როგორ ექსპერიმენტმა აჩვენა, Е ვიტამინი ხელს უწყობს სისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას და დაახლოებით 19% ამცირებს გულ-სისხლძალღვთა დაავადების რისკს.
კვლევაში მონაწილეობდნენ ცდისპირები, რომელმაც მოწევაზე უარი თქვეს სულ რაღაც 7 დღით. მეცნიერთა მიერ იზომებოდა სისხლში ანთების მარკერების რაოდენობა მოწევაზე უარის თქმამდე და 7 დღის შემდეგ. გარდა ამისა, ცდისპირთა ერთი ჯგუფი Е ვიტამინს იღებდა, კერძოდ, Е ვიტამინის კონკრეტულ ფორმას – გამა-ტოკოფეროლს.
7 დღის განმავლობაში სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ ცდისპირების სისხლძარღვთა ფუნქცია საშუალოდ 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო Е ვიტამინის მიღების შემთხვევაში – 4.3%-ით. შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს, რომ ეს განსხვავება უმნიშვნელოა, მაგრამ სისხლძარღვების გაფართოება 1%-ითაც კი ნიშნავს მომავალში გულის დაავადებათა რისკის პოტენციურ შემცირებას 13%-ით.
ეს ძალიან სასარგებლო აღმოჩენაა, ვინაიდან თავგამოდებული მწეველის მიერ სიგარეტზე უარის თქმას ჯანმრთელობის სწრაფი აღდგენა არ მოჰყვება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება მრავალ წელს მოითხოვს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაავადების განვითარების მაღალი რისკი არსებობს.
უნდა ითქვას, რომ Е ვიტამინი გამა-ტოკოფეროლის ფორმით ძალიან გავრცელებულია და არა მარტო აფთიაქში იყიდება. მას შეიცავს მრავალი საკვები პროდუქტი – მაგალითად, სოია, რაპსი, კაკალი და ა.შ.
ამერიკელ მეცნიერთა ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 20 წელზე უფროსმა 30 მწეველმა. თითოეული მანგანი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში დღეში არა ნაკლებ 10 სიგარეტს ეწეოდა. ყველა მონაწილემ მოწევაზე 7 დღით უარი თქვა. ამასთანავე, 16 ცდისპირი დღეში 50 მგ გამა-ტოკოფეროლს იღებდა, დანარჩენები 14 კი – პლაცებოს. სისხლის სინჯების გარდა, მეცნიერები იკვლევდნენ არტერიის ფუნქციას წინა მხარის არეში სკანერით. შესწავლილ იქნა სისხლძარღვთა რეაქცია სისხლის ნაკადის აღდგენაზე – მას ჩალიჩის გამოყენებით 5 წუთით აჩერებდნენ. როგორც ცნობილია, მწეველის სისხლძარღვები სისხლის ნაკადის შეცვლაზე ძალიან ნელა რეაგირებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий