четверг, 15 августа 2013 г.

იცით თუ არა, რა არის მეტაფიზიკა?






მეტაფიზიკა 1989 წელს გამოცემულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასე განიმარტება: 1. შემეცნების მეთოდი, რომელიც დიალექტიკისაგან განსხვავებით, მოვლენებს განიხილავს ერთმანეთისაგან მოწყვეტით, დამოუკიდებლად, როგორც ერთხელ და სამუდამოდ მოცემულთ, უარყოფს საგნებისა და მოვლენების შინაგან წინააღმდეგობას.  2. იდეალისტური ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც განიხილავს ცდისმიღმურ მოვლენებს (ღმერთს, სულს და მისთ.); ბერძ. meta ta physika - „ფიზიკის შემდეგ“ (ასე უწოდეს არისტოტელეს ფილოსოფიურ თხზულებებს, რომლებიც მოთავსებული იყო მისი ფიზიკის ტრაქტატების შემდეგ). მეტაფიზიკური პრინციპები მრავალ კონტექსტში და მიმართულებაშია წარმოდგენილი.

ყველაზე მსჯელობა ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდება. ძალიან საინტერესოა ელეატური მეტაფიზიკა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.   ელეატური სკოლის დამაარსებელია ქსენოფანე კოლოფონელი (570–470). მისი აზრით, ბუნებაში მყარი, უცვლელი არაფერია. საგანი წარმოშობას ვერ ასწრებს, რომ მაშინვე ისპობა. ბუნება ორთქლივით ირეალურია. ბუნება არის ტალახი. ყველაფერი რაც იბადება არის მიწა და წყალი, ეს უფრო შეფასება იყო ვიდრე კვლევა. ქსენოფანესათვის მიწა და წყალი ელემენტის, საწყისი კი არ არის, არამედ ცუდის, წარმავალის სიმბოლოა. ბუნება არ არის კოსმოსური წესრიგი, არამედ იგი საგანთა უწესრიგო სიმრავლეა. ქსენოფანესათვის მიუღებელია სიმრავლე არა მარტო ბუნებაში, არამედ ღმერთებს შორისაც. ის იბრძვის ბერძნული პოლითეიზმის წინააღმდეგ, მეტიც, არ არსებობს ნაციონალური ღმერთები. მისი აზრით, ღმერთები შეუძლებელია გავდნენ ადამიანებს. იოგი მიიჩნევს, რომ ადამიანებმა შექმნეს თავისი მსგავსი ღმერთები. ჭეშმარიტად არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, არ შეიძლება ღმერთი იყოს მრავალი. მაშინ გამოვა, რომ ღმერთი არის ნაკლოვანი. ნამდვილი ღმერთი არის ერთი. იგი აყალიბებს ღმერთის გაგების ახალ ნიშნებს: ის არის ერთი; მყარი; უცვლელი; მოძრაობას მოკლებული. ქსენოფანეს აზრით, როცა ადამიანები ღმერთებს ქმნიან თავისი მსგავსების მიხედვით, მაშინ ადამიანები ემყარებიან გრძნობებს და არა გონებას. იგი ცდილობს გონებით მოიაზროს ღმერთი, რომელიც გონებით მიიწვდომება. იგი დროისა და სივრცის გარეთ არსებობს, ე.ი. დროისა და სივრცის გარეთ არსებობა შესაძლებელია. ის მრგვალია, მარადიული და ცოცხალი. იგი აზროვნებს არა რაიმე ორგანოთი, არამედ „მთლიანად“. პარმენიდე (540–470) არის იმავე ეპოქის ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ელეატური სკოლის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი იყოქსენოფანე კოლოფონელის მოწაფე; იკვლევდა არსისა და არარსის, არსისა და აზრის დამოკიდებულებას. პარმენიდე ავტორია ფილოსოფიური პოემისა „ბუნების შესახებ“, რომლის სრულ ტექსტს მხოლოდ VI ს-მდე მოუღწევია. პოემის ნაწილებია: პროლოგი, ჭეშმარიტების გზა და ცდუნების გზა. უმთავრესია მეორე ნაწილი, რომელშიც პარმენიდე წინააღმდეგ ჰერაკლიტესი, ამტკიცებს არსისა და არარსის შეუთავსებლობას და ადგენს არსის არსებით ნიშნებს (ერთი, უცვლელი და სხვ.). პარმენიდეს თვალსაზრისით, არსი სინამდვილის მეტაფიზიკური არსებაა, აზრის საგანია; აზრი არ არსებობს არსის გარეშე. პარმენიდეს ამ დებულებას იდეალიზმიც იყენებს და მატერიალიზმიც. პარმენიდემ ვერ შეძლო ბუნების მრავალფეროვნების ახსნა, არსის მეტაფიზიკა დაუპირისპირა ფიზიკას, როგორც ბუნების ფილოსოფიას. ბუნება პარმენიდესთვის არც არსია და არც არარსი, ის მათი ნარევია, „მოჩვენებაა“, ფიზიკური შედგენილობით კი ორელემენტოვანია (ცეცხლი, მიწა). პარმენიდემ ერთმანეთს მოწყვიტა არსი და მოვლენები, ერთი და მრავალი, მეტაფიზიკა და ფიზიკა, რადგან წინასწარ უარყო ერთიანობასთან მისასვლელი დიალექტიკური გზა. იმ ეპოქის ბერძნულმა აზროვნებამ დაიწყო სამყაროს ანუ ბუნების მეტაფიზიკური საფუძვლების ძიება. შემდეგ ადამიანმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორი უნდა/შეიძლება იყოს სამყარო. ეს არის გრძნობადი სამყაროს მიღმა არსებული მეტაფიზიკური სამყარო, ჯერარსის, მარადიულის, ჰარმონიის სამყარო. აქედან გამომდინარეობს რამდენიმე გზა: ამქვეყნიურობის შეფასება და გარდაქმნა მეტაფიზიკური სამყაროს მიხედვით; ადამიანი ცდილობს ეზიატროს მეტაფიზიკურ სამყაროს; მონახო სამყარო, შენს თავში რაღაც მეტაფიზიკური, მარადიული; შეიძლება თუ არა მეტაფიზიკურ სამყაროს შემეცნება; რეალობა ასახული იქნა აზრებში და განაგრძობს არსებობას აზრებში. ადამიანმა საკუთარ თავში დაინახა სამყაროს საიდუმლოების გასაღები. უკვე ჰერაკლიტე ამბობდა თავის ფილოსოფიაზე: „მე ვიკვლევდი საკუთარ თავს“. ადამიანი დაინტერესდა არა მარტო კოსმოსის საგანთა წარმოშობის, არსებობისა და ცვალებადობის წესრიგით, არეამედ მას უკვე აინტერესებს აზრის წარმოშობისა და არსებობის წესრიგი. საინტერესოა ყოფიერების პრობლემის ანალიზი. პარმენიდემ დაინახა, რომ ჰერაკლიტეს ცვალებადობის ქაოსში, აუცილებელი იყო გარკვეულობის შეტანა. იგი თვლის, რომ თუ სამყარო არის მხოლოდ ცვალებადობა, მაშინ კოსმოსი იქცევა ქაოსად. ცვალებადობის ქაოსში ბუნებრივია ურყევი, მყარი წერტილის მონახვის სურვილი. ჰერაკლიტემ ცვალებადობის მიზეზი დაინახა სამყაროს დიალექტუირ აგებულებაში. მისი აზრით, ნებისმიერი საგანი სედგება არსებობისაგან და არარსებობისაგან. მათი ცვალებადობის თანაფარდობა განსაზღვრავს საგნის ცვალებადობას. ეს ჰერაკლიტემ შეაჯამა დებულებაში – „არსი და არარსი ერთი და იგივეა“. პარმენიდესათვის ეს დებულება მიუღებელია. თუ საგანმი შედგება არსისა და არარსისაგან, მაშინ უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს არსებობა და არარსებობა. ამ საკიტხით პარმენიდე გადადის რეალობის გააზრების ახალ უფრო მაღალ საფეხურზე. მას აინტერერსებს არა მარტო ის, თუ რისგან წარმოიშობა სამყარო, არამედ, თუ რას ნიშნავს სამყაროს არსებობა. პარმენიდემ განასხვავა ბუნებრივი და მეტაფიზიკური არსებობის წესი. თუკი ყველაფერი იცვლება, არის თუ არა რაიმე უცვლელი?! თუკი ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია მსჯელობა რეალობის შესახებ, რადგან სანამ რაიმეს გამოთქვამ საგანზე, იგი უკვე შეცვლილია. პარმენიდეს მიხედვით, ცვალებადობა მოჩვენებითია. ნამდვილი, ჭეშმარიტი სინამდვილე არ იცვლება. ცვალებადი საგანი არის არსებობისა და არარსებობის მთლიანობა. ჭეშმარიტი არსებული არ შეიძლება ასეთი იყოს. პარმენიდეს აზრით: „არსი არის, არარსი არ არის“. ცვალებადი საგანი არ არსებობს ჭეშმარიტად. ჭეშმარიტად არსებული საგანი უცვლელია. ჭეშმარიტად არსებულს ახასიათებს უცვლელობა, სისრულე, მარადიულობა. პარმენიდესვე უნდა მიოვაწეროთ ბერძნული აზროვნების მეორე ძირითადი პრინციპის ჩამოყალიბება: „ყოფიერება არის, არაყოფიერება კი არ არის“. ეს ნიშნავს, რომ თუკი რაიმე არსებობს, იგი შეიძლება გაქრეს, იქცეს არარად და მეორეს მხრივ „არაფრისაგან არაფერი არ წარმოიშვება“. კოსმოსი არსებობს როგორც აუცილებელი და როგორც მარადიული წრებრუნვა. პარმენიდეს მიერ გამიჯნულ იქნა ჭეშმარიტი ცოდნა და შეხედულება. არსისა და აზრის იგივეობით შეიქმნა იდეალისტური მეტაფიზიკა. ჭეშმარიტ არსებულად გამოცხადდა აზრი, რომელიც უცვლელი და მარადიულია. ჭეშმარიტი სინამდვილის დაპირისპირება გრძნობადი სინამდვილისადმი ევროპული ფილოსოფიის უმთავრესი თემა გახდა. ყოფიერების ცნება გულისხმობს შემდეგს: ყოფიერება არის ჭეშმარიტი არსებული; ყოფიერება ერთიანი, უცვლელი, განუყოფელი და იგივეობრივია; ყოფიერება არის, არარა კი არ არის; ყოფიერება შეიმეცნება გონებით, არარა კი შეუმეცნებადია; არარა არ არსებობს გონებისათვის, ე.ი. იგი საერთოდ არ არსებობს. ეს იყო ჰერაკლიტესადმი პრინციპულად საპირისპირო პოზიცია. ჭეშმარიტად არსებული გაუიგივდა აზრს, ამით აზრის სამყარო, როგორც ჯერარსის, ჰარმონიის, მარადიულის, სამყარო დაუპირისპირდა ცვალებად სამყაროს. პარმენიდესათვის გადაუჭრელ პრობლემად დარჩა საკითხი – როგორ შევათავსოთ ერთ საგანში ცვალებადი და უცვლელი. პარმენიდემ ის მარტივად გადაჭრა, მან ცვალებადობა, სიმრავლე, მოძრაობა მოჩვენებად გამოაცხადა!!! განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსიაძველი ბერძენი ფილოსოფოსი ძენონი (490–430). იგი იყო პარმენიდეს მოწაფე და  ელეატელთა სკოლის წარმომადგენელი. მან გააცნობიერა ცვალებადობის, მოძრაობის  სიმრავლის თეორიულად გააზრების სირთულე. გრძნობის ორგანოებს შეუძლიათ დააფიქსირონ ცვალებადობა, მაგრამ მათი რაციონალური ახსნა რთულია. ცნობილია, რომ ერთხელ ძენონთან მოპაექრემ, რათა ძენონის შეხედულებათა მცდარობა დაემტკიცებინა, მის წინაშე გაიარ–გამოიარა. შემდეგ იგივე „არგუმენტი“ გამოიყენა მისმა მოწაფემ, რისთვისაც ძენონმა იგი გააშოლტვინა. ძენონი რეალურად არსებულ მოძრაობას კი არ უარყოფდა, არამედ ცდილობდა ეჩვენებინა მოძრაობის გააზრების სირთულე. მოძრაობის ახსნისას გონება შინაგან წინააღმდეგობაში ვარდება, ამიტომ გონივრული დასაბუთების თვალსაზრისით, მოძრაობა არ არსებობს. ძენონმა აზროვნების ისტორიაში პირველმა განიხილა უწყვეტობისა და უსასრულობის პრობლემები, რომლებიც ადამიანებისთვის ერთ–ერთი მარადიული საკითხია (შეიძლება თუ არა, გავიაზროთ სამყაროს მარადიულად არსებობა, თუ იგი წარმოიშვა და მოისპო). აქტიური უსასრულობის ცნება, რომელიც შემოიტანა ძენონმა, არ იქნა გააზრებული ბერძნული აზროვნების მიერ. ისინი იყენებდნენ პოტენციური უსასრულობის ცნებას, ანუ აღიარებდნენ სიდიდეთა უსასრულოდ დაყოფადობას, მაგრამ არ აღიარებდნენ უსასრულოდ დიდი რიცხვის აქტუალურად მოცემულ ელემენტთა არსებობას.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий