კახაბერ კურტანიძე
შესავალი
როგორი არასაინტერესოც არ უნდა იყოს ერთიდაიმავე თემების წინწამოწევა და მათზე მსჯელობა, არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა გარემოებებისადაგამო უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ განმეორებითად განვიხილით. ამ სტატიის მიზანიც სწორედ ესაა. ანუ, კვლავ ვაპირებთ დავუბრუნდეთ ლიბერალიზმი-ფუნდამენტალიზმის გზაჯვარედინს და ვნახოთ თუ რის საფუძველზე/საფუძვლებზე მოხდა მათი გაყრა და დაპირისპირება. ეს, რა თქმა უნდა, ამოუწურავი თემაა, მაგრამ აქ ჩვენ ჩავუკვირდებით და შევეცდებით გამოვავლინოთ მხოლოდ რამოდენიმე ფილოსოფიური საკითხი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ გზისგასაყარის წარმოშობაში - უფრო ზუსტად კი, დაახასიათებს ამ უკანასკნელს. ოღონდ, თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ საუბარი იქნება პოსტმოდრნული ეპოქის სათვალთვალოდან მოდერნულ ეპოქის ხედვაზე. ანუ, ქვემოთ „გვერდიდან შევხედავთ" მოდერნულობის ხანას და, ამასთან ერთად, შევეცდებით გამოვავლინოთ მისი ერთგვარი შეზღუდულობა.