აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური კავშირი ემბრიონის სწრაფ ზრდასა და კიბოს უჯრედების არაკონტროლირებად გამოყოფას შორის. ამრიგად, ამ კვლევის შედეგად მიღებულია ახალი მონაცემები ადამიანის განვითარების პროცესისა და კიბოს გავრცელებულ სახეობათა გენეტიკური საფუძვლების შესახებ.
მეცნიერებისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ პრენატალურ და ადრეული პოსტნატალურ ხანაში ადამიანის სწრაფი ზრდის ხელშემწყობი გენები შეიძლება „ჩაირთოს" კიბოს უჯრედებშიც. ახლა მეცნიერებმა განსაზღვრეს მოლეკულური გადამრთველი, რომელიც ზოგიერთ ასეთ გენს „რთავს". ეს აღმოჩენა სხეულის ნორმალური ზრდისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის ანომალური განვითარების გაგების საშუალებას იძლევა.
ადამიანის დაბადების მომენტამდე სხეულის ზრდის მასტიმულირებელი 200-ზე მეტი გენომისაგან შემდგარი ჯგუფი ძალიან აქტიურია და უზრუნველყოფს ემბრიონის უაღრესად სწრაფ ზრდას. დაბადების შემდეგ ეს გენები თანდათან „ირთვება" – როგორც ჩანს, იმისათვის, რომ სხეულის ზრდა შეჩერდეს და საბოლოო ჯამში ხანდაზმულობის პერიოდისაკე წარიმართოს. მაგრამ ზოგიერთი ასეთი გენი რატომღაც „ირთვება" კიბოს უჯრედებშიც, რაც პოტენციურად შეიძლება იყოს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების „გასაღები".
ზრდის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ძირითადი გენია გენი სახელწოდებით IGF2. ეს გენი სხეულის ნორმალური პრენატალური ზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგრამ სწორედ ამ გენის აქტივაცია ხდება მრავალი საშიში კიბოს სახეობის შემთხვევაშიც (მაგალითად, შარდის ბუშტის კიბო, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება ბავშვებს შორის).
მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერებმა არ იცოდნენ, თუ როგორ ხდება IGF2 გენის ჩართვა-გამორთვა, მაგრამ სხვადასხვა კვლევითი მეთოდიკისა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილის გამოყენების წყალობით მოახერხეს ამ გადამრთველის აღმოჩენა. ესაა ცილა E2F3, რომელიც ახდენს IGF2 გენის აქტივაციას – როგორც ემბრიონის ნორმალური განვითარების დროს, ისე ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში.
უფრო მეტიც, E2F3 ცილას შეუძლია არა მარტო IGF2 გენის რეგულირება, არამედ ზრდის გენების ჯგუფში შემავალი ბევრი სხვა გენისაც. კანონზომიერება ძალიან მარტივია: როცა E2F3 ცილის დონე მაღალია, ხდება ზრდის გენების ჩართვა, როცა დაბალია – გამორთვა. ამრიგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანის სხეულის ზრდის რეგულირება საკმაოდ მარტივია, რაც მედიცინისათვის თავისთავადაც ძალიან ღირებული აღმოჩენაა.
მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ E2F3 ცილის მეშვეობით პოტენციურად დიდი შესაძლებლობა არსებობს არა მარტო კიბოს მკურნალობის კუთხით, არამედ ადამიანის ორგანიზმის განვითარების მართვის თვალსაზრისითაც. ამჟამად მეცნიერები დაკავებული არიან ზრდის ყველა გენის რთული ურთიერთქმედების გაფიშვრითა და ონკოლოგიურ დაავადებებთან ამ გენების კავშირის შესწავლით.
ადამიანის დაბადების მომენტამდე სხეულის ზრდის მასტიმულირებელი 200-ზე მეტი გენომისაგან შემდგარი ჯგუფი ძალიან აქტიურია და უზრუნველყოფს ემბრიონის უაღრესად სწრაფ ზრდას. დაბადების შემდეგ ეს გენები თანდათან „ირთვება" – როგორც ჩანს, იმისათვის, რომ სხეულის ზრდა შეჩერდეს და საბოლოო ჯამში ხანდაზმულობის პერიოდისაკე წარიმართოს. მაგრამ ზოგიერთი ასეთი გენი რატომღაც „ირთვება" კიბოს უჯრედებშიც, რაც პოტენციურად შეიძლება იყოს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების „გასაღები".
ზრდის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ძირითადი გენია გენი სახელწოდებით IGF2. ეს გენი სხეულის ნორმალური პრენატალური ზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგრამ სწორედ ამ გენის აქტივაცია ხდება მრავალი საშიში კიბოს სახეობის შემთხვევაშიც (მაგალითად, შარდის ბუშტის კიბო, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება ბავშვებს შორის).
მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერებმა არ იცოდნენ, თუ როგორ ხდება IGF2 გენის ჩართვა-გამორთვა, მაგრამ სხვადასხვა კვლევითი მეთოდიკისა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილის გამოყენების წყალობით მოახერხეს ამ გადამრთველის აღმოჩენა. ესაა ცილა E2F3, რომელიც ახდენს IGF2 გენის აქტივაციას – როგორც ემბრიონის ნორმალური განვითარების დროს, ისე ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში.
უფრო მეტიც, E2F3 ცილას შეუძლია არა მარტო IGF2 გენის რეგულირება, არამედ ზრდის გენების ჯგუფში შემავალი ბევრი სხვა გენისაც. კანონზომიერება ძალიან მარტივია: როცა E2F3 ცილის დონე მაღალია, ხდება ზრდის გენების ჩართვა, როცა დაბალია – გამორთვა. ამრიგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანის სხეულის ზრდის რეგულირება საკმაოდ მარტივია, რაც მედიცინისათვის თავისთავადაც ძალიან ღირებული აღმოჩენაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий