Показаны сообщения с ярлыком განმანათლებლობა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком განმანათლებლობა. Показать все сообщения

понедельник, 6 апреля 2015 г.

დიმიტრი ყიფიანის საგანმანათლებლო მოღვაწეობა ქართული ეროვნული თვითშეგნების გადარჩენისათვის ბრძოლაში (მე-19 საუკუნის 40-50-იანი წლები)




დიმიტრი ყიფიანი საზოგადო მოღვაწეთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც რუსეთის მეფის სამსახურში იდგნენ და ამავე დროს, საკუთარი ქვეყნის პატრიოტებად რჩებოდნენ. ყიფიანი საქმისადმი მოქნილი, დიპლომატიური და ამასთან ერთად, პრინციპული მიდგომით ცდილობდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გავლენისგან ეხსნა ქართველი ახალგაზრდები და დაეცვა ისინი გარუსებისაგან. მისი მოღვაწეობის არა ერთი სფეროა ჩვენთვის საინტერესო, თუმცა ამჯერად, მისი საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ პერიოდს შევეხებით, კერძოდ 40-50-იან წლებს.
განათლება არის საზოგადოებრივი საქმიანობის ის სფერო, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. მეტიც, ის ყველა დროში სახელმწიფო კეთილდღეობის უცილობელ გარანტს წარმოადგენს. სწავლა-განათლება ბავშვობიდანვე აყალიბებს ადამიანის აზროვნებას და მის შემდგომ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამიტომ იყო, რომ განათლება რუსული კოლონიური იდეოლოგიისათვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც იმპერია თავის ერთგულ მსახურებად ზრდიდა ქართველ ახალგაზრდებს და რუსეთის მეფის სამსახურში ჩასაყენებლად ამზადებდა მათ.

суббота, 21 марта 2015 г.

ჯონ ლოკი ( ტექსტური და აუდიო მასალა )







ჯონ ლოკი (ინგლ. John Locke; დ. 29 აგვისტო1632 — გ. 28 ოქტომბერი1704) — გამოჩენილი ინგლისელი მოაზროვნე, რომლის სახელი მჭიდროდაა ასოცირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ. მისი ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი დროის ევროპული ცოდნის თეორიის, მეორე მხრივ კი — ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრების განვითარებისთვის. ამ უკანასკნელ თემაზე ლოკის ძირითადი იდეები ჩამოყალიბებულია „ორ ტრაქტატში მმართველობაზე“, განსაკუთრებით კი მის მეორე ნაწილში. ლოკი პირველ ბრიტანელ ემპირიცისტად ითვლება, იგი ასევე ცნობილია, როგორც სოციალური კონტრაქტის თეორიის შემქმნელი. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ეპისტემოლოგიისა და პოლიტიკური თეორიის განვითარებაზე. მან აგრეთვე გავლენა იქონია ვოლტერსა და ჟან-ჟაკ რუსოზე, შოტლანდიელ განმანათლებლებსა და ამერიკელ რევოლუციონერებზე. მისმა გავლენამ რესპუბლიკანიზმსა და ლიბერალურ თეორიაზე ასახვა იპოვა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.



суббота, 13 декабря 2014 г.

გურამ თევზაძე – “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”


ილია ჭავჭავაძე, 1860 წ




გურამ თევზაძე – Guram Tevzadze (1932)
გურამ თევზაძე – “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”

среда, 29 января 2014 г.

კენ რობინსონი: როგორ დავაღწიოთ თავი განათლების სიკვდილის ხეობას



სერ კენ რობინსონი ჩამოგვითვლის 3 პრინციპს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის გონების განვითარებისთვის -- და დღევანდელი განათლების კულტურა როგორ ეწინააღმდეგება მათ. იუმორით გაჯერებულ, შთამაგონებელ საუბარში ის გვეტყვის, როგორ დავაღწიოთ თავი განათლებაში "სიკვდილის ხეობას", რომლის მოწმენიც ჩვენ ახლა ვართ, ასევე როგორ ვიზრუნოთ მომავალ თაობებზე შესაძლებლობების კლიმატის შექმნით.

 ვიდეო

суббота, 14 сентября 2013 г.

მარია მონტესორი – “საუკეთესო პედაგოგი”


მარია მონტესორი დაიბადა 1870 წლის 31 აგვისტოს კიარავალეში (ანკონას პროვინციაში,კომუნა იტალიის ცენტრალურ ნაწილში).იგი გახლდათ შესანიშნავი პედაგოგი,ექიმი,ფილოსოფოსი და ჰუმანისტი,რომელიც 1988 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის “იუნესკოს” მიერ დასახელებულ იქნა იმ ოთხ ყველაზე დიდ პედაგოგს შორის,რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს,თავიანთი პედაგოგიური მოღვაწეობით XX საუკუნის განათლების სისტემაში (ოთხ უდიდეს პედაგოგს შორის დასახელებულ იქნენ: ამერიკელი პედაგოგი – ჯონ დიუი,გერმანელი პედაგოგი – გეორგ კერშენშტაინერი და რუსი პედაგოგი – ანტონ მაკარენკო).

ჯოვანი ჯენტილეს “საგანმანათლებლო სისტემა”


ჯოვანი ჯენტილე (1875-1944 წლები) გახლდათ ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი,”აქტუალური იდეალიზმის” ავტორი,თეორიტიკოსი იტალიური “ფაშიზმისა” და იტალიის განათლების მინისტრი 1922-1924 წლებში – ბენიტო მუსოლინის მთავრობაში.განათლების რეფორმა იმ დროინდელ იტალიურ საგანმანათლებლო სისტემაში ეფუძნებოდა შემდეგ პრნიციპებს:

“ინკუნაბულა”



“ინკუნაბულა”
 - ლათინურად აღნიშნავს “აკვანს” – “საწყისს”.ასე მოიხსენიებდნენ გამომცემლობას ევროპაში,დაწყებული პირველი წიგნის ბეჭდვიდან – 1501 წლის 1 იანვრამდე.ასეთი გამოცემები არა მარტო დღეისათვის,არამედ იმ პერიოდისათვისაც კი ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა,რადგან თითოეული წიგნის ტირჟი 100 ეგზემპლარიდან – 300 ეგზემპლარამდე შედგებოდა.თავდაპირველად ტერმინი “ინკუნაბულა” ბერნარდ ფონ მალინკროდტის მიერ 1639 წელს თავის პამფლეტში:

საინტერესო ფაქტები განათლების შესახებ

1. ყველაზე ასაკოვანი ადამიანი ისტორიაში,რომელსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა,გახლავთ ამერიკელი ქალბატონი – ელიზაბედ ეიჩელბაუმი.მან აღნიშნული დიპლომი 90 წლისა და 58 დღის ასაკში მიიღო.
2. მსოფლიო ისტორიაში,ყველაზე მეტი სასკოლო მოსწავლე დაფიქსირდა ინდოეთის სამოქალაქო სკოლა “მონტესორიში” (ლუკანუ).2003-2004 სასწავლო წლებში,აღნიშნულ სკოლაში დაფიქსირდა მსოფლიოში სარეკორდო რიცხვი მოსწავლეებისა,რომელთა რაოდენობა 27 911 გახლდათ.

четверг, 22 августа 2013 г.

მარტინ ბუბერი


მეოცე საუკუნის იუდაისტური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი მარტინ ბუბერი 1878 წლის 8 თებერვალს დაიბადა ვენაში. დედამისი და მამამისი (რომელიც აგრონომი იყო) ასიმილირებული ებრაელები იყვნენ და, შესაძლოა, ჭაბუკსაც იგივე ბედი ელოდა, რომ არა დედამისის შინიდან გაქცევა და სამი წლის მარტინის ლვოვში, მაშინდელ ლემბერგში, პაპისეულ სახლში გადასახლება. სხვათა შორის, გაუჩინარებული დედის ძიება შემდგომში ერთ-ერთ მძლავრ სტიმულად იქცა ბუბერისეული დიალოგის ფილოსოფიის ჩამოყალიბებისას.

вторник, 13 августа 2013 г.

იმანუელ კანტი - პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?



იმანუელ კანტი – Immanuel Kant (1724 – 1804)

იმანუელ კანტი – “პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?”

განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!