სტიქიის გამო მომხდარი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და წერილობითი მასალა, სადაც მოვლენა შეფასებულია როგორც ღმრთის მიერ მოწეული რისხვა, რასაც სამწუხაროდ სასულიერო პირი დაბაჯითებით "ამტკიცებს". ასევე სამწუხაროდ მრევლის გარკვეული ნაწილი ამას ბრმად იზიარებს. მოტივი კი ამგვარია სახელმწიფომ მიიღო ანტიდისკრიმნინაციული კანონი.
მე არ დავიწყებ იმის განსჯას რამდენად მისაღები იყო და არ იყო აღნიშნული კანონი. შევეხები განმარტებას ერი დაისაჯა თუ არა ამის გამო. პირველ რიგში მოცემული კანონი სხვა კანონთა მსგავსად ერის დაუკითხავად იყო მიღებული, შესაბამისად ერის ბრალეულობა თავისთავად გამორიცხულია. მომხდარი სტიქიის დროს კი დაზარალდა მოსახლეობა, რომელთაც არა კავშირი არ ქონიათ აღნიშნულ პროექტთან და არც რაიმე მათგან თანხმობა ფიქსირდება სადმე. დაზარალებულთაგან არცერთი პირი არ იყო სამთავრობო წარმომადგენელი, არც მოცემული კანონის მომხრე-მოსურნე-აგიტატორი. დაზარალდნენ: დედა ორი მცირეწლოვანი შვილით, ფეხმძიმე დედა, ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები, სხვადსხვა ასაკის ხალხი. ბუნებრივია დიდი ტკივილი მიადგა მათ ოჯახებს. აღნიშნულ პირთაგან უმრავლესობა მორწმუნე იყო, ფეხმძიმე დედა კი მღვდლის შვილი. ჩნდება კითხვა: ნუთუ ღმერთმა უდანაშაულონი დამნაშავეთა გამო დასაჯა? ამის მასწავლებელი სასულიერო პირი კი ამგვარ რამეს ამოწმებს და უცოდინრობით საღვთო სამართლიანობას შეურაცყოფს! ასევე შეურაცყოფენ ამ სწავლების მოდასტურენი. და მათ ვინც კი არ ემოწმება სიტყვის შინაარსის უცოდინრად "ლიბერალებს" უწოდებენ. მსგავსი უგუნურება და ღვთის გმობა ნუ იყოფინ. პირადი ამბიციის გამო სხვებზე ჯავრის ყრა გაუმართლებელია. ამგვარი სული კი არც მეტი არც ნაკლები დაფარული კაცთმოძულეობის გამოვლინებაა. ეს აზრის ახირებულ გამოხატულებას გავს. მაინტერებს რა პასუხს მისცემდა დაზარალებულ ოჯახებს პირისპირ შეხვედრისას(იქ როცა მღვდელი ვალდებულია ნუგეში მიაგოს) და ასევე რა ინტერპრეტაციას გააკეთებდა საკუთრივ რომ შეხებოდა მომხდარი სტიქია.
მორწმუნეებს მივმართავ: ბრმად ნუ გაიზიარებენ ყველა სიტყვას, თუნდ ის სასულიერო პირის განცხადება იყოს. განა ყველა მწვალებლობა ერისკაცთაგან დაბადებულა? არიოზი, ევნომიოსი, ევტიხი, ევლოგი, სერგი და ასე შემდეგ სასულიერო პირნი იყვნენ. შემდეგ სრულიად ეკლესიას უწევდა ამგვარ ცდომილებათა აღმოფხვრა.
ეს ვიდეო კი პასუხია მის მსჯელობაზე
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий