среда, 28 августа 2013 г.

ძვლის ტვინის დაცვა რადიაციისგან: ამერიკელები ეფექტურ მეთოდს ეძებენ


აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ისეთი წამლის შემუშავებაზე, რომელიც დაიცავს სისხლწარმომქმნელ ორგანოებს რადიაციის ზემოქმედებისგან.
2014 წლის დასაწყისისთვის მწვავე ტრომბოციტოპენიის მკურნალობის მეთოდების კვლევაზე აშშ-ს მთავრობა 8 მილიონამდე დოლარს დახარჯავს. ეს დაავადება დაკავშირებულია ტრომბოციტების დაკარგვასთან რადიაციის ჭარბი ზემოქმედების შედეგად ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სისხლწარმომქმნელ ორგანოებსა და ქსოვილებზე, როგორიცაა ძვლის ტვინი და ელენთა. თრომბოციტოპენია შინაგან სისხლდენას იწვევს, ხშირად – ლეტალური შედეგით.
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ასეთი მძიმე ტრომბოციტოპენიით დაავადებულ პაციენტმა მკურნალობის რაიმე სანდო მეთოდი არ არსებობს. ამ დაავადების სამკურნალოდ ექიმებს მხოლოდ ორი, არც თუ ისე ეფექტური, მეთოდი აქვთ: სისხლის გადასხმა და ტრომბოციტების ინიექცია. თუმცა, რადიაციით მასობრივი დაზიანების შემთხვევაში არც ეს მეთოდები იქნება, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი.
აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ შექმნილ უნდა იქნეს შეიქმნას პრეპარატები, რომლებიც ეფექტური იქნება რადიაციით მასობრივი დაზიანებისას, მაგალითად, ბირთვული ტერორისტული აქტის ან ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში. სავარაუდოდ, ეს იქნება სპეციფიკური ცილები, რომლებიც იწვევს თრომბოციტების წარმოქმნას.
ამასთანავე, პრეპარატების ორგანიზმში შეყვანა მაქსიმალურად მარტივად უნდა ხდებოდეს. მაგალითად, ტრომბოციტების გამომუშავების მაპროვოცირებელი ჰორმონის, ტრომბოპოეტინის, შეყვანა შესაძლებელი უნდა იყოს ჩაყლაპვის, შესუნთქვის ან კანში შეწოვის გზით. რა თქმა უნდა, ახალი პრეპარატი უსაფრთხო უნდა იყოს რადიაციით მოწამვლის დიდი რისკის მქონე პირებისთვის: ბავშვების, ფეხმძიმეების, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
უკანასკნელ თვეებში აშშ-ში რადიაციისაგან დაცვასთან დაკავშირებული კვლევითი პროგრამების ნამდვილი ბუმი აღინიშნება. ასე, თებერვალში თავდაცვის სამეცნიერო მეცნიერებათა სააგენტო DARPA-ს მიერ ინიცირებულ იქნა პროექტი, რომელიც უკავშირდება რადიაციული ზემოქმედების ისეთ გრძელვადიანი შედეგებისაგან დაცვას, როგორიცაა კიბო და დნმ-ის დაზიანება. 2013 წელს სამხედრო საფრთხის შემცირების სააგენტომ 6 მილიონი დოლარი გამოყო ბირთვული იარაღის აღმოჩენის ახალი მეთოდების კვლევისათვის. ყოველივე ეს ანალოგიური პროგრამების მხოლოდ მცირე ნაწილია.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий