четверг, 15 августа 2013 г.

ალექსანდრიული სკოლის დაბადება



მოკლე ანალიზი
„ალექსანდრიული ქრისტიანული სკოლის“ განსაზღვრება წარმოადგენს სამეცნიერო პრობლემას. ისტორიული წყაროები მისი წარმოშობისა და თავდაპირველი განვითარების შესახებ, საკმაოდ მწირია. აღიარებული „საეკლესიო ისტორიის მამა“ ევსევი კესარიელი გვამცნობს: „ძველი ტრადიციებით, ალექსანდრიაში არსებობს სასწავლებელი, სადაც ისწავლება წმინდა წერილი. იგი არსებობს დღემდე, და ჩვენ გვსმენია, რომ მას მართავენ ადამიანები, რომელნიც არიან ძლიერნი სიტყვის თქმაში და ეჭვიანნი ღვთაებრივის შესწავლაში“. ეს მოწმობა ივსება სხვა ადგილებში ევსევი კესარიელის თხზულებაში პანტენის, კლიმენტისა და ორიგენეს მოღვაწეობის შესახებ საუბრისას. მათ საკუთარ (შემონახულ) შრომებში, აგრეთვე მისი უმცროსი თანამედროვის გრიგორ საკვირველმოქმედის „ორიგენესადმი სამადლობელ სიტყვაში“ (In Origenem oratio panegyrica). 
ნეტარი იერონიმე (მე-3 საუკუნე) თავის თხზულებაში „ცნობილ მამათა შესახებ“ (De viris illustribus. 36) საუბრობს ალექსანდრიაში საეკლესიო მასწავლებელთა გამოჩენის შესახებ იქ მარკოზის ქადაგებათა პარალელურად. მათი მოღვაწეობის ხასიათი, ყველა ალბათობით, იყო კატეხიზური, ანუ ისინი ასწავლიდნენ რწმენის საფუძვლებს მათ, ვინც აპირებდა მიეღო ნათლობა ან სულ ახლახანს მიიღო უკვე. ასეთი თანამდებობა მასწავლებელ-დიდაქტიკოსისა ცნობილია ახალი აღთქმიდან და მე-2 საუკუნის ძეგლიდან „თორმეტი მოციქულის სწავლება“. ცნობილი დიდაქტიკოსების გარშემო ქმნიდნენ სკოლებს, ისევე როგორც წმინდა იუსტინე ფილოსოფოსის შემთხვევაში რომში. მე-3 საუკუნეში ალექსანდრიული სკოლა გახდა ყველაზე გავლენიანი მსგავს სკოლებსშორის. სხვა ცნობები, წარმოდგენილი ნეტარი იერონიმეს, ფილიპე სიდელის, სოკრატე სქოლასტიკოსის, სოზომენის და ნიკიფორე კალისტოს მიერ, ძირითადად ეფუძნებიან ევსევის.
პირველი სახელი, რომელსაც ევსევი და სხვა ისტორიკოსები აკავშირებენ ამ სკოლის ორგანიზებასთან, არის პანტენის სახელი, იგი არის სიცილიური წარმომავლობის ფილოსოფოს-სტოელი, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა1. ეს მასწავლებელი არაერთხელ მოიხსენიება კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში. თავად პანტენმა არ დატოვა არანაირი ნაშრომი, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ მან თავად დაუდო ისეთი სახის სათავე, რომელიც გამოარჩევს ალექსანდრიულ ქრისტიანულ სკოლას, როგორც ამასთანავე ფილოსოფიურს სკოლას2.
კამათი ამ სკოლის განვითარების ინსტიტუციონალურ ასპექტზე არ წყდება მეცნიერებაში. ტრადიციულად მასში ხედავენ მუდმივ დაწესებულებას, რომელიც მუშაობდა თეოლოგიური დოქტრინის განვითარებაზე, და პირველი პედაგოგები იყვნენ (პამტენი) კლიმენტი და ორიგენე. მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში მას იცავდა ცნობილი ფრანგი მკვლევარი ე. დე ფეიე3. ფრანგული საეკლესიო-ისტორიული მეცნიერების მეორე წარმომადგენელი რენე კადიუ4 ეჭვქვეშ აყენებდა სკოლის რეგულარობას, განიხილავდა რა მას, როგორც კერძო ფილოსოფიურ სწავლებებს, რომლებიც ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებულნი. საფუძვლიანი ისტორიული მოწმობებისა და პანტენის საკუთარი ნაშრომების არარსებობის გამო, ზოგიერთ სკეპტიკოსს აფიქრებინებდა, რომ პანტენის დროს ალექსანდრიის სკოლის არსებობა იყო მხოლოდ და მხოლოდ ევსები კესარიელის ფანტაზის ნაყოფი და გამონაგონი5. მაგრამ ამ დასკვნებმაც კი ვერ მოახერხა პრობლემის კონსტრუქციულად გადაწყვეტა.
თავისი აყვავების პერიოდში, ძირითადად ორიგენეს მოღვაწეობის დროს, ალექსანდრიის სკოლამ პირველად წარადგინა ქრისტიანული განათლების მიზნობრივი პროგრამა6. ამ მხრივ იგი თავისი ეპოქისათვის წარმოადგენს ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ფაკულტეტს7, რაც დოკუმენტურად მტკიცდება წმ. გრიგოლ სასწაულმოქმედის „ორიგენესადმი სამადლობელ სიტყვაში“ (განსაკუთრებით VII-IX თავებში), სადაც სკოლა, რომელიც ორიგენეს მიერ გადატანილ იქნა ალექსანდრიიდან კესარიაში, აღიწერება როგორს სრულიად შესაბამისობაში მყოფი ელინური განათლების კანონებთან. მაგრამ ორიგენე ეფუძნებოდა გარკვეულ ტრადიციებს თავისი მოღვაწეობის უმთავრეს სფეროში - ბიბლიის განმარტებისას გერმენევტიკული მიდგომის ძიებაში. ამ ტრადიციის ნაკვალევი, უეჭველია, იძებნება კლიმენტის შრომებშიც. ნათელია, რომ ლეკლერკის სრულიად სამართლიანი შენიშვნით, „დიდასკალიონი არ იყო სტიქიური განათლება, უკიდურეს შემთხვევაში, ამ ბრწყინვალე ფორმით, რომელიც მან მიიღო მე-3 საუკუნეში“8. ამიტომ დასაბუთებულად გვეჩვენება თანამედროვე მკვლევარის კლემენს შოლტენის  მეთოდი, რომლის ნაშრომი სპეციალურად ეძღვნება ალექსანდრიული ქრისტიანული სკოლის გენეზისს: „ალექსანდრიაში ჯერ კიდევ ორიგენემდე ყვაოდა ქრისტიანული მეცნიერება, რომლის ძირითად საგანსაც  წარმოადგენდა ბიბლიური ეგზეგეტიკა“9.
როგორ ვითარდებოდა ეს მეცნიერება ისტორიულად? ნაშრომში „ალექსანდრიული სკოლის სათავეებთან“ ავტორი გუსტავ ბარდი10 წერს, რომ არის სამი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს რთულად გაგებას ტერმინისა „ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლა“: უპირველესად, წრე, რომელიც შეიკრიბა ფილოსოფიის მასწავლებლის გარშემო, მეორეს მხრიბ - საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური იდეების მემკვიდრეობა, და ბოლოს, მესამე ფაქტორი: თავად საეკლესიო გადმოცემანი (კატეხუმენატე), სადაც ნათლადაა დასაბუთებული და აღწერილი მონაცემები ქრისტიანული სწავლების შესახებ. დიდასქალებს შეეძლოთ მოეძებნათ საქმე კატეხუმენატეში, და ამასთანავე დარჩენილიყვნენ დამოუკიდებელ ერთეულებად ფილოსოფიის სარბიელზე. ცნობილი კათოლიკე სწავლული ჟან დანიელუ თვლის, რომ განმარტება, რომელიც დაფუძნებულია ასეთ დიფერენციაციაზე, უფრო მეტად სრულყოფილია11.
სწორედ ალექსანდრიას მისი უმდიდრესი კულტურით გააჩნდა ყველა საფუძველი გამხდარიყო სულ უფრო და უფრო მზარდი ქრისტიანობის განათლების პირველი ცენტრი. ამასთანავე, ეკლესიის მუდმივი ზრდის ფონზე, რომელიც შეიმჩნეოდა მე-3 საუკუნის დასაწყისში, ძნელია ვიფიქროთ, რომ კატეხუმენატი იყო ინტელექტუალური ელიტის „ვიწროარისტოკრატიული დაწესებულება“, თვლის ა. ფონ ჰარნაკი12, ან კიდევ „ბიბლეისტების წრე“ არარეგულარული სასწავლო პროგრამით13. უფრო რეალური წარმოვიდგინოთ, რომ იგი აერთიანებდა გერმენევტიკულ პრაქტიკას საერთო მორალურ და აპოლოგეტურ განათლებასთან14. ასეთი ინსტიტუტი შესაძლებელია განვითარებულიყო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად15, რომელიც განკუთვნილი იყო ეკლესიის მსახურთა განათლებისთვისაც16; გახდე მსხვილი ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა17, „უძველესი ცენტრი ქრისტიანობის ისტორიის წმინდა მეცნიერებისა“18. მაგრამ ეს ცოტაა იმისათვის, რომ მივცეთ ამომწურავი განმარტება ალექსანდრიულ ქრისტიანულ სკოლას. ჯერ კიდევ ამოუცნობი თანამედროვე მეცნიერებისათვის რჩება ისტორიულ-ფილოსოფიური კითხვები, რომლებიც დაკავშირებულია მისი საკვანძო იდეების წარმოშობასთან, ანუ სწავლების გენეზისთან. 
მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მკვლევარი დეჟარდენი აღნიშნავს, რომ ქრისტიანული დიდასქალიონის პარალელურად ალექსანდრიული სკოლის სახელზე პრეტენზიას აცხადებდა კიდევ 4 დამოუკიდებელი ტრადიცია: (1) ელინისტური მეცნიერება, რომელიც კონცენტრირებული იყო მისი ცენტრის - მუსეიონის გარშემო, (2) იუდეურ-ალექსანდრიული რელიგიური ფილოსოფია, (3) გნოსტიკოსების მოძრაობა და ბოლოს (4) წარმართული ნეოპლატონიზმი, რომელიც დაიბადა ამონი საკასის სკოლაში, მასთან სწავლობდნენ ქრისტიანული დიდასკალიონის ხელმძღვანელი ორიგენე და ფილოსოფიური ნეოპლატონიზმის დამაარსებელი პლოტინი. 
ნეოპლატონიზმი იყოა ლექსანდრიულ ქრისტიანულ სკოლაზე უმცროსი ასაკით. რაც შეეხება გნოსტიციზმს, ამ შემთხვევაში სამეცნიერო სკოლა მის საფუძველზე მაინც ვერ ჩამოყალიბდა. გნოსტიკური გარემო ხასიათდებოდა აქტიურობებით საღვთისმეტყველო, თეოსოფიურ, ეგზეგეტიკურ და სხვა პრობლემათა შესწავლის მიმართულებით (ასე, პირველ ეგზეგეტური შრომა, რომელიც ეძღვნებოდა ახალი აღთქმის განმარტებას, ითვლება ირაკლიონის „კომენტარები იოანეზე“19), მისი საერთო მსოფლმხედველობა რჩებოდა წმინდად სინკრეტულებად და მის შრმონაში არ იყო გამომუშავებული დამოუკიდებელი მაღალ დონეზე ეპისტომოლოგიური აზროვნების ფილოსოფიური სისტემა. ამის დასტურს ჩვენ ვხვდებით გნოსტიკურ ტექტსებში,  რომელთაგან მრავალს გააჩნია კონცეპტუალური ერთობა, მაგრამ არა სამეცნიერო-ფილოსოფიური, არამედ რელიგიურ-მითოლოგიური თვისებებით. ალექსანდრიაში მოქმედმა სამმა მოაზროვნე ძალამ - ელინურმა წარმართულმა, იუდეურმა და ქრისტიანულმა - სწორედ აქ ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ფილოსოფიური დოქტრინები. მათგან უფროსი გაჩნდა ინტელექტუალურ გარემოში, რომელიც დაკავშირებულია ცნობილ პიროვნებასთან - მუსეიონთან, და თავის თავში განახორციელა ბერძნული გონის ეკლექტიზმისადმი სწრაფვა, რომელმაც მანამდე უკვე გადაიტანა დოგმატიზმი და სკეპტიციზმი.სიძველით მას არ ჩამორჩებოდა ადგილობრივ იუდეველთა სამეცნიერო სკოლა, რის დასაბუთებასაც წარმოადგენს LXX თარგმანება და არისტობულოსისა (II საუკუნე ჩვენს ერამდე) და ფილონის (I საუკუნე ახ. წ-აღ-ით) მაგალითები. ქრისტიანული დიდასქალიონი მაშინ გაცხადდა, როდესაც ამ ორმა ტრადიციამ საკუთარი თავი ამოწურა. იგი მრავალგზის ეყრდნობოდა მათ წარმატებებსა და მიღწევებს, რომელიც ეფუძნებოდა სამეცნიერო კურსს ალექსანდრიული მუსეიონისა და ალეგორიულ გერმენევტიკას არისტობულოსა და ფილონისაგან. ამასთან დაკავშირებით საკითხი დიდასკალიონის ფილოსოფიური სწავლების გენეზისზე, საკითხი დგას სამივე ინსტიტუტის ერთმანეთთან კავშირზე, რომლებიც ატარებდნენ „ალექსანდრიული სკოლის“ სახელს: იყოთუ არა ალექსანდრიული სკოლა ერთიანი ფილოსოფიური ტრადიციის მქონე, თუ იმ სამი დამოუკიდებელი ტრადიციის მატარებელი, რომლებიც წარმოიშვნენ და არსებობდნენ ერთ არეალში.

I. პტოლომეების ეპოქის ალექსანდრიული წარმართული სკოლა
ა.ფ. ლოსევი „ფილოსოფიურ ენციკლოპედიაში“20 ათარიღებს ალექსანდრიული სკოლის არსებობას მხოლოდ I ს. ჩვენს ერამდე - VI ს. ახ.წ-აღ., მასში აერთიანებს ფილონის იუდეურ სკოლას და პროკლეს ათენურ სკოლას, მაგრამ არაფერს ამბობს ქრისტიანულ სკოლაზე. ამ გაჩუმების მიზეზი არც თუ ისე ნათელია, მაგრამ ჩვენი მიზანი ახლა არის დიფერენცირება ალექსანდრიული არაქრისტიანული სკოლისა, გამოყოფა წარმართული და იუდაური მიმართულებებისა. თუმცა ყოველ ფილოსოფიურ მიმართულებას, გარდა ეპიკურეიზმისა, შეიძლება ჰყოლოდა მომხრეები ებრაელ-ელინისტებში21, დაუშვებელია ერთამენთი ავურიოთ იუდეური ფილოსოფიური სკოლა ბერძნულთან, ვინაიდან პირველი წარმოდგენილი იყო სინაგოგებთან არსებული სასწავლო დაწესებულებებით (batte midrashot)22, ხოლო მეორე - ალეწსანდრიული მუსეიონით, რომელიც დაფუძნებულია ჯერ კიდევ პტოლომეების დინასტიის დასაწყისში. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ამ უკანასკნელს საკუთარი ისტორია ჩვ. წ-აღრიცხვამდე I საუკუნემდე?
განზოგადოებული კვლევები მისუიონის ისტორიიდან წარმოდგენილია ჟ. მატერასა23 და გ. პარტეს24 ენციკლოპედიურ კვლევებში, რომელთაგან პირველი გვაძლევს ალექსანდრიული განათლების განვითარების ამომწურავ სურათს III ჩვ. წ-აღ-მდე -III ახ. წ-აღ. პერიოდში. მდიდარია ახალი მონაცემებით და ფასეული განზოგადოებებითთანამედროვე ბრიტანელი მეცნიერის ფრეზერის წიგნი „პტოლომეების ალექსანდრია“25. ალექსანდრიულ ლიტერატურის საკითხს ეძღვნება ფ. სუსემილის26 ფუნდამენტური ნაშრომი. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს რ. პფაიფერის27 „კლასიკური განმანათლებლობის ისტორია“, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ალექსანდრიული კულტურის ცალკეულ გამოვლინებებს.          
ალექსანდრიული მუსეიონი. მუსეიონის სამეცნიერო სკოლისათვის უმთავრესი მიმართულება იყო სამედიცინო28, მათემატიკური და ფილოლოგიური სფეროები. ფილოსოფია არ დომინირებდა რაიმე სახის ფილოსოფიური სკოლის სახით. მაგრამ მისი გავლენა უპირობოა. „თავდაპირველად იგი იყო რაღაც ეკლეკტიკური სკოლის მსგავსი, რომელზეც ხელი ყველას მიუწვდებოდა, ძირითადად იმ მიზნით, რომ მასში არ იყო რომელიმე ცნობილი ფილოსოფოსი და არც რაიმე განსაკუთრებული სწავლება“29. სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლებს იწვევდნენ  მუსეიონის ჩამოყალიბებაში მონაწილეობისათვის30; პერიპათეტიზმის განსაკუთრებული გავლენა დაკავშირებულია ეპოქის სპეციფიკასთან. დიდარ ათენურ მეცნიერებასთან კავშირი მყარდებოდა ლიკეის31 საშუალებით. ფილადელფოსის მრჩეველი და ცნობილი ალექსანდრიული ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატორი დემეტრე  ფალენელი იყო პერიპათრეტიკოსი, ისევე როგორც იმ ეპოქის არაერთი წარმომადგენელი32. არისტოტელეს მეთოდები აქტიურად გამოიყენებოდა პტოლომეურ ალექსანდრიულ სკოლაში33, რომელმაც წინ წასწია მეცნიერება და დასაბამი მისცა (მნიშვნელოვანი განვითარება) ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა გეო- და ეთნოგრაფია, ბუნების ისტორია,მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია34. ამავდროულად მათემატიკა და გეომეტრია იყო უფრო მეტად პლატონიკების ხელში (ევკლიდე, ერატოსფენი), ვიდრე პერიპათეტიკებისა.
ის რომ მუსეიონი ატარებდა ზოგადად არაფილოსოფიურ ხასიათს, დაკავშირებულია სამეცნიერო ცოდნის სპეციალიზაციასთან და ალექსანდრიაში IV-II სს. ჩვენს ერამდე პერიოდში ფილოსოფიურ სკოლების არარსებობასთან. აქ ცალკეული ფილოსოფოსები იყვნენ ისევე, როგორც ბერძნულ ქალაქებში. პარტეი ახსენებს  პერეპათეტიკოსს სტრატონს, კირენაიკოსს თეოდორე ათეის (ანა ათეისტს)   და გეგეზიუსს (თბითმკვლელობის მქადაგებელს), სოტიონე ალექსანდრიელს (ფილოსოფოსთა პირველი ჟამთააღწერის ავტორს), სატირას. ფრეზერი ამატებს დიდ ერატოსფენს, ფილოსოფიური მსოფლმედველობით ეკლეკტიკოსს, რომელიც მისი შეფასებით იყო „ერთადერთი ალექსანდრიელი ფილოსოფოსი ქალაქიე ოქროს ხანის ეპოქაში“. კირენაიკოსები იყვნენ „შემთხვევითი სტუმრები“ მუსეიონში. თეოდორე ათეი ოყო ცნობილი ევგემერას მასწავლებელი, ალექსანდრიაში პირველმა დაიწყო პლატონის სწავლება, თუმცა განდევნილ იქნა პტოლომეოსების35 მიერ. თვითმკვლელობის ქადაგებისათვის განდევნილ იქნა გეგეზი.
მხოლოდ ჩვენს ერამდე  I საუკუნის ბოლო გახდა ალექსანდრიული წარმართული ფილოსოფიის სკოლა ერთიანი ორგანიზმი.  არც თუ უკანასკნელი როლი ითამაშა ათენის აკადემიიდან ფილოსოფოსთა ემიგრაციამ, რომელიც გამოწვეული იყო მეფე მითრიდატეს მიერ მათ დევნასთან. ალექსანდრია ხდება სკეპტიკური პლატონიზმის ცენტრი, რომელიც უკვე დიდი ხანია ვითარდებოდა ათენის პლატონური აკადემიის კედლებში. ამ მიმართულბასთანაა დაკავშირებული ცნობილი ცნობილი სწავლულების ანტიოქე ასკალონელისა და ენესიდემ კნოსელის  სახელები, რომლებიც არიან რეგულარული ალექსანდრიული სკოლის დამფუძნებლები. მათ დაწერეს „პირონოს აზრები“.
ანტიოქემ, ფილონ ლარისელის მოწაფემ (რომლის მასწავლებელიც იყო „პლატონიზმის აღმდგენელი“ კლიტომაქ კართაგენელი), დასაბამი დაუდო სკეპტიციზმიდან ეკლექტიზმისაკენ გადახრას და მივიდა, ფრეზერის ზუსტ განმარტებას თუ ვიხმართ, მტკიცებასთან „უდიდესი დოგმატური სკოლების ერთობლიობისა მსგავს პრობლემათა საფუძველზე“. სავარაუდოდ, მის მაგალითზე, ან შესაძლოა არსებული ფილოსოფიური კულტურის საფუძველზე, სკეპტიციზმი ალექსანდრიაში გახდა „უარყოფითი ვარაუდი“ ეკლექტიზმისა და რელიგიურ-ფილოსოფიური სინკრეტიზმის სისტემებისათვის36. ანტიოქის მოსწავლე და მემკვიდრე გახდა „ერთი ალექსანდრიელი იუდეველი“37. პარტეს თანახმად, მუსეიონის ფილოსოფიურ სკოლაში შეგნებული ეკლექტიზმის პირველ იმპულსად ახ. წ-აღ-ით I-II  საუკუნეებში იყო პოპამონი, რომელმაც შემოიღო ტერმინი „ეკლექტიზმი“. იმავე ეპოქას მიეკუთვნება არიოს დიდიმის მოღვაწეობა. ჟ. სიმონეს სიტყვებით, „ფილოსოფიაში ალექსანდრიული სკოლა არის...  პირველი ეკლექტიკური, პირველი მისტიკური და პირველი პანთეისტიკური სკოლა“38. თუმცა ამ დროისათვის უკვე დიდი ხანია, რაც არსებობდა იუდეურ-ალექსანდრიული რელიგიური ფილოსოფია, რომელიც უპირველესად ყოვლისა წარმოდგენილი იყო ფილონით და მისი წინამორბედით არისტობულოსით.
რა კავშირი ჰქონდა მუსეიონთან ამ ტრადიციას?

II. ალექსანდრიის იუდეური რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა
ფილონ ალექსანდრიელი სამართლიანად ითვლება იუდეურ-ალექსანდრიული სკოლის გამომხატველად და მთავარ სისტემატიზატორად, აგრეთვე მისი ყველაზე გამოჩენილ მოღვაწედ.ამიტო, უმრავლესობა ნაშრომებისა, რომელიც მიძღვნილია ამ სკოლის სწავლებასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ფილონ ალექსანდრიელს უთმობენ. ყველაზე მეტად განზოგადოებული მათ შორის - ესაა გერმანელი მეცნიერების ა. გეფრერის39, დენეს და ბოუსეტის40 კვლევები, დრუმონდას41 ორტომეული, ფრანგი სწავლულების ერიოსა42 და ბუას43 წიგნები. ყველაზე სერიოზული კვლევები, კონკრეტულად ფილონის იდეების შესწავლისათვის, მიეკუთვნება ზიგფრიდს44, ბილინგსუს45, შტეინს46, გუდენაფს47 და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - ვოლფსონს48. განსაკუთრებული ადგილს იკავებს სამეცნიერო კვლევათა მთელი რიგი, რომელიც მიეკუთვნება თანამედროევეობის ერთ-ერთ გამოჩენილ მკვლევარს დევიდ რუნიას49 და მის მრავალრიცხოვან სტატიებს50, აგრეთვე მოცულობითი ბიბლიოგრაფია, რომელიც შედგენილ იქნა იტალიელი მეცნიერის რადისეს51 მიერ. ფილონის ეგზეგეტიკური იდეების გავლენა ქრისტიანობაზე სპეციალურად იქნა განხილული პოლ ხაინიშეს მიერ მის ნაშრომში52 ამ თემაზე.
ფილონის სინკრეტული სწავლება არის როგორც „მცდელობა გამოხატოს მოსესა და წინასწარმეტყველთა დიდი რელიგიური წარმოდგენები ფილოსოფიური სკოლების  ენაზე და მიიყვანოს რაციონალურ ჰარმონიამდე ამოუცნობისა და გამოცხადებულის დოგმები სპეკულატიური აზროვნების შედეგად“, რასაც თქმა უნდა ჰყავდა წინამორბედები. 
ეს უპირველესად ყოვლისა არიან სეპტუაგინტას მთარგმნელები, რომელიც უკვე არსებობდა  ჩვენს ერამდე მესამე საუკუნის დასარულს და რომელიც ინახავს, დენეს სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „უძველესი ნაკვალევები იმისა, რომ ალექსანდრიელი იუდეველები იხრებოდნენ რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებებისაკენ, რომლებსაც ფილონის ტექსტებში ჩვენ ვპოულობთ უკვე განვითარებული სახით“. ამავე დროს შეიძლება დავეთანხმოთ დრუმონის კრიტიკას, რომელიც თვლიდა უადგილოდ ეძებნა სწავლება, რომელიც ემსგავსებოდა ფილოსოფიურ პლატონიზმს, ყოველ შემთხვევაში, როცა LXX თარგმანის ტერმინოლოგია ემთხვევა ფილონის ტერმინოლოგიას. რა თქმა უნდა, ეს არ ამცირებს ბიბლიის თარგმანის მნიშვნელობას ალექსანდრიული ასკეტიზმის განვითარების საქმეში. უპირველესად ყოვლისა, სეპტუაგინტასათვის დამახასიათებელია ისეთი მეტაფიზიკური ტენდენცია, როგორიცაა ანთროპომორფიზმისაგან შეგნებულად უკანდახევა. ლიტერატურული ბერძნული ენის ალექსანდრიულ დიალექტზე შედგენილი, იგი გახდა არა მხოლოდ მოწმე კლასიკური განათლების მნიშვნელოვანი გავრცელებისა ალექსანდრიული თემის მრავალრიცხოვან ებრაელობას შორის53, არამედ უფრო ფუნდამენტური ნაშრომი ელინურ კულტურაზე ახლოაღმოსავლური რელიგიების მრავალსაუკუნოვანი ზემოქმედებისა54. იგი იყო წმინდა წერილის პირველის სრულყოფილი თარგმანი ამ კულტურის ენაზე. სეპტუაგინტას წყალობით, ფილოსოფიური იდეები, რომლებიც აღქმულ იქნა ელინური წრის იუდეველი მოაზროვნეების მიერ, უშუალოდ ტრანსლირებულ იქნა ქრისტიანობაში.
იუდეველებსა და წარმართებს შორის ფილოსოფიური და რელიგიური იდეების ურთიერთრეცეფციის შესახებ მეტყველებს „ბიზანტიური ეპოქის დასაწყისის“55  ისეთი ძეგლი, როგორიცაა სივილიელთა ორაკული,  რომლელთა უძველესი ნაწილი (მესამე-მეოთხე წიგნები) სავსეა იუდეურ-ელინისტური კონცეფციებით. სოლომონის წიგნს ასევე მიაკუთვნებენ ალექსანდრიულ არეალს. თუმცა სრულებით შესაძლებელია, რომ მისი პირველი ენა ყოფილიყო ებრაული (დამაჯერებელი სემიტური რეკონსტრუქცია ჩატარებულ იქნა დ. მარგოლიუფის მიერ მე-19 საუკუნის დასარულს56). ჩვენამდე მოღწეულ ბერძნულ ტექსტში გვხვდება ფილოსოფიური ტერმინოლოგია. სხვა წყარო - არისტეს „წერილი ფილოკრატს“, რომელიც  თანამედროვე მეცნიერებაში ითვლება ნაყალბევად (განსაკუთრებით 1685 წელს დისერტაციის Hody Contra Historiam LXX interpretum Aristeae nomine inscriptam  გამოქვეყნების შემდეგ), მოიხსენიება, როგორც წესი, იმასთან დაკავშირებით, რომმასში გამოიყენება ელინური ალეგორიული ნიმუში წმინდა წერილთან მიმართებაში.
არისტობული (ჩვენს ერამდე მე-2 საუკუნე) ცნობილია როგორც ერთი ნაწარმოების ავტორი, რომელიც ამასთანავე პრაქტიკულად არაა შემონახული - „მოსეს წიგნთა განმარტებანი“. მისი სახელი მოიხსენიება ბიბლიაში, მაკაბელთა მეორე წიგში (1.10), რომლის თხრობა იწყება პალესტინელი იუდეველების ეგვიპტელების მიმართ ეპისტოლეს ფორმით: „მეფე პტოლომეოსის მოძღვარს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ ისრუსალიმსა და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა“.
პირველად ბერძნულ ლიტერატურაში არისტობულოსს ახსენებს კლიმენტი. იგი, და მის კვალდაკვალ ორიგენე და ევსევი, მას მიანიჭეს პერიპათეტიკოსის ტიტული, თუმცა, ფრეზერის შეფასებით, „მისი ნაშრომების ფრაგმენტები შეიცავენ მცირეს (თუ საერთოდ შეიცავენ...), მიკუთვნებულს პერიპათეტიკულ ფილოსოფიას“57. რომელი ფილოფოსიური სისტემა იყო უფრო მეტად ახლოს ქრისტობულოსთან, დაზუსტებულად უცნობია. მიუთითებენ მისი ალეგორიული მეთოდის სიახლოვეს სტოიკოსი ჰერაკლიტეს მეთოდთან, რომელიც იყო სისტემატიზატორი სტოიკური ალეგორიზმისა (ახ. წ-აღ პირველი საუკუნე)58. ფართოდ გამოიყენებდა რა წმინდა წერილის ალეგორიულ ინტერპრეტაციას, არისტობულოსი ელინებთან (პლატონი, პითაგორა, ორფეოსი, არათა და ჰესიოდა) ეძებს ებრაული კანონების თვისებებს.     
როგორც ცნობილია, ალეგორიის მსოფლიოში გავრცელება იყო სტოიკოსთა სკოლის წარმომადგენელთა დამსახურება59, უპირველესად ყოვლისა ჰერაკლიტესა და კორნუტისა, თუმცა ძველი ავტორიტეტული ტექტების კითხვის მოცემული მეთოდი გამოიყენება უძველესი დროიდან. ვ.ბიენერტის60 აზრით, ფილოსოფიური ალეგორიის ფართოდ გამოყენება იყო პლატონის მიერ ჰომერისა და ჰესიოდას კრიტიკაზე. მისი თავდაპირველი მიზანი იყო ე.წ. „მითის განკურნება“, ანუ ეროვნული ეპოსისათვის შესაფერისი საპატიო ადგილის დაბრუნება საზოგადოებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პლატონის სწორხაზოვან იდეალისტურ მისწრაფებებს. თუმცა, თავად პლატონის არაერთი ნაშრომის განმარტებისას გახდა საჭირო ალეგორიული მეთოდები, ეს შესაძლოა ჩაითვალოს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად შუა პლატონიზმის ფორმირებისათვის.    
იყო თუ არა არისტობულოსი იუდეურ-ალექსანდრიული რელიგიური ფილოსოფიის სკოლის ფუძემდებელი? ყოველ შემთხვევაში, იგი იყო მისი პირველი ცნობილი წარმომადგენელი. მის შემოქმედებაში გამოიკვეთა  არა უბრალოდ ეკლექტიზმის ტენდენცია, არამედ რელიგიურ-ფილოსოფიური სინკრეტიზმი. ამ მოძრაობის დამოუკიდებლობა უკვე ხელშესახები ხდება. მხედველობაშია მისაღები დოუსონის61 თეზისი იმ მიზნებისა და მეთოდების კარდინალურ განსხვავებულობის შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა მუსეიონის წარმართული ფილოლოგებისა და ებრაელი ალეგორისტების მიერ. თუკი პირველნი მიისწარფოდნენ ელინური კლასიკის ინტერპრეტაციისათვის თანამედროვეობისაკენ, მეორენი, პირიქთ, უმაღლეს ღვთიურ გამოცხადებას უმორჩილებდნენ როგორც თანამედროვე წამყვან ფილოსოფიურ კონცეფციებს, ისე კლასიკური პერიოდის ლიტერატურას.
ეს ტენდენცია თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს ფილონ ალექსანდრიელის (ჩვენს ერამდე დაახ. 20 წელი - დაახლ 50 წელი ახ. წ.აღ.). თავად იგი არსად არ იხსენიებს სახელებით თავის წინამორბედებს, თუმცა ნათელია, რომ ამ მოღვაწეობის დასაწყისში არსებობდა ფართო ტექსტუალური ტრადიცია, ან, ვილჰელმ ბოუსეტის62 კონცეფციის თანახმად, ერთიანი „სასკოლო გადმოცემა“.
დ.რუნიას სიტყვებით, „სრულიად ნათელია, რომ ეგზეგეზისა და სწავლების ფორმის  პრაქტიკა იყო წინამორბედი მოღვაწეების საქმიანობის გაგრძელება, იმ მოღვაწეებისა, რომლებიც სწავლობდნენ ფილონისდროინდელი ებრაული თემების კანონებს“54. ებრაული თემებს ალექსანდრიაში, ისევე როგორც ელინისტური მსოფლიოს სხვა ცენტრებში, გააჩნდათ განათლების საკუტარი სისტემა. დაწყებითი სკოლა - ბეტ-სოფერიმის, ასწავლიდა მოსეს კანონებსა და ხალხის რელიგიური ცხოვრების პრაქტიკულ მხარეებს; უმაღლესი სკოლა - ბეტ-მიდრაში, ასწავლიდა ძველი აღთქმის ტექატების განმარტებებს. ფილონის გადმოცემა ალეგორიული ინტერპრეტაციების შესახებ, რომელსაც ეგვიპტეში თერაპევტები და პალეწტინაში ესეები გამოიყენებდნენ, უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იგი არ იყო თანამოაზრეების გარეშე. სავარაუდოდ, მისი ფილოსოფიის მოწინააღმდეგეთა რეაქცია იუდაიზმში განვითარდა წმინდა წერილის ბერძნული თარგმანის წინააღმდეგ აგორებულ რეაქციასთან ერთად. ეს მოხდა ახალი ერის დასაწყისშივე.
რელიგიურ-ფილოსოფიურ სინკრეტიზმში გადასვლისა და დიდ სისტემათა შექმნის  ეპოქა (პირველი საუკუნე ჩვენს ერამდე - პირველი საუკუნე ახალი ერის) არც თუ ტყუილად მრავალი ავტორის მიერ იწოდება „ალექსანდრიულად“. ამ პერიოდში ერთის მხრივ ძალას იკრებს ახლაწარმოშობილი ქრისტიანული ფილოსოფია, ხოლო მეორეს მხრივ - ჯერ ისევ ძლიერია წარმართული ფილოსოფიური აზროვნება. ამ პერიოდის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ინტერესთა თანხვედრა და დაახლობის პროცესები, პოლიეთნიკურობა, კულტურულ ფასეულობათა და რელიგიურ და ფილოსოფიურ იდეათა პოლიმორფიზმი - ეს ერთდროულად არის ალექსანდრიის, როგორც მსოფლიო კულტურული, მეცნიერული და ფილოსოფიური მნიშვნელობის ქალაქის თავისებურება.
ამ ეპოქაში დომინანტად ხდება ღვთიური გამოცხადების იდეა, რომელსაც დასავლური აზროვნება, იგი თავის მხრივ შეპყრობილი იყო სკეპტიციზმით, შეეჯახა  პირველივე შეხებისას აღმოსავლეთთან. რაშია ფილოსოფიის მიზანი, თუ დოგმატურ სისტემათა ბრძოლებში ვერც ერთი მხარე ვერ მივიდა საბოლოო გამარჯვებამდე? ყველა ფილოსოფიური წყაროდან საუკეთესო იდეათა შერჩევის ეკლექტიკური მეთოდი, პრინციპულად საჭიროებდა ისეთ დასასრულს, რომელიც უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოფდა ამ იდეათა ნაყოფიერ სინთეზს. უმაღლესი მიუწვდომელი რეალობის გამოცხადების პრინციპი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელსაც შეეძლო ამ ადგილის დაკავება. მაგრამ საჭირო იყო გამოკვლევა, როგორ და რა გარემოებებში ხდებოდა ეს ყოველივე; და ფილოსოფიური რეფლექსია გახდა გასაგები წმინდა წერილის ტექტსის საბოლოოდ შესწავლისათვის. წმინდა წერილს, მგრძნობიარე სამყაროსა და ფილოსოფიურ ჭეშმარიტებას შორის საჭირო იყო სამმხრივი კავშირის შესწავლა. ამ კავშირების გააზრება შესაძლებელი იყო ალეგორიული მეთოდით.
იუდეურ-ალექსანდრიული ლიტერატურა სრულად, ფილოსოფიის გვერდის ავლით, წარმოადგენს ებრაული კულტურის ინტეგრაციის მცდელობას ელინისტური განათლების იმ ნაწილში, რომელიც მეტ-ნაკლენად შესაფერისი იყო ამისათვის. უდაოა, ამ ნაწილს მიეკუთვნებოდა ალეგორიული ტრადიცია. კლასიკური ტექტსების გაგება საჭირო იყო კლასიკური კულტურის აღმავლობისათვის, რომელის გაგებაც თავის მხრივ გაჩნდა ალექსანდრიულ ფილოლოგიაში63. „ალეგორიის სხვადასხვა საეხები, რომლებიც ჩვენთვისაა ცნობილი, წარმოიშვნენ ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან. აქ გამოიყოფა, პირველ რიგში, ფიზიკა, რომელიც შეისწავლიდა მსოფლიოს მოწყობასა და ელემენტებს, აგრეთვე თეოლოგია და ეთიკა, რომელიც შეისწავლიდა ადამიანის ქცევების წესებსა და მორალურ წესრიგს“ - წერს გრაფი რეფენტლოვი64. ელინური ალეგორეზის ორი ძირითადი მოტივი  - აპოლოგეტური და პედაგოგიური65 - იყვნენ მთავარი მოტივები იუდეურ-ალექსანდრიული ფილოსოფიისა. ამ პირობებში მუსეიონის გავლენის უარყოფა, მისი გრამატიკული და ლიტერატურული სკოლებით, ბიბლიოთეკით, მეცნიერებათა სხვა სისტემატიზაციით, რომლებიც საჭირო იყო ფუნდამენტური ეგზეგეზისათვის, -  შეუძლებელია. ფილოსოფიურ იდეათა რეცეფცია ასევე შეუძლებელია განვითარებულიყო მუსეიონის მონაწილეობის გარეშე. ამასთანავე, არ არსებობს რაიმე მონაცემი იმისა, იყო თუ არა პირდაპირი ფილოსოფიური კავშირი ალექსანდრიულ ნეოსკეპტიციზმსა (ან ანტიოქე ასკალონელის ეკლექტიზმსა) და ელინური იუდაიზმის ფილოსოფიას შორის. ამ გაგებით, ერთიან ალექსანდრიულ სკოლაზე საუბარი არ გვიწევს; ალექსანდრიაში „ყველა პარტია სარგებლობდა ალეგორიული განმარტებით“66.
ამავე დროს იუდეურ-ალექსანდრიული ფილოსოფია მოხვდა ელინური ფილოსოფიის განვითარების იმ მხარეს, რომელმაც იგი აქცია უმნიშვნელოვანეს რგოლად იმ ორ დიდ მიმართულებას შორის, როგორებიც იყვნენ ერთის მხრივ - ძველი წარმართული სკოლა და მეორეს მხრივ - ახალი, გნოსტიკური, ნეოპლატონური, ქრისტიანული სკოლა. ალექსანდრიელი იუდეველები შესაძლოა ჩაითვალონ პიონერებად ფილოსოფიური სინკრეტიზმის მშენებლობაში67. ფილონის იდეების გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ნუმენია აპამეისელის, პლოტინის, კლიმენტისა და ორიგენეს შრომათა წარმოჩენა. პ. ხაინიშის ავტორიტეტული აზრიდან გამომდინარე, ფილონმა „განავრცო ალეგორიული სკოლის გერმენევტიკა და მიიყვანა იგი ბოლომდე“68.   
იუდეურ-ალექსანდრიული ფილოსოფიის მიზანს წარმოადგენდა ბიბლიის ტექტსში არა მხოლოდ პლატონის, ჰერაკლიტეს, ზენონისა და პოსიდონიას კონცეფციების აღმოჩენა, არამედ ამ უკანასკნელთ შორის ზავის ჩამოგდება წმინდა ტექტსების შინაგანი ლოგიკის საფუძველზე. თუმცაღა ამასთან იუდეური აზროვნება ეჯახებოდა გაურკვეველ წინააღმდეგობებს ცალკეული ნაწერების, აკრძალვებისა და ძველი აღთქმის ზოგიერთი ხელნაწერის სახით. აღნიშნული ტექსტები სრულებით არ ეთანხმებოდნენ არც მორალურ და არც ფიზიკურ ეგზეგეზას. ასეთი ადგილები ხშირად ხდებოდა წარმართთა დაცინვისა და თავდასხმის საფუძველი. რათა გამოერიცხათ ამის საბაბი და ეგზეგეზისათვის მიეცათ დასრულებული სახე, ფილონი და მისი წინამორბედები წავიდნენ ალეგორიის საკმაოდ არასწორ გამოყენებაზე; მათ გაზარდეს მისი გამოყენება იმ დონემდე, რის საშუალებასაც  ტექსტი არანაირად არ იძლეოდა. ეს წესები გადმოცემულია ზიგფრიდისა69 და ხაიშინის70  წყაროთმცოდნეობის შრომებში. უსაფუძვლო გაფართოებულ განმარტებებში მსგავს მოთხოვნილებას, სხვათა შორის, ავლენდა ალექსანდრიუთან დაპირისპირებული იუდეური რაბინიზმი მოსეს ხუთწიგნეულის საფუძველზე მორალური კოდექსის ზუსტი დამუშავების პროცესში.
ალექსანდრიული რელიგიური ფილოსოფიის განვითარება არ დასრულებულა  ფილონის მიღწევებით.

III. ალექსანდრიული ქრისტიანული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა
ქრისტიანული ალექსანდრიული სკოლისადმი მიძღვნილია განზოგადოებული სახის რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც კლასიკურ ნაშრომებად იქცა. ეს უპირველესად ყოვლისა არის გერმანელი სწავლულების ჰესელბახისა71 და ჰერიკეს72 ცნობილი სამეცნიერო მონოგრაფიები, აგრეთვე ლეჰმანისა73 შრომა და  ფრანგი მკვლევარის ვაშროს74 სამტომეული. აღნიშვნის ღირსია რუსული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი ვასილი დმიტრევსკი75, რომელიც საკმაოდ მოკლე, თუმცა სრულყოფილ კვლევაში მოიცავს ქრისტიანული დიდასკალიონის განვითარების ისტორიას მანტენიდან წმ. კირილე ალექსანდრიელამდე და წიგნის შინაარსში იძლევა კარგ საფუძვლებს დიდასკალიონის პერიოდიზაციისათვის. დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩარლზ ბიგის ნამუშევარს „ალექსანდრიის ქრისტიანი პლატონიკოსები“76. ავტორი სისტემატიზაციას უკეთებს არა მხოლოდ კლიმენტისა და ორიგენეს ლიტერატურული ძეგლების პლატონიკურ შემადგენლობას, არამედ ალექსანდრიული ეპოსქის ისეთ თანამედროვეთ, როგორებიც იყვნენ ფილონი, გნოსტიკოსები, ნუმენია და სხვები.  ფასეული იდეების ნახვა შესაძლებელია აგრეთვე ისეთ ავტორებთან, როგორებიცაა ნ. საგარდას77 და ჯ. კვასტენი78.
სამეცნიერო სტატიების მორევში, რომლებიც მიძღვნილია ალექსანდრიზმის ცალკეული პრობლემებისადმი, უპირველესად ყოვლისა საჭიროა გამოიყოს ლე ბოლუეკეს სტატია „ალექსანდრიული სკოლა: ერთი ისტორიოგრაფიული ცნების კოლიზია“79. ღრმა ხასიათით გამოირჩევა შემდეგ რუს მეცნიერთა  სტატიები: ა. დიაკონოვი80 და ა. სიდოროვი81. არ შეიძლება გვერდი ავუაროთ გუსტავ ბარდის82 სტატიასაც, აგრეთვე რედეპენინგისა83 და ჰარნაკის84 ენციკლოპედიურ კვლევებს.
ალექსანდრიის ქრისტიანული სკოლის შესახებ საკითხი საკვლევად დაისვა Institutiones Jean Laurent de Mosheim’а-ში, ხოლო XVIII საუკუნის ფრანგულ-გერმანულმა საეკლესიო ისტორიკოსები თემით დაინტერესდნენ გეტინგენის უნივერსიტეტში. თავად ქრისტიანული ალექსანდრიის სკოლის შესწავლის ფუნდამეტურ შემადგენელს წარმოადგენდა ფილოსოფიიდ გავლენა, რომლზედაც გავლენას თავის მხრივ ახდენდნენ ეგვიპტის დედაქალაქის ერუდიტი და სწავლული ფილოსოფოსები. ძირითადი მეთოდი, რომლის საშუალებითაც მიიღწეოდა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემის სინკრეტული აგება, იყო ალეგორია.
ჰასელბახი და ჰერიკე ასევე ხედავდნენ პირდაპირ კავშირს აყვავებულ და განვითარებულ ფილოსოფიურ წარმართულ სკოლასა და ქრისტიანული სწავლების განვითარებას შორის, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა გავლენიან გნოსტიციზმთან. ალექსანდრიელი ქრისტიანები, ღებულობდნენ რა განათლებას წარმართებთან ან მიდიოდნენ რწმენამდე საზოგადოების მაღალი ფენების გავლით, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ საკუთარი შვილების ქრისტიანულად განათლების მიღებისათვის. ბუნებრივი გახლდათ მათი სურვილი, ჰქონოდათ საკუთარი სკოლაც. გარდა ამისა, წარმართების, გნოსტიკოსებისა და იუდეველების მხრიდან ქრისტიანებისათვის ქადაგებათა ხელის შეშლის პირობებში, თავიდანვე მის წინაშე დადგა მისიონერული ამოცანების განხორციელების აუცილებლობა. ყოველი ბრალდება, მიმართული ქრისტიანების წინააღმდეგ, არ შეიძლებოდა დარჩენილიყო ადექვატური პასუხის გარეშე.
ებრაული ტრადიციები, რომელიც არსებობდა ალექსანდრიაში, პირველად შეგვახსენა და გაგვაცნო გისელერმა85. მისი აზრით, ქრისტიან სწავლულებს უნდა გაემეორებინათ ძალისხმევა, რომელიც ადრე იუდეველების მიერ იქნა გაწეული - აეშენებინათ ფილოსოფია, რომელიც უპასუხებდა მაღალი ელინური განათლების მოთხოვნილებებს. გიზელერმა გამოყო ალექსანდრიული ღვთისმეტყველების ის ორი არსებითი თავისებურება, რომელიც საერთო იყო როგორც ქრისტიანებისათვის, ისე იუდეველებისათვის: ანთროპომორფიზმის უარყოფა ღმერთის შესახებ სწავლებაში და მტკიცება პირადი თავისუფლების შესახებ სწავლებაში ადამიანის შესახებ.
ქრიატიანობაზე „ანტიკური არისტოკრატიის მოქცევას“ ალექსანდრიულ სკოლაში თვალს ადევნებდა გამოჩენილი ისტორიკოსი ავგუსტო ნეანდერი86. წარმართულ ფილოსოფიასთან დაპირისპირების წყალობით, ალექსანდრიაში დაიბადა ქრისტიანული ღვთისმეტყველება, რომელმაც თავის თავში ჩაითრია ეპოქის საუკეთესო ინტელექტუალური ძალები.
ალექსანდრიაში ქრისტიანული სკოლა გაჩნდა მაშინ, როდესაც წარმართულმა და ებრაულმა ფილოსოფიურმა ტრადიციებმა მიაღწიეს განვითარების მაღალ დონეს და აგძელებდნენ არსებობას მრავალი სასკოლო დაწესებულების სახით. მათერის სამართლიანი შენიშვნის მიხედვით, „ალექსანდრიული სკოლის სრული ისტორია ერთდროულად არის ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდი ინსტიტუტების ისტორია და ასევე ისტორია 8-9 საუკუნეის განმავლობაში ინტელექტუალური მოძრაობისა87. ამ ისტორიაში რომელი ადგილი დაიკავადიდასკალიონის ქრისტიანულმა სკოლამ? როგორც უკვე გარკვეულ იქნა, ალექსანდრიაში არ არსებობდა სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებდა ერთიან ფილოსოფიურ სისტემას. ასეთ ორგანიზაციად ქცევა შეეძლო მუსეიონს, თუმცა „მუსეიონი გახლდათ სამეფო ინსტიტუტი, მაგრამ ის, რასაც ეძახდნენ ალექსანდრიულ სკოლას, ყოველთვის იყო იდეალური აგრეგატი“. ეს „იდეალურობა“ არ გულისხმობს რაღაც ეფემერულს.
საქმე ეხება ერთიან ინტელექტუალურ და აგრეთვეერთიან საგანმანათლებლო ტრადიციებს, რომელიც ადმდიდრებდა იმ ახალ მიმდინარეობებს, რომლებიც წარმოიქმნენ მის ნიადაგზე. თუმცაღა პტოლომეების პერიოდში „ალექსანდრიული ფილოსოფია იყო დომინანტი მეცნიერებისა და კრიტიკის მიმართულებით, რომელიც ლიდერობდა მუსეიონში და რომელიც დაკავშირებული იყო არისტოტელეს თხზულებებთან“, მიუხედავად ამისა უკვე წარმართულ პერიოდში იგი გასცდა  მუსეიონის საზღვრებს და ვითარდებოდა დამოუკიდებლად ეკლექტიზმის ფორმაში. თავისი გავლენით იგი  სრულიად მოიცავდა ელინიზირებულ აღმოსავლეთს.
ამ ფილოსოფიის გავლენა იუდეიზმზე უეჭველია ისევე, როგორც ამ უკანასკნელის გავლენა ქრისტიანობაზე. როგორც ვაშრო აღნიშნავს, ალექსანდრიზმის მიზანი იყო არა მხოლოდ შემრიგებლობა რელიგიურისა და ფილოსოფიურისა, არამედ ერთიანობა აღმოსავლურისა და დასავლურის მსოფლმხედველობის ყველა სფეროში.  ქრისტიანობა იდგა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ აეთვისებინა ბერძნული ცივილიზაციის მიღწევები, „ისე რომ არ გამქრალიყო აღმოსავლეთიდან“88. ამიტომ ქრისტიანმა ფილოსოფოსებმა იუდეურ-ალექსანდრიული აზროვნების მემკვიდრეობა მიიღეს ისე, როგორც აღმოსავლური და დასავლური ელემენტების სინთეზი და არა როგორც მხოლოდ ბიბლიური აპოლოგეტიკის გამოცდილება.
პრატის აზრით, „...ფილოსოფოსები იმ დროისათვის უფრო მეტად იყვნენ განრისხებული და საშიში მტრები ქრისტიანობისათვის“ და „სწავლული ადამიანებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრიულ სქრისტიანულ სკოლას, დაიწყეს  რელიგიის ღვთიურობისა და ჭეშმარიტების მტკიცება“89. აქედან გამომდინარე, საქმე ეხება გადამწყვეტ ბრძოლას. ამასთანავე, ქრისტიანული სკოლა, დიდის ალბათობით, მუსეიონისა და სინაგოგის ადგილობრივი სკოლების  ინსტიტუციონალური დამოკიდებულების მიუხედავად, გახდა პირველი ერთიანი საგანმანათლებლო დაწესებულება ალექსანდრიაში, რომელიც ამასთანავე  წარმოადგენდა ერთიან ფილოსოფიურ დოქტრინას. მისი პერიოდიზაცია ჩვენს წ-აღ-ით II-IV საუკუნეებში, არის პერიოდიზაციაარა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობისა, არამედ მთლიანად ფილოსოფიური მიმართულებისა.
პანტენი (II ს. ახ. წ-აღ.). „ადამიანი, ცნობილი მისი განათლებით, პანტენი“ იყო კლიმენტი ალექსანდრიელის მასწავლებელიდა პირველი წერილობით დაფიქსირებული ალექსანდრიის ქრისტიანული სკოლის დიდასკალების მიერ. ევსევისა და მის მიერ შემონახული ორიგენესა და ალექსანდრე ალექსანდრიელის  გამოხმაურებების თანახმად, მას ახსენებს კლიმენტი, იერონიმე, პამფილი, თეოდორე, რუფინი, პატრიარქი ფოტი და ღირსი ანასტასე სინელი, რომლის მტკიცებითაც პენტენმა ერთ-ერთმა პირველათაგანმა შეადგინა კომენტარები ექვსთა დღეთა. თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა აღიარებენ ორი ფრაგმენტის უტყუარობას - კლიმენტისა Eclogae propheticae-ში და მაქსიმე აღმსარებლისა De variis difficilibus locis Dionysii et Gregorii-ში. უფრო ფართო რეკონსტრუქციის მცდელობას ადგილი ჰქონდა XX საუკუნის პირველ მეოთხედში ვილჰელმ ბოუსეტის90 მიერ, თუმცაა სამეცნიერო წრეებში მან მაინც ვერ მოიპოვა ფართო აღიარება. ყველა ცნობა პანტენზე, შემონახული წყაროების მიხედვით, თავმოყრილია ა. ფონ ჰარნაკის91 მიერ. მაღალი სამეცნიერო დონით გამოირჩევა ს. ლილასა92 და მეას93 ენციკლოპედიური სტატიები.
პანტენი გაქრისტიანებამდე იყო სტოიკოსი; სახელი „ფუტკრები“, რომელიც მას კლიმენტიმ შეარქვა, მისთვის ფილოსოფიაში უნდა მიანიშნებდეს ეკლექტიზმის უპირატესობაზე. რუსი მკვლევარის მღვდელ ვასილი დმიტრევსკის შეფასებით „პენტენის დროს ალექსანდრიის სკოლა მიისწრაფოდა იმავე ზმოცანების შესრულებისაკენ, რომლებსაც ის წყვეტდა მისი არსებობის მთელი მომდევნო პერიოდის განმავლობაში“94. ეს მტკიცდება ნეტარი იოერონიმეს სიტყვებით იმ მადლის შესახებ, რომელიც მოჰქონდა პანტენს მსმენელებისთვის იმ ცოდნით, რასაც გადმოსცემდა ფილოსოფიასა და სხვა მეცნიერებებში მისი დიდი განსწავლულობის გამო. დმიტრევსკი სრულიად დასაბუთებულად ასკვნის, რომ პანტენის სკოლის ამოცანები იყო „...წმ. წერილის განმარტება, ფილოსოფიისა და სხვა ცოდნათა შესწავლა და დადებითი გადმოცემა ქრისტიანული დოგმატებისა პოლემიკური და აპოლოგეტიკური მიზნებით.  ... გასაგებია, რომყველა ეს ამოცანა შეუძლებელია ყოფილიყო შესრულებული ასე ღრმად და ფართოდ, როგორც ისინი შესრულებულ იქნა სკოლის მიერ მომდევნო პერიოდში, - თუმცაღა უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა მოცემული ამოცანის ძირითადი პუნქტი დასახულ იქნა პანტენის მიერ“95.
პანტენის სახეთ ალექსანდრიაში ქრისტიანობის დიდასკალიონმა გადაწყვიტა ევლო რაციონალური გზით ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის რწმენისა და ცოდნის ერთიანობის საშუალებით. თავად პანტენი იყო მხურვალე მისიონერი და ევსევის სიტყვებით რომ ვთქვათ, მოგზაურობდა ინდოეთში, სადაც მოძებნა კიდეც ქრისტიანები. ის ათავსებდა წერით პედაგოგობას ზეპირთან და თანამედროევეების მიერ აღიქმებოდა როგორც სამოციქულო საქმეთა მემკვიდრე, რამეთუ შეეძლო უშუალოდ ესმინა „მოციქულთა თავებისათვის“ (I საუკუნის ბოლო და II საუკუნის დასაწყისი). ჩანს, რომ პანტენის სწავლება არ გამოირჩეოდა სათანადო სისტემატურობით. ის მოსწავლეებს გადასცემდა მცირე ცნობებს იმ ტრადიციებიდან, რომელთაც თავად იცნობდა და რომელიც მეტწილად იყო ჯერ კიდევ „გასაიდუმლოებული“, დამალული ეკლესიის არაწევრებისათვის მანამ, სანამ გაცხადდებოდნენ და მოინათლებოდნენ, რის შემდეგაც მათ უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ საიდუმლოებებში96. მისი ყველაზე გამორჩეული მოსწავლე კლიმენტი ალექსანდრიელი დაკავდა ფილოსოფიური ეგზეგეზის ტრადიციათა სისტემატიზაციით. 
კლიმენტი ალექსანდრიელი (II – III სს. ჩვ. წ-აღ.). ვ. დმიტრიევსკის მტკიცებით, კლიმენტიმ ააგო „...სამეცნიერო ქრისტიანული ენციკლოპედია, რომელიც საერთო ხასიათით სამუდამოდ უნდა დარჩეს ადამიანური ცოდნის იდეალად“97. მსგავს შეხედულებას, რომ კლიმენტის მიზანი იყო ქრისტიანული ფილოსოფიის თეორიის შექმნა, აკრიტიკებს დ. რუნია. მას ჰყავს ავტორიტეტული მხარდამჭერები ფ. ოზერბეკის, ა. გარნაკის და ს. ლილას98 სახით. დე ფეიას აზრით, „კლიმენტი ალექსანდრიელი იყო პირველი ქრისტიანი ეკლესიაში, რომელმაც გაიგო დროის ფასი“99. რ. ტოლინტონი, კლიმენტის შესახებ მოცულობითი მონოგრაფიის ავტორი, თვლიდა, რომ „იმ დროის არც ერთი ქრისტიანი არ იყო უფრო მეტად წიგნიერი სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, ვიდრე კლიმენტი ალექსანდრიელი“100. თანამედროევეებისათვის აღფრთოვანებას იწვევდა არა მხოლოდ კლიმენტის ერუდიცია, არამედ აგრეთვე მისი უცილობლად დიდი წვლილი ალექსანდრიის ფილოსოფიაში. მიუხედავად მისი შრომების კომპილატიურობისა, მრავალი იდეა იყო ხარისხობრივად ახალი იმ დროისათვის. ლოგოსის კონცეფცია, ფილონის მიერ აღქმული, მის მიერ იყო სრულიად გადაანალიზებული თეოლოგიური ტრანსცენდენტალიზმისა და იმანენტიზმის სინთეზის კონტექსტში. ამავე დროს იგი წყვეტდა ტრადიციების პრობლემას, რომელიც ასე თი მნიშვნელოვანი გახლდათ ალექსანდრიული ფილოსოფიისათვის. წარმართული ისტორიული ტრადიციონალიზმი, რომლისკენაც იხრებოდა ფილონი, მისი უკიდურესი ალეგორიზმით, იძულებულია გზა დაუთმოს ახალი ტიპის ტრადიციონალიზმს - პროვიდენციალურ-ისტორიულს.
კლიმენტი უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე წმ. იუსტინე და ათენაგორა, მიჰყვება ქრისტიანობაში ელინისტური განათლების აღქმის კურსს101. ის წარდგა როგორც ორგანიზატორი ქრისტიანული დიდასკალიონის მუდმივი სასწავლო პროცესის ორგანიზატორი. ბიგუს102 თანახმად, კლიმენტი ალექსანდრიელის სამი ძირითადი შრომა შეესაბამება „ქრისტიანული ცხოვრების სამ ძირითად დონეს“: „სწავლება, უმაღლესი განმანათლებლობა და მიმმართველობა“. მათით ამოიწურება ჩვენამდე მოღწეული კლიმენტის შემოქმედება. მე-9 საუკუნეში წმ. პატრიარქმა ფოტიმ ყურადღება მიაქცია მის „განსხვავებულობას“, მაშინ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომს, და მკაცრად გააკლიტიკა ქრისტიანული წესებიდან გამომდინარე. ამ გამოკვლევამ სააშკარაოზე გამოიტანა კლიმენტის სრული ქრისტიანული ფილოსოფიის არაერთმნიშვნელოვანება. ის შეიძლება განხილულ იქნას უფრო მეტად როგორც  ბერძნული, იუდეური და ქრისტიანული ალეგორიული ტრადიციების103 გამაერთიანებელი, ვიდრე როგორც ქრისტიანი მოაზროვნე. კლიმენტის დამსახურება განიხილება იმ მაღალ ინტელექტუალურ რაკურსში, რომელიც მან დააყენა ალექსანდრიაში დიდასკალიონისათვის. მას გაუსწრო მხოლოდ ორიგენემ.
ორიგენე (III საუკუნე ახ. წ-აღ.).  მხოლოდ ერთეული ავტორიტეტული მკვლევარები თუ უარჰყოფენ ცნობას ორიგენეს არაჩვეულებრივი ნიჭისა და უნარების შესახებ, რამაც მას უფლება მისცა 18 წლის (ან შესაძლოა უფრო ადრეც) ასაკში ჩამდგარიყო სკოლის სათავეში. მის შრომათა მოცულობა წარმოსახვის უნარსაც კი ვერ წვდება, ხოლო მათმა შინაარსმა უდიდესი ზეგავლენა იქონია ქრისტიანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი ღვთისმეტყველების, გერმენევტიკისა და ეგზეგეტიკის  განვითარებაში. ორიგენემ გაიაზრა და ნათლად დაინახა აუცილებლობა რწმენის აერთიანებისა გონებასთან, რომელმაც დიდი ხნით განსზღვრა ევროპული კულტურის დინამიკა, აცხადებს დე ფეიე104.
ამ მოღვაწეობის დასაწყისში ღვთიური გამოცხადების შესწავლა გახლდათ უმთავრესი საგანი ქრისტიანულ ალექსანდრიულ სკოლაში და იკავებდა ძირითად ადგილს სასწავლო პროცესში (გრიგოლ სასწაულმოქმედის ცნობით): პირველ საფეხურზე ისწავლებოდა ენციკლოპედიური, ძირითადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, შემდეგ ფილოსოფია (ყველა სისტემა ათეისტურის გარდა) და ბოლოს - ღვთისმეტყველება, უმთავრესად როგორც ძველი და ახალი აღთქმის წმ. წერილების ეგზეგეზა. ორიგენეს ფილოსოფიური სისტემა წარმოდგენილია მის ორ საკვანძო ნაშრომში: „დასაწყისის შესახებ“ და „ცელსუსის წინააღმდეგ“; მისი ეგზეგეზა - ახალი და ძველი აღთქმის წიგნთა უსასრულო კომენტარებია. აგრძელებდა რა ალექსანდრიული სკოლის სინკრეტიკულ ტრადიციებს, ორიგენე, კლიმენტის მსგავსად, ამცირებს მასში პლატონიკურ გავლენებს და მთელს მის ფილოსოფიურ რეფლექსიას მიმართვას წმინდა წერილის ტექსტის სწორად ინტერპრეტაციის პრობლემისაკენ. ქრისტიანული რწმენა არის აგრეთვე რწმენა იმისა, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული, ახლა უკვე გონებისთვისაცაა მისაწვდომი. შესაძლოა დავეთანხმოთ ტორესენს, ორიგენეს ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარს105, იმაში, რომ ორიგენე იყენებდა არა მხოლოდ ფილოსოფიურ ალეგორეზას, არამედ გახდა საღვთისმეტყველო გერმენევტიკის მთელი მეთოდიკის შემქმნელი. ორიგენეს მაგალითზე ნათელი ხდება, რომ ალექსანდრიული სკოლის ქრისტიანული აზროვნების ალეგორიული ინტერპრეტაცია არ იყო იძულებითი აპოლოგეტური ხერხი; მას ჰქონდა თავისი საკუთარი ფილოსოფიური საფუძვლები.  შეხედულებანი ლოგოსზე, ან ღვთიურ არსზე, როგორც ცოდნის წყაროზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძველბერძნულ ფილოსოფიაში, საჭიროებდნენ კარდინალურ გადამუშავებას. ფილოსოფიურ სკოლებს შორის დაპირისპირება, რომელიოც განსაკუთრებით სინკრეტიზმის ეპოქაში გახდა თვალსაჩინო, ამ წარმოდგენებს აძლევდა არამყარ, ბუნდოვან სახეს. საჭირო იყო ლოგოსის კონკრეტული გამოხატულება განსაზღვრულ ტექსტში, რომელიც მოცემული იყო წინასწარმეტყველების სახით და შესაბამისი ისტორიული ფაქტებით მტკიცდებოდა. თუ ებრაელი ფილოსოფოსები, მათი ბიბლიისადმი ურყევი რწმენის ფონზე, ჭეშმარიტად მიჰყვებოდნენ უფრო მეტად აპოლოგეტიკურ მიზნებს თავის სწავლებაში „ელინთა ავაზაკობის“ შესახებ. განსწავლული წარმართები, ისეთები როგორებიც ჭეშმარიტებისაკენ მოქცევამდე იყვნენ წმ. იუსტინე, პანტენი და კლიმენტი, ეძებდნენ ბიბლიაში ისეთ პირველწყაროს, რომელიც ვერა და ვერ მოძებნეს საკუთარ თავში. ამ პირველწყაროსადმი მიმართვა გულისხმობდა მსოფლმხედველობის ხარისხობრივად გარდაქმნას: სამყარო ახლა განიხილება იმ ტექსტის საშუალებით, რომელიც არაა შექმნილი ღვთის ემპირიული ან  მეტაფიზიკური შემეცნების საფუძველზე. ორიგენე წერდა: „თუკი სამყაროს შექმნაში ღვთიური გონი გამოიხატება არა მხოლოდ ცაში, მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში, არამედ დედამიწაზეც... მაშინ ჩვენ ვთვლით, რომ ღვთიური მადლი კვალი აუცილებლად უნდა იყოს ასახული წმინდა წერილის თითოეულ ბგერაში. ვინც თვლის სამყაროსა და წმინდა წერილის შემქმნელად ერთსა და იმავე ძალას, მას არ შეუძლია დაეჭვდეს ამაში“. ორიგენეს მიზანი იყო გონის იმ გასაღების მიკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ძველი და ახალი აღთქმინს წმინდა წიგნების წმ. ტექსტთა ადექვატური გაგება. ამისათვის იგი ეძიებდა ჭეშმარიტების ელემენტებს წინა ფილოსოფიურ სისტემებში. 
ამის პარალელურად, მატერის შეხედულებით, „ორიგენე ებრძოდა წარმართობას და იუდეიზმს როგორც სისტემებს... მან თავისი შრომებით ადგილი გაუთავისუფლა ქრისტიანობას, რომელსაც იგი ერ ვერ იკავებდა“. ქრისტიანობისათვის მისმა კავშირმა ფილოსოფიასთან ითამაშა იგივე როლი, რაც ფილონმა იუდეველობისათვის. „ამ მასწავლებლის უმთავრესი მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ დაენგრია წარმართული სკოლა და განეძარცვა იგი - წაეღო მისგან ნადავლი“.
წარმართული და იუდეური სკოლების გავლენა ქრისტიანულზე შეუძლებელია შეფასდეს ერთმნიშვნელოვნად. ეს საკითხი სამართლიანად აღნიშნა ბიეტმა106. ეს მიმდევრობები თავის თავში ატარებდნენ ისეთ იდეებს, რომლებიც კატეგორიულობით ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობის კონცეფციას.  ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოიხარტებოდა გნოზტიციზმზე; თუმცა ქრისტიანული ალექსანდრიული დიდასკალიონიც არ ვიყო მოკლებული გნოსტიკური სკოლის ზოგიერთ თავისებურებას, ხოლო ბოუსეტის მტკიცებით, „ჩვენ ვხედავთ ალექსანდრიულ რელიგიურ ფილოსოფიას უშუალოდ წარმოქმნილს „გნიზისიდან“ სიტყვის საკუთარი მნიშვნელობთ“107.
ერ ორსახოვნება - ერთის მხრივ, ბრძოლა გნოსტიციზმთან, ხოლო მეორეს მხრივ - მისთვის დამახასიათებელი იდეების აღქმა - მუდმივად თანაცხოვრობდა სკოლის განვითარების პროცესში დასაწყისიდან ორიგენემდე და ჩათვით. საკმარისია გავიხსენოთ თავად ტერმინის „გნოზისი“ მნიშვნელობა, განსაკუთრებით კლიმენტისათვის, რომელიც „გნოსტიკოსს“ უწოდებს ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს. საკკასი, რომელიც გახლდათ ნეოპლატონიზმისა და ორიგენიზმის წინამორბედი108, წარმოადგენს ამ რეალობის ტიპურ განსახიერებას. საკკასის ფილოსოფიის რეკონსტრუქციის მცდელობები ნათლად გვიჩვენებს, რომ დაპირისპირება გნოსტიციზმთან გახლდათ მისი ერთი უმთავრესი მიზანი109; უკანასკნელი დარტყმა გნოსტიციზმს მიაყენა მისი სკოლის მოსწავლემ ორიგენემ საკუთარი თხზულებით „დასაწყისის შესახებ“. ამავდროულად, ამ სკოლის თავისებურებებთან  - პლატონიზმისა და არისტოტელიზმის სინთეზმთან ერთად - გნოსტიკური მსოფლხედვის ელემენტები, უეჭველია, მასში არსებობდნენ. ფ. ლეხმანის110 სიტყვებით, ალექსანდრიელებში  „...წერილის ალეგორიული აზრი მიეკუთვნება ბუკვალურს, როგორც რწმენის გნოსიზმი“. ამაში არ მოიაზრებოდა წინააღმდეგობანი: ძირითადად ის ელემენტები იყო წარმოდგენილი, რომლებიც  აღქმულნი იქნენ გნოსტიკოსების მიერ ელინური ფილოსოფიიდან.
მაგრამ მათ აღქმას გნოსტიკოსების მიერ ჰქონდა განსაკუთრებული წინაპირობა - მათი დამოკიდებულება ღვთიურ გამოცხადებასთან და იმ პოზიციასთან, რომელმაც უნდა დაიკავოს გონება წმ. წერილის შესწავლისას. ქრისტიანი მოაზროვნეები, იქიდან გამომდინარე თუ როგორ ხვდებოდნენ ისინიგნოსტიკოსთა გავლენის ქვშ, უშუალოდ იცვლიდნენ თავიანთ მიდგომებს ბიბლიისადმი. ამაში უნდა ვეძებოთ მიზეზი „ორიგენისტული კამათებისა“ III-V საუკუნეებში.
ალეგორიული ინტერპრეტაციის გავლენამ გამოიწვია ახალი კლასიკური კანონების აღმავლობა. მისი ძირითადი განყოფილება - ეთიკურზე და ფიზიკურზე, - რომელსაც ჩვენ ვხედავთ სტოიკოსებთან და ფილონთან, შეესაბამებოდა უმთავრესი ფილოსოფიური დისციპლინების დაყოფას. საიდან ჩანს, რომ ალეგორია იყო ფილოსოფოსების გამოგონება. მას იყენებდნენ წმინდა ტექსტების „კულტურული რევიზიისათვის“, ანუ ელინური კულტურის პირობებში მათი ახლებურად წაკითხვისათვის111. ქრისტიანული კულტურის აღმავლობის გზაზე ამ ჰერმენევტიკული მეთოდის მნიშვნელობას აანალიზებს თანამედროვე ინგლისელი მკვლევარი ფრენსის იანგი112. მისი აზრით, ქრისტიანული ბიბლიის კანონმა შეცვალა კლასიკური კანონი ელინიზმისა (რომელიც აგრეთვე ალექსანდრიაში იქნა შემუშავებული); ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველბერძნული კლასიკა გაქრა, თუმცა მან დათმო საკუთარი მაღალი მდგომარეობა. მოცემული მოვლენა აისახა როგორც აღზრდის მთელს სისტემაზე, ისევე ფილოსოფიაზეც. „წმ. წერილმა შეცვალა კლასიკა, როგორც ლიტერატურა, რომელზეც იყო დაფუძნებული პაიდეია“.
ანტიოქია ალექსანდრიის წინააღმდეგ.  საკრალური ბიბლიური ტექსტების ინტერპრეტაციის შესწავლისას ალექსანდრიის ქრისტიანული სკოლა დაუპირისპირდა ანტიოქიისას. პირველი ემხრობოდა წმ. წერილის განმარტების ალეგორიულ, „საიდუმლო“, ან მისტიკურ მეთოდს, მეორე - გრამატიკულ-ისტორიულს. ეს დაპირისპირება არ შეიძლება გავაუბრალოოთ და დავოყვანოთ ალეგორიული მეთოდის მტკიცებულებამდე ან უარყოფამდე113. ძირითად საფუძველს ალექსანდრიელებისა და ანტიოქიელებისათვის წარმოადგენდა ბიბლიური ტიპოლოგია - სწავლებაძველი და ახალი აღთქმის ერთობის შესახებ. პირველი განიხილებოდა როგორც „ჩრდილი“, მეორის ანარეკლი; მეორე - როგორც პირველის აღქმულად შესრუკება. აქედან გამომდინარე, ორივე აღთქმის ტექსტი აუცილებელი გახლდათ ქრისტიანული ღვთისმსახურებისათვის. მაგრამ თუ ალექსანდრიული მიმართულების წარმომადგენლები ხშირად ამსხვრევდნენ, პრაქტიკულად ნიველირებდნენ ძველი აღთქმის (არაიშვიათად ახალი აღთქმისასაც) ტექსტების  ისტორიულ მხარეს მრავალფეროვნებისა და ალეგორიული აზრის აღმატებისათვის, ანტიოქიელები პირიქით, თავის მხრივ ხანდახან უგულვებელყტოფდნენ ალეგორიას, სურდათ რა დაენახათ საერთო საიდუმლო არსი, რომელიც წარმოდგენილია ტექსტის ისტორიულ ნაწილში. ტიპოლოგიისადმი მიძღვნილია როგორც მინიმუმ ორი ნაშრომი ჟან დანიელისა: „ევანგელური უწყება და ელინური კულტურა II-III საუკუნეებში“114, რომელშიც მოცემულია ტიპოლოგიის ისტორია აპოლოგეტებიდან ორიგენემდე  და „რელობიდან აჩრდილებამდე. ეკლესიის მამათა ბიბლიური ტიპოლოგიის კვლევა“115. კარდინალ დანიელუს დამსახურებას წარმოადგენს ტიპოლოგიის გამოყოფა, როგორც ტექსტებისადმი საერთოქრისტიანული მიდგომის საფუძველი. მისი აზრით, სწორედ რომ ორიგენეს შრომებში მიიღო ტიპოლოგიურმა ტრადიციამშესაფერისი გაფორმება და სისტემატიზაცია; რაც შეეხება ანტიოქიურ სკოლას, მან თავისი განვითარების მწვერვალძე მოგვცა იოანე ოქროპირი.
ორიგენემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სრულად შეისწავლა და განმარტა ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წიგნები. მის თეორიაში წმინდა წერილი „სიმბოლურ მოზაიკად“ იქცა, ეს კი პლატონიზმის თავისებურებაა. საბოლოო ჯამში, ვარშოს მტკიცებით, „ორიგენეს ეგზეგეზა ფილონისაგან განსხვავდება მხოლოდ დიდი სითამამით“. თავის მხრივ, ანტიოქიური სკოლის იდეოლოგები გადაიხარნენ მეორე უკიდურესობისაკენ, როდესაც დაუპირისპირეს ალეგორიას ის, რასაც უწოდებდნენ „თვალის ახელს“. „აქ იგულისხმებოდა ჩაწვდომის უნარი, შესაბამისობაში ტექსტებში არსებულ ისტორიულ ფაქტებთან, იმ სულიერ რეალობასთან, რომლის გამოხატვისათვისაც იყვნენ მოწოდებულნი“. დიოდორე ტარსიელის თანახმად, ალეგორია - ესაა თეორია, რომელიც უკუაგდებს ისტორიულ საფუძველს. მაგრამ, წარუდგენდნე რა „სულიერ“ არსს ძალზედ მკაცრ რაციონალურ მოთხოვნილებებს, ანტიოქიელმა ღვთისმეტყველებმა პრინციპულად დაამახინჯეს თავად საღვთო გამოცხადების იდეა, რომლის წერილობით ტექსტშიც შეუძლებელია არსებობდეს რაიმე შემთხვევითი.
იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სკოლის მომხრეები შეიძლებოდა გვენახა როგორც ალექსანდრიაში, ისე ანტიოქიაში116, ადვილია შევამჩნიოთ, თუ როგორ დოგმატურ კონფლიქტებამდე მიიყვანა ამ უკიდურესმა დაპირისპირებამ ორივე სკოლა117, რომელთა შორისაც ყველაზე ძლიერი გახლდათ არიანელობა. არიანე, ლუკიანე ანტიოქიელის მოწაფე, იყო ალექსანდრიელი მღვდელი და ალექსანდრიული სკოლის დიდასკალი118.
ალექსანდრიული სკოლის დაისი (III-V საუკუნეები). ორიგენეს შემდგომი პერიოდი ხასიათდება მისი დოქტრინის ცალკეული დებულებებისაგან განდგომად. III-IV საუკუნეების ისეთი ალექსანდრიელი დიდასკალები, როგორებიც იყვნენ ირაკლი, წმ. დიონისე დიდი,  პიერი, თეოგნოსტე, სერაპიონი და წმ. პეტრე წამებული, მხარს არ უჭერდნენ მის მცდელობებს, რომ ქრისტიანულ სწავლებაში შეეტანათ უცხო ელემენტები, თუმცა ყველანი სარგებლობდნენ მისი სამეცნიერო მიღწევებით. ორიგენეს იდეური მემკვიდრეობისათვის თვალის მიდევნება მისი სიკვდილის შემდგომ საკმაოდ რთულია ალექსანდრიულ სკოლაში მის პედაგოგ-მემკვიდრეებს შორის119 მათი სწავლებების ხასიათის შესახებ ცნობების სიმწირის გამო. რაც შეეხებათ „მორწმუნე“ ორიგენისტებს - რუფინის, ევანგრიას, ევსევის, კასარიული სკოლის წარმომადგენელს, საბოლოოდ კი,  ერთ-ერთ უგანათლებულეს დიდასკალს დიდიმე ბრმას, ისინი არ იყვნენ უფრო ძლიერნი ჰერმენევტიკურ საკითხებში, ვიდრე მათი მოწინააღმდეგე, ისეთი როგორიც უყო ნეტარი იერონიმე. წმინდა წერილის კითხვისას ორივე მხარე იყენებდა ალექსანდრიული სკოლის მეთოდებს, აწარმოებდა რა პოლემიკას მხოლოდ ცნობილი პედაგოგის სისტემის კერძოელემენტების გარშემო.
წმინდა ათანასე დიდი და წმინდა კირილე ალექსანდრიელი - ე.წ. „ახალალექსანდრიული სკოლის“ წარმომადგენლები, რომელმაც გადალახა ორიგენიზმის უკიდურესობანი და ამასთან ერთად წერტილი დაუსვა ანტიოქიური რეაქცია. აქ დასრულდა ალექსანდრიული ქრისტიანული ფილოსოფიის აღმავლობა, რომელიც ამ დროიდან წყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი ძალა თვით კაბადოკიელ მამათა შრომებშიც (წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლი ნისელი), ერწყმის აღმოსავლურ პატრისტიკას და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, როგორც მის ფუნდამენტურ სამეცნიერო-ფილოსოფიურ საფუძვლებში, ისე უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო სწავლებათა ფორმულირებებისას.

ჩვენს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე შესაძლებელია გავაკეთოთ მოკლე დასკვნა: 

  1. პტოლემეების ეპოქის წარმართული სკოლა, იუდეველთა რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა და ქრისტიანული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა წარმოადგენენ სამ განსხვავებულ ტრადიციას, რომლებშიც შესამჩნევია ელინისტური განათლების იდეალის მსგავსი და თანმიმდევრული გავლენა;
  2.  წარმართული ფილოსოფიური სკოლის წარმოშობა მიეკუთვნება ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეს. ამ დრომდე ალექსანდრიაში დამოუკიდებელი ფილოსოფია არ არსებობდა. მუსეიონის ტიტანური შრომა ჩვენს ერამდე უკვე მესამე საუკუნიდან ამზადებს ეპოქის იმ მსოფლმხედველობრივ ფონს (ფილოსოფიური ეკლექტიზმი, რელიგიურ-ფილოსოფიური სინკრეტიზმი), რომელმაც წარმოადგინა საკმაო მასალა ახალი ფილოსოფიის ძიებისათვის;
  3. იუდეურმა სკოლამ დაიწყო ფორმირება ჩვენს ერამდე მეორე საუკუნეში და, აქედან გამომდინარე, დაიკავა საკვანძო პოზიცია ალექსანდრიის ფილოსოფიურ ველზე. მუსეიონის, როგორც სამეცნიერო და კულტურული ცენტრის, გავლენის ქვეშ, მან თავის მხრივ მნიშვნელოვნად იმოქმედა შუა პლატონიზმის განვითარებისა და ნეოპლატონიზმის აღმავლობის საქმეში წარმართ მოაზროვნეებს შორის;
  4. ქრისტიანული კატეხიზური სკოლა ალექსანდრიაში იმ დროს წარმოიქმნა, როდესაც ყოფილმა ტრადიციებმა საკუთარი თავის ვადა ამოწურა. მას საშუალება ჰქონდა კრიტიკულად აეთვისებინა მათი ფილოსოფიური მემკვიდრეობა. ქრისტიანული აზროვნების მაღალხარისხოვანი სიახლე გამოიხატებოდა მის დამოკიდებულებაში ღვთიურ გამოცხადებასთან და ტრადიციების გაგებასთან. ორიგენეს ალეგორიული ეგზეგეზა გახდა ალექსანდრიის აზროვნების ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო განვითარების მწვერვალი;
  5. ანტიოქიური ღვთისმეტყველების მხრიდან წამოსული კრიტიკა, ზოგიერთ საკითხში სამართლიანიც კი გახლდათ. ალეგორიული უკიდურესობების მოკვეთის შედეგად წარმოიშვა ახალ-ალექსანდრიული სკოლა. ალექსანდრიული ქრისტიანული ფილოსოფიის ისტორიული მისია, როგორც დამოუკიდებელი ტრადიციების მატარებელი ცენტრისა, აღმოჩნდა ამოწურული და შეწყვიტა არსებობა.
შენიშვნები 
  1. მხოლოდ ფილიპე სიდელი საუბრობს ათენაგორას შესახებ, რაც მკვლევართა უმრავლესობის მიერ უარყოფილ იქნა;
  2. ვ. დმიტრიევსკი, ალექსანდრიული სკოლა. სასულიერო განათლების ნარკვევები I საუკუნიდან საუკუნის დასაწყისამდე. (რუსულ ენაზე). კაზანი. 1884 წელი;
  3. Faye E. de. Origene. Sa vie, sa pense. ტ. 1–3. Paris, 1923–1928. I;
  4. Cadiou R. La jeunesse d’Origene. Histoire de l’cole d’Alexandrie au debut du III-e sickle.Paris, 1935;
  5. Mehat A. Pantene // Dictionnaire de spiritualite. Fasc. LXXVI – LXXVII.Paris, 1983;
  6. Grant R.M. A Short History of the interpretation of the Bible.New York, 1963;
  7. Lehmann F. Die Katechetenschule zuAlexandria.Leipzig, 1896.
  8. Leclercq H. L’Ecole catechetique d’Alexandrie // Dictionnaire d’archeologie chretienne et liturgie par F. Cabrol. T. 1.Paris, 1907.
  9. Scholten C. Die Alexandrinische Katechetenschule. 36.
  10. Bardy M. Aux origines de l’Ecole d’Alexandrie, Vivre et Penser // Revue biblique. 2nd series. Р. 85 et seq.
  11. Danielou J. Origene.Paris, 1948.
  12. Harnack A., von. Geschichte der altchristlichen Literatur bis Eusebius.Leipzig, Hinrichs, 1893, 1896, 1904.
  13. Broek R. Van den. Studies in Gnosticism and Alexandrian Christianity. Hag Hammadi Studies 39.Leiden: Brill, 1996.
  14. Hoek A. van den. The CatecheticalschoolofEarly Christian Alexandriaand Its Philonic Heritage // Harward Theological Review 90 (1997).
  15. Fairweather M.A. Origen and Greek Patristic Theology. NY, 1901.
  16. Redepenning E. Alexandrinische Katechetenschule // Real.-Enz. von Herzog u. Plitt.
  17. Desjardins E. L’ecole d’Alexandrie et sa lutte contre le christianisme // les Etudes relig. hist. litt., 1861. ტ. III.
  18. Quasten J. Patrology. 3 Bde,Utrecht1962–1963.
  19. TheCambridgeHistory of the Bible. Vol. I. Cambridge, 1970.
  20. ა. ფ. ლოსევი. ალექსანდრიული სკოლა // ფილოსოფიის ენციკლოპედია (რუსულ ენაზე). ტ.1. მოსკოვი. 1960 წელი;
  21. BiggCh.The Christian platonists ofAlexandria. Oxf., 1913.
  22. Harnack A. Alexandria, School of // The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowlege. Baker Book House.Grand Rapids,Michigan. 1960.
  23. Matter J. Essai historique sur l’ecole d’Alexandrie.Paris, 1817; Histoire de l’ecole d’Alexandrie. In 3 vol.Paris, 1843
  24. PartheyG.DasalexandrinischeMuseum.Berlin, 1838.
  25. Fraser P.M. PtolemaicAlexandria. 3 vols.Oxford, 1972.
  26. Susemihl F. Geschichte der Griechischen Litteratur in der Alexandrienerzeit. 2 vols.Leipzig, 1891–1892.
  27. Pfeiffer R. History of Classical Scholarship from Beginnings to the End of the Hellenistic Age. Oxford, 1968.
  28. პირველი სერიოზული გამოკვლევა ალექსანდრიულ სამედიცინო სკოლაზე - Beck C.H.F. De schola medica Alexandrin. Lips. 1810.
  29. Matter J. Histoire de l’ecole d’Alexandrie, comparee aux principales ecoles contemporaines.Paris. T. III. 1848.
  30. PartheyG.DasalexandrinischeMuseum.
  31. ი.დ. როჟანსკი. ბუნებისმეტყველების ისტორია ელინიზმის ეპოქასა და რომის იმპერიაში. (რუსულ ენაზე).  მოსკოვი. 1988 წელი;
  32. Parthey G.DasalexandrinischeMuseum.Berlin, 1838.
  33. პ. მონრო. პედაგოგიკის ისტორია. (რუსულ ენაზე). მოსკოვი. 1911 წელი. ნაწილი 1;
  34. Daehne A.F. Geschichtliche Darstellung der judisch-alexandrinischen Religions-Philosophie.Halle, 1834.
  35. Matter M. Histoire de l’ecole d’Alexandrie...
  36. ო.მ. ნოვიცკი. ძველი ფილოსოფიური სწავლებების თანდათანობითი განვითარება წარმართულ რწმენათა განვითარებასთან დაკავშირებით. ნაწილი 4. ალექსანდრიული პერიოდის რელიგია და ფილოსოფია. (რუსულ ენაზე). კიევი. 1861 წელი;
  37. Matter M. Histoire de l’ecole d’Alexandrie...
  38. Simone J. Historie de l’ecole d’Alexandrie. V 1–2.Paris, 1845.
  39. Gfrerer A.F. Philo und jdisch-alexandrinische Philosophie.Stuttgart, 1835.
  40. Bousset W. Judisch-christische Schulbetrieb inAlexandriaund Rom. Gottingen, 1914.
  41. Drummond J. Philo Judaeus or the Jewish-Alexandrian Philosophy in its Development and Complection.London, 1881.
  42. Heriot E. Philon de Juif. Essai sur l’ecole juive d’Alexandrie, 1898.
  43. Bois H. Essai sur les origines de la philosophie judeo-alexandrine. 1890.
  44. Siegfried. Philo von Alexandrien als Ausleger des Alten Testamentum. 1875.
  45. BillingsTh. H. The Platonism of Philo Iudeus.Chicago, Diss. 1919.
  46. Stein E. Die allegorische Exegese des Philo ausAlexandria. 1929.
  47. Goodenough E.R. The Politics of Philo Judaeus: Practice and Theory.New Haven:YaleUniv.Press, 1938. (repr.Hildesheim, 1967); Introduction to Philo Judaeus. 2-d ed.Oxford, 1962.
  48. Wolfson H. Philo: Foundations of Religious Philosophy in Iudaism, Christianity, and Islam. V. 1, 2.Cambridge(mass.) 1947.HarvardUniversityPress, 1962.
  49. Runia D.Т. Exegesis and Philosophy. Studies on Philo ofAlexandria.Aldershot: Variorum, 1990; Philo and the Church Fathers. A collection of papers by David Runia.Leiden: Brill, 1995; Philo in Early Christian Literature: a Survey. Assen,Minneapolis, 1993.
  50. კერძოდ, Runia D.T. Redrawing the map of early middle Platonism; some comments on the Philonic evidence // Melanges Nikiprowetzky. 1986; The text of the Platonic citations in Philo of Alexandria // Studies in Plato and the Platonic tradition. Essays presented to J. Whittarer. Ashgate, 1997; Was Philo a Middle Platonist? A difficult question revisited.
  51. Radice R., Runia D.Т. Philo ofAlexandria: an Annotated Bibliography, 1937–1986 // Supplements to Vigiliae Christianae. 8.Leiden, 1988.
  52. Heinisch P. Der Einflus Philos auf die diteste Christliche Exegese. Menster, 1908.
  53. Hadas M. Hellenistic Culture, Fusion and Diffusion.New York: Norton, 1972.
  54. Grassberger. Erziehung und Unterricht im klass. Alterthum. ტ. II.
  55. ა.ფ. ლოსევი. ამტიკური ესთეტიკის ისტორია. ათასწლოვანი განვითარების შედეგები. წიგნი 1. (რუსულ ენაზე). მოსკოვი. 2000 წელი;
  56. Margoliouth D.S. Was the Book of Wisdom written in Hebrew? // The Journal of Royal Asiatic Society ofGreat BritainandIreland. April 1890. Vol. XXII; Language of the Apocrypha // A Dictionary of the Bible ed. by J. Hastings. III (Edinburgh 1900).
  57. Fraser P.M. PtolemaicAlexandria. Vol. 1.Oxford: Clarendon Press, 1972.
  58. იხ. მაგალითად: Dawson D. Allegorical Readers and Cultural Revision in AncientAlexandria.UniversityofCaliforniaPress. 1992.
  59. იხ. მაგალითად: Pfeiffer R. History of Classical Scholarship from Beginnings to the End of the Hellenistic Age.Oxford, 1968.
  60. Bienert W.A. «Allegoria» und «Anagoge» bei Didymus dem Blinden vonAlexandria.Berlin, 1972.
  61. Dawson D. Allegorical Readers and Cultural Revision in AncientAlexandria.
  62. Bousset W. Judisch-christische Schulbetrieb inAlexandriaund Rom. Gottingen, 1914.
  63. Fraser P.M. PtolemaicAlexandria. Vol.1.Oxford: Clarendon Press, 1972.
  64. Reventlow H. Graf. Epochen der Bibelauslegung. B. I. Vom Alten Testament bis Origenis. Mnchen, 1990.
  65. იხ.: Bienert W.A. «Allegoria» und «Anagoge» bei Didymus dem Blinden vonAlexandria.
  66. Redepenning E.R. Origenes. Bd. I. Bonn, 1841–1846.
  67. ო.მ. ნოვიცკი. ალექსანდრიული პერიოდის რელიგია და ფილოსოფია. (რუსულ ენაზე). კიევი. 1861 წელი;
  68. Heinisch, Paul. Die Einflss Philos auf die lteste christliche Exegese. Mnster, 1908.
  69. Siegfried. Philo von Alexandrien als Ausleger des Alten Testamentum. 1875.
  70. Heinisch P. Der Einflus Philos auf die lteste Christliche Exegese. 1909.

  1. Hasselbach C.F.G. De schola, quae Alexandriae floruit, catechetica. Stettiner Schulprogramm, 1826.
  2. Guerike H.E.F. De schola, quae Alexandriae floruit, catechetica, comm. hist. et theol. Pars prior: de externa scholae historia. Pars posterior: de scholae theologia,Halle1825; Handbuch der allgemeinen Kirchengeschichte, t. I. Halle 1833.
  3. Lehmann F. Die Katechetenschule zuAlexandria.Leipzig, 1896.
  4. Vacherot E. Historie critique de l’ecole d’Alexandrie. V. 1–3. Paris, 1846–1851.
  5. დმიტრევსკი ვ. ალექსანდრიის სკოლა. I-V საუკუნეების სასულიერო განათლების ისტორიის ნარკვევები. კაზანი. 1884 წელი (რუსულ ენაზე);
  6. BiggCh.The Christian platonists ofAlexandria. Oxf., 1913.
  7. ნ.ი. საგარდა. I-IV საუკუნეების ატროლოგიის კურსი. მოსკო0ვი. 2004 წელი (რუსულ ენაზე);
  8. Quasten J. Patrology. Vol. II. The Anti-Nicene Literature after Irinaeus.Utrecht;Antwerp. 1975.
  9. Le Boulluec A. L’ecole d’Alexandrie: De quelques aventures d’un concept historiographique // Hellenisme, judaпsme et christianisme а Alexandrie. Paris, 1987.
  10. ა.პ. დიაკონოვი. უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების ტიპები III-IV საუკუნეების ძველ ეკლესიაში // სამეცნიერო ჩანაწერები. მოსკოვი. 1998 წელი (რუსულ ენაზე);
  11. ა.ი. სიდოროვი. ალექსანდრიული სკოლის დაბადება: პანტენი, კლიმენტი ალექსანდრიელი // სამეცნიერო ჩანაწერები. მოსკოვი. 1998 წელი. (რუსულ ენაზე);
  12. Bardy G. Aux origines de l’ecole d’Alexandrie // Recerches de Science Religieuse. ტ. 27. 1937.
  13. Redepenning E. Alexandrinische Katechetenschule. In Real.-Enz. von Herzog u. Plitt.
  14. Harnack A. Alexandria, School of. // The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowlege. Baker Book House.Grand   Rapids,Michigan. 1960.
  15. Gieseler J.C.L. Lehrbuch der Kirchengeschichte. 3-e Ausg.Bonn, 1831.
  16. Neander A.. General history of the Christian religion and church. In 5 vols. Tr. by Joseph Torrey.Boston1872.
  17. Matter M. Histoire de l’ecole d’Alexandrie. In 3 vol.Paris, 1843.
  18. Vacherot E. Histoire critique de l’ecole d’Alexandrie. V. 1–3.Paris, 1846-51.
  19. Prat J.-M. Histoire de l’eclectisme alexandrin considere dans sa lutte avec le christianisme. Vol. I. Lyon, 1843.
  20. Bousset W. Judisch-christische Schulbetrieb inAlexandriaund Rom. Gottingen, 1914.
  21. Harnack A. Geschichte der altchristischen Literatur bis Eusebius. ტ. I.Leipzig, 1893.
  22. Lilla S. Panteno // Dicionario patristico e di antichita cristiane. V. II. Casale Monferato, 1983.
  23. Mehat A. Pantene // Dictionnaire de spiritualitй. Fasc. LXXVI – LXXVII.Paris, 1983.
  24. ვ. დმიტრევსკი. თხზულებანი. გვ. 30. (რუსულ ენაზე);
  25. იქვე. გვ. 31-32. (რუსულ ენაზე);
  26. „საიდუმლო სწავლების“ გაგების შესახებ და მისი განსხვავება «disciplina arcana» -საგან. იხ. რუსი სწავლულის სტატია: კ.ი. სილჩენკო. „საიდუმლო სწავლება“ და მორწმუნეთა მომზადება  წმ. ეკლესიაში მისაღებად ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. 1999 წელი. (რუსულ ენაზე);
  27. იქვე. გვ. 37. (რუსულ ენაზე);
  28. Choufrine, A. Gnosis, theophany, theosis: studies in Clement of Alexandria’s… 2002.
  29. De Faye E. Origen and his Work. Authorized translation by Fred Rothwell.
  30. Tollinton R.B. Clement ofAlexandria. A Study in Christ. Liberalism.London, 1974.
  31. Vacherot E. uvre cite. V. 1.Paris, 1846.
  32. BiggCh.The Origins of Christianity.
  33. Bienert W.A. «Allegoria» und «Anagoge» bei Didymus dem Blinden vonAlexandria.Berlin, 1972.
  34. Faye E. de. Origen and his Work. Authorized translation by Fred Rothwell.
  35. Torjesen K. Hermeneutical Procedure and Theological Method in Origen’s Exegesis. Berlin-NY, 1986.
  36. Biet J. F. Essai historique et critique sur l’ecole juive d’Alexandrie.Paris, 1854.
  37. Bousset W. Gottingen, 1914.
  38. Desjardins E. L’ecole d’Alexandrie et sa lutte contre le christianisme // les Etudes relig. hist. litt. 1861. ტ. III.
  39. Langerbeck H. The Philosophy of Ammonius Saccas. // JHS. Vol. 77. Part 1. (1957).
  40. Lehmann F. Die Katechetenschule zuAlexandria.Leipzig, 1896.
  41. Dawson D. Allegorical Readers and Cultural Revision in AncientAlexandria.Berkeley. Los-Angeles.Oxford. 1992.
  42. Young F.M. Biblical Exegesis and the formation of Christian Culture.Cambridge, 1997.
  43. Kelly J.N.D. Early Christian Doctrines.London, 1985.
  44. Danielou J. Evangelic Message and Hellenistic Culture.London, 1973.
  45. Danielou J. From Shadows to Reality. Studies in the Biblical Typology of the Fathers. Translated by Wulstar Hibberd.London, 1960.
  46. Bardy G. Pour l’histoire de l’Ecole d’Alexandrie // Vivre et penser: Recherches d’exegиse et d’histoire. IIe serie. Paris, 1942.
  47. იხ. ამის შესახებ: ა.პ. ლებედევი. მსოფლიო საეკლესიო კრებები. IV და V საუკუნეებში. 2004 წელი. (რუსულ ენაზე);
  48. Lehmann F. Die Katechetenschule zu Alexandria. Leipzig. 1896.
  49. Denis J. De la philosophie d’Origиne. Paris, 1884.

    წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий