среда, 15 мая 2013 г.

მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი




მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის წარსული და აწმყო
კონსტანტინე კოსტიუკი
დავით თინიკაშვილის თარგმანი

სიმართლე და სიცრუე, ფუნდამენტალიზმის მოწოდება და პასუხი
ფუნდამენტალიზმის მრავალსახოვანი ფენომენის გამოკვლევებში, ჩვეულებრივ, არ მოიპოვება მისი შინაარსობრივი განსაზღვრებები. ფუნდამენტალიზმის სამუშაო დეფინიციაში დ. ფუნკე ხაზს უსვამს ძირითად ინტენციას: „ფუნდამენტალიზმი ორიენტირებულია გარკვეულ იდეასა და ძირითად ფასეულობაზე, რომელიც ექვემდებარება სრულმასშტაბიან დაცვას“. ყველანაირი ტიპის ფუნდამენტალიზმისთვის საერთო მახასიათებელს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ქცევითი ასპექტები, აზროვნების სტილი, მსოფლმხედველობრივი თავისებურებები. ფუნდამენტალიზმი წარმოადგენს კულტურული შემოქმედების სახეობას, მოვლენების ინტერპრეტაციას, ცოდნის წარმოებას, თუმცა ეს სახეობა გამოირჩევა დოგმატიზმით, დიალოგისა და თვითგახსნის უუნარობით.
„მართლმადიდებლობა“ ფუნდამენტალისტურია თავისი განსაზღვრების მიხედვით - იგი არის „ortho doxa“ („მართალი სარწმუნოება“), ეყრდნობა საღვთისმეტყველო დოგმებსა და რწმენის საფუძვლებს, ასევე იცავს მათ. მისთვის დამახასიათებელი განწყობის მიხედვით, იგი მიდრეკილია ნებისმიერი შინაარსის დოგმატიზებისკენ, ასევე არატოლერანტიზმისა და რადიკალიზმის ცნობილი გამოვლინებებისკენ. აქედან გამომდინარე, მას ხშირად აკრიტიკებენ „ბუნებრივი“ კონსერვატიზმისა და ტრადიციონალიზმის გამო. მაგრამ მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ნებისმიერი კულტურული წარმონაქმნის ერთგულება საკუთარი საფუძვლებისადმი (მაგალითად, მეცნიერებაში, რელიგიაში, სახელმნიფოში, ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში) და როგორ ხდება ეს ფუნდამენტალიზმში (იხ. Beinert 1991). ფუნდამენტალიზმისთვის კონსტიტუტიურია ბრძოლა მოდერნთან და არა მისი გარეგნული ფორმალური თვისებები. ამ კონფლიქტზე, რელიგიურ ფუნდამენტალიზმში მისი გამოვლინების სპეციფიკურ ფორმებზე იქნება სწორედ კონცენტრირებული ჩემი ყურადღება.
ლიტერატურაში, მათ შორის დასავლურშიც, როგორც წესი, არ ექცევა ყურადღება ფუნდამენტალიზმის სულიერ შინაარსს. მაგრამ სწორედ ეს იზიდავს ადამიანებს მისკენ. ფუნდამენტალიზმის პათოსურ გზავნილს წარმოადგენს მოწოდება სულიერი გამოფხიზლებისა და აღორძინებისაკენ. იგი ფორმალური, „მძინარე“ ქრისტიანობის დაძლევისა და ნამდვილი ქრისტიანობის წყურვილისგან წარმოიშვება. უნდა გავითვალისწინოთ ასევე კონტექსტი, რომელშიც წარმოიქმნება ფუნდამენტალისტური ღელვა - კულტურის სეკულარიზაციის პროცესი, ტრადიციული ღირებულებების შესუსტება, რელიგიური ცხოვრებისა და რწმენისადმი ინტერესის დაკარგვა, ზნეობრივი შეგნების დაქვეითება. შევეცდები მოვნიშნო პოზიტიური, „სულიერი“ პროგრამა, რომელსაც გვთავაზობს მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი.
თეოცენტრიში. „ღვთისმოსავი მოშურნეები“ ეკლესიასა და საზოგადოებაში რწმენის დაცემას უპირისპირებენ მკაცრ და თანმიმდევრულ თეოცენტრიზმს. არა მხოლოდ მთელი სიცოცხლე და ადამიანის ყოველი ზრახვა უნდა იყოს ღვთისადმი მიძღვნილი, არამედ სოციალური ცხოვრება, სოციალური ეთიკაც უნდა იყოს ორგანიზებული, როგორც ღვთისმსახურება. რელიგიურ ფუნდამენტალიზმს სამართლიანად უწოდებენ „პოლიტიკურ ღვთისმსახურებას“. „ღვთის დავიწყების“ ეპოქას იგი უპირისპირებს „ღვთის გახსენების“ ეპოქას.
ღვთისმოშიშება. რწმენის შესუსტება მომდინარეობს ეკლესიის საკულტო და რიტუალური ცხოვრების რელატივიზაციისგან. მცდელობა იმისა, რომ საკულტო ცხოვრება თანამედროვე ადამიანისათვის უფრო აქტუალური, „მისაწვდომი“, „გასაგები“ გახდეს, საბოლოო ჯამში რელიგიური ცხოვრების სეკულარიზაციით მთავრდება. ფორმის ცვლილება იწვევს იდენტურობის დაკარგვას, თავად რწმენის საგნის შეცვლას: ქადაგებენ სხვა რწმენას, ეთაყვანებიან სხვა ღმერთებს. რელიგიური ცხოვრება კი არ უნდა ესადაგებოდეს დროის ცვლილებას, არამედ პირიქით, სოციალური წრე არის ვალდებული შეესაბამებოდეს რწმენის მოთხოვნებს.
0x01 graphic
მინა ადმოცემა და ტრადიცია. ეკლესიის ცხოვრება მდგომარეობს ღვთაებრივი გადმოცემის მემკვიდრეობითობაში, რომელსაც წინა, უკეთეს დროს შეეძლო მოეცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარე. ნაციონალურ ტრადიციებთან ერთობით ნარჩუნდება კავშირი გადმოცემასთან, ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ წყაროებთან. ამ კავშირის გაწყვეტასთან ერთად იკარგება მადლი და რელიგიური ცხოვრების ერთიანობა. ტრადიციის შენარჩუნება ყველა მის გამოვლინებებში, რელიგიური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.
მინა ერიისა და მინა მამათა ჭეშმრიტბა. ეს ჭეშმარიტება მუდმივად დავიწყებას ეძლევა ან ითელება. იგი იჩრდილება ამაო ბრძნობით, რომელიც მომდინარეობს უღმერთო ადამიანური გონებისგან ან ჭეშმარიტების დამახინჯების მცდელობისგან თანამედროვე საღვთისმეტყველო ინტერპრეტაციებში. ქრისტიანობის ამოცანაა ამ ცხოვრებაში ნათელი, „ბუკვალური“ ღვთაებრივი მითითებების შენარჩუნება და ქადაგება.
სათნოება და მანოება. თანამედროვე ცხოვრება ხასიათდება ახალი შესაძლებლობებითა და ახალი საცდურებით, რომელთაგან თავდაცვა ადამიანურ ბუნებას ძალიან უჭირს. ტრადიციული ზნეობის შესუსტება, მომხმარებლობის აყვავება, თავისუფალი სექსუალური ურთიერთობების გავრცელება, „საზოგადოებრივი აღიარება“ ისეთი მოვლენებისა, როგორიცაა: პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი, ადიულტერი და ა.შ. შეურაცხყოფს მორწმუნის ზნეობრივ შეგნებას და არ შეიძლება მას გულგრილს ტოვებდეს. საზოგადოების მორალური დაცემისადმი წინააღმდეგობაში იძენს თავის სასიცოცხლო ძალებს ფუნდამენტალიზმი.
სიკეთე და ბოროტება, სიმართე და სიცრე. სულიერი მზერა იძლევა სიკეთისა და ბოროტების, სიმართლისა და სიცრუის საზღვრების გარჩევის შესაძლებლობას. ზნეობრივი დაცემა მოწმობს მისი წყაროს - ბოროტების, კაცობრიობის მტრის სიახლოვეს. რწმენა ასწავლის, რომ კომპრომისი სიკეთესა და ბოროტებას, ღმერთსა და ეშმაკს შორის არ შეიძლება არსებობდეს. ეს კომპრომისი არ შეიძლება არსებობდეს არც ჩვენს ცხოვრებაში. სიკეთეს უნდა ემსახურო და მისთვის უნდა იბრძოლო.
