Показаны сообщения с ярлыком მოძღვარი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком მოძღვარი. Показать все сообщения

пятница, 26 февраля 2016 г.

„ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”


„ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”

სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი
„ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”
ნიუ-იორკის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მქადაგებელი და მისიონერი სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი პასუხობს სემინარიის სტუდენტების კითხვებზე და საუბრობს ბერმონაზონთა მოღვაწეობის შესახებ მეგაპოლისებში. გთავაზობთ საუბრის I ნაწილს.

вторник, 14 июля 2015 г.

იღუმენი დიონისე: ნუ მოვთხოვთ ბავშვებს, მსახურებაზე ჯარისკაცებივით იდგნენ


ავტორი: თეო გიგაური
იღუმენი დიონისე გვიმრაძე: „იმისათვის, რომ ჩვენი რწმენა არ შეიბღალოს, არ დაკნინდეს და განვითარდეს, აუცილებელი პირობა არის თავისუფალი ნებით ღმერთის ძიება. ყოვლად გამორიცხულია რამე სახის იძულება.

среда, 24 июня 2015 г.

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი - მორწმუნეთა საყურადღებოდ!



სტიქიის გამო მომხდარი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და წერილობითი მასალა, სადაც მოვლენა შეფასებულია როგორც ღმრთის მიერ მოწეული რისხვა, რასაც სამწუხაროდ სასულიერო პირი დაბაჯითებით "ამტკიცებს". ასევე სამწუხაროდ მრევლის გარკვეული ნაწილი ამას ბრმად იზიარებს. მოტივი კი ამგვარია სახელმწიფომ მიიღო ანტიდისკრიმნინაციული კანონი.

суббота, 16 мая 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე: რატომ სდევნი ძალადობით თუნდაც ცოდვილ ადამიანს?!


დეკანოზი თამაზ ლომიძე: „2013 წლის 17 მაისის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ გარკვეული ნაწილი საქართველოს ეკლესიისა ასცდა იესო ქრისტეს გზას. გზა ქრისტესი არის სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, შებრალების, თავმდაბლობისა და სიმშვიდისა გზა. ამ დღეს ერის სიწმინდის და ზნეობის დაცვის სახელით შეკრებილი გააფთრებული ბერისა და ერისაგან ვერცერთი ეს სათნოება ვერ დაინახა იმედგაცრუბულმა საზოგადოებამ.

четверг, 23 мая 2013 г.

,,კურთხევის“ თამაში თავის მოტყუებაა



რა პასუხისმგებლობა აკისრია მრევლს მოძღვრის წინაშე და მოძღვარს უფლის წინაშე?
რა შეიძლება იყოს ურჩობის საზღაური?


გააჩნია რა სახის ურჩობაზე ვსაუბრობთ. არ სცნობს რა მშობელთა აკრძალვებს, გარკვეულწილად,ყოველი ადამიანი ბავშობიდან ეურჩება მათ, შესაბამისად ყოველი ადამიანისათვის ადრეული ასაკიდანვე შეიძლება იყოს ცნობილი ურჩობის საზღაური. იგივე შეიძლება ითქვას მოძღვართან მიმართებაში .არსებობს კატეგორიული მითითებანი, რომლითაც მოძღვარი პირდაპირ გვიკრძალავს ცოდვილ საქციელს, „ეს უნდა შეწყვიტო“ „ამის უფლება არ გაქვს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახარებას“. მათი შეუსრულებლობა არ შეიძლება და მსგავსი ურჩობის საზღაური, დიახაც, შემაშფოთებელია, რადგან ამ დროს ადამიანი რაღაც უფრო მეტს იკლებს,ვიდრე მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. თუმცა არსებობს ნაკლებად კრიტიკული სიტუაციებიც, როცა ჩვეულებისამებრ, საკუთარი შეხედულების მიხედვით ვიქცევით,რადგან მცირედით ყველას გვაქვს მიდრეკილება,ჩვენს სასარგებლოდ გავიგოთ მოძღვრის ნათქვამი. უსიამოვნებებს ვერც ამ შემთხვევაში ავიცილებთ, რამეთუ ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლებას თავისი საზომი და საზღვარი გააჩნია. გამოცდილ მოძღვრებთან ურთიერთობისას, ძალზედ იშვიათად მინახავს მათი მხრიდან კატეგორიულობა ისეთ საკითხებში, როცა საქმე ცოდვას არ ეხება:ერთგვარი თავისუფლება ადამიანს მაინც რჩება, ანუ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.მახსენდება მამა იოანე (კრესტიანკინი), რომელიც სულიერი რჩევების მიცემისას,მაშინაც კი, როცა ნათელი იყო, რომ ადამიანს უფლის ნებას აუწყებდა, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას უტოვებდა მას. ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია მოძღვრისა და მისი მრევლის ურთიერთობაში. მაგრამ არსებობს კატეგორიული საკითხებიც.იმავე მამა იოანეს (კრესტიანკინი) წერილებში გვხვდება კატეგორიულობაც „უფლება არ გაქვს,ქმარი მიატოვო“, „უფლება არ გაქვს აბორტი გაიკეთო“ და ა.შ.,“თუ ამას ჩაიდენ უბედურებას მოიმკი, უფალი დაგსჯის და ა.შ. ამგვარი მითითებების შეუსრულებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.