მეუფე ზენონი: მჩაგვრელობა საქართველოსადმი, უპირველესად, რუსეთის ეკლესიის მიერ არის დასაგმობი
''მორწმუნე ჩემი მონაა, განათლებული მორწმუნე ჩემი მეგობარი. ხოლო მონამ არ იცის რას ფიქრობს თავის ბატონი''-ამბობს უფალი. აქვე დავამატებ იმას, რასაც ამ სტატიაში ადგილი არ მიჩენია, მიუხედავად იმისა, ჩემს პოსტზე აღმინიშნავს: მართლმადიდებელი ეკლესია ერთი სხეულია სამყაროში, ამიტომ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია თანაბრად ინაწილებს ურთიერთპასუხისმგებლობას იმ ერზე, რომელიც ეთნიკურად მრავალეროვანია, მაგრამ იესო ქრისტეს სისხლის მიერ ერთ ერად არის სახელდებული, როგორც ერი ''საზეპური'' და ''ახალი ისრაელი''.
წინასწარმეტყველი იეზეკიელი ამბობს ''ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე, უფალი საბაოთი მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს''. შეხედეთ, იეზეკიელი ამბობს ხალხის, ანუ ერების და ტომების წინააღმდეგ აღმართულ მახვილზე და მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ერთი ბარძიმიდან ზიარებულ ''ქრისტეში ერთ ერზე'', მითუმეტეს რა სიტყვა უნდა იყოს მიმგებელი წინაშე ღმერთისა, რომელიც გაამართლებს ან თავს აარიდებს სამართალს უფლისა.
ამდენად მჩაგვრელობა საქართველოსადმი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან, პირველ ყოვლისა რუსეთის ეკლესიის მიერ არის დასაგმობი. ვიდრე ამ დაგმობას არ მოვისმენთ, ვერ ვიტყვით, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის ეკლესიის მიერ იესო ქრისტეს სიმართლეში დაცულია. დაე, ეს ჩემი წერილი იყოს სამხილი იმ ფსევდოპატრიოტებისთვის და ფსევდომართლმორწმუნეთათვის, ვისთვისაც თეთრის და შავის გარჩევა ჯერ კიდევ ძნელად საზიდ ტვირთად მიჩნეულა."
Комментариев нет:
Отправить комментарий