რისტიანული საიფო - სინდისის მონარია. ადამიანმა შესცოდა და თავთან ერთად დაღუპა მთელი სამყარო. მაგრამ ღმერთმა დააწესა, რომ სამყაროსა და ადამიანს მართავდეს სიკეთე და ჭეშმარიტება. ადამიანში სიკეთის ეს სუბსტანცია არის სინდისი, ხოლო ქვეყანაზე - სამართლიანი მეფე. ზეციურ სამყაროში ერთი მეუფის მსგავსად, ცოდვილ მიწიერ ქვეყანაზეც საჭიროა მონარქი, რომლის ფუნქციაც იქნებოდა ამ ქვეყნის ქრისტიანიზაცია. მართლმადიდებლური იმპერია (დერჟავულობა), როგორიც უკვე იყო რუსეთი, არის არა უტოპია, არამედ ქრისტიანული სულის მოთხოვნა, რომელიც ვერ ურიგდება თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში არასულიერ მდგომარეობას.
ერი და სამშობლო. სამშობლოს გრძნობა და შენს წინაპრებთან ერთიანობა წარმოადგენს წმინდა გრძნობას. რუსეთი იყო და რჩება ადგილად, სადაც ჭეშმარიტება, თუმცა მცირეოდენ მორწმუნეთა შორის, ინახება და დაცულ იქნება მომავალშიც. ამიტომ რუსეთი წარმოადგენს მთავარ მიზანს ჭეშმარიტების მტრების თვალში და გარდაუვალი სულიერი ბრძოლის მსხვერპლს. რუსი ერი მართლმადიდებლობის დამცველია, „გადარჩენის მაუწყებელი“, ამიტომ ვიქნებით დევნილნი და ღვთის გულისთვის მოგვიწევს ბევრის გადატანა.
ყოველივე ზემოხსენებული: ღვთისა და გადმოცემებისადმი ერთგულება, ღვთისმოშიშება და სათნოება, სიკეთისა და ბოროტების საზღვრების განჭვრეტა და ქრისტიანული სახელმწიფოს იდეაც კი არ წარმოადგენს სპეციფიკურად ფუნდამენტალისტურ იდეებს. თუმცა აქ უკვე ნათლად იკვეთება თეონომიური მეტაფიზიკის კონტურები, რომლიდანაც აღმოცენდება ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობა. მისი საფუძველი ყოფიერებისა და ღვთის განგების ყოვლისშემძლეობის ტოტალურობის სინკრეტულ და ამასთანავე მისტიკურ განცდაშია. ასეთი მსოფლშეგრძნება ეფუძნება მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძვლებს. „ერთი არის ღმერთი, - წერს თეოდორე სტუდიელი, - და კანონმდებელი, როგორც დაწერილია: ერთი ძალაუფლება ყოველივეზე და ყოველივეს ღვთისგან წარმომავლობა. ეს ერთსაწყისიანობა, წყარო ყოველგვარი სიბრძნისა და სიკეთისა, რომელიც ყოველივეს მოიცავს და რომელმაც საწყისი ღვთის სახიერებისგან მიიღო… ღვთის მსგავსად, ცხოვრებაში თავისი ნებით მოწყობა მიცემული აქვს მხოლოდ ადამიანს... და თუკი ყოველივე ამაში ერთის ნება არ იქნება მმართველი, მაშინ არაფერში არ იქნებოდა რიგი და წესრიგი, ყოველივე ეს კი სიკეთეს არ მოიტანს, რადგან თვითნებობა ამსხვრევს ყოველივეს“. ყოველივე არსებული პირდაპირ ექვემდებარება ღვთის ძალაუფლებას, ხოლო ყოველივე არარსებული ხვდება ბოროტების ძალაუფლების ქვეშ. არსებული აქ იერარქიულია და აღვსილია კეთილ ანგელოზურ ძალთა ენერგიებით. სიკეთე სუბსტანციურია და აბსოლუტური; უკვე მზადმყოფს და დასრულებულს, მას მხოლოდ ყოფიერებაში განხორციელებაღა რჩება.
ეს მსოფლმხედველობა თავის განზრახვაში მკაცრად მონისტურია, მაგრამ რაც უფრო სწორხაზოვანია ამგვარი მონიზმი, მით უფრო რადიკალურად გამომდინარეობს მისგან მანიქეველური დუალიზმი. მოცემულ დიალექტიკაში ბოროტების სამეფო - ჩვენი სამყარო - არის სიკეთის სამეფოს სარკისებური ანარეკლი: მასშიც ერთი ძალაუფლება და იერარქიაა, იგი სავსეა იდუმალი ძალებითა და ენერგიებით, მასში ბოროტება სუბსტანციურია და დასრულებული, იგი ყოვლისშემძლეა. ეს სამყარო ყოველმხრივ დასრულებულია: მისთვის არ არის დამახასიათებელი ჩამოყალიბება, იგი უკვე ჩამოყალიბებულია; არც მისი ძიებაა საჭირო, იგი ცნობილია. ამ გნოსტიკურ სამყაროში თავად გნოსტიკოსიც გარდაიქმნება თავის ორეულად: მან იცის ბოროტება და ამიტომაც თანაზიარია ბოროტებისა. ამიერიდან მისი ცხოვრებისეული ამოცანაა, ებრძოლოს ბოროტებას და სიკეთის სახელით ამხილოს იგი. სიკეთეში ცხოვრებისათვის აღარ რჩება დრო.
ჩაკეტილ გნოსტიკურ-ფუნდამენტალისტურ მსოფლმხედველობაში დიდ როლს ასრულებს მითოლოგიური ელემენტი. ეს არის ფუნდამენტალიზმის შემდეგი ნიშან-თვისება. ყველა მოვლენა აქ თავიდანვე მითოლოგიზებულია და კონკრეტული ფაქტის ამ მიმართულებაში ჩასმა სირთულეს არ წარმოადგენს. მართლმადიდებლურ ფუნდამენტალიზმში პირველხარისხოვან როლს ასრულებს აპოკალიპსური და დემონოლოგიური მითოლოგია, თუმცა არსებობს ისტორიული მითოლოგიაც, მაგალითად, სიონისტური შეთქმულებისა ან რუსეთის მისიის შესახებ ადგილი აქვს წმ. წერილისა და წმ. მამათა მემკვიდრეობის მითოლოგიზაციას და არა მათ შესწავლას.
ფუნდამენტალიზმში ადვილია ირაციონალურისა და ანტიინტელექტუალური განწყობის აღმოჩენა. საკუთრივ ამაშია არსი ფუნდამენტალიზმისა - რწმენის საფუძვლები მიუწვდომელი რჩება გონებისათვის. ზუსტად ისევე, როგორც პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი წარმოიშვა წმ. წერილის საღვთისმეტყველო კრიტიკასთან ერთად, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი წარმოიქმნება ლიბერალურ ღვთისმეტყველებასთან ერთად. თეოლოგიურად მისი განვითარება მხოლოდ ექსტენსიურად არის შესაძლებელი და არა ინტენსიურად. კანონთა დარღვევის გამოწვლილვით გამოძიებაში იგი ემსგავსება პოზიტივიზმს. ამიტომ ფუნდამენტალიზმი უნაყოფოა ღვთისმეტყველებასა და აპოლოგეტიკაში, სამაგიეროდ ძალიან ადვილად ხდება მისი მობილიზება მისიისთვის, „რწმენის დასაცავად“. მიუხედავად საკრალიზებულ მდგომარეობაში არსებობისა, იგი არც მისტიკურია და არც მჭვრეტელური. ფუნდამენტალისტს არ სურს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე „ეკლესიის ჯარისკაცი“. იგი ცოცხლობს მოვალეობის შეგრძნებით და მომართულია ქმედებისაკენ.
ირაციონალურ მითოლოგიურ-მეტაფიზიკურ აზროვნებაში, თვითკრიტიკისა და შემოქმედებითი მიდგომის არარსებობის დროს, შეიძლებოდა ძალიან სერიოზული მოვლენის აღმოჩენა - თანამედროვე კულტურის დისფუნქცია და მისი არქაული ფორმების სტატიკაზე ორიენტირება. ახალი დროისა და განმანათლებლობის ევროპული კულტურა ეფუძნება სამყაროს სურათის დემითოლოგიზაციასა და სეკულარიზაციას, თვითირონიასა და იუმორს, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს მითისა და სტატიკის მდგომარეობისგან. ამგვარი განვითარება მნიშვნელოვნად დამახასიათებელია მართლმადიდებლური კულტურისთვის, საერთოდ, რწმენა გულისხმობს ღმერთთან პიროვნულ კავშირს და მის მუდმივ გააზრებას, რომელიც, თავის მხრივ, ამდიდრებს, როგორც თვითშემეცნებას, ასევე ღვთის შემეცნებას. ამაში მდგომარეობს ისტორიის ფენომენი: ადამიანი ცვლის შეხედულებას საკუთარ თავზე, ამით თავად იცვლება. იცვლის რა სახეს, ღვთისმეტყველების საშუალებით იცვლის ღმერთზე წარმოდგენას.
ჩვენ დავინახავთ სხვა რამეს, თუკი მივმართავთ წარმართულ არქაულ აზროვნებას. თვითკრიტიკის მექანიზმები აქ უხეშად ტაბუირებულია. რწმენის ადგილს იკავებს კულტი, რომელსაც ადამიანი შეჰყავს მითისა და რიტუალის სამეფოში, ჩაანაცვლებს რა ღმერთთან პიროვნული კავშირის შესაძლებლობას. ღმერთთან მიმართებაში ეჭვები არ წარმოიშვება, მაგრამ არც ღვთის შემეცნებას აქვს ადგილი. ღვთის სახე არ იცვლება, მაგრამ არ იცვლება არც ადამიანის სახე. არ არის ისტორია, განვითარება, არც შემეცნების პროცესი. ფაქტები გროვდება, უკავშირდება პირველსაწყისებსა და გარკვეულ ფასეულობებს, მაგრამ ისინი ვერ ახდენენ გავლენას ამ პირველსაწყისების შემეცნებაზე. არ ხდება „კულტურული რევოლუციები“ (ტ. კუნის „მეცნიერული რევოლუციის“ მსგავსად), ცივილიზაციური გადასვლები. თუკი საკუთარ თავში ჩაკეტილი არქაული აზროვნება დარჩება გაბატონებული, მაშინ კაცობრიობის ისტორიის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ქრისტიანობის, სხვა მსოფლიო რელიგიების წარმოშობა, შეუძლებელი იქნებოდა.
წარმოვიდგინოთ, რომ ჩაკეტილი არქაული სამყარო ეჯახება სხვა, უფრო განვითარებულ მსოფლმხედველობას. კულტურული სამყარო, რომელიც არ არის მზად რეფლექსიისთვის, ქაღალდის სახლივით იშლება: ვერ ხერხდება მრავალრიცხოვანი ფაქტების ახსნა საკუთარ საფუძვლებზე. ხოლო.თუკი მოხერხდება ამ ფაქტების გათავისება, გაიზიარებენ სხვა კულტურის საფუძვლებს, მაშინ საკუთარი გახდება ზედმეტი. არქაული წესრიგის ადგილას მოდის არქაული ქაოსი. დღეს ამგვარი მტკივნეული გარდამავალი მდგომარეობის მაგალითად გამოდგება მესამე სამყაროში არსებული მდგომარეობა. მაგრამ უფრო განვითარებულ კულტურებშიც იგივე ხდება. კონფლიქტი ამჯერად წარმოიშვება მხოლოდ „წინ“ წასულ სუბკულტურებს შორის. ნორმალურ შემთხვევაში კულტურა ძლიერად მუშაობს ამ კონფლიქტების დარეგულირებაში, მაგრამ ხშირად იგი ვერ უძლებს გადატვირთვას. როგორც მთელ კულტურას შეუძლია ჩაეფლოს ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის უფსკრულში, ასევე სუბკულტურას შეუძლია შევიდეს ფუნდამენტალიზმის ჩიხში.
თუკი ფუნდამენტალისტური სუბკულტურა უარს ამბობს დიალოგის გამართვაზე და გადადის ტრადიციული საფუძვლების მეომრულ დაცვაზე, იგი საკუთარ თავს ნებაყოფლობით გამორიცხავს ცხოვრების მდინარებიდან, ცოცხალი კულტურიდან და მარგინალიზდება. ამასთანავე ფსიქოლოგიურ-ზნეობრივი გადატვირთულობები იმდენად ძლიერდება, რამდენადაც იგი იცავს ფასეულობებს, რომლებიც უკვე აღარ ახასიათებს საზოგადოებას, მას არ შეუძლია ამ საზოგადოებაზე დაყრდნობა. ასეთ პირობებში ფუნდამენტალისტებისთვის იქმნება ფსიქოლოგიური კრიზისისა და პიროვნების ფსიქოლოგიური სტრუქტურის რღვევის საშიშროება. აანალიზებს რა ფუნდამენტალიზმის ფენომენს მისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური განწყობის თვალსაზრისით, ფუნკე აღნიშნავს, რომ ფსიქიკის ეს ტიპი საკუთარ თავში მოიცავს პიროვნების შიზოიდურ და აკვიატებულ სტრუქტურას. შიზოიდი უნდობლად უყურებს სამყაროს, საკუთარ თავზეა კონცენტრირებული და ავტონომიურია, არ ახასიათებს თვითრეფლექსია და თვითკრიტიკა, მაგრამ სწყურია უსაფრთხოება და სტაბილურობა, მიდრეკილია „განტევების ვაცის“ შექმნისკენ. აკვიატებულ პიროვნებას კი, პირიქით, ეშინია დამოუკიდებლობის, იგი მიისწრაფვის საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების განთავისუფლებისკენ, ცდილობს მთლიანად შეეწყოს გარეგან ფასეულობათა, დადგენილებათა და ავტორიტეტთა სისტემას. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს პიროვნების სტრუქტურის რღვევას, რომელიც გულისხმობს ბალანსს „მესა“ და „არა მეს“ შორის, უსაფრთხოებასა და ავტონომიას შორის. ფუნდამენტალისტის ინდივიდუალურ განვითარებაში ადგილი არა აქვს სრულფასოვან გადასვლას დედისა და ბავშვის ურთიერთობის ინფანტილური უსაფრთხოების გრძნობიდან იმ უსაფრთხოების მდგომარეობაში, რომელიც ეყრდნობა საკუთარი ავტონომიურობის გრძნობას. საკუთარი უსაფრთხოების მიმართ საფრთხის გრძნობა შობს აგრესიას. ფუნდამენტალიზმში ხილული ხდება აისბერგის წვერი „უსაფრთხოების ნატვრა“... თავის არსში ფუნდამენტალისტური თეორიები მიდრეკილია გარკვეული, საბოლოო, დიადი ჰარმონიის ქადაგებამდე, რომელშიც კულტურა და ბუნება, სუბიექტი და ობიექტი, ადამიანი და ქმნილება დაკავშირებულნი არიან რაღაც ყოვლისმომცველი ერთობით. ხასიათდება რა ამგვარი ფსიქოლოგიური ანომალიით, ფუნდამენტალისტური საზოგადოება ხდება მიმზიდველი ცენტრი ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ხედავენ საკუთარი ადაპტაციის შესაძლებლობას და პოულობენ ბევრ „თანამოაზრეს“.
რასაკვირველია, ფუნდამენტალიზმი არ დაიყვანება „სამედიცინო“ პრობლემამდე. თუმცა კულტურულ-ფსიქოლოგიური რეაქციების საფუძველზე შუიძლება ლოგიკურ-მეტაფიზიკური წინაპირობების განხილვათა განვითარება. იმ ჯგუფთა უბრალო ჩამოთვლაც კი, რომლებიც ფუნდამენტალიზმის სოციალურ საფუძველს წარმოადგენენ, ავლენს თავის მარგინალურ ხასიათს: „ბებიები“ - მარგინალები ასაკით; „ღვთისმეტყველები“ - მარგინალები სეკულარული არხებით საზოგადოებაში ცოდნის გადაცემის მიმართ დამოკიდებულების გამო (მეცნიერება, მასმედია); „ბერები“ - ნებაყოფლობითი ანაქორეტები, „სამღვდელოება“ - მარგინალები „პროფესიონალურ სამყაროში“; მარგინალები არიან ასევე „ნეოფიტები“; და საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც ფასეულობათა სისტემის რადიკალური ცვლილება განიცადა, შეიძლება ვუწოდოთ მარგინალური. ასეთ პირობებში „მარგინალურ“ იდეოლოგიას წარმატების დიდი შანსები აქვს.
ცალკეულ სოციოკულტურულ პროცესების მოკლე მიმოხილვის შემდეგ, რომელიც ხელს უწყობს ფუნდამენტალიზმის წარმოშობას, ჩნდება კითხვა: სულიერი მოწოდება, რომელიც შობს ფუნდამენტალიზმს, როგორ გადაიყვანება იმ მარგინალთა ენაზე, რომლებიც მოცულნი არიან ტრადიციასა და მოდერნს შორის არსებული კონფლიქტით? განსხვავებით „სულიერისგან“, აქ ჩადებულია მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის „პრაქტიკული“ პროგრამა.
ოცნტრიზმი - ნტიპლუალიზმის ფიზიკა. თეოცენტრიზმის იდეის გადატანა კულტურული მშენებლოხის სფეროში კულტურულ სფეროთა ავტონომიურობის დელეგიტიმაციას ახდენს. კულტურულ მოღვაწეობას, რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს პირდაპირი გაგებით ღვთისმსახურებას, ერთმევა არსებობის უფლება. ადამიანი par excellence ითვლება ცოდვილ არსებად: არალეგიტიმურია ნებისმიერი მისი საქმიანობა საკუთარი კეთილდღეობისათვის. მთლიანად უარყოფილია თანამედროვე საზოგადოების სოციო-კულტურული სტრუქტურა და მისი კულტურული განვითარება.
თისმოშიშ - რიტუალურობა. მართლმადიდებლური ღვთისმოშიშების ფორმები უნდა დარჩეს უცვლელი, თუნდაც მათი არავის ესმოდეს. ღვთისმოშიშებისა და ტრადიციის დამანგრეველნი - ეკლესიის ყველაზე საშიში შიდა მტრები არიან. წმინდა მართლმადიდებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანებზე, რომლებიც არიან ცოდვილები და რომლებიც ასევე შეიძლება იყვნენ მცდარნი სხვადასხვა საკითხში.
გადმოცემისადმი ერთგულება - ტრადიციონალიზმი. იმპერატივები და მითითებები კულტურული მშენებლობისათვის, რომელსაც „ავთენტური“ მართლმადიდებლური ხასიათი აქვს, შესამლებელია მხოლოდ წმ. წერილსა და ტრადიციაში ვიპოვოთ. წმ. წერილსა და კულტურულ-ისტორიულ ტრადიციას შორის საზღვარი იშლება. ისტორიაში ყველაფერი, რაც ტრადიციისთვის უცხოა, - ასეთს კი წარმოადგენს თანამედროვეობა, - ხდება არალეგიტიმური. კულტურული საქმიანობის აზრი მოდერნის წინსვლისთვის ხელის შეშლაა.
მინდა წერიისადმი ერთგულება - მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების უარყოფა. წმ. წერილი და ეკლესიის მამათა გამონათქვამები წარმოადგენს იმ წყაროს, რომელშიც უკვე ფორმულირებულია კულტურული მოღვაწეობისთვის აუცილებელი ყველა პრინციპი. საჭიროა ტრადიციის მითითებებზე დაყრდნობით მათი კონკრეტული საქმიანობის პროგრამაში გამოყენება: მართლმადიდებლური სახელმწიფო, მართლმადიდებლური კულტურა, მართლმადიდებლური ეკონომიკა. ამგვარი პროგრამა არც სეკულარიზმის ტექსტებს - მეცნიერებასა და კულტურის სხვა ფორმებს შეეწინააღმდეგება, არც განსაკუთრებით მართლმადიდებლურ მემკვიდრეობას გახრწნის.
მორაიზმი - ასიულობა და კულტურის არყოა. საზოგადოების კრიზისიდან გამოსვლა ხდება მორალური აღორძინებით და იფარგლება ამით. დაკნინებული ზნეობა შეიძლება აღდგეს მხოლოდ ბრძოლით „თავისუფლების“ თანამედროვე (ლიბერალური) გამრყვნელი იდეოლოგიის წინააღმდეგ. უნდა დაიწყევლოს გარყვნილების ყველა ინსტრუმენტი - ტელევიზორიდან კომპიუტერამდე, ასევე მათი წყარო - ინდივიდუალიზმის არასულიერი სამყარო, ანუ მოდერნი.
სიკეთისა და ბოროტების განსხვავება სამყაროს შა-თეთრი სახე. ყველაფერი, რაც არ არის სიკეთე, არის ბოროტება. ყველაფერი, რაც არ უკავშირდება ღმერთსა და ეკლესიას, ემორჩილება ეშმაკს. ყველაფერი, რაც არ ემსახურება ღვთაებრივ წესრიგს, განწირულია არაყოფიერებისათვის. ამის მიმართ ქრისტიანობის დამოკიდებულებაა - ბრძოლა საბოლოო განადგურებამდე.
რისტიანული სახელმწიფო - მონარქიული ტოტაიტარიზმი. ყველა თანამედროვე პოლიტიკური ფორმა - დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკა - მართლმადიდებლური სახელმწიფოს იდეას ამსხვრევს და წარმოადგენს ეშმაკის „გამონაგონს“, ძირითადად იმისთვის, რომ განადგურდეს რუსეთი. იარაღს წარმოადგენს აგრესიული დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით. რუსეთის სახელმწიფოებრივი ერთიანობა თვითმპყრობლის ძალაუფლების ქვეშაა, რომელიც მხოლოდ ზნეობრივ კანონს ემორჩილება და ებრძვის გარყვნილებას. მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი „ლიბერალური შფოთის“ რეალური განდევნა და რუსეთის გადარჩენა.
პატრიოტიზმი - რასიზმი და ნაციონაიზმი. ეშმაკის იარაღი და რუსეთის მტერი ცნობილია - ეს არის ებრაელი ერი, რომელმაც ჯვარზე გააკრა მაცხოვარი. მათი საიდუმლო სამუშაო მსოფლიოს ტოტალური დამორჩილებისათვის მასონების მეშვეობით თითქმის დასრულებულია - მთელი ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ჯგუფის ხელში. ამ პროგრამის უკანასკნელ პუნქტს წარმოადგენს რუსეთისა და მართლმადიდებლობის საბოლოო განადგურება. ბრძოლა მიმდინარეობს რუსოფობი ლიბერალების ხელით, რომლებმაც პერესტროიკითა და რეფორმებით სრულიად „განძარცვეს“ რუსი ერი და გადააქციეს იგი ღატაკ მონებად. ჭეშმარიტი პატრიოტიზმი მდგომარეობს რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენაში და რუსოფობებთან - ინტელიგენციასა და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობასთან ბრძოლაში.
თუკი ამ „პრაქტიკულ“ პროგრამაში, რომელიც მოიაზრება როგორც პროგრამა-მაქსიმუმი „სულიერ“ პროგრამა-მინიმუმთან მიმართებაში, გამოტოვებულია ბევრი დეტალი, მთავარი - ბრძოლის, წმინდა „გაზავატის“ ლეიტმოტივი მაინც დარჩენილია. ყოველი „სულიერი“ დავალება გამოკვეთს ფრონტის ხაზს და ამგვარად შეიცნობა „მტრის“ ხატი. თუკი „სულიერი“ პროგრამა წარმოადგენს კულტურის ქრისტიანიზაციის რადიკალურ მოთხოვნას, მაშინ „პრაქტიკულ“ პროგრამაში ამ მოთხოვნების რეალიზაციაში „უნებლიეთ“ უარიყოფა ქრისტიანობის ძირითადი პრინციპები: ეკლესიისადმი მსახურება, მისი კოსმიურობა და ინტერნაციონალურობა, კულტურული მშენებლობა, სიყვარული, პიროვნების თავისუფლება, ღვთისმეტყველება. ამის ნაცვლად კურთხეულია ტოტალიტარიზმი, რასიზმი, იმპერიალიზმი. სიძულვილი, მიუხედავად მათი ყოვლისმომცველი მორალიზმისა, გარდაიქმნება გარკვეულ „სულიერ თვალად“. ადამიანი, როგორც ცოდვით შებღალული არსება, დაგმობილია, სამაგიეროდ ტრადიცია, რომელსაც ეს ადამიანი ქმნიდა, ბოლომდე წმინდად მიიჩნევა. ამგვარად გამოიყენება ზნეობრივი და საღვთისმეტყველო საფუძვლები არქაიკის სტიქიის განთავისუფლებისთვის, რომლის ზეიმსაც წარმოადგენს ებრაული პოგრომი - ფუნდამენტალიზმის „არქეტიპი“.


The National Library of Georgia


Cover Image


nplg.gov.ge

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий