ადამიანის ტვინთან დაკავშირებული მრავალი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. საბედნიეროდ, დადგენილია, რა გზით არის შესაძლებელი ამ იდუმალი ორგანოს აქტივობის შენარჩუნება და ფუნქციათა მაქსიმალური გახანგრძლივება.
გავუფრთხილდეთ სისხლძარღვებს
ტვინის ოპტიმალური მუშაობის დიდხანს შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავუფრთხილდეთ მის მკვებავ სისხლძარღვებს და დროულად გავასუფთაოთ ისინი. ადამიანის ორგანიზმს ანაგვიანებს ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, საკვები, წყალი, თამბაქო, ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები.
ტვინის მუშაობის აღსადგენად აუცილებელია სისხლძარღვებისა და სისხლის ამ მავნე ნაერთებისგან გათავისუფლება. სისხლძარღვებით ტვინის ნორმალური სისხლმომარაგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მკვებავი სისხლძარღვების კედლებს კარგი გამტარობა აქვს. ამ მხრივ ტვინს უმთავრესად ოთხი საშიშროება ემუქრება:
1. უჯრედებისა და მათი მემბრანების დაბინძურება.
2. კაპილარებისა და მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ფოლაქებით დაცობა (ისინი 30 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80%-ს აღენიშნება);
3. სისხლძარღვების, არტერიებისა და ვენების მიჭყლეტა ცხიმოვანი დანალექებით, რაც მათი დიამეტრის შემცირებას და, შესაბამისად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს;
4. სისხლძარღვებში სისხლის დინების შემცირება ამა თუ იმ მიზეზით, მათ შორის - სითხის არასაკმარისი მოხმარების გამო.
2. კაპილარებისა და მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ფოლაქებით დაცობა (ისინი 30 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80%-ს აღენიშნება);
3. სისხლძარღვების, არტერიებისა და ვენების მიჭყლეტა ცხიმოვანი დანალექებით, რაც მათი დიამეტრის შემცირებას და, შესაბამისად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს;
4. სისხლძარღვებში სისხლის დინების შემცირება ამა თუ იმ მიზეზით, მათ შორის - სითხის არასაკმარისი მოხმარების გამო.
როგორ მოვიქცეთ?
- მიაქციეთ ყურადღება: დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 2,5 ლიტრი სითხე, ეს შეიძლება იყოს წყალი, წვენები, ჩაი, კომპოტი. სითხის ნაკლებობისას ტვინი შრება, იფიტება და კარგავს ნორმალურად მოქმედების უნარს. სადილის წინ სასარგებლოა ვაშლის, კომბოსტოს ან სტაფილოს წვენის დალევა.
- ეცადეთ, სადილად და ვახშმად კვირაში რამდენჯერმე მაინც მიირთვათ ხახვი, ნიორი, სტაფილო, კომბოსტოს სალათი, უხვად შენელებული ოხრახუშით და წიწიბურას ფაფა. ეს პროდუქტები ტვინში ერთგვარი "ცოცხის" როლს ასრულებს.
- სასარგებლოა ხახვი, ნიორი. ისინი შლიან ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც ართულებენ ტვინში სისხლის მოძრაობას.
- ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ გირჩევთ დილით, უზმოზე, მიიღოთ ჭიქა წყალში გაზავებული მცირე რაოდენობით საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი - ეს ნაზავი ქოლესტერინულ წარმონაქმნებს ხსნის. მეორე დღეს შეგიძლიათ ლიმონის ნაყენი ცაცხვის ყვავილების, კრაზანას, მარწყვის ან მოცხარის ნაყენით შეცვალოთ.
ტვინს ჟანგბადი სჭირდება
ტვინი ადამიანის ორგანოთა შორის ყველაზე მეტ ჟანგბადს მოიხმარს და, ამასთან, ყველაზე მწვავედ რეაგირებს მის უკმარისობაზე. დღეს, როდესაც ინდუსტრიალიზაცია ადამიანის ორგანიზმს ჟანგბადის სულ უფრო და უფრო დიდ დეფიციტს უქმნის, ამის გამოსწორება შეიძლება სპეციალური სავარჯიშოებით, რომლებიც აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა შესრულდეს. კვლევებმა დაადასტურა, რომ მცირე ხნით სუნთქვის შეკავება ქმნის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სისხლიდან ჟანგბადის ათვისებისა და ტვინის სრულფასოვანი კვებისთვის. საკმარისია, შეიკავოთ სუნთქვა ამოსუნთქვისას და შეკავება თანდათან გაახანგრძლივოთ. ამ დროს ფილტვების ალვეოლები უფრო და უფრო სრულყოფილად იხსნება, სისხლი უფრო და უფრო მეტად ჯერდება ჟანგბადით და ასეთი სახით მიეწოდება ტვინს. სასურველია, ყოველდღე ივარჯიშოთ. მეორე რიტმული სუნთქვაა. იგი დღეში 10 წუთის განმავლობაში სრულდება: ჩასუნთქვა გრძელდება 8 წამს, შეკავება - 8 წამს, ამოსუნთქვა - 8 წამს, შემდგომ კვლავ სუნთქვის შეკავება 8 წამით. ეს ორი ვარჯიში საკმარისია ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თუ მათ ყოველდღიურად შეასრულებთ რამდენიმე თვის განმავლობაში.
ამინმჟავებიფენილალანინი
ტვინის ნორმალურ მუშაობისთვის აუცილებელია რამდენიმე შეუცვლელი ამინმჟავა, რომელთა სინთეზსაც ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს და საკვების მეშვეობით უნდა მივაწოდოთ. ერთ-ერთი მათგანია ამინმჟავა ფენილალანინი, რომელიც საჭიროა ჰორმონ ადრენალინისა და ნორადრენალინის სინთეზისთვის, ეს უკანასკნელნი კი ტვინს სხვადასხვა გამღიზიანებელზე სწრაფი რეაგირებისთვის სჭირდება. ფენილალანინს შეიცავს: ხორცი, ფრინველი, რძე, არაჟანი, ხაჭო და კვერცხი. ხილსა და ბოსტნეულში ფენილალანინი ცოტაა, ამიტომ ვეგეტარიანელებს განსაკუთრებით სჭირდებათ მისი დეფიციტის შევსება.
ტრიფტოფანი
ტვინის ოპტიმალური ფუნქციობისა და ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში, აუცილებელია ტრიფტოფანი, რომელიც ხელს უშლის ნეირონების დაბერებასა და სიკვდილს. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმისა და ინდაურის ხორცი, თევზი, ხაჭო, თხილი, ლეღვი, გარგარი, ბანანი და ყურძენი.
www.mkurnali.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий