა. რამეთუ არასადა გარეშეშოიწერებიან ერთსა ადგილსა არცა მამაჲ, არცა ძჱ, რამეთუ ”ვითარცა დიდებისა მისისა არა არს დასასრულ და გულისხმისა მისისა არა არს რაცხჳ” (ფს. 146.5), ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დსაბამი ჟამიერი.

გასმიეს, ვითარმედ ”დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (დაბ. 1.1). რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო”, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუეკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.

უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: ”და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო, და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს?” რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას ეძიებდეს, მან უძჳრესიცა ამისი მოიძიოს, და არცა თუ შეწყნარებად სასმენელითა ჯერ-არს ამათ სიტყუათა. რამეთუ აწ სიტყუაჲ ჩუენი ღმრთისათჳს არს, არა თუ კაცობრივისა ბუნებისა საქმეთათჳს, არამედ გულსავსე-ყოფისათჳს უძლურთაჲსა. ამისთჳს ვთქუათ: ”მითხარღა, შარავანდედი მზისაჲ მზისაგან გამოვალსა, ანუ სხჳთა სადაჲთ?” და შარავანდედსა მას, რომელი მზისაგან გამოვალს, არა ვიტყჳთ, თუ უკანაჲსკნელ არს და არა სწორი არს მზისაჲვე დაბადებითა, რამეთუ არცა შესაძლებელ არს, [35]უკუეთუმცა თჳნიერ შარავანდედისა ყოფილ სადა იყო მზე ოდესმე.

ხოლო უკუეთუ გუამთა ამათ ზედა ხილულთა ესრეთ არს, და რომლისათჳს იგი არა უდარჱს არს მისა, რომლისაგან არს, რად ურწმუნო ხარ, უკუეთუ უხილავი იგი და გამოუთქუმელი ბუნებაჲ ესრეთ არს, ვითარცა-იგი მისსა არსებასა ჰშუენოდა? ამისთჳსცა პავლე ესრევე უწოდა მას, რაჲთა მისგანობაჲცა და თანადაუსაბამოებაჲ აჩუენოს.

ხოლო რაჲ სთქუა: ”არა ყოველნივე საუკუნენი მისა მიერ იქმნნესა და ყოველნივე ჟამნი?” (შდრ. იოანე 5.23) რამეთუ ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, უკუეთუ არავინ იყოს სრულიად ცნობამიღებულ, და ვინაჲთგან ყოველნივე საუკუნენი და ჟამნი მის მიერ იქმნნეს, საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ ყოფილ არს ჟამი, რომლითამცა ძჱ უკუანაჲსკნელ მამისა იყო, რამეთუ ვინაჲთგან ყოველნივე ჟამნი ძისა მიერ იქმნნეს, სდაღა იპოვა ჟამი იგი, რომელ იყო პირველ მისა? ნუ იყოფინ! ხოლო ვინაჲთგან ჟამი არა არს, რომლითამცა ძჱ იყო უკუანაჲსკნელ მამისა, საცნაურ არს, ვითარმედ თანადაუსაბამოჲ არს მამისაჲ; და ”პირველი” და ”უკუანაჲსკნელი” - ესე სიტყუანი ჟამთა მომასწავებელნი არიან და თჳნიერ საუკუნეთა და ჟამთასა ამათ სიტყუათა ვერვინ იტყჳს, ხოლო ძჱ უზეშთაეს არს ჟამთა და საუკუნეთასა. და ვინაჲთგან ესრეთ არს, არასადა არს უკუანაჲსკნელობაჲ. ხოლო უკუეთუ ძისა დასაბამსა იტყოდი, მამისაჲცა სადმე სთქუა, რამეთუ უფალი იტყჳს: „რომელი არა პატივ-სცემდეს ძესა, იგი არცა მამასა პატივ-სცემს“ (შდრ. იოანე 5.23). რამეთუ ყოველი კაცი, გამომეძიებელი ესევითართა საქმეთაჲ, ვერ მისწუთების ჭეშმარიტებასა, არამედ მოსცთების, რამეთუ გონებანი კაცთანი ადვილად შემცთომელ არიან. ხოლო ესე ვჰრქუათ წინააღმდგომთა ჩუენთა, ვითარმედ: ”რაჲ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: ”პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა იყოს?” (ესაია 43.10) რამეთუ უკუეთუ ძჱ უკუანაჲსკნელ არს მამისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: ”შემდგომად ჩემსა [36]არა იყოს”? ნუუკუე ყოვლითურთ შეურაცხ-ვყოთა არსებაჲ იგo მხოლოდშობილისაჲ? რამეთუ ანუ ესე იკადროთ თქუმად, ანუ გრწმენეს ღმრთეებად - მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, სწორნი, დაუსაბამონი - ერთღმრთეებითა სამებაჲ? ანუ ვითარ თქუმელ არს, ვითარმედ: ”ყოველივე მის შიერ იქმნა” (იოანე 1.3), უკუეთუ უკუანაჲსკნელ არს ძჱ მამისა? რამეთუ უკუეთუ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარცა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელთაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ არარაჲსაგან იქმნა, ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა ვითარცა არსთა” (რომ. 4.17), არამედ თქუა, ვითარმედ: ”პირველითგან იყო”, რამეთუ ესე წინააღმდგომი არს მისი: და სამართლადცა! რამეთუ ღმერთი არცა დაბადებულ არს, არცა აქუს რაჲმე უხუცესი თჳსსა, არამედ ესე სიტყუანი წარმართთანი არიან. ხოლო ესეცა მითხარ: დამბადებელი არა შეუმსგავსებელად უზეშთაეს არს დაბადებულთასა? გარნაღა ვერ უძლებ ამისა თქუმად, ვითარმედ არა ფრიად უზეშთაეს არს და შეუმსგავსებელ მათ მიერ, ხოლო უკუეთუ მსგავსად მათისა დასაბამი აქუს, სადა არს შეუმსგავსებელობაჲ იგი მისი და უზეშთაესობაჲ დაბადებულთაგან? ანუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: ”მე ვარ პირველი და მე ვარ შემდგომი. და პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი?” რამეთუ უკუეთუ ძჱ არა დაუსაბამოჲ არს, არა სადამე აქუს ბუნებაჲ მამისაჲ, რამეთუ მამაჲ დაუსაბამოჲ არს. და უკუეთუ ბუნებაჲ მამისაჲ არა აქუს, სხუაჲ სადამე ღმერთი არს. უკუეთუ არა თანადაუსაბამო არს მამისა, ვითარ სთქუა, თუ: ”უსაზღვრო არს ცხორებაჲ მისი?” (ეს. 41.4; 43.10), რამეთუ უკუეთუ დასაბამი აქუს, დაღაცათუ დაუსრულებელი აქუს ცხორებაჲ მისი, არავე უსაზღვრო არს, რამეთუ უსაზღვროჲ ორკერძოვე ჯერ-არს უსაზღვრო-ყოფად, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ”არცა დასაბამი დღეთაჲ, [37]არცა აღსასრული ცხორებისაჲ” (ებრ. 7.3),  რომლითა მოასწავებდა დაუსაბამოებასა და დაუსრულებლობასა მისსა. რამეთუ ვითარცა დასასრული არა აქუს, ეგრეთვე არცა დასაბამი აქუს. და არცა აქა დასასრული არს, არცა მუნ დასაბამი. ანუ რომელი-იგი ცხოვრებაჲ არს სამარადისოჲ, ვითარ იყო ჟამი, ოდეს იგი არა იყო? რამეთუ ცხოვრებაჲ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა მარადის იყოს და დაუსაბამოდ და დაუსრულებლად. იყოს, ვითარცა-იგი არსცა. უკუეთუ კულა იყო ოდეს ჟამი, რაჟამს-იგი არა იყო, ვითარ არს იგი ცხორებაჲ ყოველთაჲ, რომელი თჳთ ოდესმე არა იყო? გარნა იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი, და ვითარ იოვანე თქუა, ვითარმედ: ”პირველითგან იყო”, და არა თქუა, თუ: ”დაუსაბამოდ იყო”? ამაოო და ცუდო, პირველი გესმა და ამას არა ისმენა, ვითარმედ: ”იყო სიტყუაჲ პირველითგან, იყო მარადის, და არაოდეს, და არაოდეს ყოფილ არს ჟამი, ოდეს არა იყო”? ანუ ოდეს მამისათჳს იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ ”საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ” (ფს. 89.2), რაჲ სთქუა: ნუუკუე საზღვარსა მისცემსა? ნუ იყოფინ! არამედ დაუსაბამოობასა და დაუსრულებელობასა მოასწავებდა. ეგრეთვე უკუე ესე გულისხმა-ყავ, რამეთუ არა საზღვარსა მისსა დასდებს, არცა თქუა, ვითარმედ: ”დასაბამი აქუნდა”, არამედ ”პირველითგან იყო”.

რაჲთა სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ „იყო“, გულისხმა-ჰყო დაუსაბამოებაჲ მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი”. და რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უდარჱს არს ღმრთეებაჲ ძისაჲ, ამისთჳს შესძინა და თქუნა საქმენი იგი, რომელთა მიერ საცნაურ იქმნების ღმრთეებისა მისისა სისრულე, ვითარმედ ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა, რაჲთა სცნა დაუსაბამოებაჲ მისი, ვითარმედ არაოდეს ყოფილ არს მამაჲ თჳნიერ ძისა, არამედ პირველითგან ღმერთი იყო, ძჱ ღმრთისა თანა მამისა და მერმე კუალად დამბადებელობაჲ მისი ქადაგა, ვითარმედ: ”ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ [38]მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი-რაჲ იქმნა” (იოანე 1.3), რომელი-ესე მომასწავებელი არს ჭეშმარიტისა მის ღმრთეებისა მისისაჲ, ვითარცა მამაჲცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ამას მოასწავებს მარადის სასწაულად თჳსისა ღმრთეებისა. და მარადის ამას ქადაგებენ წინაჲსწარმეტყუელნი წინააღდგომად კერპთაჲსა, ვითარმედ: ”ღმერთნი, რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არა ქმნეს, წარწყმდენ” (იერ. 10.11), და კუალად იტყჳს: ”მე ჴელითა ჩემითა განვჰმარტე ცაჲ” (ესაია 44.21). და ვინაჲთგან მომასწავებელი ღმრთეებისაჲ არს, ამისთჳს ყოველსა ადგილსა მას მოიღებს დამბადებელობასა. ხოლო მახარებელმან არა ამას ზედა ოდენ კმა-ყო, არამედ ცხორებადცა უწესს და ნათლად. ხოლო უკუეთუ მარადის მამისა თანა იყო და ყოველი მას დაუბადებიეს, და დაუპყრიეს და ყოველსა იგი განანათლებს, ვინ იყოს ესრეთ დაბნელებული და საწყალობელი, რაჲთამცა თქუა, ვითარმედ უდარეს არს და უკუანაჲსკნელ მამისა? ნუ შეჰრევთ დაბადებულთა დამბადებელსა თანა, რაჲთა არა გუესმეს ჩუენცა, ვითარმედ: ”ჰმსახურეს დაბადებულსა და არა დამბადებელსა”.

სწავლაჲ დ

თანა-გუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის რისხვისათჳს
ნუმცა უკუნისამდე შთავყრით თავთა ჩუენთა ესევითარსა ამას წყევასა შინა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა ჩუენდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ამის წყევისაგან გჳჴსნეს. ამისთჳს შეიმოსა ხატი მონისაჲ, რაჲთა ამის მონებისაგან განგუათავისუფლნეს, ამისთჳს თავს-იდვა ნერწყუვაჲ და ყურიმლის-ცემაჲ და სიკუდილი შეურაცხებისაჲ. ნუმცა უკუე ცოდვილ ჰყოფთ მას ყოველსა. ნუცა კუალად პირველისა უშჯულოებისა მიმართ, [39]რამეთუ ესე არს უძჳრეს და უსაშინელეს ყოვლისა და უბოროტეს კერპთმსახურებისაცა, რაჟამს დამბადებელსა მას ყოვვლთასა დაბადებულთა თანა დავამდაბლებდეთ, რავდენცა ძალ-გუედვას. რამეთუ მას არა ენების ჩუენისა მიერ ზრახვისა, ვითარცა წერილ არს ვითარმედ: ”შენ თავადი იგივე ხარ და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს” (ფს. 101.28). არამედ ჩუენ თავთა ჩუენთა ესევითარითა საქმითა ზიარ ეშმაკისა ვჰყოფთ. არამედ ვადიდებდეთ მას, ვითარცა მამათა მიერ გჳსწავიეს; ვადიდებდეთ მას სარწმუნოებისა მიერცა და საქმეთა მიერცა. ხოლო უკუეთუ საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ, არარა სარგებელ არს სარწმუნოებისაგან. ამისთჳს უკუე დავაწესნეთ თავნი ჩუენნი ნებისაებრ ღმრთისა, და შორს ვიქმნეთ ყოვლისაგან ბილწებისა და უსამართლოებისა და ანგაჰრებისა, ვითარცა უცხოთა და მწირთა და წარმავალთა ამის სოფლისათა. უკუეთუ ვის საფასენი აქუნდენ და სიმდიდრენი ფრიადნი, ესრეთ იჴმარებდინ მათ, ვითარცა მწირი, და შემდგომად მცირედისა ჟამისა მის ყოვლისაგან განშორებად, უნდეს, თუ არა. და უკუეთე ვის ზედა ბოროტი მოიწიოს სხჳსაგან, ნუმცა დაუმშჳდებლად განრისხნების. რამეთუ მოციქულსა არა მოუცემიეს ჩუენდა ერთიცა დღე განრისხებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”მზჱ ნუ დაბნელდეს განრისხებასა თქუენსა ზედა”, რამეთუ დიდ არს, უკუეთუ მასცა ერთსა ჟამსა, რომელსა განვრისხნეთ, არარაჲ ვქმნეთ ბოროტი, უკუეთე კულა ღამემანცა გუპოვნეს მრისხანებასა შინა, უმეტჱსად აღორძნდების ბოროტი იგი, რამეთუ ვითარცა ცეცხლი უმეტჱსად აღეტყინის, რაჟამს მოცალებით ვიწყოთ ბოროტისა წურთად. და ამისთჳს ბრძანებს, რაჲთა პირველ აღტყინებამდე ცეცხლისა მის დავშრიტოთ იგი. რამეთუ ფიცხელ არს ვნებაჲ იგი მრისხანებისაჲ და უმძაფრეს ახლისა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს და დაშრეტად მისა და არა შენდობად ამაღლებად სიმაღლედ ცისა ალისა მისისა. რამეთუ მრავალთა ბოროტთა მიზეზ იქმნების სენი იგი და მრავალნი სახლნი საფუძველითურთ აღაფხურნა და ნათესავნი და მეგობარნი ურთიერთას მკლველ-ყვნა და ბოროტნი უზომონი ქმნნა მცირეთა შინა [40]ჟაშთა. ნუმცა უკუე, ძმანო, დაუტეობთ ამას მჴეცსა აღჳრუსხმლად, არამედ ვტანჯოთ იგი ჭიმითა და აღჳრითა, რომელ არს შიში საუკუნოჲსა მის საშჯელისაჲ. რაჟამს-იგი შეგაწუხოს მეგობარმან და განგარისხოს მონათა შენთაგანმან ვინმე, მოიჴსენენ ცოდვანი შენნი, რომელ შეგიცოდებიან ღმრთისადა, და გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისა მიმართ სიმშჳდითა დაატკბობ ღმერთსაცა შენსა და აღისუბუქებ თანანადებთა, რამეთუ წერილ არს: ”მიუტევეთ და მოგეტევნენ” (ლუკ. 6.37), და მერმე კუალად გულისხმა-ყავ, უკუეთუ ოდესმე წინააღდგომილ ხარ ამის ვნებისადა და გიძლევიეს, და კუალად თუ ოდესმე ძლეულ ხარ, ორნივე იგი ჟამნი მოიჴსენენ, და ესრეთ ფრიადი ჰპოვო სარგებელი. და გულისხმა-ყავ, თუ ოდეს სათნო-გიყოფიეს თავი შენი, ოდეს იძლიე, ანუ ოდეს სძლე ვნებასა მას. ანუ არა განრისხებასა ზედა ვაბრალებთა თავთა ჩუენთა და გურცხუენის და გუამხილებს გონებაჲ ჩუენი თჳნიერ სხუათა მხილებისა და ფრიად ვინანით? ხოლო რაჟამს ვსძლოთ გულისწყრომასა, მაშინ გჳხარის და მხიარულ ვართ, ხოლო ძლევაჲ ესევითარისა ჟამისაჲ არა იგი არს, რომელ გინებისა წილ ვაგინოთ და ცემისა წილ ვსცეთ, რამეთუ ესე არა ძლევაჲ არს, არამედ ძლეულებაჲ ბოროტი. ხოლო ძლევაჲ იგი არს, რაჟამს მოთმინებით თანაწარვჰჴდეთ ესევითართა საქმეთა და თავს-ვიდვათ გინებაჲცა და ცემაჲ, რამეთუ ესე არს შეგინებაჲ არა ბოროტის-ყოფაჲ, არამედ ბოროტისა მოთმინებაჲ. ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ, ვითარმედ: ”მეცა ვაგინო გინებისა წილ და შური ვიძიო, რაჲთა ვერ მეკიცხევდეს იგი ვინმე. რამეთუ არა მაშინ ხარ საკიცხელ, ოდეს მოითმინო, არამედ ოდეს ნაცვალი მიაგო. და უკუეთუ ვინ მაშინ გეკიცხევდეს, რაჟამს მოითმინო, ნუ ჰხედავ მას, არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ უგუნური არს იგი და ნუ ეძიებ უგუნურთა სათნო-ყოფასა, არამედ ბრძენთა და გონიერთა ისწრაფდი სათნო-ყოფად. ანუ რად მცირედთა ამათ და მდაბალთა დიან მიზეზად, არამედ არა არს იგი ჟამისა ბოროტისაგან, რამან გაქოს შენ მოთმინებისათჳს. და რომელსა ღმერთი აქებდეს, რადღა ეჴმარების მას კაცობრივი ქებაჲ? რამეთუ კაცთა [41]ქებაჲ მრავალგზის მავნებელ ექმნის და სარგებელი არცა ერთი აქუს, ხოლო ღმრთისამიერი ქებაჲ საწადელ არს და შორს ყოვლისაგან ვნებისა და ფრიადსა სარგებელსა მისცემს ქებულსა მას, უკუეთუ ვეძიებდეთ მოსწრაფებით. გნებავსა, რაჲთა სცნა, რაოდენ ბოროტ არს განრისხებაჲ? წარვედ უბანთა და პოვენ კაცნი ურთიერთას მბრძოლნი და განიცადენ იგინი. რამეთუ თავსა შორის შენსა უშუერებასა მას ვერ შემძლებელ ხარ კეთილად განცდად, რაჟამს დაბნელებულ არნ გონებაჲ შენი და სთრავნ. არამედ რაჟამს წმიდა იყოს ვნებისაგან, მაშინ სხჳსა მიერ გულისხმა-ჰყო თავისა შენისაჲ და იხილენ მუნ გარემოდგომილნი ერნი და იგინი შორის მათსა უშუერებისა მოქმედნი. რაჟამს გულისწყრომაჲ მკერდსა შენსა აღდუღნეს, მაშინ ცეცხლი სცჳვინ პირსა და თუალთა, განსივებულ არნ პირი და ჴელნი უწესოდ განემარტებოდიან და ფერჴნი საკიცხელად მიმოიტაცებოდიან, და არარაჲთ განყოფილ არნ იგი ეშმაკეულისაგან, არცა ველურთა კანჯართაგან, მკბენარ და მცემელ ფერჴითა. ჭეშმარიტად კაცი მრისხანე უშუერ არნ. მერმე უკუე შემდგომად ფრიადთა მათ ბოროტთა წარ-რაჲ-ვიდიან თჳსაგან და მოეგნიან გონებასა, უმეტჱს იქმნის მათ ზედა სალმობაი და ფრიადი სირცხჳლი, რაჟამს მოიჴსენნიან მუნ მდგომარენი იგი, რომელნი ჰხედვიდეს მათსა მას უშუერებასა, და ჰრცხუენინ ყოველთაგან მეგობართაგანცა და მტერთა, ვითარცა მაბრალობელთა ესევითარისა საქმისათა, ხოლო მტერთაგან, ვითარცა მოხარულთა მათსა მას ბოროტსა ზედა. უკუეთუ კულა წყლულებაჲცა დაედვას ურთიერთას, მაშინ უმეტეჱს არნ სირცხჳლი და კდემაჲ, რაჟამს სიკუდილისაცა შიში იქმნის წყლულებათა მათგან; დასწყევლიან ყოველსავე საქმესა, მიზეზსა მათისა ბოროტისასა, და აბრალებდიან ეშმაკთა. ხოლო უგუნურჱსნირე ჟამსაცა ბოროტსა დასდებდიან მიზეზად არამედ არა არს იგი ჟამისა ბოროტისაგან, რამეთუ არცა არს ჟამი, სადა ბოროტი. არცა ეშმაკისაგან არს, არამედ მათისა გონებისაგან. რამეთუ იგი მოიყვანებენ ეშმაკთა თავთა თჳსთა ზედა; უკუეთუ კულა იტყჳ: ”რაჲ ვყო, რამეთუ გულსა ელმის, რაჟამს სხუამან მაგინოს?“ არამედ მეცა ამისთჳს მიკჳრს მათთჳს, რომელთა სძლონ ბოროტსა ამას მჴეცსა.

[42]ხოლო უკუეთუ ოდენ გჳნდეს, ძალ-გჳც ძლევად მისა და რად არა განვრისხნებით, რაჟამს ჴელმწიფენი გუავნებდეს ჩუენ? - ამისთჳს, რამეთუ შიში დააყენებს მას, - ანუ რაჟამს ჩუენ ჩუენთა მონათა ვაგინებდეთ, ვითარ ყოველსავე დუმილით თავს-იდებენ? - რამეთუ მათცა აქუს საკრველი იგი შიშისაჲ. ხოლო შენ არა შეიშინოა ღმრთისაგან და გულისხმა-ჰყო რისხვაჲ მისი? ანუ არა სირცხჳლ არსა, უკუეთუ კაცთათჳს ბევრეულთა ჭირთა თავს-ვიდებდეთ, ხოლო ღმრთისა შიშისათჳს არცა ერთსა კრძალულებასა ვაჩუენებდეთ? და რომელი წყალობაჲ ვპოოთ ჩუენ ღმრთისაგან? ნუმცა არს, ძმანო, ღმერთი უფროჲს კაცთასა შეურაცხ წინაშე ჩუენსა! ანუ საკჳრველად აღგვიჩნდაა ესე სიტყუაჲ და  შესძრწუნდით? არამედ მე არა მნებავს, რაჲთა სიტყჳსაგან შეშინდეთ, არამედ საქმისაგან, რაჲთა, რაჟამს ყურიმალსა იცით, არა ოდენ მოითმინოთ, არამედ მეორეცა კერძი მიუპყართ. და ესე არს მცნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ჩუენ არა თუ ოდენ არა მიუპყრობთ მეორესა, არამედ მისთჳსცა ნაცვალსა ვჰყოფთ და შეურაცხებად გჳჩნს, არა თუ ვქმნათ ესრეთ. და ბოროტი ესე არს, რაჟამს იგი ვიძლიენით, ვჰგონებდეთ, თუ გჳძლევიეს; და რაჟამს დაცემულ ვიყვნით ეშმაკისა მიერ და ბევრეულნი წყლულებანი მოიწეოდიან ჩუენ ზედა ეშმაკისა მიერ, ვჰგონებდეთ, თუ ძლიერად ვართ. ამისთჳს გევედრები თქუენ, ვისწაოთ სახჱ ჭეშმარიტისა ძლევისაჲ და მას ვიქმოდით: რამეთუ მოთმინებაჲ ბოროტთაჲ არს გჳრგჳნოსნებაჲ. და უკეთუ გუნებავს, რაჲთა გჳრგჳნოსან ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, დავიცვათ მის მიერ დადებული შჯული და თავს-ვიდებდეთ ყოველსა სულგრძელებით, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

წიგნი II

თავი ნ
[5]სიტყუაჲ ესე: იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანი: ”არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა, ესერა, განცხადებულად ეტყჳს: და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტეჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს” (7.25-27). თარგმანი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა მის სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა.
სახარებაჲ: იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელნი: ”არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და, აჰა, ესერა, განცხადებულად იტყჳს და არარას ეტყჳან მას” (7.25-26). თარგმანი: ესე რადღა არს აქა, თუ: ”იერუსალჱმელთაგანნი?” ამისთჳს, რამეთუ გჳჩუენებს მახარებელი, ვითარმედ რომელნი-იგი უმეტესთა და დიდთა სასწაულთა მისთა მხილველ იყვნეს, იგინი იყვნეს უსაწყალობელჱს ყოველთასა, რომელთა ეხილვა ღმრთეებისა მისისა სასწაული დიდი, იგინი ყოველსა მას საშჯელსა ზედა მთავართა მათ განხრწნილთასა გულისხმა-ჰყოფდეს. ანუ არა დიდი საკჳრველი იყოა, ვითარ რომელნი-იგი მიმოვიდოდეს და ეძიებდეს მოკლვად, მი-რაჲ-ვიდა შორის მათსა, შეპყრობილ იქმნნეს ჴელნი მათნი? რამეთუ ვინ ქმნა ესე ყოველი? ვინ დაშრიტა საჴუმილი იგი გულისწყრომისა მათისაჲ? გარნა ამას ყოველსა საკჳრველებასა ზედა და სხუათა მათ ურიცხუთა სასწაულთა მისთა იხილე მათი იგი უგულისხმოებაჲ, - ”არა ესე არსო, რომელსა ეძიებდეს მოკლვადა?” - ვითარ თავთა თჳსთა შეასმენენ და იტყჳან, ვითარმედ: ”რომელსა ეძიებენო მოკლვად და არარას ეტყჳან მას”, რომელი-იგი განცხადებულად იყოფებოდა მათ შორის და კადნიერებით ამხილებდა, რომლისა მიერ იქმნებოდა უმეტესი განრისხებაჲ მათი? არამედ არარას ჰყოფდეს? ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს, ვითარმედ ესე არს ქრისტე? ხოლო თქუენ რასა იტყჳთ მისთჳს, ჵ, ჰურიანო? ვი[6]თარ ჰგონებთ მისთჳს? იტყჳან, ვითარმედ ”ესრეთ ვიტყჳთ, თუ: ”არა ქრისტე არს”. ამისთჳსცა თქუეს, ვითარმედ: ”ესე ვიცით, ვინაჲ არს”. ჵ უკეთურებაჲ ესე! ჵ ბოროტადმეტყუელებაჲ ესე! არცა მთავართა განჩინებასა შეუდგან, არამედ სხუასა შემოიღებენ ბოროტსა და თჳსისა მის უგუნურებისა ღირსსა.

სახარებაჲ: ვიცით, თუ ვინაჲ არს, ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს (7.27).თარგმანი: და ვითარ ჰეროდე მღდელთა თქუენთა ჰკითხვიდა რაჲ, იტყოდეს, ვითარმედ: ”ბეთლემს იშვების” (მათე 2.5), და კუალად სხუანი ვიეთნი იტყოდეს: ”ვიცით, რომელ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს” (იოანე 9.29). ვიცითო, ვინაჲ არს და კუალად არა ვიცით, თუ ვინაჲ არსო. იხილენ სიტყუანი მთრვალთანი: და კუალად იტყჳან: ნუუკუე გალილელაჲთ მოვალს ქრისტე, არა ბეთლემით მოვალსა?” (იოანე 7.41,42). იხილე სიტყუაჲ ესე განცოფებულთაჲ: ვიცით და არა ვიცითო, და ბეთლემით მოვალს ქრისტე, და, ქრისტე ოდეს მოვიდოდის, არავინ უწყოდისო, ვინაჲ არს. რაჲ არს ამის ცოფისა უცხადჱსი? რამეთუ ერთისა მიმართ ოდენ იყო მოსწრაფებაჲ მათი, რაჲთამცა არა ჰრწმენა. ისმინეთ უკუე, რაჲ მიუგო უფალმან:

სახარებაჲ: ”მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ, და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ. და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით, ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ და მან მომავლინა მე”(7.28-29). თარგმანი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ”უკუეთუ მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ” (იოანე 14.7). ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: ”მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ”, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: ”არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი”, ნუუკუე წინააღუდგებოდეს ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ [7]ფრიადცა ეწამებოდეს, არამედ, რაჟამს იტყოდის-თუ: ”არა მიცით”, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: ”ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი” (I მეფ. 2.12); და კუალად იტყჳს, ვითარმედ: ”იერუსალჱმმან მე არა მიცნა” (ისაია 1.3), ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: ”ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უვარ-ჰყოფენ” (ტიტ. 1.16), და ეგებისმეა ცნობაჲ და არა ცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: ”მე მიცით” და ”იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ”, რამეთუ ”თუ: ვინაჲ ვარ”, არა ადგილსა იტყჳს აქა და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ”თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით”, უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: ”ღმერთსა იტყჳან ცნობად და საქმეთა მიერ უარ-ჰყოფენ”. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ, რამეთუ ვითარ, რომელ ამხილებდა რაჲ მათ, მათთავე სიტყუათა იტყოდა. რამეთუ თქუეს რაჲ მათ, თუ: ”ესე ვიცით, ვინაჲ არს”, თავადმანცა თქუა, ვითარმედ: ”მეცა მიცით”, და რაჲსათჳს ჰრქუა ესე? ნუუკუე იგინი იტყოდეს რაჲ, თუ ”არა ვიცით?” გარნა ამისთჳს, რამეთუ იგინი იტყოდეს რაჲ, თუ: ”ვიცით, ვინაჲ არს”, არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე იტყოდეს, გარნა ამისთჳს, თუ ქუეყანით არს და ძჱ არს ხუროჲსა მის. ხოლო თავადი აღიყვანებდა მათ ზეცად და იტყოდა, ვითარმედ: ”იცით, ვინაჲ ვარ”, ესე იგი არს, ვითარმედ: ”ზეცით ვარ, არა სადაჲთ თქუენ იტყჳთ, არამედ სადა არს მომავლინებელი ჩემი”, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: ”თავით ჩემით არა მოსრულ ვარ”, ამას მოასწავებს, ვითარმედ იცოდეს მათცა, თუ მამისა მიერ მოვლინებულ არს, დაღაცათუ არა გამოაცხადებდეს. ამისთჳს ორკერძო ამხილებს [8]მათ და პირველად რასაცა თჳსაგან იტყოდეს, იგი შორის შემოიღო, რაჲთამცა არცხჳნა მათ, და მერმე გონებათა შინა მათთა მოგონებული ყოველი გამოუცხადა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ”არა ვარ ესრეთ ლიტონთაგანი და ამაოდ მოსრულთა, არამედ არს ჭეშმარიტ მომავლინებელი ჩემი”. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: ”არს ჭეშმარიტ მომავლინებელი ჩემი?” ესე იგი არს, ვითარმედ ვინაჲთგან იგი ჭეშმარიტ არს, მოვლინებულიცა სამე იგი ჭეშმარიტებისათჳს მოუვლენიეს, ვინაჲთგან ჭეშმარიტ არს მომავლინებელი, მოვლინებულიცა ჭეშმარიტ არს.

და კუალად სხჳთაცა სახითა იქმს ამას, რამეთუ თჳთ მათთავე სიტყუათაგან შეიპყრობს მათ. რამეთუ ვინაჲთან იტყოდეს, თუ: ”ოდეს ქრისტე მოვიდეს, არავინ უწყოდის, ვინაჲ არს”. ამის მიერცა გამოაჩინებს, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ იგინი სიტყუასა მას, თუ: ”არავინ უწყოდის”, განჩინებისა რაჲსათჳსმე ადგილადისა იტყოდეს და ამისგანცა გამოაჩინებს, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ მამისაგან მოვიდა და ყოველსა ადგილსა მეცნიერებასა მამისასა თავს თჳსსა ოდენ უწამებს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს მამისაგან” (იოანე 6.46). და განაფიცხნეს იგინი სიტყუათა ამათ, რამეთუ თქუმაჲ, თუ: ”არა იცით იგი”, კუალად რომელსა იტყოდეს, თუ: ”არა ვიცით”, მხილებაჲ, თუ იციან, კმა არს განფიცხებად მათა.

სახარებაჲ: ”ეძიებდეს მას შეპყრობად და არავინ დაასხნა ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი”(7.30). თარგმანი: ჰხედავა, ვითარ უხილავად შეკრულ იყვნეს და გულისწყრომასა მათსა აღჳრ-ესხმოდა? ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ”უხილავად აყენებდა მათ”, არამედ თქუა, თუ: ”არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი”, ამისთჳს, რამეთუ ესრეთ ინება მახარებელმან, რაჲთა აქა მდაბლადრე თქუას მისთჳს და კაცობრივ, რაჲთა კაცებაჲცა მისი მტკიცე იყოს. რამეთუ, ვინაჲთგან ყოველსა ადგილსა მაღალთა მათ საქმეთა ღმრთეებისათა იტყოდა, ამისთჳს კაცობრივნიცა ესე[9]სიტყუანი განუთესვან შორის. ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: ”მისგან ვარ”, არა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იხილავს მას და ესრეთ იტყჳს, არამედ ვითარცა მისი მარადის მხედველი და მის თანა მყოფი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”ვიცი იგი, რამეთუ მისგან ვარ”. ჰხედავა, ვითარ ზე და ქუე შეჰმზადებს ამას ვითარმედ: ”თავით ჩემით არა მოსრულ ვარ”, და ვითარმედ: ”მომავლინებელი ჩემი ჭეშმარიტ არს”, რამეთუ ამისთჳს იყო ესე ყოველი, რაჲთა არა საგონებელ იყოს უცხოდ ღმრთისაგან, და იხილე, თუ რაზომი არს მდაბალთა მათ სიტყუათა სარგებელი, რამეთუ იტყჳს:

სახარებაჲ: ”შემდგომად ამისა მრავალთა ჰრწმენა და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლჱსი სასწაული ქმნესა, რომელნი ამან ქმნნა?” (7.31). თარგმანი: რაოდენნი სასწაულნი? რამეთუ სამნი არიან სასწაულნი: ღჳნისაჲ და განრღუეულისაჲ და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, და სხუაჲ უმეტესი მახარებელსა არა რაჲ უთქუამს. ამისგან უწყით, ვითარმედ მრავალთა მათ სასწაულთა მისთა თანაწარჰჴდებოდეს მახარებელნი და არა წერდეს, არამედ ამას გუეტყჳან, რომელთა ზედა მთავარნი იგი ბოროტსა იტყოდეს მისთჳს და ეძიებდეს მას შეპყრობად და მოკლვად. ხოლო ამას არა სიმრავლეჱ იგი იქმოდა ერისაჲ, რომელნი არა მთავრობისმოყუარე იყვნეს, არცა შური მისი აქუნდა, არამედ მღდელნი იყვნეს ამის ყოვლისა მოქმედნი, რამეთუ ერისა მის მრავლისაგანნი იტყოდეს, ვითარმედ: ”ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმეტესნი სასწაულნი ქმნნესა?” გარნა ესეცა სარწმუნოებაჲ არავე მრთელ იყო, არამედ ვითარცა ერისა ზრქელისა და უმეცრისაჲ, რამეთუ, რომელნი იტყოდეს, თუ: ”ქრისტე ოდეს მოვიდეს”, არა სრულიად დარწმუნებულთაჲ იყო, ვითარმედ ქრისტე არს იგი. ანუ ესე არს, რომელ ვთქუ, ანუ კუალად ესე არს, რომელ ვინაჲთგან მთავარნი იგი დაამტკიცებდეს, თუ: ”არა ესე არს ქრისტე”, ერმან თქუა, თუ: ”აჰა, ვთქუათ, თუ: არა ესე არს ქრისტე”. ნუუკუე იგი ვინმე, რომელსა ეგენი იტყჳან, თუ სხუაჲ არსო, ამისა უმჯობჱს იყოსა? ვითარცა-ესე მე მარადის ვიტყჳ, ვითარმედ ზრქელნი გონებითა და უგულისხმონი არა მოიქცევიან ესრეთ სწავლითა და დარწმუნებითა სიტყუათაჲთა, ვითარ სასწაულითა.

[10]სახარებაჲ: ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს, და მიავლინნეს მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი (7.32). თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ შაბათისა იგი დაჴსნაჲ მიზეზი იყო, ხოლო მათი შემაწუხებელი ესე იყო, რამეთუ აქა არარაჲ აქუნდა, რაჲთამცა თქუეს მიზეზი სიტყუათა მისთათჳს, გინა თუ საქმეთა. და ვინაჲთგან სხუაჲ მიზეზი ვერ პოვეს ერისათჳს, ენება შეპყრობაჲ მისი და თჳთ ვერ იკადრებდეს, რამეთუ ღელვასა მას ესევითარსა ერიდებოდეს, არამედ მსახურთა მათთა წარავლენდეს. ჵ მძლავრებაჲ იგი და სიბორგილე! ჵ უგუნურებაჲ იგი დიდი! რამეთუ თჳთ მრავალგზის ებრძოლნეს და ვერ უძლეს, და მსახურთა მათ უბრძანეს საქმჱ იგი, რაჲთამცა გულისწყრომასა მათსა სცეს განსუენებაჲ. და თავადსა ეთქუა საბანელსა მას ზედაცა და მათა მიმართ, და არარაჲ ესევითარი ქმნეს, არამედ ეძიებდეს, გარნა არა ჴელ-ყვეს საქმესა მას. ხოლო აქა ვერღარა თავსიდვეს, იხილეს რაჲ, ვითარმედ ერი იგი მისა მივალს. ხოლო ქრისტემან მიუგო:

სახარებაჲ: ”მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ” (7.33). თარგმანი: და რომელსა-იგი ძალ-ედვა მოდრეკად მათა და შეშინებად, იგი სიტყუათა იტყჳს სიმდაბლითა სავსეთა, ვითარცა იტყოდა: ”რად ისწრაფით მოკლვად ჩემდა და განძებად? მცირედსაღა ჟამსა მელოდეთ და მერმე, დაღაცათუ გენებოს დაყენებაჲ ჩემი თქუენ თანა, არა ვდგე”. და მერმე, რაჲთა არა სიკუდილად გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა მოიწევის, რამეთუ ესეცა მოიგონეს მათ, ხოლო რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს თქუა:

სახარებაჲ: ”და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად” (7.34). თარგმანი: ხოლო უკუეთუმცა სიკუდილსა შინა ეგულებოდა დაშთომად, ძალ-ედვა მათცა წარსლვაჲ, რამეთუ მუნ წარვალთა ყოველნი. უმეცართა მათ უკუე ერთსა მოსდრეკდეს სიტყუანი ესე და ამპარტავანთა შეაშინებდეს და სწავლისმოყუარეთა მოსწრაფე-ჰყოფდეს სმენად, რაჟამს ესმამცა, თუ: ”მცირედღა”, და არღარა ეგულებოდის მათ ”სწავლათა სმენად”, და არა თქუა, თუ: ”მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარო”, ესე იგი არს, ვითარმედ: ”გინა თუ მდევნიდეს, გინა თუ მებრძოდით, მცირედსა ამას ჟამსა [11]აქა ვარ, არამედ: ”მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარო”, ესე იგი არს, ვითარმედ: ”გინა თუ მებრძოდით, მცირედსა ამას ჟამსა თქუენ თანა ვარ და არა დავსცხრები განგებულებათა მათ ჩემთა თქუენ ზედა ქმნად და ცხორებისათჳს სულთაჲსა სწავლად, და მერმე წარვალ მომავლინებელისა ჩემისა. ესე კმა იყო შეშინებად და შეურვებად მათა და ვითარმედ საჴმარ ეყოს მათ, მოასწავებს, რამეთუ იტყჳს:

სახარებაჲ: მეძიებდეთ მე, არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა (7.34). თარგმანი: და სადა უკუე მოიძიეს იგი ჰურიათა? ვითარცა-იგი ლუკა იტყჳს, ვითარმედ გოდებდეს მისთჳს დედანი და სხუანიცა მრავალნი (ლუკა 23.27), და მერმე, რაჟამს ქალაქი მათი ტყუე იქმნებოდა, არამცა აჴსენებდეს ქრისტესა და საკჳრველებათა მათ მისთა, და ეძიებდესმცა მოსლვასა მისსა? და ესე ყოველი თქუა, რამეთუ ენება მოსლვად მათა კეთილისამიმართ, რამეთუ სიტყუანი ესე, თუ: ”მცირედღა ჟამი არს”, და შემდგომად წარსლვისა ძიებაჲა მისი და ვერპოვნაჲ, ესე ყოველი კმა იყო დასარწმუნებელად და მოქცევად მათა. რამეთუ, უკუეთუმცა არა ეგულებოდა სასურველ-ყოფად და არამცა ირწმუნეს, და კუალად, უკუეთუმცა შესაძლებელმცა იყო პოვნაჲ მისი, ეგრეთვემცა არავე შეშინდეს. და კუალად, უკუეთუმცა მრავალთა ჟამთა ეგულებოდა დადგრომაჲ მათ თანა, ნუუკუედა ეგრეცამცა უდებ იქმნნეს, არამედ ყოვლით კერძო შეაშინებს მათ და შეაშფოთებს, ხოლო კუალად სიტყუაჲ ესე, თუ: ”წარვალ მომავლინებელისა ჩემისა”, გამომაჩინებელ არს, ვითარმედ არარაჲ ვნებაჲ მოიწევის მის ზედა მათისა მის მტერობისაგან, და ვითარმედ ჯუარს-ცუმაჲ მისი ნეფსით არს, ორნი უკუე წინაჲსწართხრობანი უთხრნა: ერთად, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად არს, და კუალად, ვითარმედ ვერ მივიდენ მისა მიმართ, რომელ-იგი არაკაცობრივისა ბუნებისა იყო თჳსისა აღსასრულისა წინაჲსწარცნობაჲ, რამეთუ იხილე, დავით რასა იტყჳს, ვითარმედ: ”მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი და რიცხჳ დღეთა ჩემთაჲ, [12]რაჲთა უწყოდი, თუ რაჲღა მაკლს მე?” (ფს. 38.5). და არავინ იცის საქმჱ ესე. ხოლო, მე ვჰგონებ, თუ მსახურთა მათ მიმართ იყო სიტყუაჲ ესე, რომლითა მოდრიკნა იგინი, რაჟამს უჩუენა, ვითარმედ, თუ: ”მელოდეთ მცირედღა და წარვიდე”.

სახარებაჲ: ეტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ”ვიდრემე ეგულების ამას წარსლვად?” (7.36). თარგმანი: და რადმე ეძიებენ ამას, რამეთუ, რომელთა სუროდა ყოვლითურთ, რაჲთამცა განერნეს მისგან და ყოველსავე ღონესა მოიპოვებდეს, რაჲთამცა არა ხედვიდეს მას, არა უჴმდა ამისი ძიებაჲ, არამედ რაჲთამცა თქუეს, თუ: ”ჰე, გჳხარის, და ოდეს ყოფად არს ეგე?” არამედ მოიწყლნეს სიტყუათა მათგან და ეძიებენ თავთა შორის თჳსთა უგუნურებით:

სახარებაჲ: ”სადა წარვალს, ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთა ეგულების წარსლვად?” (7.35). თარგმანი:რანი არიან ”განთესულნი წარმართნი?” ესრეთ სახელსდებდეს ჰურიანი წარმართთა, რამეთუ ყოველსა ადგილსა განთესულ იყვნეს იგინი. ხოლო აწ ესე ყუედრებაჲ მათ ზედაცა მოიწია, რამეთუ პირველ ყოველი იგი ნათესავი მათი ერთბამად იყო და სხუასა ადგილსა არასადა იპოვებოდა ჰურიაჲ, არამედ პალესტინეს ოდენ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: ”სადა მე ვიყო, არა ჴელ-გეწიფების თქუენ მოსლვად?” რამეთუ უკუეთუმცა წარმართთა თანა მივიდოდა, რადმცა ეთქუა, თუ: ”ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად?” ხოლო მათ თქუეს რაჲ, თუ: ”განთესულთა მათ წარმართთა თანა ეგულების მას მისლვად”, არა თქუეს, თუ: ”ცთუნებად მათა”, არამედ: ”სწავლად მათაო”. ესრეთ ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე, დამშჳდნა გულისწყრომაჲ მათი და ჰრწმენა, ხოლო თუმცა არა ერწმუნა, არამცა ეძიებდეს, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე.

სწავლაჲ ნ

სიმართლისათჳს
[13]არამედ ესე ყოველი მათა მიმართ თქუა, ხოლო მეშინის, ნუუკუე ჩუენდა მომართცა ითქუას ესე ცხოვრებისა ამის ჩუენისათჳს, სავსისა ცოდვითა, რამეთუ ვერ მივიდეთ ჩუენ, სადა იგი არს, ბოროტთა ამათ ჩუენთათჳს. რამეთუ მოწაფეთათჳს იტყჳს, ვითარმედ: ”მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემ თანა” (იოანე 17.24). ხოლო ჩუენთჳს მეშინის, თუ წინააღმდგომი ითქუას, ესე იგი არს, ვითარმედ: ”სადა მე ვიყო, ვერ ძალ-გიც მოსლვად”. რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდით, ვითარ შეუძლოთ მუნ წარსლვად? რამეთუ ამასცა სოფელსა მჴედარი რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინ არნ და სატანჯველთა. რამეთუ რაჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად? და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი, ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ მადლისა მის სულისა წმიდისა, უკუეთუ გუენებოს, აღორძნდების და, უკუეთუ გუენებოს, სრულიად დაშრტების იგი. ხოლო იგი რაჲ დაშრტეს, მერმე არღარაჲ იყოს სხუაჲ ჩუენ ზედა, გარნა არმური და ნისლი, ამისთჳსცა თქუმულ არს, ვითარმედ: ”სულიმცა ნუ დაივსების” (I თესალ. 5.19), ხოლო დაივსების, რაჟამს ზეთი არა აქუნდეს, და რაჟამს ქარი სასტიკისა მობერვისაჲ იქმნას, და კუალად რაჟამს იწროებით იყოს და ჭირით, რამეთუ ესრეთ დაშრტების ცეცხლი, ხოლო შეიწრდების ესე ცეცხლი ზრუნვათაგან სოფლისათა და დაშრტების გულისთქუმისაგან ბოროტისა, ხოლო არარაჲ ესრეთ დაშრტეს, ვითარ უწყალოებაჲ, მძჳნვარებაჲ და ტაცებაჲ. რამეთუ, რომელი არა ზეთისა ქონე[14]ბასა თანა წყალსაცა გრილსა დაასხმიდეს, ვითარ შეუძლოს მან აღნთებად სანთლისა მის? ხოლო წყალი იგი ანგარებისაჲ არს, რომელი განაგრილებს სულსა ბოროტად. ნუუკუე წარვიდეთ რაჲ ჩუენცა ამიერ, არარაჲ გუაქუნდეს სხუაჲ ჩუენ თანა, გარნა ნაცარი და მტუერი და კუამლი ფრიადი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპარები გუაქუნდა და დავშრიტეთ. რამეთუ, სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა. არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: ”არა გიცნი თქუენ” (მათე 25.2), ხოლო საჲდათ იქმნების სმენაჲ ჴმისაჲ ამის, თუ: ”არა გიცნი თქუენ”? გარნა ამისგან, რომელ, ვიხილოთ რაჲ გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა გუეხილვა. და რაჟამს ჩუენ არა გუეწყალოდის გლახაკი მშიერი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვითარ შეგჳწყალნეს ჩუენ, რაჟამს წყალობაჲ გჳჴმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს ჭირვეული და არა მისცეს თჳსისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არათჳსი იგი? ამისთჳს გევედრები, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ, რაჲთა არა მოგუაკლდეს ჩუენ ზეთი, არამედ რაჲთა შევამკვნეთ ჩუენ ლამპარნი ჩუენნი და შევიდეთ სიძისა მის თანა უკუდავისა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი ნა
სიტყუაჲ ესე: უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: ”უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან: ”მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი” (7.37,38). თარგმანი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, [15]რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ საღმრთოთა დამტკიცებად გულთა შინა მათთა. რამეთუ წყურიელთა რაჟამს წყალი მიიღონ, ფრიადითა გულისთქუმითა სუმენ მას, ვიდრემდის მათ შორის მყოფი იგი წყურილისა სიმჴურვალეჱ დააცხრონ, ეგრეთვე, რომელნი ისმენდენ საღმრთოთა სიტყუათა, უკუეთუ წყურილითა ფრიადითა მიიღებენ მათ, არა დაშურენ სასუმელისა მის ესევითარისა სუმად. რამეთუ ჯერ-არს ამის ესევითარისა მის საქმისა მიმართ შიმშილი და წყურილი, ვითარცა უფალი იტყჳს: ”ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს” (მათე 5.6), და კუალად, აჰა, ესერა, ამას ადგილსა ღაღადებს და იტყჳს:

სახარებაჲ: ”რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ” (7.37). თარგმანი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ არავის მოვიყვანებ იძულებით და უნებლიაჲთ, არამედ, რომელსა აქუს გულსმოდგინებაჲ და შეიწუვის სურვილითა, იგი მოვედინ და მას მოუწოდ მე. ხოლო რაჲსათჳს თქუა მახარებელმან, თუ: ”უკუანაჲსკნელსა მას დიდსა დღესა?” ამისთჳს, რამეთუ იგი იყო დიდი დღესასწაული და შორის პასექისა და მისა და სხუათა მათ დღეთა შუებასა შინა წარვლიდეს და, მაშინ ყოველნივე შეკრბებოდეს? ხოლო რაჲსათჳს იტყჳს, თუ ”უკუანაჲსკნელსა?” რაჲთა სცნა, ვითარ ყოველსა მას სიმრავლესა ასწავებდა კადნიერებით, რამეთუ პირველსა მას დღესასწაულსა არა მივიდა და მიზეზი ჰრქუა ძმათა თჳსთა, თუ რაჲსათჳს არა მივიდა, და მეორესა არავე მივიდა და მესამესა არღარაჲ ჰრქუა ესევითარი, რაჲთა არა დაიჴსნას სიტყუაჲ მისი შუებისა მის მიერ მათისა და უსარგებლო იქმნეს. ხოლო უკუანაჲსკნელსა მას დღესა, რაჟამს წარსლვაჲ ენება თითოეულსა სახედ თჳსა, მაშინ მისცემს მათ საგზალსა ცხორებისასა და იტყჳს ღაღადებით, ერთად, რაჲთა კადნიერებაჲ თჳსი აჩუენოს, რომელი აქუნდა ჭეშმარიტებისათჳს, და უშიშოებაჲ, და მეორედ, სიმრავლისა მისთჳს ერისა მის შეკრებულისა, და რაჲთა [16]გულისხმა-ყონ, ვითარმედ სულიერისა სასუმელისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:

სახარებაჲ: ”რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი” (7.38). თარგმანი: ხოლო მუცლად ამას ადგილსა გულსა იტყჳს, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილი იტყჳს, ვითარმედ: ”შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა” (ფს. 39.9). არამედ სადა თქუა წერილმან: ”თუ მუცლისა მისისაგან მდინარენი დიოდიან წყლისა ცხოველისანი?” არასადა უთქუამს წერილსა ესე სიტყუაჲ, არამედ გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს წერაჲ და კითხვაჲ ამის სიტყჳსაჲ, რაჲთა თქუას რაჲ, ვითარმედ: ”რომელსა ჰრწმენეს ჩემი, - ვითარცა თქუა წიგნმან, - და ამას ადგილსა ჯერ-არს განკუეთაჲ სიტყჳსაჲ და დასუენებაჲ, რაჲთა სიტყუაჲ ესე: ”თუ მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან”, არღარა მისვე განჩინებისაჲ იყოს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი იტყოდეს, თუ: ”ესე არს ქრისტე”, და ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნესა? ამისთჳს ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ სიმართლჱ ჯერ-არს გონებისაჲ, რაჲთა არა სასწაულთათჳს ოდენ, არამედ წერილთა მიერცა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჩემდა მომართ, ხოლო მრავალთა სასწაულნიცა მისნი იხილნეს და არა ჰრწმენა, და იტყოდეს, ვითარმედ: ”არა იტყჳს წერილი, თუ ქრისტე თესლისაგან დავითისა მოვალს” (იოანე 7.42). ამისთჳს წერილთა იტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ევლტის იგი მათსა წამებასა და მიავლენს მათ წერილთა მიმართ, რამეთუ პირველცა იტყოდა, ვითარმედ: ”გამოეძიებდით წერილთა!” (იოანე 5.39) და კუალად იტყჳს, ვითარმედ: ”წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა, და კუალად, ვითარმედ: ”ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ” (იოანე 6.45), და კუალად: ”მოსე შეგასმენსო” (იოანე 5.45), და აქა უკუე იტყჳს, ვითარმედ: ”რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მო[17]მართ, - ვითარცა თქუა წიგნმან, - ესევითარისა მისგან გამოდიოდიან მუცლისაგან მისისა მდინარენი წყლისა ცხოველისანი”. რამეთუ სიმდიდრესა მას და უშურველობასა მას მის მადლისასა მოასწავებდა, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ”წყაროჲ წყლისა მდინარისაჲ ცხორებად საუკუნოდ” (იოანე 4.14), ესე იგი არს, ვითარმედ მრავალი აქუნდეს მას მადლი, ხოლო სხუასა ადგილსა ”ცხოვრებასა საუკუნესა” იტყჳს მოქმედსა მას. რამეთუ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ რაჟამს გონებასა შინა კაცისასა დაემტკიცოს, უმეტეს ყოვლისა წყაროჲსა აღმოეცენების და არა მოაკლდების, არცა დაცალიერდების, არცა დასწყდების და რაჲთამცა მოუკლებლობაჲცა იგი მისისა მადლისაჲ მოასწავა და მიუწდომელობაჲცა, ამისთჳს წყაროდ წყლისა და მდინარედ სახელ-სდვა, არა ერთად მდინარედ, არამედ მრავლად და ურიცხუად. და კუალად მუნ დინებისა მიერ სიმდიდრჱ იგი და სივრცჱ მისი აჩუენა, და უკუეთუ გნებავს, იხილე სიბრძნჱცა იგი სტეფანჱსი, ანუ თუ ენაჲ-იგი პეტრესი, გინა თუ წინადაუდგრომელობაჲ სიბრძნესა პავლესსა, ანუ თუ თჳთ მეტყუელისა ამის, რომელმან სახარებაჲ ესე დაწერა იოვანესი. იხილე, უკუეთუ გნებავს სივრცჱ იგი და სიღრმჱ მისისა მის სიბრძნისაჲ, ვითარ ვერ რომელი-რაჲ შემძლებელ იქმნა წინადადგომად მდინარეთა მათ, რომელნი მათგან აღმოდიოდეს, ვითარ ვერარაჲ თავსიდებდა მათსა მას ბრძოლასა, არა გულისწყრომაჲ ერთაჲ, არცა ზედააღდგომაჲ მძლავრთაჲ, არცა მოსწრაფებანი ეშმაკთანი, არცა სიკუდილნი მარადღეთანი, არამედ, ვითარცა მდინარეთა, ძალითა დიდითა მავალთა, ესრეთ წარიტაციან ყოველივე სასუფეველისა მიმართ და წარვიდიან.

სახარებაჲ: ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ (7.39). თარგმანი: და ვითარ წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგეს პირველ, უკუეთუ სული წმიდაჲ არღა იყო მოცემულ, რამეთუ მოციქულნი ეშმაკთა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემუ[18]ლითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: ”უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?” (მათე 12.27) ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარ-ცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა, და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: ”მიიღეთ სული წმიდაჲ” (იოანე 20.22), და კუალად: ”მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა” (საქმე 19.6).

ხოლო პირველ, რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: ”მისცა მათ სული წმიდაჲ”, არამედ: ”მისცა მათ ჴელმწიფებაჲ” და ჰრქუა: ”კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით, უსასყიდლოდ მიგიღებიეს უსასყიდლოდ მისცემდით (მათე 10.8): ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ: ”სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო”. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: ”აჰა, ესერა, დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად” (მათე 23.38) და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად. ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამეთუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: ”არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ?” (ლუკა 9.55) და კუალად წერილ არს, ვითარმედ: ”არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ” (რომ. 8.15), რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული [19]წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ”არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ, რამეთუ უფალი ამის მადლისათჳს იტყოდა. ამისთჳს მახარებელმან თქუა, ვითარმედ: ”არღა იყო სული წმიდაჲ”, ესე იგი არს, მოცემულ არღა იყო ესევითარი იგი მაღალი მადლი.

სახარებაჲ: რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო (7.39). თარგმანი: დიდებულად ჯუარ-ცუმასა უწესს, ”არღა დიდებულ იყო იესუ”, ესე იგი არს, არღა ჯუარცუმულ იყო, რამეთუ დიდებაჲ ქრისტესი ჯუარი არს. რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ვიყვენით და შეცოდებულნი და დაკლებულნი მადლისა მისგან ღმრთისა და ღმრთისშემაწუხებელ, ხოლო მადლი იგი დაგებისა სასწაული იყო. ხოლო ნიჭი იგი არა მტერთა მიეცემის, არცა მოძულებულთა, არამედ მეგობართა და სათნოთა, ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა პირველ შეიწირა ჩუენთჳს შეწირული იგი მსხუერპლი და მტერობაჲ იგი დაჰჴსნამცა ჴორცითა მისითა, რაჲთამცა ვიქმნენით მეგობარ ღმრთისა, და მერმეცა მოგუეცა ნიჭი იგი დიდი, რამეთუ, უკუეთუ აღთქუმასა მას ზედა აბრაჰამისსა ესე იქმნა, არამცა უფროჲსად მადლსა ამას ზედა იქმნაა? რამეთუ აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს მიცემად ნათესავისა მისისა ქუეყანაჲ იგი, და არა ღირს იყვნეს მიღებად აღთქუმისა მის უკუანაჲსკნელნი იგი ნათესავნი მისნი და თჳსთა შრომათაგან სათნოყოფად ვერ ძალ-ედვა. ამისთჳს შემოვიდა სარწმუნოებაჲ, საქმეჱ ადვილი, რაჲთა მოიყვანოს მადლი იგი და არა დავარდენ აღთქუმანი იგი. და წერილ არს, ვითარმედ ”ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლითა მტკიცე იყვნენ აღთქუმანი”. ამისთჳს მადლითა, რამეთუ ოფლითა ვერ შეუძლეს, ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ მსგავსად წერილისა არა თქუა სიტყუაჲცა იგი წერილისაჲ? ამისთჳს, რამეთუ განხრწნილ იყო გონებაჲ მათი.

სახარებაჲ: რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ”ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი”, სხუანი იტყოდეს: ”ესე არს ქრისტე”, სხუანი იტყოდეს: ”არა, არამედ აცთუ[20]ნებს ერსა, ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არს ქრისტე”. არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ: ”ნათესავისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით”, და კუალად სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: ”ქრისტე რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს” (7.40-42). თარგმანი:თჳთოსახედ განყოფილ იყვნეს გონებანი მათნი, ვითარცა სიმრავლისა მის უწესოჲსა, რამეთუ არა თუ ისმენდეს კეთილად თქუმულთა მათ, რაჲთამცა ცნეს კეთილად. ამისთჳს უკუე უფალმანცა ამათ არარაჲ მიუგო, დაღაცათუ იტყოდეს, თუ: ”ნუუკუე ქრისტე გალილეაჲთ მოვიდეს?” ხოლო ნათანაელ უფიცხლესად თქუა და უშემაწუხებელჱსად, ვითარმედ: ”ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?” (იოანე 1.46) და უფროჲსად აქო მაცხოვარმან, ვითარცა ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ ამათ ნიკოდემოსსა ჰრქუეს, ვითარმედ: ”გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს” (იოანე 7.52). არა თუ სწავლად და ცნობად ჭეშმარიტებისათჳს თქუეს, არამედ რაჲთამცა ოდენ განამტყუვნეს ქრისტესი იგი საქმჱ. ხოლო ნათანაელ ჭეშმარიტებისმოყუარჱ იყო და წერილნი ყოველნივე კეთილად ესწავლნეს. და ამისთჳს იტყოდა სიტყუასა მას და ესენი ოდენ ამისთჳს იყვნეს, რაჲთამცა არავინ ჰგონებდა მისთჳს, თუ ქრისტე არს, ამისთჳსცა არარაჲ გამოუცხადა მათ, რამეთუ იგინი თავისა თჳსისაცა წინააღმდგომსა იტყოდეს, რამეთუ ოდესმე თქჳან, ვითარმედ: ”ვიცით, ვინაჲ არს”, და კუალად ოდესმე: ”ბეთლემით მოვალსო”, ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ ცნესცა და წინააღუდგეს, რამეთუ: აჰა, ვთქუათ, თუ ადგილსა უმეცარ იყვნეს ნაზარეთს შინა აღზრდისა მისისათჳს. დაღაცათუ ესეცა შეუძლებელ არს, საცნაურ იყო, ვითარმედ არა მუნ შობილ იყო, არამედ ვთქუათ, თუ: არა იცოდეს. ნუუკუე ნათესავიცა არავე იცოდესა, რამეთუ თესლისაგან და ნათესავისა დავითისა იყო, ვითარ უკუე იტყოდეს, თუ: ”არა დავითის ნათესავისა არს?” არამედ ამას ყოველსა უკეთურებისაგან მათისა იტყოდეს, [21]რაჲთამცა დაფარეს ჭეშმარიტებაჲ, ხოლო რაჲსათჳს არა მოვიდეს მისა და ჰრქუეს, ვითარმედ: ”ყოველივე გჳკჳრს ჩუენ, არამედ შენ ჰბრძანებ, რაჲთა ვირწმუნოთ ყოველი, ვითარცა იტყჳს წიგნი, გჳთხარ უკუე ვითარ? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ”ბეთლემით მოვალს ქრისტე” და შენ გალილეაჲთ მოსრულ ხარ?” გარნა არარაჲ ჰრქუეს მას ესევითარი, და ყოველსავე უკეთურებით იტყოდეს და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თუ ჭეშმარიტებისა ცნობად იტყოდეს სიტყუათა მათ, ამისთჳსცა თქუა მახარებელმან.

სახარებაჲ: რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა (7.44). თარგმანი: დაღაცათუ სხუაჲ არარაჲმცა იყო, არამედ ესე ოდენ კმა იყო ლმობიერ-ყოფად მათა, არამედ არა ლმობიერ იქმნნეს, არცა შეინანეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”განიბნინეს და არა ინანეს” (ფს. 34.15). რამეთუ ესევითარი არს უკეთურებაჲ, არავისი ჰნებავს მორჩილებაჲ და მოდრეკაჲ, არამედ ერთისა მიმართ ოდენ მოსწრაფე არს, რაჲთამცა სიბოროტჱ თჳსი დაამტკიცა, რომლისათჳს იზრახა ბოროტი, იგიმცა მოკლა. არამედ ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი, ვითარმედ: ”რომელმან უთხაროს მოყუასსა თჳსსა მთხრებლი, შთავარდეს მას შინა” (იგავ. 26.27), რომელი-იგი მათ ზედაცა მოიწია, რამეთუ მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი მისი დაშრტა და იქმნა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ, რამეთუ მადლი იგი ბრწყინავს ქრისტჱს მადლითა, ხოლო მათი იგი ყოველივე დაშრტა და წარწყმდა და განცჳვეს იგინი მამულისაგანცა და აზნაურებისა და განსუენებისა და მსახურებისა ღმრთისა და ყოვლისა კეთილისაგან გამოეჴუნეს და იქმნნეს მონა და ტყუე.

სწავლაჲ ნა

არა ბოროტის-ყოფისათჳს
[22]ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ნუმცა ოდეს განვიზრახავთ ბოროტსა სხჳსათჳს, რამეთუ, გულსავსე იყვენით, რომელნი ამას იქმოდით, თავთა თჳსთათჳს ჰლესავთ, მახჳლსა და უბოროტესად მოიწყლვით თქუენითავე ჴელითა, არამედ, უკუეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვალისა მიგებაჲ, ნუ მიაგებ ბოროტსა, და მიგიგიეს, უკუეთუ კულა ბოროტი უყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყჳ სიტყუასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკუეთუ იტყჳ, თუ: ”ვითარ იყოს ესე?” ისმინე, თუ ვითარ, რაჟამს არა ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების ბოროტისმყოფელი ბოროტისმყოფელისა მის შენისა. ხოლო რაჟამს შენ თჳთ იწყო ბოროტისყოფად მისა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰჴსენ სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელი იტყჳს: ”ჩემი არს საშჯელი, მე მივაგო” (რომ. 12.19; სჯულ. 32.35), - იტყჳს უფალი. რამეთუ უკუეთუ მონანი იყვნენ ჩუენნი და ურთიერთას შეშფოთნენ, და არა ჩუენდა მოვიდენ სამართლისა საშჯელისა ყოფად, არამედ თჳთ იგინი განშჯიდენ, არა შევწუხნებითა? ხოლო უკუეთუ ჩუენ ესრეთ ვართ, არა უფროჲსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე საშჯელისა მისა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკუეთუ ესოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩუენ ღმერთსა არა ვაჩუენებდეთ? და რავდენ ჩუენ მონათა ჩუენთაგან ვეძიებდეთ? ხოლო ამას ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნი-ესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის-ყოფად, თუ არა ჭეშმარიტი ესე არს საქმჱ, რაჲთა არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროჲსღა კეთილსა უყოფდეთ, რაჲთა ჩუენცა მოგუეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისაჲ, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ, რამეთუ, მითხარღა, უკუეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ შენ, რადღა სცოდავ და მასვე ბოროტსა შთაჰვარდები? რამეთუ უკუეთუ გაგინა, [23]ნუღარ აგინებ მას, თუ არა თავსა თჳსსა აგინებ: უკუეთუ შეგაწუხა, ნუღარა შეაწუხებ, თუ არა არღარაჲ გაქუს განყოფილებაჲ მისგან; უკუეთუ რაჲ გავნო, ნუღარა ავნებ, თუ არა სარგებელი რაჲღა იყოს შენი? არამედ ხარ ყოვლითურთ მსგავს მისა, ესრეთ შემძლებელ ხარ რცხჳნებად მისა, უკუეთუ ყოველივე სიმშჳდით თავს-იდვა, ესრეთ შეუძლო დაწყნარებად გულისწყრომისა მისისა, რამეთუ ვერვის ძალ-უც ბოროტითა ბოროტისა განკურნებაჲ, არამედ კეთილითა განიკურნების ბოროტი. ესრეთ ესე საქმჱ წარმართთაგანთაცა ფილოსოფოსთა ვიეთმე დაიმარხეს, ხოლო ჩუენ არა გურცხუენისა, უკუეთუ უგულისხმოთა მათცა წარმართთა უდარეს ვიპოვნეთ სათნოებითა? რამეთუ მრავალთა ბოროტი ეყო სხჳსა მიერ და თავს-იდვეს, მრავალთა ცილი დაეწამა და არა მიაგეს ნაცვალი. შიშ არს უკუე, ნუუკუე უმეტეს ჩუენსა იპოვნენ იგინიცა კეთილისმყოფელ და უმძიმესი საშჯელი მოიწიოს ჩუენ ზედა ამით სახით. რამეთუ, რაჟამს, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მოგჳღებიეს, რომელნი სასუფეველსა ცათასა მოველით, რომელთა არა გუეშინის გეჰენიისაგან, რომელთადა ბრძანებულ არს ანგელოზ-ყოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი საიდუმლონი და ჩუენ ვერცა მათსა სათნოებასა მივსწუდეთ, რომელიღა სასოებაჲ გუაქუნდეს, რამეთუ უკუეთუ ჰურიათა ჯერ-არს ძლევაჲ სათნოებითა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: ”უკუეთუ არა აღემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა” (მათე 5.20). რაჲ ყოფად არს, უკუეთუ წარმართთასა უდარჱს ვიპოვნეთ, არა უფროჲსად განვვარდეთა სასუფეველისაგან, რაჟამს არცა სრულიად ურწმუნოთა მათ ვსძლოთ სათნოებითა? ამისთჳს გევედრები თქუენ, აღმოვჰფხურეთ ჩუენგან ყოველივე გულისწყრომაჲ და მრისხანებაჲ, და კუალად გეტყჳ თქუენ, აღმოვჰფხურეთ ესე ჩუენგან, რამეთუ ჩემდა არა უდებება არს მრავალგზის ერთისა სიტყჳსა თქუმად, ნეტარ თუ თქუენ ამით ყოვლითა ისწავოთ კეთილი, რამეთუ მკურნალნიცა ერთსა წამალსა მრავალგზის იჴმარებენ, და ჩუენცა არა დავსცხრებით [24]კეთილისათჳს მარადის სწავლად და ღაღადებად, რამეთუ მრავალნი არიან სოფლისა ამის საქმენი, რომელნი დამავიწყებენ ჩუენ უმჯობჱსსა. და ამისთჳს ჯერ-არს ზედაჲსზედა სწავლაჲ, არამედ, რაჲთა არა ცუდ და ამაო იყოს ჩუენი აქა შემოკრებაჲ, ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა საქმითაცა ვქმნეთ კეთილი, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი ნბ
სიტყუაჲ ესე: მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთმოძღუართა და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ: ”რად არა მოიყვანეთ იგი?” მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: ”არასადა იტყოდა კაცი ესრეთ” (7.45-46). თარგმანი:არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უცხადეს, არარაჲ არს უკეთჱს, უკუეთუ ოდენ არა დავჰჴსნიდეთ მას, და კუალად არარაჲ არს კაცისა ბოროტისმოქმედისა უძჳრჱს და უძნელჱს, რამეთუ, აჰა, ესერა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთა ბრძნად ეგონნეს თავნი მათნი, მარადის ქრისტეს თანა ამისთჳს იქცეოდეს, რაჲთამცა ბოროტი უყვეს მას, და სასწაულთა ჰხედვიდეს და წერილთა იკითხვიდეს და ამის ყოვლისაგან ვერარაჲ ირგეს, არამედ უფროჲსად ივნეს, ხოლო მსახურნი იგი, რომელნი უსწავლელნი იყვნეს, ირგეს ერთისა ოდენ სწავლისა მიერ და რომელნი-იგი წარსრულ იყვნეს მისა შეკრვად და მოყვანებად, მოიქცეს შეკრულნი საკჳრველებითა მით. და არა გონიერებისა მათისათჳს ოდენ მიკჳრს, რომელ ესრეთ თჳნიერ სასწაულისა სწავლითა ოდენ მოდრკეს, არამედ კადნიერებაჲცა იგი მათი, ვითარ ეტყოდეს მიმავლინებელთა მათთა ფარისეველთა, რომელნი მარადის მბრძოლ იყვნეს კეთილისა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”მოვიდეს მსახურნიო”, და ჰრქუეს ფარისეველთა: ”რად არა მოიყვანეთ იგი?” ხოლო მოსლვაჲ ფრიად უზეშთაეს იყო დადგრომისა, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა მოსრულ იყვნეს, განრო[25]მილმცა იყვნეს მათისა მის სიმძიმისაგან და ბრალობისა, ხოლო აწ ქადაგ იქმნებიან ქრისტეს სიბრძნისა და დიდსა კადნიერებასა აჩუენებენ, და არა თქუეს, თუ: ”ვერ შეუძლეთ ერისა მისთჳს, რამეთუ ყოველნი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელსა, ჰხედვიდეს, არამედ ესრეთ თქუეს:

სახარებაჲ: ”არასადა იტყოდა კაცი ესრეთ” (7.46). თარგმანი: რამეთუ ძალ-ედვა ამისაცა თქუმად თუ: ”ვერ შეუძლეთ ერისა მისგან”, არამედ მათ გამოაჩინეს მართალი იგი გონებაჲ, რამეთუ სიტყუანი ესე, რომელ მათ თქუნეს, არა ოდენ საკჳრველებაჲ იყო მისისა სიბრძნისაჲ, არამედ ფარისეველთაცა ბრალობაჲ, რომელ წარავლინნეს შეპყრობად მისა, რომლისა მორჩილებაჲ ჯერ-იყო და რამეთუ არცა გრძელი რაჲმე სწავლაჲ ესმა მათ, არამედ მცირედი. რამეთუ, რაჟამს გონებაჲ კეთილ იყოს, არა ეჴმარებიან გრძელნი სიტყუანი, რამეთუ ესევითარი არს ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ფარისეველთა, იხილე, თუ რაჲ ყვეს, რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა ლმობიერ იქმნნეს, არამედ იგინი უმეტესად განრისხნესცა და იტყოდეს: ”თქუენცა უკუე შეცთომილ ხართ?” (იოანე 7.47) ხოლო არა მრისხანებით ეტყჳან, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე სრულიად იესუს შეუდგენ, არამედ ოდენ აბრალებს მათ, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ რაჲ თქუა და რაჲთამცა დაუკჳრდა სიტყუათა მისთათჳს. ხოლო ესე არა ქმნეს მათ, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მარადის იძლევიან სიტყუათა მიერ მისთა, არამედ მოიღებენ სახესა ფრიად უგუნურსა და იტყჳან:

სახარებაჲ: ვითარმედ: ”არა თუ მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენა მისი” (7.48). თარგმანი: რასა იტყჳთ, უბადრუკნო, ამასცა ზედა ქრისტესა აბრალებთა და არა მათ, რომელნი ურწმუნო იქმნნეს? და იტყჳთ:

სახარებაჲ: ”ვითარ ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული, წყეულ არიან” (7.49). თარგმანი: არამედ ესე არს თქუენი იგი დიდი შესმენაჲ, რომელ ერმან მან ირწმუნა, რომელთა არა იცოდეს შჯული, და თქუენ არა გრწმენა. ხოლო ვითარ წყეულ არიან იგინი, რომელნი დაღაცათუ შჯულსა უმეცარ იყვნეს, არამედ რაჲ-იგი შჯულისმეცნიერთა[26]უჴმდა ქმნად, მათ ქმნეს? რამეთუ თქუენ ხართ წყეულ, რომელნი არა იმარხავთ შჯულსა და არა იგინი, რომელთა ჰრწმენა შჯული. ხოლო ჯერ-იყო, რაჲთამცა არა აბრალებდით და შეასმენდით თქუენ უფალსა ამისთჳს, თუ მთავართა მისი არა ჰრწმენა, რამეთუ არა სიმართლისაჲ არს საქმჱ ესე, რამეთუ თქუენცა ურწმუნო იქმნენით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ”რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოს? (რომ. 3.3) ნუ იყოფინ! რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: ”ისმინეთ, მთავარნო სოდომისნო” და კუალად: ”მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო” (ეს. 1.10), და კუალად: ”არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ (ეს. 1.23) და მარადის ამას აყუედრებდეს მათ: რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა, ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: ”ნუუკუ მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული”. ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:

სახარებაჲ: ”ნუუკუე შჯული ჩუენი დაშჯის კაცსა უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან” (7.51). თარგმანი:რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა იციან შჯული, არცა იქმან მას, რამეთუ, უკუეთუ შჯული იტყჳს არა დაშჯად კაცისა უწინარეს მისგან სმენისა, და ამათ უწინარეს შჯულისა დასაჯეს, გარდამავალ სადამე არიან შჯულისა და, ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: ”არავინ მთავართაგანსა ჰრწმენა მისი”, ამისთჳს გამოაცხადებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: ”ერთი იყო მათგანი”, რაჲთამცა ეცნათ, ვითარმედ მთავართაცა ჰრწმენა მისი. რამეთუ დაღაცათუ კადნიერებასა [27]ჯეროვანსა არა აჩუენებდეს, გარნა ჰრწმენა ქრისტესი. ხოლო იხილე, ვითარ რიდობით იქმს მხილებასა მას, რამეთუ არა თქუა, თუ: ”თქუენ ეძიებთ მოკლვად მას, და დაშჯით მას განუკითხველად და მაცთურით სახელ-სდებთ?” გარნა არა ესრეთ თქუა, არამედ ტკბილად თქუა, რაჲთამცა ფრიადი იგი მრისხანებაჲ და მკლველობაჲ მათი დააცხრვო, ამისთჳსცა შჯულისა მიმართ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

სახარებაჲ: ”უკუეთუ არა პირველ ისმინოს მისი და ცნას, რასა იქმს” (7.51). თარგმანი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესე არს: თუ ცნას, რასა იქმს, თუ რაჲ ჰნებავსო, ანუ რაჲსათჳს და ვითარ, და თუ ბრძოლისა დაჴსნისათჳს იქმს ერისა მის, ანუ არა ხოლო იგინი განცჳბრებულ იქმნნეს, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: ”არავის მთავართაგანსა ჰრწმენა მისი”, ამისთჳს არცა გულისწყრომით, არცა სიმშჳდით ეტყჳან მას, რამეთუ რაჲ შეწყობილებაჲ აქუნდა სიტყუათა მათთა, რომელმან თქუა რაჲ, თუ: ”შჯული არავის დაშჯის”, და მათ თქუეს.

სახარებაჲ: ”ნუუკუე შენცა გალილეველ ხარო?” (7.52). თარგმანი: რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა განუკითხველად დაშჯიან მას, ანუ თუ არა უჴმს მათ თქუმად სიტყჳსა, ხოლო იგინი უგუნურებით და გულისწყრომით ჰყოფენ თჳსსა მას სიტყუასა.

სახარებაჲ: გამოიძიე და იხილეო, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს (7.52).თარგმანი: ხოლო რაჲ ეთქუა კაცსა მას, თუ: ”წინაჲსწარმეტყუელი არსო?” ანუ არა ესრეთ თქუა, თუ: ”არა ჯერ-არს განუკითხველად მისი მოკლვაჲ”, ხოლო მათ დაღაცათუ ესრეთ განცხადებულად არა ჰრქუეს, თუ: ”არა იცი წერილი, წარვედ და ისწავე”, არამედ იგავითრე ამასვე იტყჳან, რამეთუ: ”ესე არს”, თუ: ”გამოიძიე და იხილე”. ხოლო ქრისტემან, იხილე, რაჲ-იგი ყო, რამეთუ ვინაჲთგან ზედა და ქუე აქცევდეს გალილეასა და წინაჲსწარმეტყუელთა, რაჲთამცა განარინნა იგინი ესევითარისა მის გულის-სიტყჳსაგან და უჩუენა, ვითარმედ არა ერთი არს წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ სრულიად სოფლისა მეუფჱ არს, ამისთჳს ჰრქუა მათ:

სახარებაჲ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ (8.12). [28]თარგმანი: არა გალილეაჲსაჲ ოდენ და პალესტინისაჲ და ჰურიასტანისაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ. ხოლო ისმინე სიტყუაჲ იგი ჰურიათაჲ: ”შენ თავისა შენისათჳს სწამებო” (იოანე 8.13). რაჲ წამა უკუე თავის თჳსისათჳს?

სახარებაჲ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ (8.12). თარგმანი: დიდ არს სიტყუაჲ ესე და ჭეშმარიტად დიდ არს, გარნა იგინი ვერვე მოდრიკნა, რამეთუ არცა შეასწორებს ამას ადგილსა თავსა თჳსსა მამისა თანა, არცა თქუა, თუ: ”ძჱ ვარ მისი”, არცა თუ: ”ღმერთი ვარო”, არამედ ესე ოდენ თქუა, ვითარმედ: ”ნათელი ვარ სოფლისაჲ”. და მათ ენება, რაჲთამცა ესეცა სიტყუაჲ მათი დაჰჴსნეს, ხოლო ამისი ფრიად უზეშთაეს არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ:

სახარებაჲ: რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის იგი ბნელსა შინა (8.12). თარგმანი: ბნელად ამას ადგილსა საცთურსა მას ურწმუნოებისასა უწესს, ვითარმედ: ”არა დაადმს სმახურთა მათცა აქებს, რომელთა ესრეთ სიტყუა-უგეს მათ, და მათცა ამხილებს, ვითარმედ ფარულად და ბნელსა შინა თხზნიდეს მზაკუვარებათა მათთა, არამედ ნათელსა მათ ვერ სძლონო და ნიკოდემოსსცა მოაჴსენებს სიტყუათა მათთჳს, რომელთა პირველ ეტყოდა, ვითარმედ: ”ყოველი, რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ ნათელი, და არა მოვალნ ნათლად, რამეთუ არა განცხადნენ საქმენი მისნი” (იოანე 3.20). რამეთუ, ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: ”არავინ მთავართაგანსა ჰრწმენა მისი”, ამისთჳს თქუა, თუ: ”ყოველი, რომელი ბოროტსა იქმოდის, სძულნ მას ნათელი და არა მოვალს”, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არამოსლვაჲ იგი არა თუ უძლურებისაგან ნათლისა მის იქმნების, არამედ მათისა მის დრკუჲსა და განდრეკილისა გონებისაგან.

სახარებაჲ: ჰრქუეს მას ფარისეველთა: ”შენ თავისა შენისათჳს სწამებ და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ”(8.13). თარგმანი: ხოლო ისმინეთ, რაჲთა ჰრქუა მათ უფალმან:

[29]სახარებაჲ: ”დაღაცათუ ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე ვალ” (8.14). თარგმანი: რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ღმრთისაგან ვარ და ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ, ხოლო ღმერთი თავისა თჳსისა სარწმუნოჲ მოწამჱ არს, ხოლო თქუენ არა იცითო, რამეთუ ბოროტი გნებავს და რომელთა-ეგე უწყით, ვითარმედ ღმერთი ვარ, იჩემებთ არაცნობასა და ყოველსავე იტყჳთ გონებითა კაცობრივითა, რომელთა არა გნებავს, რაჲთამცა უმეტესი რაჲმე ხილულისაჲ გულისხმა-ჰყავთ.

სახარებაჲ: ”თქუენ ჴორცთაებრ შჯით” (8.15). თარგმანი: ვითარცა-იგი ჴორციელად ცხორებაჲ ბოროტსა ცხორებასა მოასწავებს, ეგრეთვე ჴორცთაებრ საშჯელი არს უსამართლოებით შჯაჲ.

სახარებაჲ: ”მე არავის ვშჯი და, უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს” (8.15,16). თარგმანი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ”უსამართლოებით შჯით თქუენ”, და ეთქუამცა, თუ: ”უკუეთუ უსამართლოებით ვშჯით, და რად არა გუშჯი და გუტანჯავ, ღმერთი თუ ხარ? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ”მე არავის ვშჯი, რამეთუ არა ამისთჳს მოსრულ ვარ, და უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს”. ესე იგი არს, ვითარმედ: ”უკუეთუმცა ვსაჯე, თქუენმცა დაშჯილ იპოვენით, და სამართლადაცა, არამედ აწ ჟამი საშჯელისაჲ არა არს”, და საუკუნოჲსა მისთჳსცა განშჯისა მოასწავა თქუა რაჲ, ვითარმედ: ”მე მარტოჲ არა ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ ვართ”. ხოლო აქა უჩუენა, ვითარმედ, არა იგი ოდენ დაშჯის მათ, არამედ მამაჲცა, რაჟამს ჰრქუა:

სახარებაჲ: ”შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს” (8.17). თარგმანი:ამით სიტყჳთა ერთობასა მისსა და მამისასა გამოაჩინებს, რამეთუ არა ვინ თქუა სხუაჲ მამა, რაჲთამცა ერთარსებაჲ იგი გჳჩუენა, თუ არა რად არა თქუა იოვანჱსთჳს, თუ: ”ვწამებ მე ჩემთჳს და წამებს იოვანეცა, ანუ ანგელოზნი, ანუ წინაჲსწარმეტყუელნი”, რამეთუ ესე ყოველნი მისთჳს წამებდეს, არამედ არა ამისთჳს ოდენ იტყოდა სიტყუასა ამას,[30]რაჲთამცა გამოაჩინნა მოწამენი, არამედ რაჲთა გამოაჩინოს ერთარსებაჲ მისი და მამისაჲ.

სახარებაჲ: ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ”არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი” (8.19). თარგმანი: ხოლო ვინაჲთგან საცნაურსა მას საქმესა, ვითარცა უცნაურსა, იტყოდეს და, რომელი-იგი იცოდეს, ვითარცა არა იცოდეს და გამოსცდიდეს მას, ამისთჳს პასუხსა არა ღირს-ყვნა. ამისთჳს იწყო ყოველსავე განცხადებულად თქუმად და ფრიადითა კადნიერებითა, რაჟამს სასწაულთაგანცა და სწავლათა მათ თჳსთა მოიღო წამებაჲ, რამეთუ ჯუარ-ცუმაჲცა მისი ახლოს იყო, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: ”ვიცი, თუ ვინაჲ მოვალ და ვიდრე ვალ”. ხოლო ესე სიტყუაჲ არა ძლიერად შეეხო მათ, არამედ მან სიტყუამან უფროჲსად შეაშინნა, რომელი შესძინა და თქუა, ვითარმედ: ”სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად”, რამეთუ უჩუენა, ვითარმედ არა დადგრომად არს სიკუდილსა შინა, ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ”ვიცი, ვითარმედ ღმერთი ვარ მე”, არამედ ჰრქუა, თუ: ”ვიცი, ვინაჲ მოვალ?” გარნა ამისთჳს, რამეთუ მარადის მდაბალთა სიტყუათა აღჰრევს მაღალთა თანა და ჰფარავს მათ. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: ”მე თავისა ჩემისათჳს ვწამებ”, და რაჟამს გამოაჩინა, კუალად მდაბლისა სიტყჳსა მიმართ მოვიდა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ”ვიცი, ვის მიერ მოვლინებულ ვარ და ვისა მიმართ მივალ”. რამეთუ ესრეთ ვერღარა ძალ-ედვა სიტყჳს-გებაჲ, რაჟამს ცნესმცა, ვითარმედ მის მიერ მოვლინებულ არს და მისა მიმართ მივალს. რამეთუ უჩუენებს იგი, ვითარმედ: ”ვითარმცა ვთქუ ტყუვილი, რომელი მის მიერ მოსრულ ვარ და მისა მიმართ წარვალ, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა? ხოლო თქუენ არა იცით ღმერთი, ამისთჳს ჴორციელად შჯით”. რამეთუ, რომელთა ესეოდენნი იგი სახენი, და მხილებანი და იგავნი მიეხუნეს, ჯერეთ იტყოდეს, ვითარმედ: ”არა არს ესე ჭეშმარიტ” და მოსე უსარწმუნოესად აქუნდა. ხოლო ქრისტე ეტყოდა, ვითარმედ: ”მე არავის ვშჯი”, არამედ ვითარ პირველ თქუა, ვითარმედ: ”მამაჲ არავის შჯის” (იოანე 6.22), და აქა იტყჳს, ვითარმედ: ”მე არავის [31]ვშჯი, და, უკუეთუ ვშჯიდე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ მარტოჲ არა ვარ”. გარნა კუალად მათისა იჭჳსაებრ მიუგებს, ესე იგი არს, ვითარმედ: ”ჩემი საშჯელი მამისაჲ არს, რამეთუ არამცა საჯა მამამან სხუაებრ, შჯიდა თუმცა, გარნა ესრე, ვითარცა მე, და არა ვშჯი მე სხუაებრ, გარნა ვითარცა მამაჲ”. ხოლო რაჲსათჳს შჯულისაჲცა აჴსენა? ამისთჳს, რამეთუ იგინი არა ირწმუნებდეს მისსა, უკუეთუმცა წამებაჲ იგი მამასაჲ არა მოეღო და კუალად სიტყუაჲცა იგი არა დგა, რამეთუ კაცთა ზედა, რაჟამს ორთა კაცთა უცხოსა საქმესა ზედა წამონ, მაშინ ჭეშმარიტ არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ორთაჲ, ხოლო, რაჟამს თავისა თჳსისათჳს ვინ წამებდეს, მაშინ არღარა ორნი არიან. ჰხედავა, ვითარ სხჳსა არარაჲსათჳს თქუა ესე, გარნა ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს ერთობაჲ მისი მამისა თანა და მერმე ამის მიერ უჩუენოს, ვითარმედ არარაჲთ ნაკლულევან არს მამისაგან? იხილე უკუე უფლებაჲ მისი, რამეთუ იტყჳს: ”ვითარმედ მე ვარ, რომელი ვწამებ თავისა ჩემისათჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ” (იოანე 8.18). და რაჲთა არა ჰგონებდეს, ვითარმედ რიცხჳსათჳს თქუმულ არს ესე, იხილე ჴელმწიფებაჲ იგი, რომელსა არარაჲ აქუს შეცვალებული, რამეთუ წამებს კაცი, რაჟამს თავი თჳსი სარწმუნო-ყოს და არა, რაჟამს წამებაჲ უჴმდეს და ესეცა უცხოსა ზედა საქმესა, ხოლო თჳსსა ზედა, რაჟამს სხჳსა წამებაჲ უჴმდეს, არღარა სარწმუნო არს. ხოლო აქა ყოველივე წინააღმდგომი არს, რამეთუ თჳსსა საქმესა ზედა წამებს და სხჳსა მიერ იტყჳს წამებისა მოღებასა და სარწმუნო-ჰყოფს ესრეთ სიტყუასა თჳსსა ყოვლით კერძო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ჴელმწიფებით არს წამებაჲ მისი. რამეთუ რაჲსათჳს თქუა რაჲ, თუ: ”არა ვარ მე მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ?” და ვითარმედ: ”ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს”? არა დაიდუმა, არამედ შესძინა და თქუა, ვითარმედ: ”მე ვარ, რომელი ვწამებ თავისა ჩემისათჳს”. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ჴელმწიფებასა თჳსსა მოასწავებს, და პირველად თავი თჳსი თქუა, ვითარმედ: ”მე ვარ, რომელი ვწამებ თავისა ჩემისათჳს”, და მერმე ”მამაჲ,[32]ვითარმედ: ”წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ”, და აჩუენებს აქა პატივითა სწორებასა მამისა თანა და ვითარმედ არარაჲ ერგების, რომელნი იტყჳან, თუ: ”ვიცით მამაჲ”, რომელთა-იგი არა იცოდიან, და ვითარმედ ესე არს მიზეზი, რამეთუ მათ არა ჰნებავს ცნობაჲ მისი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”შეუძლებელ არს ცნობაჲ მამისაჲ თჳნიერ ძისა, რაჲთამცა ნუუკუე ამათ სიტყუათა მიერ მო-მცა-იზიდნა იგინი გულისხმის-ყოფად, რამეთუ ვინაჲთგან მას დაუტეობდეს და მამასა ეძიებდეს მარადის, ცნობასა უჩუენებს, ვითარმედ შეუძლებელ არს ამისი ქმნაჲ თჳნიერ ჩემსაო. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ, რომელნი ძესა ჰგმობდენ, არა მას ოდენ ჰგმობენ, არამედ მამასაცა.

სწავლაჲ ნბ

სათნოებისათჳს
ხოლო ჩუენ ვივლტოდით ამათ საქმეთაგან და ვადიდებდეთ ძესა მხოლოდშობილსა ღმრთისასა არა ამით ოდენ მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა, რამეთუ მართლმორწმუნეობაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთა კეთილთა არა სარგებელ არს, რამეთუ, ”უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა მიერ” (რომ. 2.17), აწ უკუე, რომელი-ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა სწავება? რომელი-ეგე შჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხჰყოფ (რომ. 2.21). აწ უკუე ძმანო, ვიხილოთ ჩუენცა, ნუუკუე სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდით, და არა ვიქმოდით საქმეთა, რომელნი სარწმუნოებასა მას ჩუენსა შეეტყუებოდიან, და ამისთჳს განვარისხებდეთ ღმერთსა ჩუენ ზედა და ჩუენ მიერ იგმობოდის სახელი მისი, რამეთუ ჯერ-არს, [33]რაჲთა ქრისტეანჱ მოძღუარი იყოს ყოვლისა სოფლისაჲ და ნათელ და მარილ და საფუვარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყჳს. ხოლო რაჲ არს ნათელ-ყოფაჲ? ესე იგი არს, ცხორებაჲ ბრწყინვალეჱ და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ, მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ (შდრ. მათე 5.13). და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ, უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო, უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად? ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ, ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ. რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი; ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხოვრებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს და უსაძაგლჱს. ამისთჳს ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმნიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: ”შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი” (ფს. 37.6). და უკუეთუ გნებავს, რაჲთამცა სცან სიმყრალჱ იგი ცოდვისაჲ და საძაგელებაჲ, მოიგონე, თუ რაჲ არს იგი შემდგომად ქმნისა, რაჟამს გენეყენოს კაცი გულისთქუმისა მისგან ბოროტისა, რაჟამს არღარა სწუვიდეს ცეცხლი იგი გულისთქუმისაჲ, თუ ვითარ საძაგელად უჩნს იგი კაცსა. კუალად გულისხმა-ყავ გულისწყრომაჲ, რაჟამს დაწყნარებულად იყო. გულისხმა-ყავ ანგაჰრებისათჳს, [34]რაჟამს გარეგან ვნებისა მის იყო, ვითა არარაჲ არს უსაძაგლჱს მისა. ამას ყოველსა ზედაჲსზედა გეტყჳ თქუენ არა თუ ამისთჳს, რაჲთამცა მოგაწყინენ, არამედ რაჲთამცა გარგე თქუენ ფრიად და საკჳრველად, რამეთუ რომელმან ერთგზის სმენითა ვერ წარჰმართოს კეთილი, მეორითა ანუ მესამითა სმენითა ნუუკუე წარჰმართოს, ხოლო ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად განთავისუფლებულნი ბოროტთა საქმეთაგან მოგებად სულნელებასა ქრისტესსა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი ნგ
სიტყუაჲ ესე: ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა, და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არა მოწევნულ იყო ჟამი მისი (8.20). თარგმანი: ჵ, უგუნურებაჲ იგი ჰურიათაჲ! უწინარჱს პასექისა ეძიებდეს მას და მერმე შემდგომად პასექისა პოვეს იგი, და ინებეს მრავალგზის შეპყრობაჲ მისი თავთა თჳსთა მიერცა და სხუათაცა მიერ, და ვერ შეუძლეს, და არავე დაუკჳრდა ძალი მისი, არამედ მარადის შესძინებდეს უკეთურებასა მათსა და არა დასცხრებოდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მარადის ებრძოდეს, ისმინე მახარებლისაჲ, რასა იტყჳს:

სახარებაჲ: ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა და არავინ შეიპყრა იგი (8.20). თარგმანი: ტაძარსა შინა იტყოდა და წესითა მოძღურებისაჲთა, რომელი უფროჲს შემძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: ”ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს”, ამას მოასწავებს, არამედ ამას ყოველსა იტყოდა ფასისსაცავსა მას თანა ტაძარსა შინა და სახითა მოძღურებისაჲთა.

სახარებაჲ: და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა [35]მოწევნულ იყო ჟამი მისი (8.20). თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო ჟამი მარჯუჱ, რომელსა შინა ინება მან ჯუარ-ცუმაჲ. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ ვინაჲთგან ოდეს მან არა ინება, ვერ უძლეს შეპყრობად მისა და რაჟამს იგი შეიპყრეს, იგიცა სადამე არა მათისა ძალისაგან იყოა? არამედ მისისა განგებულებისა საქმე იყო, რამეთუ მათ პირველითგანვე უნდა, გარნა ვერ შეუძლეს. და მაშინცამცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, უკუეთუმცა არა მას თავადსა შეენდო.

სახარებაჲ: ჰრქუა მათ კუალადცა იესუ: ”მე წარვალ და მეძიებდეთ მე” (8.21). თარგმანი: რაჲსათჳს უკუე ეტყჳს მათ ზედაჲსზედა ესრეთ სიტყუასა ამას? გარნა ამისთჳს, რაჲთამცა შეაშინნა იგინი და შეაძრწუნნა. რამეთუ იხილე, თუ რაზომსა შიშსა მოაწევს სიტყუაჲ ესე მათ ზედა, რამეთუ, რომელნი-იგი ისწრაფდეს მოკლვად მისა, რაჲთამცა განერნეს, იგინი ეძიებენ, თუ სადა წარვალს. ესრეთ დიდად შეერაცხა საქმჱ იგი და კუალად სხჳსაცა საქმისა ენება სწავლად მათა, ვითარმედ არა მათისა მძლავრებისაგან არს საქმჱ იგი, არამედ მის მიერ არს პირველითგანვე განგებული და კუალად აღდგომაჲცა წინაჲსწარ მოასწავა მათ სიტყუათა მიერ:

სახარებაჲ: ეტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ”ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა?” (8.22). თარგმანი: ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა იჭჳ იგი მათი განაქარვა და უჩუენამცა, ვითარ ბოროტ არს საქმჱ იგი. ამისთჳს ეტყოდა:

სახარებაჲ: ”თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ” (8.23). თარგმანი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ არარაჲ საკჳრველ არს ესევითართა გულისსიტყუათა მოგონებაჲ: რომელნი-ეგე ქუეყანისაგანნი ხართ და ყოვლითურთ ჴორც და არარაჲ იპოვების თქუენ თანა სულიერი, ვითარმედ, რომელ თქუა, თუ: ”მე არა ამის სოფლისაგანი ვარ”.

სახარებაჲ: თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ (8.23). თარგმანი: არამედ სიტყჳთა ამით ჴორციელთა გულისსიტყუათა მოასწავებს, რამეთუ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ, რომელ თქუა, თუ: ”მე არა ამის სოფლისაგანი ვარ, არა თუ ამისთჳს იტყჳს, თუ: ”არა სრულიად ყოვლითურთ [36]კაც ვიქმენ”, არამედ გულისსიტყუათათჳს იტყჳს კაცობრივთა და ვითარმედ: შორს ვარო ესევითარისა ამის უკეთურებისაგან, რომელი თქუენ გაქუს, რამეთუ მოციქულთა ჰრქუა, ვითარმედ: ”არა ხართ ამის სოფლისაგანნი”, არამედ იგინი ჴორციელ იყვნეს, ვითარცა-იგი პავლეცა იტყჳს, ვითარმედ: ”არა ხართ ჴორციელ”, და არა თუ ამისთჳს თქუა, რომელ უჴორცო იყვნეს. ეგრეთვე რაჟამს მოწაფეთა ჰრქუა, თუ: ”არა ხართ სოფლისაგან”, არა თუ სხუასა რას, არამედ უცხოებასა სოფლისა საქმეთასა ეწამების მათ.

სახარებაჲ: ”გარქუ თქუენ: ”უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა”(8.24). თარგმანი: ხოლო უკუეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვანი სოფლისანი აღიხუნეს, ხოლო ესე საქმჱ თჳნიერ საბანელისა მის ნათლის-ღებისა არა იქმნების; საცნაურ არს, ვითარმედ, რომელი ურწმუნო იყოს, იგი ძუელისა მის კაცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ, რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მიღებად საშჯელისა ცოდვათა თჳსთა. ამისთჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: ”რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯილ არს? (იოანე 3.18), არა ამისთჳს ოდენ, რომელ არა ჰრწმენა, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ წარვალს ტჳრთითა მით პირველთა ცოდვათა თჳსთაჲთა.

სახარებაჲ: ეტყოდეს მას: ”და შენ ვინ ხარ?” (8.25). თარგმანი: ჵ, სიბრმჱ და უგულისხმოებაჲ! შემდგომად ესოდენისა ჟამისა და ესოდენთა სასწაულთა და სწავლათა ჰკითხვენ: ”შენ ვინ ხარ?” ხოლო იხილე, რაჲ მიუგო უფალმან:

სახარებაჲ: ”პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ” (8.25). თარგმანი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ ესეცა, რომელ ღირს იქმნებით სიტყუათა ჩემთა სმენად, დიდ არს, არა თუმცა სცანთ, თუ ვინ ვარ, რამეთუ თქუენ ყოველსავე გამოცდით იტყჳთ და არა ოდეს ისმენთ სიტყუათა ჩემთა წრფელად და ძალ-მედვა ამის ყოვლისა[37]მხილებაჲ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ, ”მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად” (იოანე 8.26), ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ მხილებად ოდენ, არამედ ტანჯვადცა.

სახარებაჲ: არამედ რომელმან მომავლინა მე, ესე არს მამაჲ, მას არა ესე ჰნებავს, რამეთუ არა მოვედ შჯად სოფლისა, არამედ ცხოვნებად სოფლისა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: არა მოავლინა უფალმან ძჱ თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი (8.26; 12.46; 3.17). თარგმანი: აწ უკუე ამისთჳს მოუვლინიე მე, ჭეშმარიტად და სამართლად არავის ვშჯი მე აწ, არამედ ოდენ სიტყუათა ამათ ცხორებისათა ვიტყჳ და არა მხილებისათა.

ხოლო ამათ სიტყუათა ამისთჳს ეტყოდა, რაჲთა არა თქუან, თუ: ”უძლურებისაგან ვერ შემძლებელ არს ჩუენთა ამათ შეურაცხებათა ნაცვალისა მოგებად, ანუ არა იცნის გონებანი ჩუენნი და კიცხევანი ესე და გამოცდანი”.

სახარებაჲ: ”არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ” (8.27). თარგმანი: ჵ, უგულისხმოებაჲ ესე: არა დასცხრა იგი სიტყუად მათა მამისათჳს და ჯერეთ არა იცოდეს, ხოლო, ვინაჲთგან ესეოდენნი სასწაულნი და ნიშებნი უჩუენნა და ესეზომად ასწავა, და ვერ მოაქცინა კეთილისა მომართ, ამისთჳს ამიერითგან ჯუარ-ცუმისათჳს იწყებს სიტყუად და იტყჳს:

სახარებაჲ: ”ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ, ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ, და, რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ” (8.28-29). თარგმანი: უჩუენებს, ვითარმედ სამართლად ეტყოდა მათ, თუ: ”პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ, ესრეთ არა ისმენდეთ თქუმულთა მათ, ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, არა ჰგონებთა, ვითარმედ მაშინ განმეშორნეთ ჩემგან და მომკლათ მე, არამედ მე გეტყჳ, ვითარმედ: ”მაშინ სცნათ უფროჲს, ვითარმედ მე ვარ” (იოანე 8.28). სასწაულთა მათთჳს და აღდგომისათჳს და წარტყუენვისათჳს ქალაქისა ამის, რამეთუ [38]ესე ყოველი კმა იყო გამოჩინებად ძალისა მისისა, და არა თქუა, თუ: ”მაშინ სცნათ, ვინ ვარ”, არამედ: ”მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ”, ესე იგი არს, ვითარმედ: ”რაჟამს მიხილოთ, ვითარმედ სიკუდილისაგან არა მევნო, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, ქრისტეჱ, ძჱ ღმრთისაჲ, რომელსა ყოველივე მიპყრიეს, და რომელი-ესე არა წინააღმდგომ ვარ მამისა”. და ამისთჳსცა შესძინა და თქუა, ვითარმედ: ”თავით ჩემით არა ვიტყჳ” (იოანე 8.28), ესე იგი არს, ვითარმედ ორივე სცნათ - ძალიცა ჩემი და ერთობაჲცა ესე ჩემი, - რომელი მაქუს მამისა მიმართ. რამეთუ სიტყუაჲ ესე განუყოფლობასა მისსა მოასწავებს, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: ”თავით ჩემით არა ვიტყჳ არარას”, რამეთუ არარას იტყჳს გარეშე ზრახვათა მათ მამისათა. რამეთუ, რაჟამს დაეცნეთ მსახურებისაგან, რაჟამს არა შეგენდოს თქუენ, რაჲთამცა ჰმონებდით მას კეთილად, ვითარცა ამისა პირველ, მაშინ სცნათ, ვითარმედ ჩემთჳს ეძიებს შურსა და მისგან გიყოფს, და რამეთუ განრისხებულ არს იგი ყოველთა ზედა, რომელთა ჩემი არა ისმინონ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ”უკუეთუმცა უცხოჲ ვიყავ მისგან და წინააღმდგომი მისი, რადმცა მოაწია ჩემთჳს თქუენ ზედა ესე ოდენი რისხვაჲ?” ეგრეთვე ესაიაცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ”მივსცნე უკეთურნი დაფლვისა წილ მისისა” (ესაია 53.9), და დავით იტყჳს, ვითარმედ: ”მაშინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა” (ფს. 2.5) და თავადი იტყოდა: ”აჰა, ესერა, დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად” (მათე 23.38). და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: ”რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს” (მათე 21.40-41), ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება[39]მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა” (ლუკა 19.27). და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად ყოვლისავე, და კუალად, რამეთუ პატივ-სცემდა მამასა, რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა მათ კეთილთა ჩემთა ზედა არა ინებეთ გულისხმის-ყოფად მოსლვაჲ, ამისთჳს, რაჟამს-იგი იტანჯებოდით, მაშინ სცნათ, ვინ ვარ.

სახარებაჲ: და ჩემ თანა არს მამაჲ (8.29). თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: ”მომავლინა მე, უდარჱსობისათჳს მისისა თქუა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ”ჩემ თანა არს”, რამეთუ ერთი იგი განგებულებისა მისისაჲ არს და მეორჱ ღმრთეებისაჲ.

სახარებაჲ: ”არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის” (8.29). თარგმანი: კუალად სიტყუაჲ თჳსი უმდაბლჱსისა სახისა მომართ მოიყვანა და წინააღუდგების ამით სიტყუასა მას მათსა, რომელსა იტყოდეს, ვითარმედ: ”შაბათსა არა იმარხავს” (იოანე 9.16), ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ”სათნოებასა მისსა ვიქმ”, რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ დაჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა, ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ ”ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?” (მათე 26.53) რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: ”ვის ეძიებთ?” (იოანე 18.4,7) და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა, ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: ”და რად არა თქუა, თუ: ”ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა?” არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარ[40]მედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანისა მისისა ნებისა და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: ”არა დამიტევა მე მარტოჲ”, მითვე სახითა თქუა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: ”მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის”.

სახარებაჲ: ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი (8.30). თარგმანი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა ჰრწმენა მისი და შენ ჯერეთ მკითხავ, თუ: ”რაჲსათჳს ესრეთ სიმდაბლით იტყოდა?” რამეთუ ესე ცხადად გამოაცხადა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: ”ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი”. ვითარმცა ღაღადებდა განცხადებულად ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: ”ნუ შეშფოთნები შენ, ჵ, კაცო, რომელსა-ესე სიტყუანი გესმოდიან, უკუეთუ რაჲმე მდაბალი გესმეს, რამეთუ რომელთა-იგი ეგეოდენისა მის სწავლისა მიერ არა ჰრწმენეს, თუ ჭეშმარიტად მამისა მიერ არს, ამისთჳს სიმდაბლისა სახითა ეტყოდა, რაჲთა დაირწმუნონ და კუალად ესე შემდგომთა მათცა სიტყუათათჳს თქუა, რომელთა ეგულების თქუმად, რომელნი-იგი თქუნა უფალმან სიმდაბლისა სახითა, რამეთუ ირწმუნეს მათ, არამედ არა ირწმუნეს, ვითარცა ჯერ-იყო, არამედ ოდენ მცირედ რაჲმე განისუენეს სიმდაბლესა მას ზედა სიტყუათა მისთასა. რამეთუ გამოაჩინებს მახარებელი შემდგომთა ამათ სიტყუათა მიერ, რომელთა ეტყოდეს მას გინებით, ვითარმედ არა ერწმუნა ჯეროვნად, და ვითარმედ ესენი არიან, რომელთა შემდგომად ამისა კუალად აგინეს მას, რომელთა-იგი აწ ჰრწმენა, საცნაურ არს მისგან, რომელსა-იგი იტყჳს მახარებელი, ვითარმედ შემდგომად ამისა.

სახარებაჲ: ჰრქუა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: ”უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა” (8.31).თარგმანი: გამოაჩინებს, ვითარმედ არა შეიწყნარეს მათ სიტყუაჲ მისი, არამედ ოდენ ისმენდეს სიტყუათა მათ. ამისთჳსცა უმტკივანესად ჰრქუა, რამეთუ მუნ თქუა ესრეთ ლიტონად, ვითარმედ: ”მეძიებდეთ მე”, ხოლო აწ უმეტესი შესძინა და თქუა, ვითარმედ: ”ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყ[41]დეთ”. და თუ ვითარ უჩუენებს მათ, რამეთუ ”ვერ ძალ-გიც მოსლვად მუნ და ვედრებად ჩემდა” (შდრ. იოანე 13.26).
სწავლაჲ ნგ

ვითარმედ, ჯერ-არს წიგნისკითხვასა შინა და ეკლესიასა მისწრაფებაჲ
ხოლო უკუეთუ ესრეთ გამოვეძიებდეთ წერილთა გამოწულილვით და არა ლიტონად, შეუძლოთ პოვნად ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, უკუეთუ მარადის ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, ესრეთ მოვიგოთ სიმტკიცეცა მართლისა სარწმუნოებისაჲ და ცხორებაჲ კეთილი. დაღაცათუ ფრიად ფიცხელ იყოს და მოუდრეკელ და არარას ნაყოფსა გამოიღებდეს სხუათა მათ ჟამთა, არამედ ჟამსა მას წიგნთა საღმრთოთა სმენისასა უეჭუელად გამოიღოს ნაყოფი და მოიღოს სარგებელი რაჲმე სულისაჲ, რომელმანმე - ფრიად და რომელმანმე - მცირედ, გარნა ყოველნივე მიიღებენ, რამეთუ, უკუეთუ ვინ სულნელთა სავაჭროთა თანაწარჰჴდებოდის, ანუ ჯდეს მახლობელად მისა, უნდეს, თუ არა, იყნოსებს იგი ესევითართა მათ სულნელთაგან. არა უფროჲსად მიიღოს სულნელებისა სულიერისა ყნოსაჲ, რომელი ეკლესიას მივიდოდის? რამეთუ ვითარცა უდბებისაგან უდბებაჲ იშვების, ეგრეთვე მოსწრაფებისაგან მოსწრაფებაჲ.

ამისთჳს უკუე გეტყჳ, დაღაცათუ ბევრეულითა ბოროტითა სავსე იყო და არაწმიდა, ნუ ივლტი ეკლესიად მისლვისაგან, ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ”რაჲ სარგებელ არს მისლვაჲ მუნ და სმენაჲ სიტყუათა წერილისათა, უკუეთუ ვიქმოდი არას სიტყუათა მათგან?” არამედ მე ვიტყჳ, ვითარმედ არამცირედი სარგებელი არს ბრალობაჲ თავისა თჳსისაჲ, არა უჴმარი არს ესე შიში, არა უსარგებლო [42]არს ესე ძრწოლაჲ, უკუეთუ ოდენ ისმენდე სიტყუათა მათ წერილისათა და სულთ-ითქუმიდე და აბრალებდე თავს შენსა და იტყოდი, ვითარმედ: ”ვითარ, ესერა, მარადის მესმიან სიტყუანი ღმრთისანი და არაოდეს ვიქმ მათ”. და რაჟამს ესევითარითა გულისსიტყჳთა იყოფოდი, უწყოდე, ვითარმედ ოდესმე ქმნასაცა საღმრთოთა სიტყუათასა მოსლვად ხარ, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა კაცი ღმერთსა ჰზრახვიდა და ღმრთისა მიერმცა თქუმულთა სიტყუათა ისმენდა და არამცა ერგო. რამეთუ რაჟამს წიგნსა ჴელთა ოდენ აღვიღებდეთ, მუნქუესვე განვეკრძალვით და ჴელთა დავიბანთ. ჰხედავა, რაოდენი კრძალულებაჲ იქმნების წიგნის კითხვითა, ხოლო უკუეთუ უღრმესადრე ვინებოთ სიტყუათა მათ გულისხმის-ყოფაჲ, ფრიადი სარგებელი მოვიღოთ, რამეთუ, უკუეთუმცა სულსაცა არაკრძალულებად მოიყვანებდა, არამცა დავიბანდით ჴელთა, და დედაკაცი უკუეთუ თავუბურავი იყოს, მეყსეულად დაიბურავს თავსა, ეგულებოდის რაჲ მიღებაჲ წიგნისაჲ ჴელად, და მამაკაცი, უკუეთუ თავდაბურული იყოს, მოიჴდის საბურველსა და განიშიშულებს თავსა. ჰხედავა, ვითარ ქადაგ იქმნების შინაგანისა მის კრძალულებისა გარეგანი იგი სახჱ? და მერმე და-რაჲ-ჯდის სმენად, ანუ კითხვად, მრავალგზის სულთ-ითქუნის და აბრალის ამაოსა ამას ცხორებასა. ვისმენდეთ უკუე სიტყუათა წერილისათა, ჵ, საყუარელნო, დაღაცათუ სხჳსა წიგნისა მიმართ განვგრილდეთ, არამედ სახარებასა ვისმენდეთ და ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ მას, რამეთუ მეყსეულად გან-რაჲ-აღო წიგნი, იხილო მუნ შინა სახელი ქრისტესი დაწერილი და გესმეს მეყსეულად იტყოდის რაჲ, ვითარმედ: ”იესუ ქრისტჱს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ, და იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა” (მათე 1.18). და რომელსა ესე ესმეს, არა სურვიელ იქმნება ქალწულებისათჳს მეყსეულად და დაუკჳრდეს შობაჲ იგი მაღალი და აღმაღლდეს ქუეყანისაგან? და არა მცირედ არიან ესე ყოველნი საქმენი, რაჟამს იხილო, ვითარ სული წმიდაჲ მოვიდა ქალწულსა ზედა, და ვითარ ანგელოზი ეტყოდა მას და ესე სცნა ყოველივე მცირედით ოდენ [43]შთახედვითა; უკუეთუ აღმოიკითხო ყოველივე ვიდრე აღსასრულამდე, მაშინ შეურაცხ-ჰყო ყოველივე ამაოჲსა ამის სოფლისა საქმეჱ, ყოველი სოფელი განჰკიცხო; უკუეთუ მდიდარ იყო, არად შეჰრაცხო სიმდიდრჱ იგი, გესმეს რაჲ, ვითარმედ: რომელი-იგი ხუროჲსა და გლახაკისა სახლსა შინა იყო, დედა უფლისა და მეუფისა შენისა და ყოველთა დაბადებულთაჲსა იქმნა. და უკუეთუ გლახაკი იყო, არავე გრცხუენეს სიგლახაკისა მისთჳს შენისა, სცნა რაჲ, ვითარმედ უნდოსა მას საყოფელსა შინა არა სირცხჳლ-იჩინა ყოფად შემოქმედმან მან ყოველთამან. ამას ყოველსა რაჲ იგონებდე, არა ანგაჰარ იქმნე, არცა მტაცებელ, არცა მომხუეჭელ მეორისა მონაგებთა, არამედ უფროჲსად შეიყუარო სიგლახაკჱ და შეურაცხ-ჰყო სიმდიდრჱ. ხოლო რაჟამს ესე ყოველი წარჰმართო, მაშინ ყოველნივე ბოროტნი წარიოტნე, კუალად, რაჟამს იხილო იგი ბაგასა შინა მწოლარჱ, არღარა ინებო ოქროჲთა და ვეცხლითა შვილთა შენთა შემკობად და განერე ანგაჰრებათა მათ, რომელნი ამის საქმისათჳს მოიწევიან შენ ზედა. ფრიადი სხუაჲცა იპოვოს სარგებელი, რომელსას ვერ ძალმიც აწ თითოეულად თქუმად, არამედ ცნან, რომელნი გამოიცადნენ მას შინა. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა მოვიგებდეთ წიგნთა და მათგან გულისხმის-ყოფასაცა, რაჲთა გულისხმა-ვჰყოფდეთ სიტყუათა მათ და დავსწერდეთ მათ გონებათა შინა ჩუენთა, რამეთუ ჯერ-არს გულთა შინა ჩუენთა დამტკიცებად სიტყუათა მათ, რაჲთა შეუძლოთ ესრეთ ცხორებისა ამის ჩუენისა წმიდა-ყოფად და ღირს-ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი ნდ
სიტყუაჲ ესე: ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: ”უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, [44]ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ”(8.31,32). თარგმანი: ფრიადი მოთმინებაჲ გჳჴმს ჩუენ, საყუარელნო. ხოლო მოთმინებაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს სწავლანი იგი საღმრთონი ძირმტკიცედ დანერგულ იყვნენ გონებათა შინა ჩუენთა და, ვითარცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა, შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა, ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს, ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: ”შემშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი” (ფს. 118.120), ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალულნი. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშისა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი, თავს-იდებდესმცა მხილებასა მას, ხოლო იგინი უმეტესად განფიცხნეს და ველურ იქმნნეს, არამედ იხილე, ვითარ ეტყოდა უფალი:

სახარებაჲ: პირველად ამცნებს და იტყჳს: ”უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუასა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ” (8.31). თარგმანი:ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ”მეგულების კურნებაჲ წყლულებისა სულთა თქუენთაჲსაჲ, არამედ ნუ  შესძრწუნდებით”, და უფროჲსად სიტყუათა ამათ მიერ ამპარტავანებასა მას სულთა მათთასა დააცხრობდა. ხოლო რაჲსათჳს განათავისუფლებდა მათ ცოდვათაგან? გარნა ისმინე სიტყუაჲ მათ ამპარტავანთაჲ, რომელსა იტყოდეს: ”ნათესავნი აბრაჰამისნი [45]ვართ ჩუენ და არავის ვჰმონებდით” (იოანე 8.33). დაეცა მეყსეულად გონებაჲ მათი ამპარტავანებისა მისგან. თავადი ეტყოდა, ვითარმედ: ”უკუეთუ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა”, რამეთუ გამოუცხადებდა ზრახვათა გულისა მათისათა, ვითარმედ დაღაცათუ ჰრწმენა, არამედ არა დაადგრეს სიტყუათა მისთა და აღთქუმათა მათ დიდი იგი საქმჱ, რომელ არს მოწაფე მისა ყოფაჲ. რამეთუ პირველცა ვიეთნიმე განეშორნეს მას და ამისთჳს ეტყჳს მათ, ვითარმედ: ”უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, იყვნეთ მოწაფე ჩემდა, რამეთუ მათცა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა დაადგრეს სიტყუათა ჩემთა, ამისთჳს განმეშოვრნეს”, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა მის თანა ვიდოდეს” (იოანე 6.66).

სახარებაჲ: ”სცნათ ჭეშმარიტი” (8.32). თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მიცნათ მე, რამეთუ მე ვარ ჭეშმარიტებაჲ. და ყოველივე საქმჱ ჰურიათაჲ სახე იყო, ხოლო ჭეშმარიტებაჲ ჩემგან სცნათ და განგათავისუფლნეს ჭეშმარიტებამან ცოდვათაგან, რამეთუ ვითარცა სხუათა მათ ეტყოდა, ვითარმედ, ”ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ”, ეგრეთვე ამათ ეტყჳს, ვითარმედ ”განგათავისუფლნეს თქუენ”, ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყოდეს.

სახარებაჲ: ”ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არავის ვჰმონებდითო” (8.33). თარგმანი: და უკუეთუ განრისხებაჲ ჯერ-იყომცა, პირველსა მას სიტყუასა ზედამცა განრისხებულ იყვნეს, რომელ ჰრქუა, თუ: ”ჭეშმარიტება სცნათ” და ეთქუამცა, ვითარმედ: ”აწ არა ვიცით ჭეშმარიტი, ანუ შჯული ტყუვილ არსა და გულისხმის-ყოფაჲ ესე ჩუენი?” გარნა არარაჲ ეურვებოდა მათ ამისგანი, არამედ სოფლისა საქმეთათჳს ელმოდა, რაჟამს მონებაჲ ესმა, რამეთუ არიან აწცა მრავალნი, რომელთა მონებისათჳს კაცთაჲსა ჰრცხუენის, ხოლო მონა თუ იყვნენ ცოდვისა, არა სირცხჳლ-უჩნს იგი და აღურჩევიეს, რაჲთამცა ბევრეულგზის იქმნნესმცა მონა ცოდვათა, ვიდრეღა ერთგზის მონა კაცთა. ესევითარნი იყვნეს[46]იგინიცა და არა იცოდეს, თუ არსღა ღმრთისა სხუაჲცა მონებაჲ, გარნა კაცობრივი ესე ოდენ მონებაჲ და იტყოდეს, ვითარმედ: მონად სახელ-გუდება ნათესავთა ამათ აბრაჰამისთა, რომელნი-ესე აზნაურ ვართ? და არა ჯერ-იყო, რაჲთამცა მონა გჳწოდე, რამეთუ არასადა დამონებულ ვართ. ესევითარნი იყვნეს სიქადულნი იგი ჰურიათანი, ვითარმედ ”ნათესავნი ვართ აბრაჰამისნი”, ვითარმედ: ”ისრაიტელნი ვართ”, და სათნოებათა და საქმეთა კეთილთა არასადა აჴსენებდეს. ამისთჳსცა იოვანე ეტყოდა მათ: ”ნუ იტყჳთ, თუ მამაჲ გჳვის აბრაჰამ” (მათე 3.9). ხოლო რაჲსათჳს არა ამხილა მათ უფალმან სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს, თუ ”არასადა ვის ვჰმონებდით”, რამეთუ მრავალგზის ჰმონეს მათ მეგჳპტელთა და ბაბილოვნელთა და სხუათა მრავალთა? ამისთჳს, რამეთუ იგი არა კაცობრივისა მონებისათჳს იტყოდა, არამედ ცხორებისათჳს მათისა, თუ არა ეთქუამცა ოთხასი იგი წელი და კუალად სამეოცდაათი, და კუალად მსაჯულთა ზე რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, ოდესმე ოც წელ, და ოდესმე - შჳდ წელ, და ოდესმე - ორ წელ და ვითარ-იგი არაოდეს დასცხრეს მონებისაგან. არამედ თავადისა მოსწრაფებაჲ არა ესე იყო, რაჲთამცა გამოირჩინნა იგინი, ვითარმედ კაცთა მონა იქმნნეს, არამედ ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ მონა ცოდვისა არიან, რომელ-იგი არს ბოროტი მონებაჲ, რომლისაგან ღმერთსა მხოლოსა ძალ-უც ჴსნაჲ და არა კაცსა, რამეთუ შენდობაჲ ცოდვათაჲ სხჳსა არავისი არს, გარნა მხოლოჲსა ღმრთისაჲ და ამას იგინიცა აღიარებდეს. და ვინაჲთგან ამას იგინიცა აღიარებდეს, ვითარმედ ღმრთისა საქმე არს შენდობაჲ ცოდვათაჲ, ამისთჳს ესე ჰრქუა მათ, ვითარმედ:

სახარებაჲ: ”ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს ცოდვისაჲ” (8.34). თარგმანი: რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამის თავისუფლებისათჳს ეტყოდა მათ, რომელი ესევითარისა მონებისაგან იქმნების, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

სახარებაჲ: ”მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა [47]უკუნისამდე, ხოლო ძჱ დაადგრეს უკუნისამდე”(8.35). თარგმანი: აჰა, ესერა, მცირედ-მცირედ შჯულისა მიერცა დაამდაბლებს და მოასწავებს პირველთა მათ ჟამთა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: ”მსხუერპლთა შევსწირავთ, რომელნი მიბრძანნა მოსე და იგინი შემძლებელ არიან ჴსნად ჩუენდა”. ამისთჳს შესძინა სიტყუაჲ ესე, რამეთუ ”ყოველთავე ცოდეს და დაკლებულ იქმნნეს დიდებასა ღმრთისასა, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ” (რომ. 3.23-24) და თჳთ მღდელნიცა. ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს მღდელისათჳს, ვითარმედ: ”თანა-აც პირველად შეწირვად თავისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ერისათჳს, ვინაჲთგან მასცა თანა-აც უძლურებაჲ” (ებრ. 5.2-3). და ამას მოასწავებს სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა, ვითარმედ: ”მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა”. და ამას ადგილსა სწორებასაცა თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს და განყოფილებასა მას მონისა და აზნაურისასა, რამეთუ იგავი ესე ამისი სახე არს, ესე იგი არს, ვითარმედ ”არა აქუს ჴელმწიფებაჲ”, რამეთუ ესე არს, თუ: ”არა დაადგრესო”.

ხოლო რაჲ არს, რომელ ცოდვათათჳს რაჲ იტყოდა, სახლი აჴსენა? ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ, ვითარცა სახლსა ზედა აქუს სახლისა უფალსა ჴელმწიფებაჲ, ეგრეთვე მას აქუს ყოველთა ზედა დაბადებულთა, ხოლო თუ: ”არა დაადგრესო”, ესე იგი არს, ვითარმედ არა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებისაჲ, რომელი-იგი არა სახლისა უფალი იყოს, ხოლო ძჱ სახლისა უფალი არს, რამეთუ ესე არს, თუ: ”უკუნისამდე დაადგრესო”, და რაჲთა ვერ ეტყოდიან, თუ: ”შენ ვინ ხარო?” ამისთჳს კაცობრივთა მიერ საქმეთა უჩუენა მათ, ვითარმედ: ”ჩემი არს ყოველივე, რამეთუ მე ვარო და სახლსა შინა მამისასა დადგრომილ ვარ”, ხოლო სახლად მამისა სახელ-სდებს ჴელმწიფებასა და მთავრობასა. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: ”სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან” (იოანე 14.2), რამეთუ, ვინაჲთგან მონებისა და განთავისუფლებისათჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს სამართლად ესევითარნი [48]სიტყუანი იჴმარნა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვერვის ჴელეწიფებოდა განთავისუფლებაჲ და შენდობაჲ ცოდვათა მათთაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ:

სახარებაჲ: ”უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ” (8.36). თარგმანი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: ”უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ”, არღარა ვინ იყოს, რომელმანცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ ”უკუეთუ ღმერთი არს განმანათლებელი, ვინ არს დამშჯელი?” ხოლო უჩუენებს აქა, ვითარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ. და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ ჴორციელსა თავისუფლებასა კაცნიცა მისცემენ, ხოლო ესე მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს. და ამისთჳს ასწავლის, რაჲთა არა ჴორციელისა მონებისათჳს ჰრცხუენოდის მათ, არამედ უფროჲსად მონებისათჳს ცოდვათაჲსა სირცხჳლეულ იყვნენ და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ, უკუეთუ მონებისაგან ცოდვათაჲსა განთავისუფლდენ, არღარა მონა არიან და გულისხმაუყოფდა, ვითარმედ ჯერეთ მონებასა შინა არიან, სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: ”თავისუფალ იყვნეთ”, რამეთუ მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ იგი თავისუფლებაჲ, რომელი აქუს, არა ჭეშმარიტი არს. და მერმე რაჲთამცა ვერ იტყოდეს, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, რამეთუ მათისა მის უგულისხმოებისაგან არა საკჳრველ იყო ამის თქუმაჲ. ამისთჳს იხილე, ვითარ უჩუენებს ცოდვასა მათსა, რამეთუ დაუტევნა სხუანი იგი საქმენი მათნი, რაჲთამცა მათთჳს ამხილა და უთხრა იგი ოდენ, რომელი მას ჟამსა აქუნდა მათ და ენება ქმნაჲ.

სახარებაჲ: ”ვიცი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად” (8.37). თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ჴელოვნებით განიყვანებს მათ აბრაჰამის ნათესავობისაგან, რაჲთა არა ზუაობდენ მას ზედა ამაოდ, და უჩუენებს, ვითარმედ, ვითარცა მონებაჲ და აზნაურებაჲ საქმეთაგან არს, ეგრეთვე ნათესაობაჲ, და არა ჰრქუა მათ მეყ[49]სეულად, ვითარმედ: ”არა ხართ თქუენ ნათესავნი აბრაჰამისნი, კაცისმკვლელნი ეგე, მართლისა მის კაცისა”, არამედ ჯერეთ ეწამების და იტყჳს: ”ვიცი, ვითარმედ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ არავინ ეძიებს მაგას თქუენგანი, თუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ”. და მერმე უმტკივნესათრე სიტყუათა ეტყჳს მათ, ვითარმედ: ”მეძიებთ მე მოკლვად”. ხოლო კუალად რაჲთამცა ვერ შეუძლეს თქუმად, თუ: ”რაჲ არს, უკუეთუ სამართლად გეძიებთ შენ მოკლვად?” ამისთჳს მიზეზსაცა ეტჳს მათ, ვითარმედ:

სახარებაჲ: ”სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის” (8.37). თარგმანი: ვითარ უკუე თქუმულ არს, ვითარმედ: ”ჰრწმენა მისი”, გარნა ვითარცა ვთქუ: ”ჰრწმენა და კუალად გარდაიქცეს სარწმუნოებისაგან”. ამისთჳსცა ფრიად შეეხო მათ სიტყუაჲ ესე, რამეთუ ეტყოდა, ვითარმედ: ”უკუეთუ ნათესაობისა მისისათჳს იქადით, საქმეთაცა მისთაცა ჯერ-არს ქმნაჲ”, და არა ჰრქუა, თუ: ”სიტყუასა ჩემსა არა დაიმარხავთ”, არამედ: ”სიტყუაჲ ჩემი არა დაეტევის თქუენ შორისო”, რამეთუ სიმაღლესა მას სწავლათა მისთასა მოასწავებდა და ამისთჳს რად უჴმდა მათ მოკლვაჲ მისი? რამეთუ უფროჲსად თანა-ედვა თაყუანის-ცემაჲ და პატივისცემაჲ, რაჲთამცა თანა-ედვა თაყუანის-ცემაჲ და პატივისცემაჲ, რაჲთამცა უთხრნა სიტყუანი თჳსნი განცხადებულად, არამედ ბოროტებისა და უკეთურებისა მათისათჳს ესრეთ იქმოდეს ბოროტსა კეთილისა წილ. და აქაცა უკუე ენება თქუმად, ვითარმედ: ”შენ სიტყუათა მათ თავით შენით იტყჳ, რად საჴმარ არს მათი ცნობაჲ?” ამისთჳს შესძინა უფალმან და თქუა, ვითარმედ:

სახარებაჲ: ”მე, რაჲ-იგი ვიხილე მამისაგან ჩემისა, მას ვიტყჳ და თქუენ, რაჲ გასმიეს მამისა თქუენისაგან, მას იქმთ” (8.38). თარგმანი: ესე იგი არს: ვითარცა მე სიტყუათა მიერ და ჭეშმარიტებისა მიერ გამოვაჩინებ მამასა ჩემსა, ეგრეთვე თქუენ საქმეთა მიერ აჩუენებთ მამასა თქუენსა, რამეთუ მე არა თუ არსებაჲ ოდენ იგივე მაქუს, რომელი მამასა აქუს, არამედ ჭეშმარიტებაჲცა იგივე მაქუს, რომელი მას აქუს.

სახარებაჲ: ჰრქუეს მას ჰურიათა: ”ჩუენ მამაჲ გჳვის აბრაჰამი”. ჰრქუა მათ იესუ: ”უკუეთუმცა მამაჲ იყო თქუენი [50]აბრაჰამი, საქმეთამცა მისთა იქმოდეთ, ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად” (8.39). თარგმანი: ამას ადგილსა ზედაჲსზედა აჴსენებს მკლველობისმოყუარესა მას ნებასა მათსა და აბრაჰამსცა აჴსენებს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ შორის არიან ნათესავობისაგან მისისა, და რაჲთამცა ამაოჲ იგი სიქადული მათი აღმოჰფხურა და დაარწმუნა, რაჲთამცა არღარა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ ჴორციელისა ნათესავობისა მისისა მიმართ, არამედ საქმითა ნათესავობასა ეძიებდენ, რამეთუ ესე საქმჱ იყო, რომელი აყენებდა მათ მოსლვად ქრისტესა, რომელ-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ აბრაჰამის ნათესავობაჲ ოდენ კმა არს მათდა საცხორებლად, ხოლო რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს აქა, ვითარმედ: ”მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტებასა გეტყოდე თქუენ, რომელი მესმა მამისაგან”, (იოანე 8.40) ესე არს უკუე ჭეშმარიტებაჲ, რომელისათჳს ეძიებდეს მას მოკლვად, რომელი იტყოდა, ვითარმედ: ”სწორ ვარ მამისა თანა”, და ამისთჳს ეტყჳს აქა, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს სიტყუაჲ ესე მამისა, არამედ ნებაჲ არს მისი ამას ზედა.

სახარებაჲ: ჰრქუეს მას: ”ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით - ღმერთი” (8.41). თარგმანი:ვინაჲთგან ნათესავობისაგან აბრაჰამისა უცხო-ყვნა იგინი და არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, აწ უზეშთაესსა საქმესა შეჰკადრებს, და ღმერთსა უწოდეს მამად მათა, რომელნი-იგი ქრისტეს ეძიებდეს მოკლვად, რამეთუ ღმერთსა მამად იტყოდა თავისა თჳსისა ჭეშმარიტებით, არამედ უფალმან ამისცა საქმისაგან უცხო-ყვნა იგინი და ჰრქუა:

სახარებაჲ: ”უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ იყო თქუენი, გიყუარდიმცა მე, რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, და არა თავით ჩემით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით და ვერცა ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად? თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად, რამეთუ იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან, და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმა[51]რიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს-იგი იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისა გულისაგან იტყჳნ” (8.40-42). თარგმანი: პირველ უცხო-ყვნა იგინი თჳსებისაგან აბრაჰამისა და ვინაჲთგან მათ უზეშთაესი იკადრეს თქუმად, მაშინ მოაწია მათ ზედა წყლულებაჲ სიტყუათაჲ და უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ აბრაჰამისნი არა არიან, არამედ ეშმაკისანიცა არიან, და ვინაჲთგან მათ ურცხჳნოებით ღმერთსა მამად თჳსა უწოდეს, ამისთჳს თავადმანცა შემსგავსებული მათისა ურცხჳნოებისა მხილებისა წყლულებაჲ მოაწია მათ ზედა და არცა უწამებელად დაუტევა მხილებაჲ თჳსი, არამედ საქმეთაგან შესწამებდა მათ და უჩუენა, ვითარმედ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისა საქმჱ არს და არა თქუა, თუ: ”საქმეთა” ოდენ, არამედ: ”გულისთქუმათაცა ეშმაკისათა გნებავს ყოფაჲ”, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ყოვლითა მოსწრაფებითა მოსწრაფე არიან იგინი, ვითარცა ეშმაკივე კაცის-კლვად და ვითარმედ შური იყო მიზეზი ამის ყოვლისაჲ, რამეთუ მასცა არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ ”შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო”.

სახარებაჲ: და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა (8.44). თარგმანი: ვინაჲთგან შეასმენდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ”არა ღმრთისა მიერ არსო”, ამისთჳს ეტყჳს მათ: ”ეგეცა ზრახვაჲ ეშმაკისაჲ მის, რამეთუ მან შვა ტყუვილი პირველ და თქუა, ვითარმედ: ”რომელსაცა დღესა შჭამოთ ძელისა მისგან, განგეხუნენ თუალნი თქუენნი” (დაბ. 3.5). ამან იჴმარა ტყუვილი პირველვე, რამეთუ კაცნი არა ვითარცა თჳსსა საქმესა იქმან, რაჟამს ტყუოდიან, არამედ, რაჟამს იგი ტყუოდის, თჳსსა საქმესა იქმს.

სახარებაჲ: ”ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ და არა გრწამს ჩემი” (8.45). თარგმანი: რაჲ არს საქმჱ ესე, თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ”ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?” (იოანე 8.46). ხოლო იგინი [52]იტყოდეს: ”ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ”, და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა, გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისამკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს და ტყუვილი ეშმაკისაგანივე არს, რომელსა იგინი იქმოდეს ორსავე, და უჩუენა, ვითარმედ: ”ვინაჲთგან ესე საქმენი გიპყრიან, არა ღმრთისანი ხართ”.

სახარებაჲ: ”რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით?” (8.46). თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან მარადის განკჳრვებულ იყვნეს და იტყოდეს: ”ვინ არს ესე, რომელი იტყჳს, ვითარმედ: ”სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად”? (იოანე 8.22) ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ”არა იცნით სიტყუანი ჩემნი და ამისთჳს არა იცნით, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ არა გაქუს”, ხოლო ესე ამისთჳს არს, რამეთუ განგებაჲ თქუენი კუალად შემშჭუალულ არს ქუეყანისადა და ჩემნი ესე სიტყუანი მაღალნი არიან და, ვინაჲთგან თქუენნი სულნი ბოროტთაგან შეიწრებულ არიან, ამისთჳს არა დაეტევის ჩემთა სიტყუათა სიმაღლეჱ თქუენ შორის. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: ”უკუეთუ ვერ ძალ-ედვა გულისხმისყოფაჲ სიტყუათა მისთაჲ, რაჲმცა ყვეს?” არამედ აქა შეუძლებელობაჲ არანებებასა უწესს, ესე იგი არს, ვითარმედ: ”თქუენ ნებსით თქუენით უგუნურ-ჰყვენით თავნი თქუენნი და ვერარაჲსა გულისხმის-მყოფელ”, რამეთუ ვინაჲთგან იგინი სდევნიდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ”ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს ვსდევნით”, ამისთჳს თავადმან უჩუენა, ვითარმედ დევნაჲ მისი მოძულეთა ღმრთისათაჲ არს, ხოლო მოყუარეთა მისთაჲ არს სარწმუნოებაჲ მისი, რამეთუ არა თუ არასარწმუნოებაჲ თქუენიო ჩემისა მამისაგან უცხოებისა სასწაული არს, ვითარმედ არა იცით თქუენ ღმერთი, არამედ ნებასა ეშმაკისასა იქმთ და ხართ სრულიად ჴორც და გულის[53]თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფაჲ და ისწრაფით მას ზედა.

ჰხედავა, ვითარ შეუძლებელობად არანებასა იტყჳს, რამეთუ აბრაჰამ ესე არა ქმნა (იოანე 8.40), არამედ მისნი საქმენი არიან სიწრფოებაჲ, სიმშჳდჱ, სახიერებაჲ, ხოლო თქუენ ხარ ფიცხელ და ველურ, ხოლო რაჲსათჳს თქუეს, თუ: ”ერთი მამაჲ ვიცით - ღმერთი?” ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან მან განყარნა აბრაჰამის თჳსებისაგან და უჩუენა კაცისმკლველობაჲ მათი. მაშინ მათ ღმერთსა სახელ-სდვეს მამად მათა, ესე ამისთჳს, რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინეს, თუ ჩუენ სიყუარულისათჳს ღმრთისა გეძიებთ შენ მოკლვად, რამეთუ შურსა ვეძიებთ ღმრთისათჳს, ხოლო თავადმან უჩუენა, ვითარმედ თჳთ იგი საქმჱ იყო, რომელი განარისხებდა ღმერთსა მათ ზედა. ხოლო რომელ თქუა, თუ: ”ღმრთისაგან გამოვედ”, გამოაჩინებს, ვითარმედ მისმიერი არს, ხოლო გამოსლვად ჩუენდა მომართ მოსლვასა იტყჳს. და ვინაჲთგან მათ ეგულებოდა თქუმად, ვითარმედ: ”უცხოთა საქმეთა იტყჳ, თუ: ”ღმრთისაგან გამოსრულ ვარ”, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: ”სამართლად ვერ გულისხმა-ჰყოფთ, არცა ისმენთ სიტყუათა ჩემთა, ვინაჲთგან ეშმაკისაგანნი ხართ, რამეთუ რაჲსათჳს მოკლვასა ჩემსა ეძიებთ? რაჲ არს ბრალობაჲ ჩემი? ხოლო უკუეთუ ცთომასა ვერას ჰპოვებთ, რად არა ისმენთ სიტყუათა ჩემთა? ესრეთ უკუე გამოაჩინა ტყუვილისა და კაცისმკლველობისა მათისა მიერ, ცითარმედ ეშმაკისანი არიან და უცხო-ყვნა აბრაჰამისაგანცა და ღმრთისაგანცა, ერთად, რამეთუ სძულდა, რომელსა-იგი არა ევნო მათა, და, კუალად, რამეთუ არა ისმენდეს სიტყუასა მისსა. და გამოაჩინებს ზემო და ქვემო, ვითარმედ არცა იგი წინააღმდგომი იყო ღმრთისაჲ, არცა იგინი ამისთჳს არა ირწმუნებდეს სიტყუათა მისთა, არამედ რამეთუ უცხო იყვნეს ღმრთისაგან. რამეთუ, რომელსა ცოდვაჲ არცა ერთი რაჲ ექმნეს და ღმრთისა მიერ მოსრულ იყოს და მის მიერ მოვლინებულ, და ჭეშმარიტსა იტყოდის, რომელ ჭეშმარიტებისა მისისა მრავალნი იყვნენ მოწამე, საცნაურ არს, ვითარმედ, რომელნი ესევითა[54]რისასა არა ირწმუნებდენ, ამისთჳს არა ირწმუნებენ, რამეთუ ეშმაკისა მიერ და ვნებათა წარტყუენულ არიან. რამეთუ შემძლებელ არიან ცოდვანი დამდაბლებად სულისა უფოჲს ყოვლისა საქმისა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ”რამეთუ ვინაჲთგან ესრეთ უდებ და დაჴსნილ იქმნენით, რომელთა-ეგე ვერ ძალ-გიც შეურაცხ-ყოფად საქმეთა ქუეყანისათა, ვითარ შეუძლოთ თქუენ საქმეთა ზეცისათა სმენად?”

სწავლაჲ ნდ

რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ მოტაცებად სასუფეველსა ცათასა და არა საქმეთა სოფლისათა
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ძმანო, რაჲთა ვისწრაფოთ ყოვლითა გულითა და სულითა ჩუენითა წარმართებად ცხოვრებისა ჩუენისა კეთილისა მიმართ, რაჲთა წმიდა იქმნეს გონებაჲ ჩუენი, რაჲთა არარაჲ იყოს შეგინებაჲ ჩუენი შორის, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ განანათლენით თავნი თქუენნი ნათლითა გულისხმის-ყოფისაჲთა და ნუ დასთესავთ ეკალთა ზედა, რამეთუ, რომელმან არა გულისხმა-ყოს, ვითარმედ ანგაჰრებაჲ ბოროტ არს, მან ვერ გულისხმა-ყოს უზეშთაესი რაჲმე, რომელი არა განეშოროს ცოდვასა, ოდეს იწყოს მან ქმნად სიმართლესა. კეთილ არს მოტაცებაჲ, არამედ არა წარწყმედადთა ამათ და წარმწყმედელთა საქმეთაჲ, არამედ სასუფეველისა ცათაჲსაჲ. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ”მაიძულებელნი მოიტაცებენ მას” (მათე 11.12), გარნა არა იქმნების მისი უდებებითა და დაჴსნილობითა მოგებაჲ, არამედ მოსწრაფებითა ფრიადითა. ხოლო რაჲ არს ”მაიძულებელი?” ესე იგი არს, რამეთუ იძულებაჲ ჯერ-არს თავთა თჳსთაჲ ფრიადი, რამეთუ იწრო არს გზაჲ იგი მუნ მიმყვანებელი და სული უჴმს ახოვანი, რამეთუ მტაცებელნი ისწრაფიან, რაჲთამცა ყოვლ[55]თა წარუსწრეს, არავის მიმართ ხედვენ, არცა ბრალობისა მიმართ, არცა შესმენისა, არცა ტანჯვისა, არამედ ერთი არს მოსწრაფებაჲ მათი, რაჲთამცა მოიტაცეს სასურველი იგი მათი, და ყოველთავე თანაწარჰჴდებიან. მოვიტაცოთ უკუე სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ ამისი მოტაცებაჲ არა საბრალებელ არს, არამედ საქებელ, ხოლო საბრალებელ ამის სოფლისა საქმეთა მოტაცებაჲ არს. არამედ მისი იგი მოტაცებაჲ არა ესრეთ არს, რამეთუ მეორისა დაგლახაკებითა იქმნების ჩუენი განმდიდრებაჲ, ვისწრაფოთ უკუე მოტაცებად მისა, დაღაცათუ გუაჭირვებდეს გულისწყრომაჲ, ანუ თუ გულისთქუმაჲ, აღვიძულოთ ჩუენ ბუნებაჲ ჩუენი, ვიქმნნეთ მშჳდ და ტკბილ და დავშურეთ მცირედ რაჲმე, რაჲთა განვისუენოთ უკუნისამდე, ნუ მოიტაცებ ოქროსა, არამედ მოიტაცე სიმდიდრჱ იგი, რომელი ოქროსა მწჳრედ გამოაჩინებს. რამეთუ მითხარღა, უკუეთუმცა წინაგედვა პრპენი და ოქროჲ, რომელიმცა ირჩიე შენ მოტაცებად? არამცა ოქროჲ ირჩიეა? ხოლო აქა რაჲ არს ესე საკჳრველი, რამეთუ სადა-იგი მომტაცებელი ოქროჲსაჲ იტანჯვის, მუნ ოქროსა ირჩევ, ვინაჲთგან უპატიოსნეს არს; ხოლო სადა-იგი მომტაცებელი ფრიად იდიდების, არა მოიტაცებ უპატიოსნესსა მას, რამეთუ, დაღაცათუმცა საშჯელი წინამდებარე იყო ორისათჳსვე, არამცა იგივე ირჩიეა? ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ მოცემად არს მისისა მის მოტაცებისაგან, ამისთჳს უდებ ხარა? და უკუეთუ იტყოდი, ვითარმედ: ვითარ იქმნების მოტაცებაჲ მისი, მე გასწავო შენ: დაუტევენ ამის სოფლისა საქმენი ამაონი, რამეთუ ვიდრემდის ეგენი გაქუნდენ, მისი მოტაცებაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ გულისხმა-ყავ კაცი, რომლისა ჴელნი სავსე იყვნენ ვეცხლითა, ნუუკუე შეუძლოსა, ვიდრემდის ვეცხლითა მით სავსე იყვნენ ჴელნი მისნი, რაჲთამცა მოიტაცა ოქროჲ, უკუეთუ არა პირველ დააცალიერნეს ჴელნი მისნი მისგან? რამეთუ მომტაცებელსა უჴმს, რაჲთა იყოს განჴსნილ ყოვლისაგანვე საკრველისა, რაჲთა შეუძლოს სივლტოლად მდევართაგან, რამეთუ აწცა არიან ძალნი წინააღმდგომნი ჩუენნი, რომელნი გუდევენ, რაჲთამცა მოიტაცეს კეთილი ჩუენი ნატაცები, არამედ ვივლტოდით მათგან, ვივლტოდით და ნუმცა რაჲ არს ჩუენ თანა საკრველი სოფლისაჲ, გან[56]კუეთნეთ საბელნი იგი მისნი, შიშუელ ვიქმნნეთ ამაოთა ამათ საქმეთაგან. რაჲ არს სარგებელი ოქროქსოვილთა სამოსელთაგან? ვიდრემდის ვჰმარხავთ ოქროსა? მინდა დაცხრომისა ამათ ესევითართა სიტყუათა თქუმისაგან, არამედ თქუენ არა შემინდობთ მე, რამეთუ მარადის მიზეზსა მცემთ მე თქუმად სიტყუათა ამათ, არამედ განვეყენნეთ ესევითარისა ამის ამაოებისაგან, ჵ, საყუარელნო, რაჲთა შეუძლოთ სხუათაცა სწავლად კეთილთა მიერ საქმეთა და ვპოვნეთ საუკუნენი იგი კეთილნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თავი ნე
სიტყუაჲ ესე: მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: ”სამარიტელ ხარ შენ და ეშმაკი არს შენ თანა?” მაშინ მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ”ჩემ თანა ეშმაკი არა არს” (8.48-49). თარგმანი:ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ და, რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და სამარიტელ სახელ-სდებენ და ეშმაკეულ და იტყჳან: ”არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: ”სამარიტელ ხარ შენ და ეშმაკი არს შენ თანა?” რამეთუ რაჟამს მაღალი რაჲმე სიტყუაჲ ჰრქუას, სიცოფედ სახელ-სდებენ მას დაბრმობილნი იგი სრულიად, დაღაცათუ არასადა უთქუამს მახარებელსა წინაჲსჯერ, თუ სამარიტელად ჰხადოდეს მას, არამედ სიტყჳსა ამისგან, რომელსა იტყჳან: ”არა კეთილად ვთქუათა?” ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის უთქუამს მისდა ”სამარიტელ” და ”ეშმაკეულ”, და ვინმე არს ეშმაკეულ, რომელი ღმერთსა პატივს-სცემდეს, ანუ რომელი ღმრთისა პატივისმცემელსა [57]შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს? ხოლო ისმინეთ სიტყუაჲ იგი ქრისტესი, რომელი არს ყოვლითურთ სიმშჳდე და სიწრფოება:

სახარებაჲ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივვსცემ მომავლინებელსა ჩემსა (8.49). თარგმანი: რამეთუ სადა-იგი სწავლაჲ მათი ჯერ-იყო და დამბდაბლებაჲ ამპარტავანებისა მის მათისაჲ, რომელი აქუნდა ნათესავობასა ზედა აბრაჰამისსა, მუნ ფიცხელ იყო სიტყუათა მათ შინა თჳსთა, ხოლო აქა, სადა ესე თავს-დებაჲ გინებისა მათისაჲ ჯერ-იყო, ფრიადსა სიმშჳდესა აჩუენებს, და რაჟამს-იგი ეტყოდეს, ვითარმედ: ”მამად ღმერთი გჳვის, და აბრაჰამ” (შდრ. მათე 3.9), მაშინ ძლიერად შეეხო მათ. ხოლო რაჟამს ეშმაკეულ უწოდეს მას, არა განრისხნა, არამედ სახიერებით ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ, რაჟამს ღმრთისათჳს თქუმული რაჲმე გმობაჲ გუესმეს, შურსა ვეძიებდეთ, ხოლო ჩუენისა გინებისათჳს არა განვრისხნებოდით, რამეთუ, უკუეთუ რომელმან-იგი სიტყჳთ ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, შექმნა, და მან ესე ყოველი თავს-იდვა, ჩუენ ვინ ვართ, არარანი ესე, რომელ არა თავს-ვიდებდეთ მოყუასთა ჩუენთაგან შეურაცხებასა? ისმინეთ უკუე, რასა იტყჳს მაცხოვარი:

სახარებაჲ: ”მე არა ვეძიებ ნებასა ჩემსა” (8.50). თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რომელ-ესე ვთქუ, რაჲთა არა იტყოდით ღმერთსა მამად თავისა თქუენისა, რომელნი-ეგე კაცისმკლველ ხართ და მტყუვარ. და რაჲცა-იგი ვთქუ, ყოველივე პატივისათჳს მამისა ვთქუ, და მისთჳს მესმის მე ესე ყოველი, და მისთჳს შეურაცხ-მყოფთ, არამედ არა ვზრუნავ მე გინებისა მაგისგან, რამეთუ მის მიერ მოიღოთ თქუენ მოსაგებელი ამის ყოვლისაჲ, რომლისათჳსცა თავს-ვიდებ თქუენმიერსა შეურაცხებასა, ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა. ამისთჳს მე არა გტანჯავ თქუენ, არამედ გასწავებ, და განგზრახავ, რაჲთა ჰქმნნეთ საქმენი ესე, რომელთა მიერ არა სატანჯველთაგან ოდენ განერნეთ, არამედ საუკუნესაცა ცხოვრებასა ღირს იქმნნეთ.

[58]სახარებაჲ: ”ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე” (8.51). თარგმანი: ხოლო აქა არა სარწმუნოებასა ოდენ იტყჳს, არამედ საქმეთაცა კეთილთა, და ზემორე იტყოდა, ვითარმედ: ”ცხორებაჲ საუკუნოჲ აქუნდეს”, ხოლო აქა იტყჳს: ”სიკუდილი არა იხილოს”. და ამას თანა სხუასაცა საქმესა მოასწავებს, ვითარმედ ვერარას შემძლებელ არიან ვნებად მისა. რამეთუ, უკუეთუ, რომელმან სიტყუაჲ მისი დაიმარხოს, იგი არა მოკუდების, არა უფროჲსად იგი თავადი არა მოკუდესა? ხოლო მათ ესე ცნეს, ვითარმედ ამას მოასწავებს. ამისთჳს ეტყოდეს:

სახარებაჲ: ”აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ შენ. აბრაჰამ მოკუდა და წინაჲსწარმეტყუელნი” (8.52).თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ რომელთა ისმინეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მოკუდეს და რომელთა შენი ისმინონ, არა მოკუდენა?

სახარებაჲ: ”ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?” (8.53). თარგმანი: ჵ, ცუდადმზუაობრობაჲ ესე! კუალად ნათესავობისა მისისა მიმართ მიივლტინ! და ამას ადგილსა უფროჲსად სიტყუაჲ აქუნდა, თუმცა ეთქუა, ვითარმედ: ნუუკუე შენ უფროჲს ხარა ღმრთისა, ანუ, რომელთა ესმეს სიტყუაჲ შენი, უმეტეს არიანა აბრაჰამისა? არამედ არა იტყჳან ამას, რამეთუ აბრაჰამისაცა უდარესად შეერაცხა იგი, ხოლო თავადმან ზემორე გამოაჩინა კაცისმკლველობა მათი და ესრეთ უცხო-ყვნა იგინი მისისა მის ნათესავობისაგან. და ვითარცა იგინი მასვე ზედა ეგნეს და კუალად თავადმან სხჳთა სახითა იწყო სიტყუად მათა მიმართ, რაჲთამცა უჩუენა, თუ ამაოდ შურებიან, და სიკუდილისათჳს არარაჲ ჰრქუა მათ, არცა გამოუცხადა და არცა ჰრქუა, თუ რომელსა სიკუდილსა იტყჳს, არამედ ჯერეთ დაარწმუნებს ოდენ, ვითარმედ აბრაჰამისა უზეშთაეს არს, რაჲთა ნუუკუე ესრეთ მოდრკენ და ეტყჳს, ვითარმედ: ”დაღაცათუმცა უნდოჲ ვინმე კაცი ვიყავ, არა ჯერ-იყო მოკლვაჲ ჩემი, ვინაჲთგან ბრალი არცა ერთი რაჲ მიძღჳს, ხოლო ვინაჲთგან ჭეშმარიტსაცა ვიტყჳ, და არცა ცოდვაჲ მიძღჳს და ღმრთისა მიერ მოვლინებულ ვარ, და აბრაჰამისა უმეტეს ვარ, არა[59]განცოფებულ ხართა და ამაოდ შურებით, რომელნი ეძიებთ მოკლვასა ჩემსა?” ხოლო იხილენით სიტყუანი მათნი, რასა იტყჳან:

სახარებაჲ: ”აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ შენ” (8.52). თარგმანი: არამედ სამარიტელი იგი დედაკაცი არა ესრეთ იტყოდა, არცა თქუა, თუ ”ეშმაკეულ ხარ”, არამედ ესე ოდენ თქუა: ”ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა?” ამისთჳს, რამეთუ ესენი მაგინებელნი იყვნეს და გადნგომილნი, ხოლო მას სწავლაჲ ენება ჭეშმარიტებისაჲ, ამისთჳსცა განკჳრდა და ჯეროვნითა ზომითა მიუგო მას სიტყუაჲ და უფლად სახელ-სდვა, რამეთუ, რომელი-იგი ფრიად უზეშთაესთა საქმეთა აღუთქუმიდა, არა გინებაჲ ჯერ-იყო მისი, არამედ განკჳრვებაჲ საქმეთა მისთაჲ, ხოლო ესენი აგინებენ და ეშმაკეულად ჰხადიან შემოქმედსა მას ყოველთასა, რამეთუ სამარიტელისა მის სიტყუანი საკჳრველებისა მისგან იყვნეს, ხოლო ამათნი ურწმუნოებისაგან და უკეთურებისა.

სახარებაჲ: ”ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?” (8.53). თარგმანი: საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ესე უზეშთაეს აბრაჰამისა გამოაჩინებს მას, რამეთუ იტყოდა თავადი, ვითარმედ: ”რაჟამს მიხილოთ მე ამიერ განსრული, მაშინ აღიაროთ, ვითარმედ უზეშთაეს ვარ”. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: ”რაჟამს აღამაღლოთ, მაშინ სცნათ, თუ ვინ ვარ”. და იხილე სიბრძნჱ იგი მისი მიუწდომელი, რამეთუ პირველ განყვნა იგინი ნათესავობისაგან აბრაჰამისა, და მერმე იწყო ჩუენებად მათა, ვითარმედ უზეშთაეს არს მისა, რაჲთა ფრიადითა სიმაღლითა უზეშთაეს წინაჲსწარმეტყუელთასა იხილვოს, რამეთუ, ვინაჲთგან მარადის წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: ”სიტყუანი ჩემი არა დაეტევის თქუენ შორის” (იოანე 8.37), და პირველ იტყოდა, ვითარმედ: ”აღადგენს მკუდართა” (იოანე 5.21), ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: ”არა იხილოს სიკუდილი, რომელსა ვჰრწმენე”, რომელ-ესე ფრიად უზეშთაეს არს, არახილვაჲ სიკუდილისაჲ ყოლადვე, ვიდრეღა აღდგომაჲ სი[60]კუდილისაგან. ამისთჳსცა იგინი უფროჲსად განფიცხნებოდეს და იტყოდეს: ”შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?” (იოანე 8.53) და ესეცა სიტყუაჲ მაგინებლობით, ესე იგი არს, ვითარმედ: ”შენ თავსა შენსა დიდ ჰყოფ”, ხოლო ქრისტემან ამის სიტყჳსა მიმართ მიუგო მათ:

სახარებაჲ: ”უკუეთუ მე ვადიდებ თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს” (8.54). თარგმანი: ესმა, ვითარმედ: ”ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?” და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა ჰრქუა, თუ:  ”ჰე, უზეშთაეს ვარ”, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი, ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: ”დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო?” ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისის? გარნა მათა მიმართ არს არარაჲ, რამეთუ ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს: ”წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ”, და მათისა მის დაბრმობილისა გონებისათჳს თქუა იგი, ეგრეთვე ესე მათისა გულისსიტყჳსათჳს მიუგო, ვითარმედ: ”არს, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ”ღმერთი ჩუენი არს, და არა იცით იგი”, რამეთუ ენება ჩუენებად, ვითარმედ არა ოდენ მამად არა იციან, არამედ ღმრთადაცა არა იციან იგი, ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: ”არა ვიცი იგი, ვიყო, ვითარცა თქუენ, მტყუვარ”, საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ არა ესე არს ტყუვილ, თუ ”ვიცი იგი”, არამედ ესე, თუ: ”არა ვიცი”, არს ტყუვილი, ხოლო თქუენ დაღაცათუ იტყჳთ, ვითარმედ: ”ვიცით იგი”, სტყუვით. ეგრეთვე მე უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: ”არა ვიცი”, არამედ: ”ვითარცა მე ვიცი იგი ჭეშმარიტებით, ეგრეთვე თქუენ უმეცარ ხართ მისი”, ხოლო ვითარცა აბრაჰამისათჳს არა ყოველივე სიტყუაჲ მათი უკუნაქცია, არამედ თქუა: ”ვიცი, ვითარმედ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ”, რაჲთამცა უმეტესი შესმენაჲ მოაწია მათ ზედა ამით სიტყჳთა, ეგრეთვე არა ყოვლითურთ უცხოდ ღმრთისაგან გამოაჩინნა, არამედ თქუა: ”რომელსა თქუენ იტყჳთო, თუ ღმერთი ჩუენი არს”, და სიტყჳთი იგი სიქადული მისცა მათ და ამით უზეშთაეს-ყო ცოდვაჲ მათი, რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: ”იტყჳთ და არა იცით იგი, ხოლო ესრეთ არა [61]იცით, რამეთუ რომელი ყოვლითურთ ადიდებს და პატივსცემს მას, აგინებთ თქუენ და მის მიერ მოვლინებულსა სდევნით”. არამედ ესე სიტყუაჲ ურწმუნო-უჩნდა მათ, ხოლო შემდგომი ესე უსიტყუელ-ჰყოფს მათ, ვითარმედ: ”სიტყუათა მისთა ვიმარხავ”. რამეთუ ამას ადგილსა უკუეთუმცა რაჲ აქუნდა სიტყუაჲ, შეეძლო მხილებად მისა, გარნა არარაჲ აქუნდა, რამეთუ ესე სიტყუაჲ უმეტესი წამებაჲ არს მისი, ვიდრეღა იგი, თუ: ”მან მომავლინა მე”. ამისთჳს იტყჳს:

სახარებაჲ: ”აბრაჰამს, მამას თქუენსა უხაროდა, რაჲთა იხილოს დღჱ ესე ჩემი, იხილა და განიხარა” (8.56).თარგმანი: პირველად გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ უცხო არიან მისგან, რამეთუ რომელსა ზედა იგი მხიარულ იყო, ესენი მწუხარე იყვნეს. ”ხოლო დღჱ ჩემი იხილა და განიხარაო”, დღესა მას ჯუარ-ცუმისასა იტყჳს, რომელი მან შეწირვასა მას ვერძისასა და ისაკისსა პირველ გამოსახა, რაჟამს შესწირვიდა ისაკს და იხილა ვერძი იგი დამოკიდებული ნერგსა მას საბეკსა, და განიხარა, რამეთუ იგი იყო სახჱ ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ. და მის დღისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ”იხილა დღჱ ჩემი და განიხარა”, ესე იგი არს, იხილა რაჲ სახჱ ჯუარ-ცუმისაჲ. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყჳან:

სახარებაჲ: ”ერგასის წლისა არა ხარა და შენ აბრაჰამ გიხილავს?” ჰრქუა მათ იესუ: ”ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ”. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ (8.57-59). თარგმანი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა, რამეთუ, რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ, ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ, აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ, ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ”ხუროჲსა ძე არს” (მათე 13.55) და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო, მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ არა იციან ღმერთი, არა ესრეთ განფიცხნეს, არამედ რაჟამს ესმა, ვითარმედ: ”პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ”, განრისხნეს, ვითარცა პატიოსნე[62]ბაჲ მათი უჴმარქმნილ იყო, და ამისთჳს ქვასა დაჰკრებდეს მას. ”იხილა დღჱ ჩემი და განიხარა” (იოანე 8.56), გამოაჩინებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად, ვინაჲთგან აქებს მას, რომელმან ჯუარ-ცუმისა მისისა ხილვისათჳს განიხარა, რამეთუ ესე ცხორებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ იყო, ხოლო მათ ქვისა დაკრებაჲ ენება. ესრეთ მარადის მზა იყვნეს მოკლვად და თჳნიერ გამოძიებისა იქმოდეს საქმეთა მათ. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ”პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვიყავ”, არამედ: ”მე ვარო”, ამისთჳს, რამეთუ, ვითარცა მამამან, ესე სიტყუაჲ იჴმარა, ვითარმედ: ”მე ვარ, რომელი ვარ”, ეგრეთვე ამან თავადმან. რამეთუ ესე სიტყუაჲ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავებელ არს და გარეგანი ყოვლისაგანვე ჟამისა. ამისთჳს გმობად შერაცხილ არს მათ მიერ სიტყუაჲ იგი, ხოლო უკუეთუ აბრაჰამის თანასწორებაჲ არა თავს-იდვეს, რომელი-იგი მისსა დიდებასა თანა მცირე იყო, უკუეთუმცა ზედაჲსზედა შეასწორებდა თავსა თჳსსა მამასა თანა, რაჲმცა ყვეს, დასცხრესმცა ბრძოლად და ქვისა დაკრებად მისა? ხოლო თავადი კუალად კაცობრივ ივლტის მათგან და დაიფარვის, ვინაჲთგან ფრიადი სწავლაჲ წარმოუთხრა მათ და აღასრულა საქმჱ თჳსი, განვიდა ტაძრისა მისგან და წარვიდა განკურნებად ბრმისა მის, რაჲთა საქმითაცა დაამტკიცოს, ვითარმედ პირველ აბრაჰამის ყოფადმდე არს იგი. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ რაჲსათვის არა დაჰხსნა ძალი მათი, რაჲთამცა ესრეთ ჰრწმენა, არამედ გულისხმა-ყავ, ვითარ-იგი განრღუეული განკურნა, და არა ჰრწმენა, და სხუანი ბევრეულნი სასწაულნი ქმნნა, და ჟამსა მასცა ვნებისასა დასცნა იგინი პირსა ზედა და დაუბნელნა თუალნი მათნი, და არა ჰრწმენა და აწმცა ვითარ ჰრწმენა, დაღაცათუმცა ძალი მათი დაეჴსნა? რამეთუ სულისა სასოწარკუეთილისა უბოროტეს არარაჲ არს, გინა თუ სასწაულნი იხილნეს, გინა თუ ნიშები, ჰგიეს მასვე ურცხჳნოებასა ზედა, რამეთუ ფარაოცა ბევრეულნი მიიხუნა წყლულებანი, და რაჟამს იტანჯებინ, მას ოდენ დღესა მოიქცის და კუალად მასვე ბოროტსა ზედა ეგო, და სდევნიდა ვიდრე უკუანაჲსკნელად დღედმდე, რომელნი-[63]იგი განუტევნა. ამისთჳს დიდი იგი მოციქული პავლე ღაღადებს: ”ნუვინ განფიცხნების თქუენგანი საცთურითა ცოდვისაჲთა” (ებრ. 3.8), რამეთუ, ვითარცა გუამი, მრავალთა მიერ სენთა შეპყრობილი და სიმჴურვალითა ფრიადითა უცნობოქმნილი, ვერ შემძლებელ არს აღდგომად, ეგრეთვე სული, რაჟამს მრავალთა მიერ ცოდვათა შეპყრობილ იქმნეს, მკუდარ იქმნების სათნოებისა მიმართ და, რაჲცა-რაჲ უთხრა მას, სწავლა არს იგი ყოვლითურთ უგულისხმო, გინა თუ სატანჯველთათჳს ეტყოდი, გინა თუ სასუფეველისათჳს, ულმობელ არს იგი.

სწავლაჲ ნე

შურისათჳს
ამისთჳს გევედრები, რაჲთა, ვიდრემდის გუაქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ, ვიდრემდის შემძლებელ ვართ მოქცევად ყოვლით კერძო, ვისწრაფოთ ცხორებად სულთა ჩუენთა, რამეთუ სასოწარკუეთილნი, ვითარცა მენავეთმოძღუარნი, არიან, რომელთა წარჰკუეთიან სასოებაჲ მათი და მისციან საწყალობელად ნავი ჴელთა ქარისათა და არარას აჩუენებდიან მოსწრაფებასა განრინებად ნავისა. ეგრეთვე ესენი არიან, რამეთუ მოშურნჱ სხუასა არას ხედავს, არამედ ამას ოდენ, რაჲთამცა გულისთქუმაჲ თჳსი აღასრულა. დაღაცათუ ტანჯვაჲ წინაედვას მას, ანუ თუ მებრ სიკუდილი, იგი ოდენ ვნებისა თჳსისა ისწრაფის აღსრულებად, ეგრეთვე სიძვისმოყუარჱ და ეგრეთვე ვეცხლისმოყუარჱ, ხოლო უკუეთუ ვნებათა ესეზომი მძლავრებაჲ აქუს, არა უმეტესნი აქუნდესა ძალი სათნოებასა, უკუეთუ ოდენ გჳნდესა და უკუეთუ ცოდვისათჳს სიკუდილსა შეურაცხ-ვჰყოფთ, არა უფროჲსად სათნოებისათჳს შეურაცხვყოთ? უკუეთუ ბოროტისმოყუარენი სულთა თჳსთა უგულებელს-ჰყოფენ, რაჲთამცა ბოროტი ქმნეს, არა უფროჲსად [64]ცხორებისათჳს სულისა ჯერ-არსა უგულებელს-ყოფაჲ თავთა თჳსთაჲ? რამეთუ რაჲ სიტყუაჲ გუაქუნდეს წინაშე ღმრთისა, რაჟამს ვხედვიდეთ, ვითარმედ წარწყმედადნი იგი ესრეთ ისწრაფიან წარწყმედისათჳს მათისა ყოვლითა ღონისძიებითა, და ჩუენ არა ვისწრაფდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, არამედ მარადის შურსა და ჴდომასა შინა ვიყოფებით? არარაჲ არს უძჳრჱს შურისა, რამეთუ ისწრაფის მოშურნეჱ, რაჲთამცა მეორჱცა წარწყმიდა და თავიცა თჳსი მის თანა შთაჴადა ჯოჯოხეთს. თუალი მოშურნისაჲ დადნების მწუხარებითა, სიკუდილსა შინა არს სამარადისოსა, ყოველნივე მტერად შეურაცხიან, რომელთა არარაჲ ევნოს მისდა, მწუხარე არს, რაჟამს ღმერთი პატივ-იცემებოდის, და უხარის, სადა ეშმაკთა უხაროდის, იგი ვინმე პატივცემულ იქმნა კაცთა მიერო. არამედ ნუ ეშურები, კაცო, რამეთუ არა პატივ არს პატივი იგი, არამედ, უკუეთუ ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმნეს, ეშურებოდეს და იქმენ მსგავს მისა, ანუ არა გნებავსა ესე? რაჲსათჳს უკუე გნებავს თავისაცა შენისა წარწყმედაჲ? რაჲსათჳს დააგდებ მაგასაცა, რომელნი-ესე გაქუს? უკუეთუ ვერ ძალ-გიც სწორ მისა ყოფად და კეთილისა მოგებად, ბოროტსა რადღა მოიგებ? ჯერ-არს, რაჲთა გიხაროდის კეთილისათჳს მოყუსისა, დაღაცათუ თანაზიარ შრომათა მისთა ვერ იქმნე, გარნა ამის მიერ გერგოს, რომელ გიხაროდის შრომათათჳს და კეთილთა სხჳსათა, რამეთუ მრავალგზის ნებაჲ ოდენ კმა იქმნის დიდისა კეთილისა ქმნად. რამეთუ ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს ამისთჳს დაშჯად მოაბელთა, რამეთუ უხაროდა ისრაიტელთა ჭირისათჳს და სხუათა ვიეთთჳსამე იტყჳს ამისთჳს ცხოვნებად, რამეთუ სულთ-ითქუმიდეს ბოროტისათჳს სხუათაჲსა. აწ უკუეთუ სულთ-თქუმაჲ ოდენ სხჳსა ბოროტსა ზედა ესრეთ ნუგეშინის-ცემა არს, არა უფროჲს კეთილი უყოს, რომელნი სხჳსა პატივსა ზედა მოხარულ იყვნენ? და მოაბელთა შეასმენდა, რამეთუ უხაროდა ტანჯვისათჳს ისრაიტელთაჲსა, დაღაცათუ ღმერთი იყო მტანჯველ მათა, რამეთუ არცა ოდეს ღმერთმან მოაწიოს ტანჯვაჲ ვის ზედამე, მაშინცა არა ჯერ-არს სიხარული, არამედ უფროჲსად შეწუხებაჲ მათისა ტანჯვისათჳს. რამეთუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს, რაჲთა იტანჯნენ იგინი, ხოლო, უკუეთუ ტანჯულთა[65]თანა მწუხარებაჲ ჯერ-არს, არა უფროჲსად რომელთა ღმერთმან პატივ-სცეს, სიხარული ჯერ-არსა მათთჳს? ესრეთ წარწყმდეს კორეეთნი და დათანეთნი და, რომელთა ეშურებოდეს, იგინი უმეტესად განაბრწყინვეს, ხოლო თავნი თჳსნი წარწყმედად მისცნეს. რამეთუ შური მჴეცი არს წამლეანი და არაწმიდაჲ უკეთურებაჲ, რომელსა სიტყუაჲ არა აქუს, ყოველთა ბოროტთა მიზეზი და დედაჲ. ამისთჳს უკუე აღმოვჰფხურათ იგი ძირითურთ, რაჲთა ყოველთაგან ბოროტთა განვეშორნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმიდელისა
ტექსტი უძველესი ხელნაწერების მიხედვით მოამზადეს: ზურაბ სარჯველაძემ, ლელა ალექსიძემ, ნინო დობორჯგინიძემ, დარეჯან თვალთვაძემ, მანანა მაჩხანელმა, ლელა ნიჟარაძემ, ნანა შუღლაძემ, თამარ ცოფურაშვილმა

გამომცემლები: გ. აროშვილი, ზ. აროშვილი, თბილისი, 1993 წ.

კავებში ჩასმული ([]) ნუმერაციით აღნიშნულია გამოცემის გვერდები

http://library.church.ge/

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий