ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი
სამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვით განიცდიან შინაგან კრიზისს, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიც) რელიგიური ფუნდამენტალიზმისადმი. თუმცა მე მტკიცედ მჯერა,თუ როგორ ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდის თავისუფალ ნებასთან. „თავისუფალი ინდივიდი“-ს გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ს-ის დასავლურ აზროვნებას. თავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარად, ვიდრე ორგანულ საზოგადოებაში. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანს-რელიგიის არჩევანის საკითხზე.
ჩვენ მართლმადიდებლები, კატეგორიულად უარვყოფთ პროზელიტიზმის ნებისმიერ ფორმას – იქნება ეს სხვების რელიგიური აზროვნების ცვლილება ზეწოლისა და დაშინების გზით. ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია, როგორც პროზელიტების მაძიებლები ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, აგრეთვე ის მართლმადიდებლები, რომლებიც თავს ახვევენ საკუთარ რწმენას სხვებს. ჩვენ არ გვაქვს დიალოგი მუსლიმებთან და იუდეველებთან იმის გამო, რათა მოვაქციოთ ისინი ჩვენს სარწმუნოებაზე. ასეთი სურვილები იქნებოდა რაღაც ამპარტავნული და შეუწყნარებელი, წინააღმდეგობრივი თავად შეხვედრისა და დიალოგის იდეისა. უფრო მეტიც; ამ ორმხრივ დისკუსიებში ჩვენ არ ვგრძნობთ ასეთ სურვილს, ასევე არ ვგრძნობთ მსგავსს ჩვენი მუსლიმი და იუდეველი კოლეგებისგანაც.
ჩვენ შეშლილ საუკუნეში მოვუწოდებთ ქრისტიანებს მოსალაპარაკეებელ მაგიდასთან დაჯდნენ მუსლიმებთან და იუდეველებთან – ეს სურვილი და მიზანია, რათა დაანახო და დაამტკიცო, რომ რელიგიური განსხვავებანი არ წარმოქმნიან კონფლიქტს ადამინებს შორის. ბოლოსდაბოლოს, თუ კონფლიქტების მიზეზი არის რელიგიებს შორის განსხვავებანი- ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის მაინც იმეფებდა მშვიდობა და კეთილდღეობა. მაგრამ ცნობილია რომ ძალიან ხშირად კამათი, კონფლიქტები და ომებიც კი ხდება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგომ ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის, ხშირად ერთი რეგიონის მაცხოვრებლებს შორისაც კი. ამ დაძაბულ დროში ბევრი დასავლეთში მცხოვრები და სეკულარულად მოაზროვნე ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისწრაფვის გადააქციოს რელიგია განტევების ვაცად, დასდონ ბრალი სხვადასხვა პრობლემების წარმოშობაში, რომლითაც მოცულია ჩვენი მსოფლიო. რაც უფრო მატულობს დაძაბულობა მსოფლიოში, მით უფრო მეტად გაჰყვირიან თითქოსდა რელიგია – სათავეა ყველა ბოროტების, მოითხოვენ სუფთა საერო მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა შესაძლებელია ეს კრიტიკა გარკვეულწილად სწორია. საერთო ჯამში კი რელიგია არაფერ შუაშია, ასე მაგალითად: რელიგია არ არის წყარო სოციალური უთანასწორობის და ნამდვილად არ არის მთავარი მიზეზი მსოფლიოში ზრდადი ეთნიკური დაძაბულობის.
მაგრამ ხდება ხოლმე რომ არასწორი ინტერპრეტაცია წმინდა ტექსტების ნებისმიერ რელიგიაში გამოიყენება ადამიანის ეგოისტური ინტერესების გასამართლებლად ან რათა უზრუნველყონ მორწმუნეების მხარდაჭერა ამა თუ იმ ლიდერისადმი. მიუხედავად იმისა რომ ფუნდამენტალიზმმა შეიმუშავა გარშემო ბევრი უარყოფითი გამოვლინება, ერთი ნამდვილად მართალია-ის უდავოდ გამოიყენება პირადი მიზნებისათვის ან პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. თუმცა პატიოსანმა ხალხმა ყველა რელიგიაში უნდა იბრძოლონ იმისათვის, რათა პატივისცენ ღმერთს და არ ჩავარდნენ ეგოისტურ სატყუარაში, დარჩნენ მტკიცენი წყალობაში, მიტევებასა და თანაგრძნობაში. რათქმა უნდა ჩემთვის ცნობილია, რომ ყველა ქრისტიანულ დენომინაციებს შორის, იუდეველების ყველა თემში, ისლამის მიმდევრებში ყოველთვის არსებობენ უმცირესობები, განსხვავებული შეხედულებების მატარებლები, მათ შორის ძალიან უკიდურესები. თუმცა, როგორც ქრისტიანი ლიდერი, მე ვიტოვებ იმედს, საბოლოოდ იქნება მიღწეული სახარებისეული თანხმობა, შერიგება და კარგი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ამას გულისხმობდა პავლე მოციქული როდესაც წერდა: „თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ « (რომ 12:18)
თავისუფალი თარგმანი: შოთა კინწურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий