среда, 28 августа 2013 г.

გამოინახა ალერგიის აღმოფხვრის ხერხი


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სინთეზურ მოლეკულას ძალუძს ალერგიული რეაქციის გამომწვევი კომპლექსების დათრგუნვა. ამ აღმოჩენას შეიძლება მოჰყვეს მწვავე ალერგიული რეაქციის სამკურნალო სწრაფმოქმედი წამლების ძალიან სწრაფი განვითარება.
კვლევა სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და ბერნის უნივერსიტეტის (შვეიცარია) მეცნიერთა მიერ არის ჩატარებული. ახალი ინგიბიტორი განაიარაღებს IgE ანტისხეულებს – ესაა „საკვანძო მოთამაშე" მწვავე ალერგიის დროს. ეს ინგიბიტორი განაცალკევებს ანტისხეულებს მათი ქიმიური პარტნიორისაგან – „FcR" წოდებული მოლეკულებისაგან. „მწვავე ალერგიული რეაქციის პროცესში IgE ანტისხეულების სწრაფი დათრგუნვის შესაძლებლობა უაღრესად დიდი მიღწევა იქნებოდა", – განაცხადა დოქტორ თედ ჟარდეცკიმ, სტრუქტურული ბიოლოგიის პროფესორმა და კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მეცნიერთა მიერ გამოყენებული ინგიბიტორი სწორედ ამას აკეთებს. უამრავ მრავალფეროვან ალერგენს, მცენარეთა მტვრიდან დაწყებული და მიწის თხილის ზეთით დამთავრებული, ძალუძს მყისიერად ალერგიის გამოწვევა სწორედ IgE ანტისხეულების პროვოცირების გზით. ახალი სინთეზური ინგიბიტორი კი შლის იმ კომპლექსს, რომელიც აკავშირებს IgE ანტისხეულებს რეაქციის გამომწვევ FcR უჯრედებთან. ამ კავშირის დათრგუნვა პანაცეას ტოლფასია ალერგიასთან ბრძოლის საქმეში.
კვლევის ავტორთა მტკიცებით, „შემაერთებელი ქსოვილის იმუნური უჯრედების, ანუ გათქვირებული უჯრედების, ზედაპირზე IgE-სა და FcR-ს განცალკევება დაიხსნის ადამიანს ალერგიული რეაქციისაგან".
შედეგად შეიქმნა ცილოვანი მოლეკულა, რომელსაც შემქმნელებმა DARPin E2-79 უწოდეს. ის არა მარტო თრგუნავს IgE-FcR-ის ახალი კომპლექსების შექმნას, არამედ აქტიურად შლის უკვე შექმნილ კომპლექსებსაც, თანაც ეს ყველაფერი წამიერად ხდება. ამასთანავე, მოლეკულა დიდი ზომის არ არის, თუმცა ძალიან ეფექტურია, რაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ სამკურნალო პრეპარატების შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ ეს დიდი მაკრომოლეკულა იქნებოდა. ისინი შიშობდნენ, რომ E2-79 ნაკლებად მძლავრი იქნება, ვიდრე ინგიბიტორის მცირე მოლეკულები, ამიტომ კომპლექსების დაშლას ვერ მოახერხებს. შესაბამისად, E2-79-ის ეფექტური მუშაობის ფაქტი სიურპრიზი გახდა. ამასთანავე, მცირე მოლეკულა უფრო მოსახერხებელია პერორალური გამოყენებისათვის, მისი წარმოება უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე დიდი მაკრომოლეკულისა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий