ილია ჭავჭავაძე, 1860 წ
გურამ თევზაძე – Guram Tevzadze (1932)
გურამ თევზაძე – “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”
„ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გაუმჯობესება
– ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილი“
ილია
საზოგადოების განვითარების შესახებ, ისტორიულ მატერიალიზმს, ჩაუყარეს საფუძველი.
ცნობილია, რომ XIX ს. ევროპაში, მეცნიერებისა და ტექნიკის დიდი წარმატებების გავლენით, საზოგადოებრივი პროგრესის რწმენის საუკუნე იყო. ასე ფიქრობდნენ საქართველოშიც. ასე ფიქრობდა ილია ჭავჭავაძეც. მასაც რეალურ შესაძლებლობად მიაჩნდა ქვეყნის წინსვლა და თვლიდა, რომ ქვეყანაში პროგრესის ეკონომიკურ და სამართლებრივ მხარეთა გარდა აუცილებელია პროგრესის შედეგების ეთიკური მხარისათვისაც დროული ყურადღება. ამ პათოსითაა გაჟღენთილი ილია ჭავჭავაძის 1899 წ. 31 დეკემბრის საახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. მაშინდელი საქართველოს კულტურის მესვეურები სავსებით იზიარებდნენ ილიას, როგორც ქვეყნის მოჭირნახულის პოზიციას, რომელსაც დღეს, საყოველთაო აღიარებით, თანამედრ ოვე საქართველოს მამა-დამფუძნებელი ეწოდება.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ს. გორგაძე (1876-1929) 1901 წ ჟურნალ „მოამბეში“ წერდა: „ჩვენ გვწამს და ვხედავთ, რომ ჩვენი ერი განვითარების გზას ადგია. ის კაი ხანია შედგა ამ გზაზე და მისი გაჩერება ყოვლად შეუძლებელი საქმეა. იგი ვითარდება საზოგადოებრივად, ქონებრივად, ზნეობრივად და გონებრივად“. დიდი გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს, როცა საქართველოს კულტურა და მეცნიერება, ოფიციალურად დაუბრუნდა თავის ოდინდელ გზას ევროპისაკენ, ილია ჭავჭავაძე უფრო მისაღები და გასაგებია ჩვენთვის, ვიდრე ილიას თანამედროვეებისათვის და მისი უშუალო მომდევნო XX ს. პირველი ნახევრისათვის. ილიას ამგვარი ახალი გაგების საფუძველი იყო და არის XX ს. II ნახევრიდან დაწყებული „ახალი აზროვნება“, რომელიც, როგორც ახალი, საერთო-საკაცობრიო მსოფლმხედველობის საფუძველი თანდათან ეუფლება საკაცობრიო კულტურას და ძნელად, მაგრამ სულ უფრო წარმატებით უპირისპირდება იმ ძალებს და იმ მსოფლმხედველობებს, რომელთაც 2 საშინელი მსოფლიო ომი და მრავალი სისხლიანი, ლოკალური კონფლიქტი მოახვიეს თავს კაცობრი ობას.(4. 4).
1. ქვეყნის განვითარების გზის ძიება: რევოლუცია თუ ევოლუცია?
ილია კარგად იცნობდა XIX ს. ევროპის მამოძრავებელ თეორიებს და იმ ძალებს, რომლებიც მათ განხორციელებას ცდილობდნენ. იგი ბრმად არ მისდევდა დასავლეთის, ანდა რუსეთის გამოცდილებას და არ სთვლიდა, რომ რაც მოხდა, ის არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო. ასეთი პოზიცია, საბოლოო ანგარიშით ფატალიზმამდე და ე.ი. ადამიანის თავისუფლების უარყოფამდე მიდის, რაც ილიასთვის სავსებით მიუღებელი იყო. მაგალითად. ინგლისური კულტურის და მეცნიერების უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, იგი არ თვლიდა, რომ ინგლისის მიერ ახალ ეპოქაში გავლილი გზა სავალდებულო იყო სხვა ქვეყნებისთვისაც საერთოდ და კერძოდ საქართველოსთვის. არ თვლიდა აუცილებლად, რომ სხვა ქვეყნებშიც ხელი უნდა შეერწყოთ გლეხთა გაღატაკების და პროლეტარიატის წარმოშობის იმ გზისათვის რომელიც ინგლისში განხორციელდა. რამაც უდიდესი ტანჯვა მიაყენა გლეხობას, სოფლები დააცარიელა ცხვრების საძოვრებისათვის და ქალაქები უიაფესი მუშახელით აავსო. ეს უბედურება დიდხანს გაგრძელდა და კარგადაა აღწერილი ფრ. ენგელსის წიგნში:“მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში“ (1845). იგივე შეიძლება ითქვას, რუსეთში მიმდინარე „მამათა და შვილთა ბრძოლაზე“, რომლის საქართველოში გადმოტანას ზოგიერთები იმით ამართლებდნენ, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილია. ეს საკითხები ყოველთვის კონკრეტულად და გამოწვლილვით უნდა იქნეს განხილულნი და არა რაიმე ზოგადი წესის მიხედვით. ილიას მოეწონებოდა მ. ჰაიდეგერის (1889-1976) დებულება, რომ ისტორიაში, ზოგჯერ, ის რაც არ მოხდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც მოხდა, ე.ი. რაც მოხდა, რაც განხორციელდა, არ ნიშნავს, რომ იგი ერთადერთი შესაძლებელი, ანუ გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ამ მარტივი, ერთი შეხედვით, თავისთავადცხადი დებულების გაგება და მისი კონკრეტული სინამდვილის მიმართ გამოყენება ილიას ისტორიის ფილოსოფიის გასაღებია.

1882 წ. “შინაურ მიმოხილვაში” ილია, როგორც “პირველი დასის” წარმომადგენელი შთამბეჭდავად იცავდა საკუთარ პოზიციას, როგორც “მეორე დასის” იდეოლოგებისაგან, ისე ჩანასახში მყოფ “მესამე დასის”, ანუ სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლებისაგან. ილია თავგანწირული იბრძოდა იმისათვის, რომ ჩვენში გლეხი უმიწოდ არ დაეტოვებიათ, მიწიდან არ აეყარათ. რადგან ეს საზოგადოების ამ ნაწილს აიძულებდა სოციალურ რევოლუციაზე ეფიქრა. საკმარისია აღინიშნოს, რომ მარქსი, ენგელსი, ლენინი და მრავალნი და მრავალნი ამგვარ პროცესში სწორედ საკაცობრიო პროგრესის ხელშემწყობ ძირითად ძალას ხედავდნენ.
ილიას დროინდელ საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ოფიციოზი და ოპოზიციის დიდი ნაწილი (სოციალ-დემოკრატების ჩათვლით), იცავდნენ ზოგადის და საერთოს, ერთეულისა და კერძოს მიმართ უპირატესობის ტრადიციულ დებულებას. სოციოლოგიაში და პოლიტიკაში ამის გადმოტანა ნიშნავდა, მთელის უპირატესობას ნაწილის მიმართ, ე.ი. იმას რომ პიროვნება უნდა ემსახურებოდეს ერს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, რადგან ისინი ღვთაებრივის განხორციელებანი არიან დედამიწაზე და ეს საუკეთესო გარანტიაა პიროვნებისათვის. 1882 წ. ივნისის “შინაურ მიმოხილვაში”. ილიას მიერ წამოყენებული პოზიცია ისეთია, რომ თანამედროვე მოწინავე ქვეყნების კონსტიტუციებიდან გეგონებათ ამოღებული. იგი იცავს დებულებას, რომ ადამიანი, ერი, საზოგადოება, სახელმწიფო, ცხადია, გარკვეული უფლებების მქონეა, მაგრამ “უმაღლესი საგანია”, კონკრეტული პიროვნების უფლება. იგი უპირატესია სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე.(5. .286).
ავიღოთ ილიას აღნიშნული “მიმოხილვის” პირველივე აბზაცი და შევადაროთ, ჩემის აზრით, თანამედროვე დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო კონსტიტუციას, როგორიცაა დასავლეთ გერმანიაში 1949 წელს მიღებული. ილია წერს: ”ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს” (გვ.9). ზემოაღნიშნული კონსტიტუციის პირველივე მუხლი ადგენს:”ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია, მისი პატივისცემა და დაცვა, ყოველი სახელმწიფო ძალაუფლების ვალია”(1.)

ილია ცნობილი ინგლისელი ქველმოქმედის, ეკონომისტის და ფილოსოფოსის ი. ბენტამის (1748-1832) კვალად, დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მოწოდებულია განახორციელოს მოქალაქეთა მაქსიმუმისათვის, ბედნიერების მაქსიმუმის შესაძლებლობა (19). ეს, ილიას აზრით, ყველა თავისუფალი საზოგადოების ვალია, მაგრამ იგი, ჯერ არც ერთ წყობილებას, თვით საუკეთესოსაც არ უზრუნველუყვია. ამიტომ ახალი, XX ს. კარიბჭესთან, 1899 წ. 31 დეკემბერს, ილია აღნიშნავდა რა XIXს. დიდ დამსახურებას მეცნიერული და სოციალური პროგრესის თვალსაზრისით, XX ს. ანდერძად უტოვებდა ადამიანის ბედნიერებისათვის პირობების შექმნას.
ყოველი კონკრეტული ადამიანის ბედნიერებისაკენ მისწრაფების უფლებიანობის ეს ანტიკური იდეა, ილიასთან ინგლისური სოციალური ფილოსოფიის და პოლიტეკონომიის გავლენით ჩნდება. მისთვის აქსიომაა არისტოტელეს დებულება, რომ ადამიანი პოლიტიკური, ე.ი. პოლისში, ე.ი. ქალაქ სახელმწიფოში, არსებული ცოცხალი არსებაა, ძოონ პოლიტიკონი არის (15)
ადამიანი ერთიანდება საზოგადოებაში. ადამიანებისაგან შესდგა საზოგადოება და საზოგადოებისაგან სახელმწიფო. მაგრამ დროთა განმავლობაში, ილიას აზრით, სახელმწიფომ იმძლავრა და დაიმორჩილა „საზოგადოება საერთოდ და ადამიანი ცალკედ. ყველაფერი თვითონ მიითალა და საზოგადოება და ადამიანი ცარიელზე დასვა“ (იქვ). ილია ამ დანასკვს არ ააბსოლუტურებს. იცის, რომ ყველგან ასე არ მომხდარა, რომ მის მიერ აღწერილი მხოლოდ ერთი ხაზი იყო განვითარების, რომ ზოგან საზოგადოებას შერჩა თავისი უფლებები, მაგრამ პიროვნება ორივესგან დაიჩაგრა. ისეც მოხდაო, რომ ზოგან პიროვნებას თავისი უფლებები შერჩა. ინგლისურ და ფრანგულ განმანათლებლობის დიდ წარმომადგენლებთან თანხმობით, ილია თვლის, რომ დემოკრატიულ პარლამენტურ სახელმწიფოებში ადამიანთა ერთობის სამი შემადგენელი ნაწილისგან (კანონმდებელი, აღმასრულებელი და სასამართლო) თითოეულს თავისი კუთვნილი ადგილი უკავია. (5. 287).
ამგვარ სახელმწიფოში, ილიას იმედი აქვს, რომ შესაძლებელია პიროვნების იურიდიული უფლებების გარანტირება. მაგრამ იგი არ ივიწყებს პიროვნების ზნეობრივი მხარის მნიშვნელობას სახელმწიფოსათვის, თუმცა სახელმწიფო ამისათვის უშუალოდ ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც ილია ჭეშმარიტ ლიბერალურს უწოდებს, სწორედ ის საფუძველია, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პიროვნების ზნეობრივი ბუნების რეალიზაციისათვის. ჭეშმარიტი ლიბერალობა, გვარწმუნებს ილია, უნდა იცავდეს, სწორედ პიროვნების, ადამიანის ღირსებას. იგი ხელშეუხებელი უნდა იყოს, სანამ მის წინააღმდეგ “ცხადი, უცილო და უტყუარი საბუთები არ გვექნება ხელში“ (ტ.5.288). სამართლებრივ სახელმწიფოში იმ დაპირისპირების მორიგებაც შეიძლება, საერთო კეთილდღეობის მიზნით რაც ჯერ კიდევ ა. სმითსა (1723-1790) და განსაკუთრებით დ. რიკარდოს (1782-1823) აწუხებდა, კერძოდ, ის რომ მოგება და სიმდიდრე სულ უფრო იყრის თავს საზოგადოების მაღალ წრეებში, შესაბამისად, ღატაკდება მშრომელი ხალხი (5. ტ.5. 345).

ილიას მიერ დასმული პრობლემა ადამიანის ბედნიერებისა და ზნეობრიობის თაობაზე უყურადღებოდ არ დარჩენილა ქართულ აზროვნებაში. 1910 წ. გერონტი ქიქოძემ (1885-1970) გაზეთ “დროებაში” გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევი – “ცხოვრება და ზნეობრივი იდეალი”. იგი საკითხის ღრმა ანალიზით ავლენს მის სხვადასხვა ასპექტებს. იგი პასკალის კვალად იმეორებს, ძველ ბერძნებში გავრცელებულ აზრს, რომ ყველა ადამიანი მიისწრაფის ბედნიერებისაკენ. მაგრამ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბედნიერება ყველას თავისებურად ესმის. ”ევდემონისტია დიდი არისტოტელეც”, მაგრამ მისი ევდემონია, აშკარად განსხვავდება, როგორც სოკრატეს ცალმხრივი ინტელექტუალური მორალისაგან, ისე ცინიკურ და ჰედონისტურ კმაყოფილებისაგან (20,115). საინტერესოა ქიქოძის შენიშვნა იმის თაობაზე, რომ კ. მარქსი, მაინც მიემხრო მის მიერ მკაცრად გაკრიტიკებულ ი. ბენტამს. გერონტი ქიქოძეს, ორივესაგან განსხვავებით, მაგრამ, ილიას კვალად, არ სჯერა, რომ მატერიალური სიკეთის მატება პირდაპირ გვაახლოებს ბედნიერებას. ისიც, ილიას კვალად, ფიქრობს, რომ ორჯერ მდიდარი, ორჯერ ბედნიერი და კმაყოფილი არაა.(20, 123). ილიას მსგავსად იგი არ ეთანხმება “თვით ჰერბერტ სპენსერსაც” (1820-1903), რომ ალტრუისტული გრძნობები თანდათან ევოლუციონირდება ეგოისტურიდან”. ალტრუიზმს ქიქოძე ა. შეფსტ ბერის (1671-1713), თ. ლიპსის (1851-1914), ვ. ვუნდტის(1832-1920) მსგავსად ადამიანის ბუნებისათვის, ეგოიზმის გვერდით, პირველადად მიიჩნევს (20. 125). აქ მათ თანამოაზრეთა შორის პავლე მოციქული და ი. კანტიც (1724-1804) უნდა იქნან დასახელებული.
ეს პრობლემა, ცხადია, ყოველთვის აწუხებდა მოაზროვნეებს. მაგრამ უპრიანია, ილიას მომდევნო ეპოქის კიდევ ერთი, მასთან კონგენიალური დიდი ფრანგი მეცნიერის, მ. ბლოკის (1886-1944) დასახელება. წინააღმდეგობის მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო იგი გესტაპომ დახვრიტა. თავის დაუმთავრებელ “ისტორიის აპოლოგიაში”, მასაც ილიას მსგავსად, უნდოდა ადამიანის და კაცობრიობის რაობის გაგებაში, ისტორიის, როგორც მეცნიერების შეუცვლელობა დაემტკიცებია. ამ ეპოქაში, რომელმაც ატომის აგებულება გაიგო და ახლა ვარსკვლავთა სივრცის საიდუმლოების ამოცნობას იწყებს, მ. ბლოკის აზრით, ადამიანმა “თავისთვის მცირედი ბედნიერებაც ვერ შექმნა” (2, .II. 419.)

ისევე, როგორც დიდ ინგლისელ პოლიტეკონომისტებს, ილიასაც ქვეყნის სიმდიდრის მთავარ წყაროდ მიწა მიაჩნდა. მაგრამ, განსხვავებით მაშინ ძალზე გავლენიანი ფიზიოკრატებისაგან (ფ. კენე,1694-1874 და ა. ტიურგო 1727-1781) არა ერთადერთად (11.). იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას აკუთვნებდა სასოფლო სამეურნეო შრომას. პიროვნების დამოუკიდებელი არსებობის საფუძველსაც საკუთარი მიწის მფლობელობაში ხედავდა და მის სპეციფიკურ გამოყენებაზე ამახვილებდა ყურადღებას (იქვე, 334, 345, 349).
“ეჭვი არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა მიწათმოქმედი ქვეყანაა. და ერთადერთ ნაწარმს, რომელსაც იგი ამოქმედებს სასოფლო მეურნეობაა.”მიწის მოქმედება თითქმის ერთადერთი წყაროა ჩვენი სიმდიდრისა” (იქვე, 352). აღსანიშნავია, რომ სხვა სიტუაციაში მყოფი ინგლისელი ეკონომისტები, მაგ, ფინანსიური კაპიტალის ისეთი მკვლევარი, როგორიც დ. რიკარდო იყო, (რომელიც ად. სმიტის მსგავსად უარყოფდა ფიზიოკრატებს, ამტკიცებდა, რომ ქვეყნის მთელი კაპიტალის უდიდესი ნაწილი (და არა მთელი, რისი დამტკიცებაც ფიზიოკრატებს სურდათ) ამ ქვეყნის მიწასთან უნდა იყოს დაკავშირებული (2. 52.). ილია ფიქრობდა, რომ ამ საფუძველზე უნდა ეშველოს ჩვენი ქვეყნის ტკივილს. იგი მოუწოდებდა ყველა სხვა დაპირისპირება დაევიწყებინათ და ყველას ქვეყნის აღორძინებაზე ეფიქრა და შეეგნო, რომ გამოსავალი ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ევროპული გამოცდილების, მეცნიერების და განათლების დაუფლებაშია. ”ის უნდა იყოს თქვენი თოფ-იარაღი” არწმუნებდა ილია ახალგაზრდობას. იგი კვლავ და კვლავ იმეორებს ამ აზრს და აქაც დავით გურამიშვილის მემკვიდრედ გვევლინება.“ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თვითონაც თავის თავად სიმდიდრეა, და მერე იმისთანა, რომ კაცი სადაც წავა თან მისდევს. უხარჯოდ და უბარგოდ. ვერც ვინ მოგპარავს, ვერც ვინ წინ აღუდგება. ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია, ფულზედ უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედ უფრო მეტად ჰჭრის და ზარბაზანზეც უფრო ძლიერია” (.4. 253).
როგორც ცნობილია, ახალ ფილოსოფიაში საკაცობრიო პროგრესი და მეცნიერების პროგრესი მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ილიაც, თავდაპირველად, მეცნიერების და კაცობრიობის საზოგადოებრივი განვითარების სიმეტრიულობიდან გამოდიოდა (გვ. 5.N). XIX ს. ნათლად გამოჩნდა, რომ მეცნიერების განვითარება არსებით გავლენას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაზეც და ბუნებასთან მათ მიმართებაზეც.
ბატონყმობის გაუქმება ილიამ გაიგო, როგორც მეცნიერების და საზოგადოების პროგრესის ჰარმონიზების შესაძლებლობა. ცნობილ ნარკვევში: ”ცხოვრება და კანონი”, რომელიც ჟურნ.”ივერიაში” 1877წ გამოქვეყნდა (“ივერია” 1886 წ. ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა), ილია ახალი სოციალური ვითარებით გაჩენილ პრობლემებს იხილავს. იგი აღნიშნავს, რომ ბატონყმობის გაუქმებით და ამ დიდი მოვლენის არასწორად გატარებით ორივე წოდებას ილაჯი გაუწყდა, მაგრამ იმედი აქვს, რომ მთავრობა მონახავს სამართლიან გამოსავალს. რაც იმაში მდგომარეობს, რომ განთავისუფლებული გლეხი მიწას არ მოწყდეს. შესაძლებლობა მიეცეს შეისყიდოს მიწა ყოფილი მებატონისაგან, მანამდე კი მებატონისათვის მოსავლის მეოთხედის გადახდით თავის მიწაზე დარჩეს (5.,302-304).
ილიამ შეძლო მომავალი ათწლეულების მიღმა გაეხედა და კომუნისტებისა და ანარქისტების მიერ გამოწვეული ქარიშხლის შედეგი დაენახა. ეს კი ადვილი არ იყო. მაშინდელი ფაქტობრივი სოციალური და ეკონომიკური ტენდენციების გავლენით ილიამ მართლაც ბევრი მომხრე დაკარგა. თითოეული წოდების სახელით მას მეორე წოდების ინტერესების დაცვას აბრალებდნენ. დიდად გახმაურდა ილიასაგან სასტიკი და უსამართლო მებატონის სახის შექმის მცდელობა. ეს პროცესი და ილიას განმარტებები საინტერესოა ილიას გზის ნამდვილი არსის გასაგებად. ისე მოხდა, რომ მისივე დაარსებული და დაკვალიანებული “ივერიაც” არ დაუდგა მხარში. მან მხოლოდ გადმობეჭდა ცილისმწამებლური წერილები და ფარისევლური გაკვირვებით კითხულობდა: ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? და თუ არა, ილია თავს რატომ არ იმართლებს (5.111-112). ეს პროცესი, ფაქტობრივად, ილიას მკვლელობის შემზადება იყო. გულნატკენმა ილიამ ნათლად უჩვენა ბრალდებათა არა მარტო მცდარობა, არამედ აშკარა, გამიზნული ცილისმწამებლური ხასიათი. ბრალდებები ასეთი იყო: წერილის ავტორს, თითქოს ერთმა გლეხმა უამბო: სოფელში ამბობენო, როგორ სასტიკად ექცევა ილია გლეხებს, ნაყმევებსა და ხიზნებს. თითქოს წყალს არ აძლევდა, კოკებს უნტვრევდა, ბეგარის აღებისას ჭირვეულობდა, რასაც ადამიანის ავადმყოფობა და სიკვდილიც მოჰყვა. ილიამ სავსებით ნათელი და დამაჯერებელი პასუხი გამოაქვეყნა. ისე რომ ავტორის და ორიოდე დაინტერესებული პირის (ერთ-ერთი ფ. მახარაძე იყო) პარტიული პასუხების გარდა, არაფერი გამოქვეყნებულა (31. 140).
ვითარებები, რომელზედაც ილია თავის პასუხში მიუთითებს და ფაქტობრივად, არავის უარუყვია, უჩვენებენ, რომ ილია ყოველთვის იქცეოდა წოდებათა შერიგების საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე და არა გულჩვილობის საფუძველზე. იგი ცდილობდა თავისი დამოკიდებულებითაც აღეზარდა ყოფილ ყმაში თავისუფალი მესაკუთრის შეგნება და ამავე მიზნიდან გამომდინარე არ აძლევდა მას ტყუილის უფლებას. სათქმელიც ქონდა და მორალური უფლებაც, ასე მოქცეულიყო. იგი დოკუმენტებზე მიუთითებს: გლეხებს, “ყმათა განთავისუფლების პირველ ხანებშივე მთელი მათ მიერ ხმარებული საკომლო, სახლკარისმიდამო, მათი ხვედრი ვენახები უსასყიდლოდ დავუთმე და ხელშეუხებელ საკუთრებად დავუმტკიცე და ამით მოვსპე ყოველი ბატონყმური ნაშთი ჩემსა და ჩემს ნაყმევთა შორის”. ამის შემდეგ, განაგრძობს ილია, “მე და ჩემს მეუღლეს რაც მამულები გვაქვს სულ თავისუფალია და დამოუკიდებელი სხვისაგან”. ეს ჩვენი კერძო საკუთრებაა. რაც ხელშეუხებელია. ილია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველოში ყველა გლეხს, ნაყმევს, თუ ხიზანს საკუთარი მიწა ჰქონოდა.
სოციალ – დემოკრატიის გავლენა ისე დიდი იყო, რომ ილიას მარტო მოწინააღმდეგებმა კი არა, პატივისმცემლებმაც ვერ გაუგეს. მაგ. ისეთი განათლებული მოაზროვნე და პატრიოტი, როგორიც ა. ჯორჯაძე (1872-1813) იყო, სინანულით აღნიშნავდა, რომ ეს დიდი ადამიანი “უჯარო სარდლის” მდგომარეობაში აღმოჩნდა (5. IV, 21).

ასეთ ვითარებაში საქმე იქამდე მივიდა, რომ როგორც “ივერიის” მაშინდელი რედაქტორი, დიდი ქართველი ეკონომისტი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1941) მოგვითხრობს, სტამბის მუშებმა უარი თქვეს ილიას პასუხის დაბეჭდვაზე. რედაქტორი იძულებული გახდა სხვაგან დაებეჭდვინებია იგი და ბროშურის სახით დაერთო ივერიის შესაბამისი ნომრისათვის (ამ ამბის განსხვავებული ვერსია იხ. 7. 144).
ილია ამტკიცებდა, რომ საქართველოში გლეხს გენეტიკურად ჩამოუყალიბდა მიწის სიყვარული. “მიწათმოქმედი მუშა, ისე არანაირ ქონებას არ ეტანება, როგორც უძრავსა, ე.ი. მიწასა”. ჩვენი გლეხი მარტო იმის ნატვრაშია, რომ მამული იყიდოს, ანდა მოიმატოს. საბუთად ილია შთამბეჭდავ ოფიციალურ ცნობაზე მიუთითებს:”გერმანიაში 27 წელიწადში, ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ძლივს დაიხსნა თავისი ადგილ-მამული, ისიც მთავრობის შეწევნითა და იმერეთში კი (გარდა სამეგრელოსი), ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოიხსნა თავისი მამულები, ისიც მთავრობის დაუხმარებლად” (5. 4. 316-317).
მიწისადმი განსაკუთრებულმა ნდობამ განაპირობა, ილიას აზრით, ის რომ “დღეს აქომამდე უმამულო, უქონიო კაცი ჩვენში თითქმის არ მოიძევება (5.4.151). აქ მთავარია არა ის, ჩვენში მართლა არსებობდა უმიწო კაცი თუ არა, არამედ ილიას რწმენა და იმედი თუ რა საფუძველზე შეიძლებოდა ჩვენში წოდებათა განმტკიცება და გაერთიანება. მთავარი იყო იმ საფუძვლის არჩევა, რაზედაც შეიძლება დაემყაროს საბანკო კაპიტალის მოძრაობა, განათლების ორიენტაცია და სხვ. მას იმედი აქვს, რომ საბანკო კაპიტალი პროლეტარიატის გარეშეც განვითარდება. განსხვავებით რუსეთისაგან (რომელთანაც საქართველო საუკუნეზე მეტი, ერთი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა) და ევროპისაგანაც, სადაც წოდებათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის ჯერაც არ დამთავრებულა. ილიას აზრით, ამას “ჩვენში ადგილი არ ჰქონია” (5.4.337-8), ე.ი. იმ ზომამდე არც თავადაზნაურობა არ დაპირისპირებია გლეხობას და არც სამღვდელოება თავადაზნაურობას, რაც საფრანგეთის დიდი რევოლუციით და ახალი წოდების – ბურჟუაზიის გაბატონებით დამთავრდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინ მიმდინარე მსოფლიო-ისტორიული პროცესები და მომდევნო მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები (რევოლუციები, ომები, ტოტალიტარული რეჟიმები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი) თითქოსდა ილიას შემრიგებლური “საერთო ნიადაგის” პოზიციის საპირისპირო ვითარების მუდმივობაზე მიუთითებდნენ, ხვალ თუ არა ზეგ, მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის, ანდა კომუნიზმის საბოლოო გამარჯვების ნიშანი იყვნენ. ილია კი ურყევად იდგა ინგლისური კლასიკური პოლიტეკონომიის კორიფეების აზრზე, რომ გაბატონებულ კლასებს თავისი მოგების ნაწილი უნდა გაეყოთ მშრომელებისათვის, შესაბამისად, საქართველოში მიწათმფლობელებს გლეხი უმიწოდ არ უნდა დაეტოვებინათ. მარქსისტებსა და ანარქსისტებს, თავდაპირველად, ეს ფილანტროპული გრძნობების უპერსპექტივო გამოვლენად მიაჩნდათ. მარქსიც “კაპიტალში” შთამბეჭდავად ასაბუთებდა, რომ დასავლეთში კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა სოციალური რევოლუცია იყო, ისე შთამბეჭდავად, რომ მოსალოდნელი საფრთხის რეალური შესაძლებლობამ ევროპაში განსხვავებული მიმართულებებიც დააკავშირა ერთმანეთთან შესაძლებელი სოციალური რევოლუციის ასაცილებლად. ამავე მიზეზით კ. მარქსის “კაპიტალი” პროფკავშირული მოძრაობის წარმატების სერიოზული საფუძველი გახდა და თავად მარქსიზმშიც “რევიზიონისტთა” ძლიერი მიმართულება წარმოშვა (ე.ბერნშტეინი -1850-1932, კ. კაუცკი-1854-1938 და სხვ).
შეიძლება ითქვას, რომ აზროვნების ეს მიმართულება XX ს. დასავლეთში ფრანკფურტის სკოლას უქმნიდა ნიადაგს, რომლის ისეთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა, როგორიც იყო ჰ. მარკუზე (1898-1979) და როგორიც ი. ჰაბერმასია (1929) ჩამოაყალიბეს ცნობილ დებულება, რომ მარქსის “კაპიტალმა” ადრესატი დაკარგა, ე.ი. რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში აღარ არსებობს პროლეტარიატი, რომელსაც ძალაუფლებისათვის მომავალ ბრძოლაში არაფერი ექნება დასაკარგი, როგორც ამაზე მარქსი და ენგელსი მიუთითებდნენ “კომუნისტური პარტიის მანიფესტში”.

რასაკვირველია, ის რაც ილიას მკვლელობიდან ათეული წლების შემდეგ მოხდა, მისი განხორციელების კონკრეტული სახე ილიას არ შეიძლება ცოდნოდა, მაგრამ ის რაც მისთვის ნათელი იყო და რითაც ხელმძღვანელობდა მთელი ცხოვრების მანძილზე იყო ის, საღი აზრი, რომ საზოგადოება კლასთა და ფენათა დაპირისპირებითა და ბრძოლით სასიკეთოდ ვერ განვითარდება და კატასტროფამდე მივა, რისი გადატანა ძალიან ძვირად დაუჯდება ერებს და მთელს კაცობრიობას. თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ასეთი მრწამსი მას ჩამოუყალიბდა მას შემდეგ, რაც საქართველოში გაუქმდა ბატონყმობა, ე.ი. 1864 წ. მანამდე იგი ადამიანთა დამოკიდებულების ამ ფორმას (ბატონყმობას) ისე უსამართლო და დანაშაულებრივად თვლიდა, რომ თვით რევოლუციასაც მისაღებად მიიჩნევდა. სიტყვა “რევოლუციამ არ შეგაშინოს მკითხველო, რევოლუცია იმიტომ არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირ-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ასეა ყველაფერი ამ ქვეყნად” (5. 2. 9.). “აზრის მოძრაობაში, როგორც ყველაფერში ამ ქვეყნად, ერთი მეორეს ადგილს არ უთმობს უომრად, უბრძოლველად” (16.88).
ეს სიტყვები დაწერილია 1861 წ. მაშინ, როცა გლეხთა განთავისუფლება, ილიასთვის სასურველი და აუცილებელი ერთადერთი რევოლუცია, რუსეთში განხორციელებული იყო, საქართველოში კი მის მიზანშეწონილებას ზოგიერთი ეჭვს ქვეშ აყენებდა. ილია და დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე ეპისკოპოსი გერასიმე ქიქოძე, გამოჩენილი მეცნიერი და პრაქტიკოსი, ნ. ნიკოლაძე და მათი სხვა თანამოაზრენი, თავგანწირულნი იბრძოდნენ ამ რეფორმის საქართველოში დაუყოვნებელი განხორციელების აუცილებლობის დასასაბუთებლად.
ამ პერიოდში ილიას მსოფლმხედველობითი ძიებების დასახასიათებლად საჭიროა ის ფაქტიც აღინიშნოს, რომ იგი ცდილობდა საიდუმლო ორგანიზაციის “ახალგაზრდა საქართველოს” ჩამოყალიბებას, ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზაციისათვის (29).
ამ ვითარებით აიხსნება ილიას, ერთი შეხედვით უცნაური დამოკიდებულება გოეთესადმი, რომლის სიდიადეში მას ეჭვი არ ეპარება. იგი გოეთეს (1749-1832) საყოველთაოდ აღიარებული დიდებულების მიუხედავად, მაინც ბაირონს (1788-1824) ანიჭებს უპირატესობას, როგორც მებრძოლს, რომელიც არსებულის გარდაქმნისაკენ ისწრაფვის. გოეთეს უცვლელობის და უძრაობის სიმბოლოს, მყინვარს ადარებს, ბაირონს კი – მძვინვარე თერგს. აქედან უნდა გავიაზროთ ახალგაზრდა პატრიოტის სიტყვებს მყინვარზე “მძულვარებით მოვაცილე თვალი მყინვარის დიდებულებას” (იქვ. 20).

გოეთეს შეფასებაში ილია იმ დროს რუსი რევოლუციური დემოკრატების, კერძოდ ნ. ჩერნიშევსკის (1828-1889), კვალს მისდევდა. ეს გამოჩენილი მოაზროვნე (როგორც პ. ინგოროყვამ უჩვენა) გოეთეს ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მგალობელ ფრინველს ეხება, თვლიდა ხელოვანის ცხოვრებისაგან მოწყვეტის და წმინდა ხელოვნებით დაკმაყოფილების ნიმუშად, რაც მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო. გოეთეს “პოეტი” (ასეთია ლექსის სათაური) თავს მგალობელ ფრინველს ადარებს, რომლისთვისაც ერთადერთი და უმაღლესი ჯილდო არის თავად ეს გალობა. ილიამ ლექსიც შექმნა ამავე საგანზე, ამავე სათაურით, სადაც პოეტის უპირატეს სოციალურ დანიშნულებას გაესმის ხაზი. ეს ლექსი “პოეტი” ”მგზავრის წერილებზე” ერთი წლით ადრეა დაწერილი (6. ტ.I,გვ75). ამავე პერიოდს ეკუთვნის ილიას ლექსი, რომელიც გამოხატავს მის აღტაცებას ჯუზეპე გარიბალდის (1807-1882) რევოლუციის გამარჯვებით (30).
1864 წლამდე, ე.ი. საქართველოში რეფორმის გატარებამდე, ილია იზიარებდა ცნობილი რუსი მოაზროვნის ნ. პ. ოგარიოვის (1813-1877) მიერ 1861 წ. “კოლოკოლში” გამოქვეყნებული წერილის პათოსს, წერილის სათაური იყო: “რა სურს ხალხს?”. ავტორის აზრით, გლეხთა უმიწოდ განთავისუფლების გამო რეფორმა ყაჩაღური იყო. 1864 წ. შემდეგ ილიაც თვლიდა, რომ გლეხთა უმიწოდ განთავისუფლება დიდი უსამართლობა იყო, მაგრამ მისთვის ეს მაინც არსებითი მნიშვნელობის პროგრესს წარმოადგენდა.. იგი საქართველოს რეალობაში ეძებდა გზებს ამ უსამართლობის მშვიდობიანად გადასალახავად.
აქ უკვე ილიას და მისი რუსი მასწავლებლების და თანამოაზრეების პოზიცია გაიყო. თუ ჩერნიშევსკი, პისარევი და სხვ. მაინც გლეხურ რევოლუციას ნატრობდნენ, როგორც რუსეთის არაკაპიტალისტური გზით განვითარების დასაწყისს, ილიას არც მუშური და არც გლეხური რევოლუცია არ სურდა, მეტიც, საქართველოსთვის დამღუპველად მიაჩნდა. ილიას უფროსი თანამედროვე, გერმანელი ფილოსოფოსი ფრ. ა. ლანგე (1828-1875), რომელსაც ვ.ი. ლენინი (1870-1924) “პროფესორული ბურჟუაზიული ფილოსოფიის ჩვეულებრივ წყაროს” უწოდებდა (22.,27-28), დაახლოებით ამავე პერიოდში აფორმულებს ცნობილ დებულებას იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი სოციალური რევოლუცია უარსაყოფია, რადგან იგი უფრო მეტს ანგრევს, ვიდრე აშენებს.

საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ილია ახალ და მისი დიდი ცხოვრების განმსაზღვრელ პოზიციას ირჩევს: სამართლის წინაშე ფორმალურად ყველას თანასწორობის საზოგადოებაში, შესაძლებელია ყველა დაპირისპირების მშვიდობიანი გადაჭრა, ყველა ადამიანის მესაკუთრედ ქცევა და ყველასთვის შრომის აუცილებლობა. ამ ამოცანის განხორციელების გზაზე მდგარი უდიდესი სიძნელეების მიუხედავად, ილიას სჯეროდა, რომ მისი მიღწევა შესაძლებელია არსებული შესაძლებლობების გონივრული გამოყენებით. ამას ემყარებოდა ილიას სამართლებრივი ოპტიმიზმი, რომლის რელიეფური გამოხატულება მოცემულია ილიას ცნობილ მოთხრობაში – “ოთარაანთ ქვრივი” სადაც ძლიერი ნებისყოფის გლეხის ქალი დარწმუნებულია, რომ შესძლებს უსამართლოდ არავის დააჩაგვრინოს თავი, თუნდაც ამისათვის “რკინის ქალამნების ჩაცმა დასჭირდეს”. რაც მთავარია სოფელიც დარწმუნებულია, რომ ეს ძნელად შესასრულებელი, მაგრამ მაინც რეალური მუქარაა.(5.244)
სპეციალისტები სწორედ შენიშნავენ, რომ “ოთარაანთ ქვრივი თავის მოწინააღმდეგეს კლასობრივი თვალსაზრისით კი არ უპირისპირდება და ტყეში კი არ გარბის კაკო ყაჩაღივით, არამედ ის თავის დამჩაგვრელს გუბერნატორთან და ხელმწიფესთან უჩივის. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აღიარებს არსებულ სახელმწიფოს და სამართალს თავისი დადებითი და ნაკლოვანი მხარეებით” (25. 216). საინტერესოა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის გამოჩეულმა წარმომადგენელმა კ. ჩხეიძემ (1864-1926), შემდგომში ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარემ, საფლავზეც კი უსაყვედურა ილიას, რომ იგი არსებულ სახელმწიფოს იცავდა. ეს იმიტომ, რომ, პირადად მისთვის, კლასობრივი ბრძოლის გამწვავება და მომავალი რევოლუციის გარდუვალობა სავსებით ნათელი იყო. გულრწფელი მარქსისტი (სახელი კარლო, ნიკოლოზ ჩხეიძემ მარქსის საპატივცემულოდ აირჩია) დარწმუნებული იყო, რომ 1905 წ. რევოლუცია, თუნდაც დამარცხებული, მარქსიზმის ჭეშმარიტების უეჭველი საბუთი იყო. სინამდვილეში, ილია არსებულ სახელმწიფოს, კი არ იცავდა, არამედ მის რევოლუციურ დამხობას არ თვლიდა საჭიროდ და მით უმეტეს აუცილებლად. მას შესაძლებლად მიაჩნდა მისი ევოლუციური შეცვლა და ილია, ამ ასპექტით, საიმედო ცლილებებს ხედავდა დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებში (8.57). ილია თვლიდა, რომ შესაძლებელი იყო რევოლუციის, (თუნდაც 1905 წლისა), აცილება, ე.ი. სოციალ-დემოკრატები და ილიას მომხრეები სხვადასხვა დონის შესაძლებლობებს ხედავდნენ მაშინდელ საზოგადოებაში და სხვადასხვა მნიშვნელობას აძლევდნენ მათ კაცობრიობის სამომავლო ისტორიისათვის.
შემთხვევითი არ იყო ის რომ ილიას “ივერიაში”დაიბეჭდა დიდი ქართველი ანარქისტის ვ. ჩერქეზიშვილის (1848-1925) საინტერესო ნარკვევი“ინდუქციური მეცნიერების განვითარება”(1901). ინდუქციური, ვ. ჩერქეზიშვილს ესმოდა, როგორც მეტაფიზიკურს და დედუქციურს დაპირისპირებული, ემპირიული ფაქტებიდან ზოგადი პრინციპებისაკენ მიმავალი მეცნიერული კვლევა, რომელიც რეალური ცხოვრების და ბუნების გაგებას ისახავდა მიზნად. თავისი დიდი მეგობრის, საყოველთაოდ აღიარებული ბიოლოგის და გეოგრაფის, ანარქისტი პ. კროპოტკინის(1842-1921) კვალად იგი ამტკიცებდა, რომ მარქსისტებს ცალმხრივად ესმით დარვინის თეორია არსებობისათვის ბრძოლის შესახებ. მიუთითებდა კროპოტკინის ცნობილ ნაშრომზე – “ერთმანეთის დახმარება და შემწეობა, ცხოველთა და ადამიანთა შორის”. ჩერქეზიშვილი სოციალური ცხოვრების სხვაგვარი, ჰუმანური განვითარების შესაძლებლობას ასაბუთებდა. უფრო ადრე 1900წ, იგივე ავტორი ნარკვევში – ”ბელგიაში მოგზაურობა”, აღნიშნავდა, რომ ევროპაში კაპიტალისტთა რიცხვი კი არ მცირდება, არამედ იზრდება, და ეს ხდება ერთმანეთის ამოუწყვეტლად, შეურიგებელი ბრძოლის გარეშე. ევროპა დიალექტიკის კანონების საპირისპირო გზით ვითარდება, დაპირისპირება კლასთა და ფენათა შორის მცირდება.(9. IV.გვ.17)

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ილიას თხზულება “გლეხთა განთავისუფლების პირველ – დროების სცენები” (5, I. 279-303). აქ წარმოდგენილია ყოფილ მებატონეთა და ყმათა განსხვავებული ტიპები; ისინი ვისაც მოსწონს ახალი წყობა, ისინიც ვინც ვერ ეგუება მას, არიან ისეთებიც, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი უპირატესობა მებატონეთა წინაშე, მაგრამ გაბოროტების გარეშე (მე მაგათ სულ ვარჩენდი, რადგან კანონი იყო ასეთიო). მაგრამ ისეთებიცაა, რომელთაც ძველადაც შესძლებიათ ურთიერთგაგებით და ურთიერთპატივისცემით ცხოვრება. თუ გადავითვლით შესაძლებელ მიმართებებს, უპირატესობა მაინც სამომავლო თანამშრომლობის მომხრეებს რჩება. თუმცა შესაძლებლობა სამომავლოდ სხვაგვარი დამოკიდებულების გაბატონებისა გამორიცხული არაა და ილიას სურს რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე მოიპოვოს. ესაა ილიას მიერ საკუთარი, როგორც მომრიგებელი მოსამართლის პრაქტიკის აღწერა და და საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის მისგან გამომდინარე შესაძლებელი სოციალური შედეგების ანალიზი. ილიას ეს ნაწარმოები ნ. ნიკოლაძემ რუსულად თარგმნა.
2. არსებულის, ნამდვილის და შესაძლებლის ილიასეული გაგება
ილიას ცხოვრების ბოლო წლების რეალური ვითარება (რუსეთში კლასობრივი დაპირისპირებულობის გაღვივება, 1905 წ. რევოლუცია და სხვ.) ცოტას თუ განაწყობდა ილიას იდეების მხარდასაჭერად. ილია, თითქოს თვალს ხუჭავდა სინადვილეზე, ანდა უმრავლესობისაგან განსხვავებული პოზიციიდან აფასებდა მას. რა უცნაურიც არ უნდა ჩანდეს ილიას პოზიციის გამოსახატავად და გასაგებად, საჭიროა მის და მის თანამებრძოლთა (მაგ. ვ. ჩერქეზიშვილის) მიერ მარქსიზმის მთავარ წყაროდ მიჩნეული ჰეგელის კატეგორიების, კერძოდ მის მიერ “არსებულისა” , “შესაძლებლის”, “შემთხვევითისა” და “ნამდვილის” განსხვავების გამოყენება. ამ განსხვავების მნიშვნელობას ჯერ კიდევ ჰეგელის ყოფილმა სტუდენტმა, დიდმა გერმანელმა პოეტმა და მოაზროვნემ, ჰ. ჰაინემ (1797-1856) მიაქცია ყურადღება.. (კითხვაზე: თუ ყველაფერი რაც არსებობს გონიერია და რაც გონიერია ის ნამდვილია, ხომ არაა ეს არსებულის გამართლება? (ჰეგელს მოწინააღმდგენი პრუსიის მონარქიის ოფიციალურ ფილოსოფოსსაც უწოდებდნენ) “წარმოსახვითმა” ჰეგელმა უპასუხა კითხვითვე: განა ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ არსებული გონივრული უნდა იყოსო. როგორც დავინახეთ, ილიას მიმართაც მსგავსი ბრალდება წამოაყენეს და მომდევნო ათწლეულებში რევოლუციური პარტიების (კერძოდ, მენშევიკების და ბოლშევიკების) მძლავრობის პერიოდში, ილიას გზის მცდარობის საბუთად მიიღეს.

ილია, რასაკვირველია, ხედავდა და მწარედ განიცდიდა კიდეც, კლასების დაპირისპირებას და როგორც თავად ამბობდა, “გლეხების წასისიანებას” თავადებზე. ყველაფერი ეს ფაქტობრივი სინამდვილე იყო, მაგრამ ილია თვლიდა რომ ზოგი რამ რაც არსებობს, ე.ი. “სინამდვილეა” უმჯობესი იქნებოდა არ არსებობდეს და უკეთესი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს, რაც მთავარია, შესაძლებელი იყო არ არსებულიყო. ილიასთვის ეს უბრალო ნატვრა კი არ იყო, არამედ საფუძვლიანი შესაძლებლობა. ხაზგასასმელია, რომ ეს დიდი მოაზროვნე და ჰუმანისტი საქმისათვის საზიანოდ თვლიდა გულჩვილ ფილანთროპობას და სენტიმენტალობას. გლეხთა განთავისუფლების შემდეგ მას, სწორედ იმის დასაბუთება უნდოდა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის სრული სიმკაცრით დაცვა ორივესთვის (ბატონისა და გლეხისთვის) და მთელი ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება. ანუ ილიასთვის ეს “ნამდვილი” (ამ შემთხვევაში კლასთა დაპირისპირება და საქართველოში გლეხთა მიერ მემამულეების წინააღმდეგ ბრძოლა) იყო, საბოლოო ანგარიშში, შემთხვევითობა, რომელიც ჰეგელის სიტყვებით თუ ვიტყვით, მართალია აუცილებლობის რაღაცნაირი გამოვლენა იყო, მაგრამ, არასგზით, მისი ერთადერთი და შეუცვლელი სახე. მაშინ ხომ იგი შემთხვევითობაც არ იქნებოდა?
ჰეგელმა თავის ”სამართლის ფილოსოფიაში” (1820წ.) გონიერისა და ნამდვილის მიმართების ახალი გაგება წამოაყენა. მან იმდენი გაუგებრობა წარმოშვა, რომ თავისი ძირითადი შრომის “ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია- 1830 წ. გამოცემაში დიდი ფილოსოფოსი სპეციალურად შეეხო ამ საკითხს: მისი დებულება ასეთია: “რაც გონივრულია (Vernuenftig), ის ნამდვილია (wirklich), და რაც ნამდვილია, ის გონივრულია“ (10,38).
ჰეგელი ხაზს უსვამს იმას, რომ ფაქტიურად მოცემულის მრავალი სახე, არსებობს შემთხვევითობის ძალით, ხოლო “შემთხვევითი არსებობა არ იმსახურებს ნამდვილის შთამბეჭდავ სახელს” (იქვ. 38). ამაში ჰეგელს უნდა დავეთანხმოთ. ნამდვილი, ხომ მრავალ ენაში (მათ შორის ქართულშიც) ნიშნავს, არა მარტო გრძნობადად არსებულს, არამედ განამდვილებულ ჭეშმარიტებას და მას რაღაც უდავოს სტატუსიც ენიჭება. ჰეგელისათვის სინამდვილე ერთფენოვანი განფენილობა არაა, იგი მრავალფენოვანია და ეს ფენები სხვადასხვა ღირებულების შემცველნი არიან. “შემთხვევითი“, ჰეგელის აზრით, ისეთი არსებობაა (exsistenzia), რომელსაც შესაძლებელზე მეტი არავითარი ღირებულება არა აქვს, რადგან იგი ასევე შეიძლებოდა არც ყოფილიყო. ამგვარი არსებულნი, იმასთან მიმართებაში, რაც ნამდვილად გონიერის სახელს იმსახურებს, მხოლოდ ზედაპირული, გარეგანი მხარე არის (იქვ.).
მეორეს მხრივ, ჰეგელი უარყოფდა პოპულარული შვეიცარელი პოეტის და მოაზროვნის ა. ფ. ჰალერის (1707-1777) აზრს იმის თაობაზე, რომ რეალურ გრძნობად მოცემულობაში არსებითი არაფერი შეიძლება გამოვლინდეს, რომ იგი მხოლოდ “გარეგანი ჩენჩოა” (შდრ. 11. 128-129). ჰეგელი ასაბუთებდა, რომ გარეგანი, გრძნობადი ყოველთვის შინაგანის არსებითის რაღაცნაირი გამოვლინებაა და თუ რანაირი, ეს სწორედ სპეციალურმა კვლევამ უნდა დაადგინოს.
ამრიგად, ის რაც არსებულად, სინამდვილედ მოგვეცემა იგი შეიძლება შემთხვევითი და შესაძლებელი იყოს, იგი შეიძლება არც ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება ისიც, რომ იგი ნამდვილი შინაგანის და არსებითის გამომხატველია. შესაძლებელი ისევე ნაირფერია, როგორც ის სინამდვილე, რომლისგანაც ის იშვა და რომლის ნაწილადაც ის იქცა. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, ყველა შესაძლებელი და შემთხვევითი არის აუცილებლობის რაღაცნაირი გამოხატულება. ეს ისაა, რაც თეორიის ფატალიზმში გადაზრდის საშუალებას არ იძლევა.
ილიას კვლევას სწორედ ის მიხვედრა აქვს საფუძვლად, რომ ფაქტობრივ სინამდვილეში გავასხვავოთ ერთმანეთისაგან ის, რაც შემთხვევითია და შეიძლება არც ყოფილიყო, და ის რაც, მხოლოდ შესაძლებლობაში არსებობს (მაგ.. თანხმობა მაშინ დაპირისპირებულ ფენებს და კლასებს შორის), მაგრამ თუ განამდვილდება, მაშინ საზოგადოების არსებობის იდეალის გამოვლინების შესაძლებელ მაქსიმუმს გამოხატავს. ჰეგელის სიტყვებით, რომ ვთქვათ იგი ეძებდა იმ შესაძლებლობის განამდვილების გზას, რომელიც ადამიანთა საზოგადოების, როგორც თავისუფალ და სამართლებრივად თანასწორ არსებათა კავშირის აუცილებელი არსების გამოხატულება იქნებოდა და მისი განხორციელება, ამ ვითარების “აბსო ლუტური სინამდვილის”, ე.ი. სტრუქტურულად მარადიული შინაგანი ფორმის გამოვლინება იქნებოდა. იგი როგორც ასეთი, იქნებოდა ამ იდეა ლური სტრუქტურის იდენტური, ანუ რეალობაში მისი გამოვლენის აუცილებელი ფორმა (იქვ. 314). ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში საზოგადოების არსებითი, ანუ ძალდატანებითი რევოლუციური შეცვლა არ იქნებოდა საჭირო და აუცილებელი, ე.ი. არსებული სტრუქტურა “აიტანდა”, საკუთარ ფარგლებში, ნებისმიერ პროგრესულ ცვლილებას.
ამ თვალსაზრისით განხილული ილია, დიდი უტოპისტების (რ. ოუენი (1771-1858), მ. ფურიე (1772-1832)) დონის მოაზროვნეა. და საერთოდ, დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი, არც ისე უტოპისტები იყვნენ. მრავალი მათი იდეა განხორციელდა და თანაც ისე, როგორც მათ უნდოდათ – (სოციალური რევოლუციის გარეშე). ილიასაც ეს ჰქონდა მიზნად. იგი თავისი ძლიერი გონებით და ობიექტურობით ხედავდა იმას, რასაც სხვებისთვის, ფაქტო ბრივი მოცემულობის გავლენის ქვეშ მყოფთათვის, მიუწვდომელი იყო. მათ ხედვის ძალა არ შესწევდათ, ანდა რაღაცნაირად არ აწყობდათ, შესაძლებლობათა უფრო ღრმა, უფრო ღირებულ ფენებს ჩაწვდომოდნენ, და ამიტომ უარყოფნენ მათ შესაძლებლობას.
ჰეგელის ნააზრევიდან თუ შევეცდებით ილიას უკეთ გაგებას, ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორიის ფილოსოფიის ილიასეულ ხედვა ძირითადში ეთანხმება ჰეგელისეული კონცეფციას საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების შესახებ (ჰეგელისათვის საზოგადოების ისტორიული განვი თარების პროცესში ჯერ მხოლოდ ერთი იყო თავისუფალი (მაგ. ფარაონი, თუ მეფე), უფრო მაღალ საფეხურზე თავისუფალი გახდა რამოდენიმე (არისტოკრატია), ხოლო ბოლოს (საფრანგეთის 1789წ., რევოლუციის სახით) მიღწეული იქნა საზოგადოების მიზანი – ყველა ადამიანის სამართ ლებრივი თავისუფლება და თანასწორობა. აქ შეიძლება ითქვას, მიღწეულია ადამიანთა საზოგადოების სტრუქტურის შესაძლებლად საუკეთესო ფორმა და, ამდენად, მარადიულია.
თუ რაიმეს მიმართ შეურიგებელი იყო ილია ჰეგელის ისტორიის ფილოსოფიაში და რაც მართლაც ჰეგელის უეჭველი ნაკლია, ეს იყო დიდი გერმანელი იდეალისტის მიერ ხალხების და ერებისათვის არსებითად განსხვავებული და შეზღუდული ღირებულების მინიჭება. ჰეგელისათვის, როგორც ცნობილია, ყოველი კულტურა და ყოველი ხალხი აბსოლუტური სულის თვითშემეცნების მხოლოდდამხოლოდ ერთ რომელიმე გარკვეულ საფეხურს გამოხატავს, რომლის შემდეგაც იგი თუ ფაქტობრივ არსებობას განაგრ ძობს, მოკლებულია ყოველგვარ შემოქმედებით ძალას, რადგან მსოფლიო სული უკვე უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, მასში კი აღარ არის. ეს ერები და კულტურები არსებობენ, როგორც მაგ., გველის ტყავი, რომლისგანაც მისი პატრონი უკვე გამოძვრა. ამ თეორიამ ჰეგელთან დაპირისპირებ ულ პოზიტივისტებშიც მოიპოვა გავლენა. რამაც თავი იჩინა საზოგადოებ ის ორგანიზმთან ანალოგიით უძველეს გაგებასთან კავშირში: საზოგადოება ყოველი ცოცხალის მსგავსად იბადება, იზრდება, ვითარდება და კვდება. ჰეგელის მიერ ჩინური, ეგვიპტური და ბერძნული კულტურების აბსოლუტის განვითარების აღმავალ გზაზე უკვე ღირებულებადაკარგულ საფეხურებად დანაწილებამ, დიდი გავლენა მოიპოვა, რადგან ძველი დიდი კულტურების წარმომადგენელი ხალხები საუკუნეების მანძილზე შემოქმედ ებით სულს არ ავლენდნენ.
ილია თავისი მკაცრი და სამართლიანი კრიტიკის ობიექტად ირჩევს ამერიკელ მკვლევარ ჯ. უ. დრეპერს (1811-1881) და მის ქართველ მომხრეს ი. ს. ჯაბადარს (1852-1913). დრეპერმა, უფრო ადრე ყურადღება მიიქცია წიგნით-“ისტორიული კონფლიქტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის”. (23). დრეპერის მეორე წიგნი: „ევროპის ინტელექ ტუალური განვითარების ისტორიის” (1863) ორივე ნაწილი იმხანად ითარ გმნა რუსულად (24) და საქართველოშიც გამოუჩნდნენ თანამოაზრეები, რომ ლებიც სვამდნენ კითხვას იმის თაობაზე დაბერდა თუ არა ქართველი ერი, ე.ი. ამოწურა თავისი შესაძლებლობანი, თუ ჯერ არც დაუწყია შემოქმედებითი ცხოვრება?

ილია ვრცლად, მკაცრად, მაგრამ დასაბუთებულად და დამ აჯერებლად აკრიტიკებს ამ თეორიას. მისი პოზიციის ჭეშმარიტებას, დღეს უდავო მოწმეებად ჰყავს, ჰეგელის და დრეპერის მიერ განწირული ერების (უპირველეს ყოვლისა, ჩინელების, ინდოელების, იაპონელებისა და სხვ.) ხელახალი აქტიური და შემოქმედებითი ჩართვა საკაცობრიო ისტორიაში. ამიტომ ჩვენთვის უფრო გასაგებია და მისაღები ილიას სიტყვები: “სიბერე ერისა, ჩვენის ფიქრით უქმი სიტყვაა. რომელია ბებერი, ინგლისელი, ეთიოპ ელი, თუ ინდოელი?“ (იქვ. 176). ილია ეფექტურად იცავს ერების, როგორც ხელშეუხებელი სპეციფიკური კულტურების მატარებელთა მომავალს (32.79).
3. ილია დიალოგის, როგორც ურთიერთმიტევების შესახებ
ილიას მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ მსოფლიომ, გადატანილი უბედურებების და უარესი მომავლის, ანუ გლობალური ატომური ომის შესაძლებლობის გააცნობიერების საფუძველზე ქვეყნებსა და პიროვნებებს შორის პრინციპულად ახალი მიმართებების აუცილებლობა დაინახა. ამის შედეგი იყო „გაერთიანელილი ერების ორგანიზაციის დაარსება (1945წ.) ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, შეიქმნა პლანეტის საამაყო მეცნიერთა ხელმოწერით კაცობრიობის (რასების, ერების, ტომების) თანაცხოვრებაში პრობლემათა გადაჭრის ძირითადი წესის – დიალოგის აუცილებლობის გაცნობიერების დოკუმენტი, რომელსაც „რასელ-აინშტაინის მანიფესტი“ ეწოდა (4.,)

1883 წ აპრილის შინაურ მიმოხილვაში ილია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოების ეკონომიკურ-პოლიტიკური პროგრესის და მეცნიერების განვითარების სიმეტრიულობის ფრ. ბეკონისეულ პოზიციას. რომელსაც დიდი უტოპისტებიც იზიარებდნენ. XIX ს. მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები მართლაც იძლეოდნენ დიდი ოპტიმიზმის იმედს. მაგრამ ილია ხედავდა, რომ საუბედუროდ, რუსეთთან მიჯაჭვული საქართველო, რუსეთთან ერთად სულ უფრო უპირისპირდებოდა დასავლეთს, რამაც მოგვიანებით დიდი უბედურება მოუტანა იმპერიაში შემავალ ხალხებს. იმპერიის ამგვარი მიმართულების ერთ-ერთი პირველი შედეგი იყო თავად ილიას შეკვეთილი მკვლელობა, რაც ერთნაირად აწყობდა, როგორც იმპერიულ ძალებს, ისე მათ მოწინააღმდეგეებს მენშევიკებისა, თუ ბოლშევიკების სახით. ილია ხომ სამომავლო საქართველოს სპეციფიკურ გზას ეძებდა? განსხვავებულს, როგორც რუსეთისაგან, ისე დასავლეთის ქვეყნებისაგან, თუმცა მათი გამო ცდილების გულმოდგინე შესწავლისა და გამოყენების საფუძველზე.
შეიძლება ითქვას, რომ ილიას მთელი მცდელობა მიმართული იყო იქეთკენ, რომ ეჩვენებინა მარქსიზმის, და უფრო ზუსტად, პროლეტარული რევოლუციის გარდუვალობის მტკიცების მცდარობა საქართველოს მიმართ. ილია თვლიდა, რომ შეიძლება მარქსიზმი დასავლეთისათვის შესაფერი იყოს, ასევე რუსეთისთვისაც, მაგრამ საქართველოში ისტორიულად და სოციალურ ძალთა განლაგების თვალსაზრისით, XIX ს. II ნახევარში, სათანადო სიტუაცია არ იყო. თუ ნ. ჩერნიშევსკი, დ. პისარევი და სხვ. რუსეთის სპეციფიკას იმაში ხედავდნენ, რომ აქ მუშური კი არა გლეხური რევოლუცია უნდა მომხდარიყო, ილია ცდილობდა საქართველოში ნებისმ იერი სოციალური რევოლუციის საზიანობა ეჩვენებინა, იქნებოდა ეს მუშური, გლეხური თუ ბურჟუაზიული. თუმცა ამ უკანასკნელის გამარჯვებას საფრანგეთში 1789 წ, იგი დიდ პროგრესულ მოვლენად მიიჩნევდა (28. 31).
როგორც სპეციალისტები გვიჩვენებენ, ილია კარგად იცნობდა ა. სმითის, დ. რიკარდოს (1772-18250), ჯ. სტ. მილის (1806-1873) და სხვა მოწინავე ინგლისელ პოლიტეკონომისტთა შრომებს. მასთან ძნელი შესამჩნევი არ არის “ბაზრის უხილავი ხელის” მნიშვნელობის სმიტისეული პრინციპი. მისთვის სარწმუნო იყო ისიც, რომ ეკონომიკის გაძლიერება “ზნეობის სიკეთემდე მიგვიყვანდა”. ამიტომ თვლიდა, რომ არც არსებულ კლასთა შორის (თავადაზნაურობა და გლეხობა) მტრობის ხელოვნური დათესვა არაა საჭირო. არც საერთოდ და მით უმეტეს, საქართველოში. “არც ჩვენი სოფლის ეკონომიკურს მდგომარეობაში და არც თვითმმართველობის საგანთა შორის, არ არის მიზეზი კაცმა იფიქროს, რომ თავადაზნაურობა და გლეხობა ერთმანეთში ვერ მოთავსდებიან განუყოფლად” (5.4.338).
ილია ხედავდა, რომ საქართველოში არა მარტო გლეხები დარჩნენ უმიწოდ, არამედ ვალებით დახუნძლულ თავად-აზნაურობასაც იგივე ემუქრებოდა. ამაში ის უდიდეს საფრთხეს ხედავდა. ამის ასაცილებლად დაარსა მან საქართველოში ბანკი, ეძებდა ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტებისათვის საგარეო ბაზრებს და ამ ბაზრებისათვის ქვეყნის მომზადების გზებს. ასევე, ადგილობრივი ნავთობის მოპოვების საშუაებებს იხილავდა. იგი ერის მთლიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. პიროვნებისათვის ერის ნაწილად საკუთარი თავის განცდის მნიშვნელობა უნდოდა ეჩვენებინა. “ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია ერისა და ამიტომ თავის კეთილ დრეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე”(.5.,201-2). პიროვნების და ერის მიმართების ამგვარ გაგებას აითვისებენ და განავითარებენ გამოჩენილი მეცნიერები დ. უზნაძე, ა. ჯანელიძე, ს. დანელია და სხვები, რომლების მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ არა მარტო საქართველოს მეცნიერების განვითარებაში, არამედ, საერთოდ, XXს. საქართველოში მსოფლმხედველობრივი აზროვნების ფორმირებაში.
ილია არაერთხელ ახსენებდა მკითხველს თავის ძირითად პოზიციას: ”ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ის ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშ ინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფლად, დიდ -პატარაობაში გაურჩევლად და გამოუკლებლად, ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ცდილობს ცხოვრების გზა გაიკვალოს…ყველამ ერთად, საყოველთაოდ.” (5..5.,19). “წოდებათა დაუყოფლად” ილიასთვის არ ნიშნავდა, წოდებებად დანაწილების უარყოფას, პირიქით, მისთვის აუცილებელი იყო საზოგადოების ინტერეს ებისათვის მათი გაძლიერება, ერთიმეორის დაუჩაგრავად. საზოგადოებრივ შრომაში ყველამ თავისი ადგილი უნდა ნახოს. ამ შემთხვევაში ბრძოლა გამაჯანსაღებელი და გამოსაწრთობი იქნება. “მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება არ დაფუძნდება”. მართალი არიან ის მკვლევრები, რომლებიც თვლიან, რომ “ილიასთან სოციალ – დარვინიზმის მსგავსი არაფერია” (16,.304). თუ მარქსიზმის რაიმე თეორიულ ზეგავლენაზე შეიძლება ლაპარაკი, ესაა პროლეტარიატის გაგება, როგორც განსაკუთრებული კლასისა, რომელიც გაბატონების შემდეგაც წარმოების მთავარი მამოძრავებელი რჩება. ილიას ეს ყველა მშრომელზე გადააქვს და ასე მიმართავს ჩაგრულებს “აჩრდილის” პირით: ”სხვას ძირს არ დასცემ, თვით ამაღლდები”.(16, 305).
ძნელი წარმოსადგენია ამგვარი პოზიციის გასაგებად და მისაღებად უფრო არახელსაყრელი პერიოდი, ვიდრე ილიას ცხოვრების ბოლო ათეული წელი იყო. მაშინ რუსეთში და საქართველოში ყველგან და ყველაფრის კლასობრივი ბრძოლის თვალსაზრისით ახსნას ცდილობდნენ. დასავლეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს, იქაც კლასთა ინტერესების გამოხატვის პრეტენზიით მოქმედი პარტიების დაპირის პირება ხვდებოდათ და თავადაც ებმებოდნენ ამ ბრძოლაში. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კაცობრიობა მარქიზმის მიერ დადგენილი კლასთა ბრძოლის თეორიის თანახმად ვითარდება. დარვინის მოძღვრება არსებობი სათვის ბრძოლის თითქოს კონკრეტულ მეცნიერულად უდავოდ ასაბუთ ებდა კლასთა ბრძოლის მნიშვნელობას. ეს, ცხადია, ფაქტობრივი სინამდვ ილე იყო, მაგრამ ილია მას არ თვლიდა კაცობრიობის არსების, მისი მიზნის აუცილებელ და ადექვატურ გამოხატულებად. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამგვარი რეალობა წარმავალი იყო, რომ ქართველი ერი და საერთოდ კაცობრიობა გადალახავდა ამ მცდარ თეორიებს და თანდათან შეცვლიდა, მათ საფუძველზე არსებულ მცდარ რეალობას.
კაცობრიობას ოქტომბრის რევოლუცია და ორი მსოფლიო ომის საშინელი გამოცდილება დასჭირდა, რათა დაენახა, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესი, ყოველთვის არ არის სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი. როგორც ცნობილმა გერმანელმა მოაზროვნემ თ. ადორნომ (1903-1969) შესანიშნავად დააფორმულა: ქვის შურდულიდან მეგაბომბამდე შეიძლება დავინახოთ ტექნიკის უწყვეტი, აღმავალი წინსვლა, მაგრამ საზოგადოების განვითარება უშვებს რეგრესულ ცვლილებებსაც და აქ პროგრესი გარანტირებული არასდროს არ არის იმით, რაც მიღწეულია. პროგრესის შენარჩუნებას და განვითარებიას საზოგადოების მხრიდან მუდამ უდიდესი ყურადღება და ძალისხმევა სჭირდება, რომ გონების რომელიმე დიდი გამარჯვება, ამ გონების მატარებელ კაცობრიობისათვის თავსატეხად, ანდა სულაც ფატალურად არ იქცეს. ამის დამაჯერებული მაგალითი, ადორნოსა და ფრანკფურტის სკოლის სხვა წარმომადგენლებისათვის, იყო ცივილიზებული ევროპის შუაგულში, გერმანიაში ფაშიზმის გამარჯვება.
შეიძლება ითქვას, რომ ილიაც რაღაცნაირად ხედავდა ამგვარი საფრთხის შესაძლებლობას, მაგრამ თავისი ეპოქის შესაბამისად, მხოლოდ ცოდნისა და რწმენის მიმართების თვალსაზრისით იხილავდა მას. აღნიშნული საფრთხის ასაცილებლად წამოსწია ილიამ ადამიანის ცნობიერების ორი ძირითადი მამოძრავებლის ცოდნისა და რწმენის მიმართების, XIX საუკუნეში მივიწყებული გაგება. იგი იმ პოზიციას აღნიშნავს, რომელიც ცოდნასა და რწმენას ადამიანის საკეთილდღეოდ აკავშირებს და აიცილებს იმ დაპირისპირებას, რომელმაც მრავალჯერ უბედურება მოუტანა კაცობრიობას. ცოდნის დიდი ზეობის ეპოქაში, ე.ი. XIX ს.ში, ილია მიუთითებს დიდ ინგლისელ ფიზიკოსზე ი. ნიუტონზე (1663-1727), რომელიც ამავე დროს ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. მიუთითებს, ასევე, ცნობილ ქართველ თეოლოგზე და ფსიქოლოგზე-გერასიმე ქიქოძეზე, და მსგავს მოაზროვნეებზე, რომელთა აზრითაც ცოდნა და რწმენა ამდიდრებენ ერთმანეთს. ილია აქ ფაქტობრივად იცავს ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპს. ეპისკოპოს ქიქოძის დასაფლავებაზე, გელათში თავის ცნობილ სიტყვაში ილიამ თქვა: “მთელი მოძღვრება აქ განსვენებულის სახელოვანის მღვდელმთავრისა, რომ აიღოთ, ძნელად იპოვნით მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის, ან სარწმუნოება მეცნიერებისათვის, პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა. ისინი ერთმანეთში ბედნიერად მორიგებულნი იყვნენ, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმორჩილებლად” (5.2.,117). ილია იმასაც უმადლიდა მღვდელ თმთავარს, რომ მან ქართული ენის მომავლის უარმყოფელთ, საფუძ ვლიანი თეოლოგიური არგუმენტი წაუყენა: ღმერთს, რომ სხვადასხვა ენების აუცილებლობა არ ეგულისხმა, მოციქულებს წინასწარ ამ ენების ცოდნას არ უბოძებდაო.

როგორც ცოდნისა და რწმენის კონფლიქტის აუცილებლობას, ისე კლასობრივი დაპირისპირების გარდუვალობასაც უარყოფდა ილია საქართველოში. ამჯერად იგი ძნელად დასათანხმებელ დებულებას წამოს წევს: საქართველოში ქონებრივი განსხვავება მართალია იყო მოსახლეობის ფენებს შორის, მაგრამ არ იყო უფლებრივი, რადგან მეფის წინაშე ყველანი თანასწორნი იყვნენო. თუ ობიექტურნი ვიქნებით უნდა ითქვას, რომ კლასების, თუ ფენების ასეთი გაგება, როგორც წესი, აღმოსავლური დესპოტიის კეთილგანწყობილი ინტერპრეტაციის საშიშრო ებას ქმნის. ამ სქემისგან გამომდინარე ასოციაციური და არა მარტო ასოციაციაციური ლოგიკით, შეიძლება იმ დასკვნამდე მიგვიყვანოს, რომ კლასთა ამგვარი შერიგება სტალინმა, ილიას ყოფილმა მიმდევარმა(27) განახორციელა, 1937 წლისათვის. თუმცა რეალურად იგი უფრო ო.ფ. ბისმარკის (1815-1898) “სახელმწიფო სოციალიზმს” ჰგავდა, რომელსაც თავად ილია სავსებით მიუღებლად თვლიდა. სტალინისათვის კი, სახელმწიფოსათვის საჭირო ამ იდეის სხვაგვარი განხორციელება რეალურად შეუძლებელი იყო.
მიწის სიყვარულს როგორც ადამიანის არსებობის და სიმდიდრის საბოლოო საფუძველს ილია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მიწას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, იმ პერიოდში არა მარტო ინგლისელი პოლიტეკონომისტები და ფრანგი ფიზიოკრატები, არამედ ისეთი რადიკალური ფილოსოფოსი, როგორიც ფრ. ნიცშე (1848-1900). იყო იგი ევროპული იდეალიზმის და რელიგიის, მისი აზრით, დამღუპველი გავლენის ასაცილებლად, მიწის სიყვარულისკენ, მისი ერთგულებისკენ მოუწოდებდა. მიწის ქონება, მიწაზე მყარად დგომა ილიასაც სამართლიანი საზოგადოების მყარ საფუძვლად მიაჩნდა. თუმცა ილიას ნიცშესთვის (ალბათ, მაშინ ნიცშეს თეორიის გავრცელებული ინტერპრეტაციის გამო) ყურადღება არ მიუქცევია. მაგრამ ორივე ხედავდა არსებითი ცვლილების აუცილებლობას. ნიცშესათვის ეს იყო გლობალური პროცესი, ადამიანის ზეკაცად ქცევა, ე.ი. ადამიანის მიერ შურისძიების გრძნობის დაძლევა, ილიასთვის კი – საქართველოში სოციალური კლასების მიერ შურისძიების გრძნობის გადალახვა და შერიგება ერის ინტერესების ათვის.
ილიას, ცხადია, ახსოვდა ევროპული ანარქიზმის მამამთავრის ჟ.მ. პრუდონის (1805-1865) სიტყვები:”საკუთრება ქურდობაა”. ამას მაშინ ხშირად იმეორებდნენ. არა მარტო ანარქისტები და ჩაგრული მასები ემზადებოდ ნენ საკუთრების დაუყოვნებლივ გასაუქმებლად. ილია ფაქტიდან ამოდიოდა და საკუთრების წარმოშობის მეტაფიზიკურ პრობლემას არ განიხილავდა. იგი წერდა: ”კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართ ლოდ, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დიდ პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს იაფად არ დაუჯდება” (იქვ, 122). ილია კვლავ და კვლავ მოითხოვდა არ წაექეზებიათ გლეხკაცობა. “არაა საჭირო, რომ ერთმანეთს მივესიოთ და ციხე სიმაგრე ჩვენი ჩვენვე შიგნიდან გავტეხოთ. ამას თხოულობს, არამც თუ სიკეთე და ბედნიერება ქვეყნისა საერთოდ, არამედ გლეხობისაც საკუთრივ.” (იქვ. 122).
ამ პრობლემას ილია ვრცლად იხილავს ნარკვევში: ”ცხოვრება და კანონი”, რომელიც ჟურნალ ივერიაში იბეჭდებოდა 1877 წლიდან. ამ დროისათვის მას გარკვეული ჰქონდა საკუთარი სოციალური ფილოსოფია. რომლის მიზანი იყო ყველა ადამიანს სახელმწიფოში ერთნაირი უფლება ჰქონოდა და ამის შესაძლებლობაც არსებულიყო. გლეხთა განთავისუფლებამ ამის პირველი პირობა შექმნა, მაგრამ დარჩა დიდი პრობლემა, – განთავისუფლებულ გლეხს დაბინავება უნდოდა. (იქვ.302). უამისოდ ის იყო თავისუფლება შიმშილით სიკვდილისათვის. ინგლისის გზა: გლეხთა პროლეტარებად ქცევის, მიუხედავად მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობნისა, ილიასათვის ის სინამდვილე იყო, რომელმაც, ჰეგელის ტერმინებს თუ ვიხმართ თავისი არაგონივრულობა დაამტკიცა, და არასდროს, არსად არ უნდა გამეორებულიყო. სოციალ – დემოკრატები კი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მოწინავე ქვეყნის გზა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუქცევდა. გლეხობა პროლეტარებად, საუკეთესო შემთხვევაში, მუშათა კლასად უნდა ქცეულიყო. ასე ფიქრობდა საბჭოთა იმპერიაში ისეთი გავლენიანი ლიდერი, როგორიც ლ. ტროცკი (1879-1940) იყო. ასევე ფიქრობდა, ერთ პერიოდში, მისი მუდმივი მოწინააღმდეგე ი. სტალინიც (1879-1953).. ამ უკანასკნელს კავკასიაში მუშაობის დროს არ მოსწონდა ქუთაისელი მუშები. მათ მემწვანილეებს ეძახდა, რადგან ისინი სოფლად კერძო მეურნეობას ინარჩუნებდნენ. განსხვავებით ბაქოელი მუშებისაგან, რომლებიც მსოფლიო პროლეტარიატის მომავალი ბელადის აღტაცებას იწვევდნენ (9. 4. 24-5).
ილია წუხდა, რომ მთავრობამ ვერ მოუარა ყოფილი მებატონისა და ყოფილი ყმის ურთიერთობაში გაჩენილ სიძნელეებს (4. 302). დარწმუნე ბული იყო, რომ “დღეს თუ ხვალ საჭიროება მოითხოვს, გლეხი მიწის პატრონად შეიქმნეს”. (4.314-15). იგი მიუთითებდა დასავლეთის მეცნიერებაში დიდი ხანია შემჩნეულ ფაქტზე, რომ გლეხს რაღაცნაირი თავისუფალი განწყობა უნდა შეექმნეს, რაღაც იმედი უნდა ჰქონდეს, რომ თუ უკეთ იმუშავებს პირადადაც მოგებული დარჩება. მას მოსავლის რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნაწილის (ვთქვათ, მეოთხედის) უფლება უნდა ჰქონდეს. როგორც ეს ჯერ კიდევ ძველ რომში დაინახეს, რომ შრომა “რამოდენადაც თავისუფალია იმოდენადაც შემძლებელიც არის (4. 315). ილია სავსებით ეთანხმება ადამიანის შესახებ დიდი იტალიელი მოაზროვნის პიკო დელა მირანდოლას (1463-1494) პოზიციას. გამოთქმულს შრომაში: “ ადამიანის ღირსების შესახებ”. ეს ნაშრომი მირანდოლას, რომელსაც “შერიგების თავადს” უწოდებდნენ, მის მიერ განზრახულ საერთაშორისო კონგრესისათვის ჰქონდა განზრახული. კონგრესი არ ჩატარდა (პაპმა აკრძალა), მაგრამ ეს ნარკვევი ახალი დროის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საფუძვლად იქცა. ილიას საკმაოდ ვრცელი ციტატი მოყავს მირანდოლას ამ ნაშრომიდან: ღმერთმა ყველა არსება რაღაცნაირად განსაზღვრული ბუნებისა შექმნა, რომელსაც ისინი ვერ შეცვლიან. ადამიანს კი უთხრა, რომ მხოლოდ მას არა აქვს რაიმე წინასწარდადგენილი ადგილი და ბუნება. ეს მან თავად უნდა აირჩიოს და მოიპოვოს. შეუძლია ანგელოზამდე ამაღლდეს და ასევე შეუძლია ცხოველზე დაბლა დავიდეს”. ამაზე კარგად, მარტივად და ნათლად, ამბობს ილია, ძნელია კაცმა გამოთქვას, “როგორც ადამიანის არსებობის საგანი, ასევე ადამიანის ღირსება” (5/.5.302).

ილიასათვის ადამიანის მიერ საკუთარი ბუნების და საკუთარი გზის არჩევის ეს უნარი ყოველ ეპოქას და ყველა ხალხს ეხება. ახალი ეპოქა ხალხის ცხოვრებაში ამ არჩევნით იწყება. ამგვარი გარდატეხის ეპოქად, ანუ აუცილებელი არჩევანის დროდ, მიაჩნდა მას თავისი ხანა. როგორც ითქვა, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა გზით განვითარების შესაძლებლობებს, სხვადასხვა პარტიები წარმოადგენდნენ. ილია ცდილობდა საკუთარი გზის, კერძოდ წოდებათა შერიგების საფუძველზე საზოგადოებაში შრომ ის ბატონობის შესაძლებლობა და უპირატესობა დაემტკიცებინა. Mმას სურდა თავისი გზის სიმართლე მოწინააღმდეგეთა პოზიციიდანაც გაემაგრებინა. ცნობილი რუსი მარქსისტის, გ. ვ. პლეხანოვის (1856-1918) ნაშრომიდან – “ისტორიაზე მონისტური შეხედულება”, იგი ამოიწერს, რომ მარქსისათვის არ არის აუცილებელი, ყველა ქვეყანამ გაიაროს კაპიტალ იზმის სტადია (.16., 112). მარქსი საერთოდ მიუთითებდა წარმოების განსხვავებულ, აღმოსავლურ წესზე, რაიმე დაკონკრეტების გარეშე, რაც პრაქტიკოს მარქსისტებს ახალ სიძნელეებს უქმნიდა, და ამიტომ არ აქცევდნენ სერიოზულ ყურადღებას მარქსიზმის ამ ასპექტს. ისინი ცდილობდნენ ყველაფერი დასავლეთისათვის მარქსის მიერ შექმნილ მოდელზე დაეყვანათ: იმედოვნებდნენ ჯერ საქართველოში პროლეტარი ატის გაძლიერებას, უფრო სწორედ – გამრავლებას და მერე მის მიერ რევოლუციის მარქსისტულ განხორციელებას.
ილიას მიერ განვითარებული მოსაზრებანი წოდებათა შერიგებაზე, შრომის საყოველთაო ვალდებულებაზე, მაღალი წოდების დამოწა ფებაზე გლეხებთან, მათ წინაშე ბოდიშის მოხდაზე, უფრო გასაგებია დღეს, როცა ზნეკეთილმა რომის პაპმა – იოანე -პავლე II (1920-2005) ბოდიში მოიხადა კაცობრიობის წინაშე ინკვიზიციის საქმეებისათვის, როცა ამერიკაში ლაპარაკობენ ინდიელებისა და ზანგების მიმართ ჩადენილ უსამართლობათა მონანიებაზე. დღეს ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები და მოჩვენებითი თავაზიანობა კი არაა, არამედ კაცობრიობის ზნეობრივი და სამართლებრივი განვითარების ახალი საფეხურის კონტურები. ალბათ, უპრიანია ამ კუთხით განვიხილოთ “ოთარაანთ ქვრივში” თავად არჩილის მიერ მუყაითი და გონიერი გლეხის, გიორგის ცოდნის შეფასება. იგი არ უარყოფს მეცნიერული ცოდნის მნიშვნელობას, რომელიც გაბატონებული კლასის პრივილეგია იყო, მაგრამ საღად აფასებს მეცნიერული ცოდ ნისა და მისი პრაქტიკული გამოყენების განსხვავებას. საკუთარი ღირსების გრძნობით, მაგრამ არა მისი გააბსოლუტურებით, თავადი ბოდიშის მოხდას აპირებს გლეხის წინაშე და ამას ილიას გეგმისათვის საინტერესო ფორმას აძლევს:”ბოდიშს იმით მოვიხდი, რომ მე მაგას შეგირდად მივებარები” (5. 2. 208). ეს ილიას სანატრელი შრომის საზოგადოებისაკენ მიმავალი გზა იყო. აქეთკენ მიდი ოდნენ მსოფლიოს მოწინავე ერები და აქეთკენ უნდა წასულიყო საქართველოც. ყოველ სიცოცხლისუნარიან ერს საკუთარ სტრუქტურაში უნდა აესახა, როგორც მიკროკოსმოსს ეს, საკაცობრიო პროგრესული პროცესი.
ქართულ ფილოსოფიაში დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ საზოგადოების ფენათა, თუ კლასთა თანხმობის ილიასეული თეორია არ ნიშნავდა თავადაზნაურობის უპირატესობის დასაბუთებას, როგორც ეს ფ. მახარაძეს და მის თანამოაზრეებს სურდათ ეჩვენებინათ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ილიას თავაშვებული კრიტიკა და მისი პიროვნების დაკნინება საბჭოთა საქართველოს ერთგულებად ითვლებოდა და სტუდენტებს საჯარო ლექციებს აკითხებდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ”ილია ჭავჭავაძე, როგორც მშრომელთა სისხლის მსმელი”, დიდად განათლებულმა და გულრწფელმა მოაზროვნემ, საფრანგეთში განსწავლულმა კ. კაპანელმა (1989-1952) ხაზი გაუსვა იმას, რომ ილიას სულაც არ უნდოდა, რომ, ვთქვათ, ლ. თათქარიძეს დამორჩილებოდა მშრომელი გლეხობა(მაგ. თათქარძისავე მოურავი), არამედ, მიზნად ისახავდა თავადსაც და აზნაურსაც დაეწყო შრომა, ხოლო გლეხს შეჯიბრების თანასწორი უფლება ჰქონოდა. ილიას სურდა, ამტკიცებდა კაპანელი, “თავადაზნაურობა თვით დამორჩილებოდა შრომას და მშრომელ ხალხს”( 17, 141).

ილია საქართველოსათვის არა მარტო წოდებებზე და თაობებზე მაღლამდგომ ეროვნულ მსოფლმხედველობას ეძებდა, არამედ მის საფუძვლად მდებარე “ზოგად კაცობრიულ გაგებასაც”, რომლის წინა პლანზე წამოწევას იგი ნ. ბარათაშვილთან (1817-184?) ხედავდა (ტ.1. გვ.193). ილია ხაზგასმით უმადლის, ადრე მის მკაცრ ოპონენტს – გრ. ორბელიანს (1804-1883), რომ მან საქართველოში პირველმა ყურადღება მიაქცია და თანაგრძნობით და სიმპათიით აღწერა მოსახლეობის დაბალი ფენების წარმომადგენელი (იგულისხმება ლექსი – “მუშა ბოქულაძე”). აქ წარმოდგენილი მუშა რევოლუციისაკენ კი არ მოუწოდებს, არამედ უფრო სინდისზე, ზნეობაზე და რელიგიაზე მიუთითებს. მას სწამს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ამის განხორცვიელება, მხოლოდ საიქიოში მიაჩნია შესაძლებლად. ილია ამას საქართველოს ჩაგრული კლასების “მშვიდობისმოყვარე ბუნების ასახვად” მიიჩნევს. (5.1, 203). თუმცა თვისი მოღვაწეობის რევოლუციაზე ორიენტირებულ პერიოდში ილია ლექსში – “მუშა” (1860წ.) თითქოს მომავალი რევოლუციის ნიშნებს ხედავს (“შენს დუმილშია იყო ღვთისა რისხვისა ზარი”. (5. 1. 68).
ილია, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანა, როგორც ერთიანი, ერთი საერ თო მიზნისათვის მებრძოლის სახით უნდა ჩამდგარიყო პროგრესულ ერებს შორის. Aამ გზაზე წოდებათა მრძოლის გვერდით ერთერთ მთავარ დაბრკოლებად ილიას მიაჩნდა თაობათა ბრძოლა. იგი ირწმუნებოდა, რომ ესეც სხვა ქვეყნების ზეგავლენის შედეგად გაჩნდა ჩვენში და არა საქართველოს შინაგანი ვითარების საფუძველზე. მამებისა და შვილების ბრძოლამ რუსეთში, წერდა ილია 1881წ. მაისის “მიმოხილვაში”, ბრმად აიყოლია ჩვენებური ყმაწვილკაცობა.და ამ ბრმად აყოლილებმა ეგ ბრძო ლა ჩვენშიც გადმოიტანეს. ჩვენში კი ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს გარდა რუსეთის მიბაძვისა მაგრამ მათდა სასახელოდ “თავისი შეცდომა მალე იცნეს” და გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს (5. .5. 226). ეს ილიას მიერ საკუთარი თაობის თვითკრიტიკაცაა.
1883 წ. აპრილის თვის ამბების შინაურ მიმოხილვაში ილია ახალ თაობას ქვეყნის იმედს უწოდებს და უსამართლობად მიაჩნია, როცა მავანნი და მავანნი, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებულობის ხაზგასასმელად ახალი თაობის სახელით გამოდიან. ილიას საკითხი ობიექტურ დონეზე გადააქვს და კონკრეტულად სვამს საკითხს,: უნდა ვიკითხოთ, რით არის ახალი? განა მარტო იმითა, რომ სხვაზე გვიან მოვიდა? რა მოიტანა მან ახალი? (5. 5. 366). ამ საზომით, ზოგი მათგანი მხოლოდ, “ახალი თაობის ბეკეკა” აღმოჩნდება. ახალი თაობის ღირსეული წარმომადგენლები კი:”ჩვენი ზნეობრივი ამაღლების იმედია” ზოგადსაკაცობრიო პროგრესში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველმყოფია. ამ პროგრესის ძირითადი მიზანი კი-ზნეობის ამაღლ ება და პიროვნების დაცვაა. “რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის ყოფა-ცხოვრება, უსაბუთოდ და უსაფუძვლოდ არავისგან ხელშეხებული არ იყოს. ახალი თაობის წმინდა სახელს ნუ მოჰფენთ უკადრის ქცევასა. ახალი თაობა პატიოსანი ნებაა, ცოდნაა, მეცნიერებაა,ახალი თაობა საქმეა” (იქვ.). ილიას ამ საკითხშიც, ქმედითაც ედგა გვერდით ვ. ჩერქეზიშვილი. ცნობილ მწერალს და საზოგადო მოღვაწეს – გ. წერეთელს კი, განსხვავებული პოზიცია ეკავა. იგი ირწმუნებოდა, რომ თერგდალეულებიც არ წყვეტდ ნენ ვარსკვლავებს, ხოლო მომდევნო თაობა, გაცილებით ნაკლებ ნაყოფი ერი და ნაკლებ საიმედო იყო. ილიას აზრით გ. წერეთელმა, უსამართლოდ “დასეტყვა და დაანაცრა ახალი თაობა” (5. 2. 273). ერის გამთლიანებისათვის მებრძოლი ილიასათვის ამგვარი დაპირისპირება სავსებით მიუღებელია. თუ ამ გათიშვას ვინმე ეწევა, “მაგისთანა კაცი ჩვენი არ არის. ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი” (5. 2. 528). რასაკვირველია, ილიას არ ავიწყდებოდა, რომ თოფ-იარაღიც ცოდნის შედეგია იგი ეკონომიკის და მეცნიერების განვითარებასაც გულისხმობს, მაგრამ მას სურდა მეცნიერების და ეკონომიკის მთავარი მიზანი სხვა ყოფილიყო. კერძოდ – საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა.
ცნობილია, რომ თაობათა ურთიერთობა ურთულესია სოციალურ პრობლემათა შორის. ვისაც ევროპაში, ამერიკაში და ჩინეთში XXს. 60-ან წლებში დაწყებული ე.წ. ხიპების მოძრაობა ახსოვს მისთვის ამის გაგება ძნელი არ არის. ილია და მისი თანამოაზრეები დაწვრილებით იხილავდნენ რუსეთში და საქართველოში თაობათა მიმართების პრობლ ემას და ცდილობდნენ ახალგაზრდობა ტრადიციას რადიკალურად არ დაპირისპირებოდა(მაგ. რუსეთში ახალი თაობის ლიდერის დ. ი. პისარევის (1840-1868) მსგავსად, რომელსაც ყველაფრის რადიკალიზება სჩვეოდა (26).
ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური დარჩება და მისი გამოვლენის ფორმები, დამოკიდებული იქნება შესაბამისი ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, პედაგოგიკის, ეკონომიკის დონეებზე და თაობათა შემწყნა რებლობაზე. ამ მნიშვნელობას ითვალისწინებდა XX ს. დიდი ჰუმანისტი და დიდი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში, კ. ლორენცი (1903-1989), როცა თავის გახმაურებულ ნაშრომში –“ცივილიზებული კაცობრიობის 8 მომაკვდინებელი ცოდვა” (1972წ.), განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ამ საკითხს. ამ 8 ცოდვათაგან, რომლებიც ლორენცის აზრით, განადგურებით ემუქრება მთელს კაცობრიობას, როგორც ცოცხალ არსებათა გარკვეულ სახეობას, მოსახლეობის სიჭარბის, სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგების, ტექნოლოგიური პროცესის წინდაუხედავი დაჩქარების, ბირთვული იარაღით აღჭურვის და სხვათა გვერდით, რიგით მეექვსედ, ასახელებს “თაობათა დაპირისპირებას, როგორც კულტურული ტრადიციისაგან მოწყვეტის საფუძველს. ”ესაა სიტუაცია, როცა “უმცროსი თაობა კარგავს უფროსთან კულტურულ ურთიერთგაგებას, ისე უყურებს, როგორც უცხო ეთნიკურ ჯგუფს და მას ნაციონალურ სიძულვილს უპირისპირებს.” საინტერესოა, რომ კ. ლორენცს, ატომური ომის საფრთხის აცილება დანარჩენ 7 საფრთხესთან შედარებით, ყველაზე უფრო ადვილად ასაცილებლად მიაჩნდა. (2. II. 790).

შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერების საფუძველზე არსებული სამართლიანი საზოგადოება ილიას საქმის უმაღლესი მიზანი იყო. იგი მის მშვიდობიან დამყარებაზე ოცნებობდა. მის თანამედროვეთა უმრავლესობას კი ეს სოციალური რევოლუციის გარეშე შეუძლებლად ეჩვენებოდათ. მაგრამ ილიას მტკიცედ სწამდა პროგრესი ამ თვალსაზრისითაც. “პროგრესი კაცობრიობისა, წერდა იგი, სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ დღიდან დღემდე განზე გადადგმულ იქნას საზღვარი შეუძლებელისა” და ეს წინსვლა, ემყარება ადამიანის “ყოვლის მძლე გონებას” (18).
შენიშვნები:
1. Grundgesetz für Bundesrepublik Deutschland. Dusseldorf, 1949
2. “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში თბილისი, 2007.ნაწ. II.. 186.
სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ბლოხი (1886-1944), დღესაც, შუა საუკუნეების სოციალური ისტორიის დიდ სპეციალისტად ითვლება. გარდა ამისა, მისი დამსახურებაა ისტორიის მეთოდოლოგიის ფრანგ მკვლევარ ლ. ფევრთან (1878-1956) ერთად 1929წ. ცნობილი სერიის – “ანალების” (ისტორიის, ეკონომიკის და საზოგადოების ნარკვევების) დაარსება 1929წ.
3.Goethe, Faust,Ed. E. Trunz S. “Nur der verdient sich Fraiheit wie das leben, Der Täglich sie erobern muss“ S.348
4. Марков М, Russel-Einsteim Manifesto and the Contemporary World. Moscow 1989.
5. ილია ჭავჭავაზე, თხზულებანი 5 ტომად. ტ. 2. თბილისი 1985. უნდა ითქვას, რომ ილიასთვის საზოგადოების დაპირისპირებულ ძალთა შერიგება სამომავლო პროგრამის ნაწილი იყო და არა მხოლოდ მხარეების დამშვიდება. ფელეტონში – „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიქოლოგია“- იგი ა. ჯორჯაძის შესახებ უკმაყოფილო წერდა: “ეს ის ახალი კაცია, რომელიც მარტო იმის ფიქრსა და ცდაშია, რომ ახლებსაც აამოს და არც ძველები მოიმდუროს“ (5.,3.390).
6. გოეთეს ლექსი – ‘პოეტი” ასე იწყება: “Ich singe wie der Vogel singt” (მე ვმღერივარ ისე როგორც ჩიტი მღერის“,ხოლო ილიასი:” მისთვის არ ვმღერ რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა. იქვე, 5. I, .75.
7. ბაქრაძე ა., ილია ჭავჭავაძე. თბილისი 1984.
8. ილია წერდა: “განა ევროპა ცოტა დროსა და ღონეს ჰხარჯავს ცოტა სისხლსა ჰღვრის, რომ განხეთქილება მოსპოს”? თხზულებათა სრ. კრებ. ტ.VI, თბილისი 1956. 57.
9 ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. I-IV თბილისი 1999-2003.
10. Hegel G.W. F.,Enziklopaedie der philosophischen Wissenschaften.Meiner Verlasg. Hamburg 1952
11.ფრანსუა კენე, საფრანგეთის მეფის, ლუი XV პირადი ექიმი, ღარიბების მდგომარეობაზე პირველად დაფიქრდა, როცა ქუჩაში დაინახა, რომ გაუცრელ პურს სჭამდნენ. მან სიმდიდრის წყაროს ძიება დაიწყო და ასეთად მიწა მიიჩნია. რაც შეეხება მის თანამოაზრეს, ცნობილ ფრანგ მოაზროვნეს და სახელმწიფო მოღვაწეს- ა.რ. ჟ. ტიურგოს, იგი საზოგად ოების პროგრესის რაციონალისტური თეორიის ავტორია. ორივენი ფრანგი განმანათლებლების წრეს ეკუთვნოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ სახელგანთქმულ-„მეცნიერების, ხელოვნების და ხელობათა ენციკლოპედიის“ შექმნაში.
12. Tewsadse G.,Zur Frage der Naturerkenntnis bei kant und Goethe.( Goethe Jahrbuch,. Weimar 1979.)
13. ფერაძე გ., ვარლამ ჩერქეზიშვილი ეროვნული საკითხის შესახებ. თბილისი 1999.
14. ეს საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია შესაძლებლობის არისტოტელისეული გაგებისათვის, შრომიდან „განმარტებისათვის“. საქმე ეხება ქალაქს მომდგარ მოწინააღმდეგის ფლოტს., რომელიც ბრძოლის დასაწყებად გათენებას ელოდება (18ბ-19ბ). თითქოს პასუხი ადვილია, მაგრამ, რადგან ხვალამდე ათასი რამ შეიძლება მოხდეს, არისტოტელეს შეუძლებლად მიაჩნია მომავალ შესაძლებლობის განხორციელებაზე, რაიმენაირი დასაბუთებული( ჰო, ანდა არა) პასუხის გაცემა.
15. არისტოტელემ, რასაკვირველია იცოდა, რომ ადამიანები დესპოტურ იმპერიებშიც და სხვადასხვა სახის არადემოკრატიულ პოლისებშიც ცხოვრობენ და ისინიც აუცილებელია იმ ადამიანთა ცხოვრებისათვის. მაგრამ მიაჩნდა, რომ პიროვნების უფლებები და შესაძლებლობები ყველაზე უკეთ შეიძლება, სწორედ ქალაქ სახელმწიფოებში განხორციელდნენ. ამ კონცეფციის ყველაზე დიდი მოწინააღნდეგე არისტოტელესავე მოწაფე ალექსანდრე მაკედონელი აღმოჩნდა, რომლის მიერ დაარსებულმა პირველმა მსოფლიო იმპერიამ პოლისურ დემოკრატიას ბოლო მოუღო და დასავლეთის ისტორიის სხვა გზით განვითარების შესაძლებლობებიც გამოაშკარავა.
16. გაგოიძე ვ.,“ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა“, თბილისი, 1962.
17. კაპანელი კ., ქართული სული ესთეტიკურ სახეებში. თბილისი 1926,
18. Коммунист. Газ. 1988. 17.01. Тбилиси
19.ბენტამის დებულება მოქალაქეთა მაქსიმუმისათვის ბედნიერების მაქსიმუმის, შესახებ, კონკრეტული ანალიზის შედეგად, ისეთივე სიძნელეს წააწყდება, როგორც ლაიბნიცის პრინციპი, შესაძლებელთა შორის საუკეთესო სამყაროს თაობაზე, რადგან ასეთად ,ე.ი. ბოროტების ყველაზე ნაკლებად შემცველად შეიძლება ჩაითვალოს, 1, ანდა 10, 100… და ა.შ. ბედნიერის შემცველი.
20. ქიქოძე გ., წერილები, ესეები, ნარკვევები.თბილისი, მერანი, 1985
21. ამგვარი დაშვება, რასაკვირველია შესაძლებელია, მაგრამ სათანადო ყურადღება არ ექცევა “გონივრული ეგოიზმის”, ამ შემთხვევაშიც, მოსაშ უალე ცნებას(როცა ჩემი “მე-ს” ანალიზისას აღმოჩნდენა, რომ მასში შედის, ჩემი შვილის, შვილიშვილის, მეგობრების ბედნიერებაც). Eეს არაა
უმნიშვნელო ასპექტი პრობლემის ანალიზის თვალსაზრისით.
22.თევზაძე გ., გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია. თბილისი 19623.
23. Draper J.W.,History of the Conflict bethween Religion and Sciences. 1850.
24. Дреппер И.В. История умственного развития Европы.,СПб. 1882
25 ილია…ჭავჭავაძე -170. ბათუმის უნივერსიტეტი 2007.
26. Писарев Д. И. Из Исторические Эскизы. Москва 1989. ილია ხაზს უსვამ და პისარევის რადიკალიზმიდან გამომდინარე ხიფათს. იგი სამართლიანად მიუთითებს, რომ პისარევმა (ახალი თაობის ბელადმა) ი. ტურგენევის (1818-1883) მიერ შექმნილი კარიკატურა ახალი თაობისა – ბაზაროვი , იდეალად მიიღო და “გულში ჩაიკრა” (5..5,225).
27. ახალგაზრდა ი. ჯუღაშვილი, სანამ სტალინი გახდებოდა, ილიას „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ლექსებში, ქვეყნის განვითარების ილიას პროგრამას ემხრობოდა და მოუწოდებდა არა,”ქართველო ხელი ხმალს იკარ”, ანდა, “აღვიპყრათ ხელთა მახვილი” (ს. დოდაშვილი) არამედ: “და შენც ქართველო სწავლითა, სამშობლო გაახარეო”. მაგრამ როცა ჯუღაშვილი სტალინი გახდა, მისმა მოწოდებამ სხვაგვარი სახე მიიღო: “შეიარაღება, შეიარაღება და კიდევ შეიარაღება!“ სახელმწიფოსა და კლასების (წოდებების) მიმართებაში თავად ილია ყველას თანასწო რობის დამწესებელ, გარეგნულად მსგავსს ვითარებას ხედავდა ო.ფ.ბისმარკის (1815-1898) „სახელმწიფო სოციალიზმის” თეორიაში და მიუღებლად მიაჩნდა ამ სახით მისი განხორციელება (16. 103)
28. კარტოზია ბ. , კეკელია ი. – “სერგი დანელიას ეროვნული მრწამსი” თბილისი, 2008. “ს. დანელიას ეროვნული კონცეპციის იდეა მდგომარეობს შემდეგში: ”არა ბრძოლა კლასებს შორის, არამედ მათი კონსოლიდაცია კოლონიალიზმის უღლისაგან ტანჯული ქვეყნის განთა ვისუფლებისათვის” (გვ.3.). რაც შეეხება პროლეტარიატის მნიშვნელობას მაშინდელ საქართველოში, როგორც ს. დანელია შენიშნავდა, “მთელ დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის გუბერნიაში 1912წ. სულ ხუთი ფაბრიკა და ქარხანა იყო 458 მუშით”(გვ.31).
29. ეს იდეა ილიას თანამებრძოლთაგან ბევრს თავიდანვე არ მოსწონდა, მაგრამ იგი (იდეა) განაგრძობდა არსებობას. ნ. ნიკოლაძემ ლონდონში – გერცენის “კოლოკოლში” წერილიც გამოაქვეყნა. 1865წ.: “გლეხთა განთავისუფლება საქართველოში”. იგი მიიჩნევდა, რომ რევოლუციის გზა საქართველოს სასაკლაომდე მიიყვანდა. მსგავსად პოლონეთის და ჩერქეზეთისა.(ნ.ნიკოლაძე, თხზულებანი, ტ. I. თბილისი 1962, 265, ასევე- ”ანალები”. N 2. თბილისი, 2008, 69). მოგვიანებით, ნ. ნიკოლაძემ გამოაქვეყნა წერილი – “ორი თაობა” სადაც ნ. ა. დობროლუბოვის (1836-1861) კვალად ამტკიცებდა, რომ ძველი თაობა რეალობას მოწყვეტილ მეტაფიზიკურ პრინციპება მისდევდა, ახალი კი- რეალისტური და პრაგმატისტულია (იქვ.გვ.433).
30.”მესმის, მესმის სანატრელი,
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა,
ღმერთო! ღმერთო! ეს ხმა ტკბილი,
გამაგონე ჩემს მამულში“(5. 1. 76).
“კაკო ყაჩაღში” ილია ამბობს:”თავისუფლების მპოვნელი ამ ქვეყნად მარტო თოფია, შინ უღლათ გაქნილ ცხოვრებას ომში სისხლის ღვრა სჯობია”(1860). თუ ამავე განწყობით დაწერილ “გლახის ნაამბობში” მთავარი გმირი ამბობს: ”რა ვიცოდი, თუ ბატონსა და ყმას შორის სიყვარულის ხიდი არ გაიდება”, “ოთარაანთ ქვრივში” ილიას სწორედ ამის იმედი აქვს (ნაბატონებსა და ნაყმევს შორის მიმართების თვალსაზრისით).
31. გოგიაშვილი ო., ილია დღეს. თბილისი 2008.
32. ჯავახიშვილი ი. ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები. თბილისი. 1956.

25. IX. 2010
***
Guram B. Tevzadze
“Ilia Chavchavadze and the New Thinking
( Possability and Reality in Ilia Chavtschavazes Philosophy of History).

Ilia Chavchavadze(1837-1907) is considered a founding father of the modern Georgia, and was sanctified by the Georgian Orthodox Church in 1977. This assay is an attempt to highlight Ilia Chavchavadze`s depth of perception in foreseeing the possible ways of Georgia`s future development in the alliance with the progressive forces of the Mankind. He foresaw a possibility of development stemming from the alliance of the traditional Georgian values with farming and industry based on science and education.
Despite the prevalent orientation towards the classes` struggle in his contemporary Russia and Georgia, after the abolition of serfdom (in 1861 for Russia, in 1864 for Georgia) Ilia considerd the possibility of a truce between the opposing classes, as well as quenching a bitter rivalry between the generations of „fathers“ and sons“. It`s known that in 1972, the struggle of generations was deemed one of the Eight Mortal Sins of the Humanity by the great German intellectual Conrad Lorenz(1903-1989), Winner of the Nobel Prize.
Illia was able to look past the two horrible World Wars of the 20th Century, when the better part of the Humanity chose the path of a New Thinking, i.e., of solving any controversy exclusively through a dialogue. Thus Ilia is even more understandable nowadays and is genuinely our contemporary.
Much like the well-known French historian M. Bloch (1886-1944) 30 years later, Ilia, being proud of the modern science`s accomplishments, was wary of them not steered towards achieving people`s Happiness. He considered essential for the scientific and political endeavours to create conditions which would enable the happiness of an individual.
25.IX, 2010
Комментариев нет:
Отправить комментарий