საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მიტროპოლიტს დაურეკა. რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მყოფ მიტროპოლიტ ილარიონ შუკალოს, რომელიც პრორუსული განცხადებებით არის ცნობილი, ილია მეორე ძმურ მხარდაჭერასა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვას დაჰპირდა.
როგორც ეპარქიის საიტზეა ნათქვამი, ილია მეორე დონეცკის ეპარქიის საეკლესიო საქმეებით დაინტერესდა, რომლის ტერიტორიაზეც დღეს აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
„დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა ილია მეორეს თხოვნით მიმართა იძულებით გადაადგილებულთა, დევნილთა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გახსნილი ცეცხლით დაზარალებულთა ლოცვისთვის. თავის მხრივ, ილია მეორემ მიტროპოლიტ ილარიონს ძმური მხარდაჭერა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვა აღუთქვა", - ნათქვამია ეპარქიის ოფიციალურ საიტზე.
მიტროპოლიტი ილარიონი უკრაინაში რუსულ აგრესიას "ძმათამკვლელ" ბრძოლას უწოდებს და ყველა მხარეს "კონფლიქტის ესკალაციის" თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. თავის განცხადებებში მას არასდროს დაუჭერია მხარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და არ დაუგმია რუსული აგრესია. რუს აგრესორებს ის "მშვიდობიან მოსახლეობად" მოიხსენიებს.
ჩვენის მხრივ სინანულით აღვნიშნავთ, რომ არც ხსენებულ საიტზე ( www.http://donetsk.church.ua/) , რომელიც ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო), არც რუსულ მართლმადიდებლურ საინფორმაციო სააგენტოს საიტზე (http://www.pravmir.ru/) და არც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე http://www.patriarchia.ru , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ტიტულატურა: უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსიმცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა (რუსულ ენაზე : Святейший и Блаженнейший Илия II, Католикос-Патриарх Грузии, Архиепископ Мцхета-Тбилиси и митрополит Пицунды и Цхум-Абхазети ) არ არის სრულად მითითებული, კერძოდ ხსენებულ საიტებზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურა ძველი სახით არის დაფისქირებული: Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский სადაც არ არის ასახული 2010 წლის 21 დეკემბრის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილება:
2010 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება:
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი:
უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის”
რესურსები ინტერნეტში:
1) http://www.orthodoxtheology.ge
2) http://www.tabula.ge
1) http://www.orthodoxtheology.ge
2) http://www.tabula.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий