ბავშვების უნარი, გაარჩიონ ფაქტი და გამოგონილი რამ, განსხვავდება იმის მიხედვით, რამდენად რელიგიურები არიან – ასეთია ორი ახალი კვლევის შედეგი. ბავშვები, რომლებიც არ დადიოდნენ რელიგიურ სკოლებში ან ეკლესიებში, უკეთ ახერხებდნენ, რელიგიური ან ზღაპრული ამბების პერსონაჟები შეთხზულად აღექვათ. შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „Cognitive Science”.
კვლევისთვის მეცნიერებმა შეარჩიეს 5-6 წლის ბავშვები და 4 ჯგუფად დაყვეს:
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საჯარო სკოლასა და ეკლესიაში.
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საჯარო სკოლაში, მაგრამ არა ეკლესიაში.
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ რელიგიურ სკოლასა და ეკლესიაში.
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ რელიგიურ სკოლაში, მაგრამ არა ეკლესიაში.
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საჯარო სკოლაში, მაგრამ არა ეკლესიაში.
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ რელიგიურ სკოლასა და ეკლესიაში.
● ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ რელიგიურ სკოლაში, მაგრამ არა ეკლესიაში.
ამის შემდეგ ბავშვებს სამი სხვადასხვა ჟანრის ამბავი წაუკითხეს – ბიბლიური (რელიგიური), ფანტასტიკური (სადაც მთავარი ელემენტი მაგია იყო) და რეალისტური (გამორიცხული იყო ყველანაირი ზებუნებრივი ელემენტი). ბოლოს კი ბავშვებს თხოვეს, განეხილათ, ამბების მთავარი პერსონაჟები გამოგონილები იყვნენ თუ რეალურები. ალბათ გასაკვირი არაა, რომ რეალისტური ამბის გმირი რელიგიურობის დონის მიუხედავად ყველამ ნამდვილ პერსონაჟად ჩათვალა, რადგან მასში მხოლოდ ჩვეულებრივი მოვლენები იყო აღწერილი. თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობა იყო რელიგიურ ამბებზე მსჯელობებში, როგორიცაა ნოეს კიდობნის ისტორია. ბავშვები, რომლებსაც რელიგიური გავლენა ჰქონდათ სკოლიდან თუ ეკლესიიდან, თვლიდნენ, რომ პერსონაჟები ნამდვილები იყვნენ, ხოლო სეკულარისტი ბავშვები ფიქციად აღიქვამდნენ.
როცა მკვლევარები გადავიდნენ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებზე, სადაც აღწერილი იყო შეუძლებელი მოვლენები, ზოგი მაგიური, ზოგიც არამაგიური (უბრალოდ აუხსნელი), არარელიგიური ბავშვები რელიგიურებზე უკეთ ართმევდნენ დავალებას თავს და პერსონაჟებს გამოგონილად თვლიდნენ. ასევე აღმოჩნდა, რომ რელიგიური საფუძვლის მქონე ბავშვები ეყრდნობოდნენ თავიანთ რელიგიას, რათა გაემართლებინათ მცდარი კლასიფიკაცია.
ამის შემდეგ იმავე მკვლევარებმა მეორე ექსპერიმენტი ჩაატარეს და შეარჩიეს მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საჯარო სკოლაში, მაგრამ არა ეკლესიაში და ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ რელიგიურ სკოლასა და ეკლესიაში. მათ უყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს, ყველა მათგანი ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. მაგალითად მოსეს ისტორია ასეთ ვარიანტებად გააცნეს:
● ნაცნობი/მაგიური: ჯონმა მოიქნია მაგიური ჯოხი და წითელი ზღვა ორად გაყო.
● ნაცნობი/არამაგიური: ჯონმა მოიქნია ჯოხი და წითელი ზღვა ორად გაყო.
● უცნობი/მაგიური: ჯონმა მოიქნია მაგიური ჯოხი და მთა ორად გაყო.
● უცნობი/არამაგიური: ჯონმა მოიქნია ჯოხი და მთა ორად გაყო.
● ნაცნობი/მაგიური: ჯონმა მოიქნია მაგიური ჯოხი და წითელი ზღვა ორად გაყო.
● ნაცნობი/არამაგიური: ჯონმა მოიქნია ჯოხი და წითელი ზღვა ორად გაყო.
● უცნობი/მაგიური: ჯონმა მოიქნია მაგიური ჯოხი და მთა ორად გაყო.
● უცნობი/არამაგიური: ჯონმა მოიქნია ჯოხი და მთა ორად გაყო.
ბავშვებს ისევ დაევალათ, ამბისთვის რეალურის ან გამოგონილის სტატუსი მიენიჭებინათ. თუკი გამოგონილს აღვნიშნავთ 0-ით და რეალურს 1-ით, შედეგები ასეთია:
სეკულარულ ჯგუფში მყოფ ბავშვებს უფრო დაბალი ქულები ჰქონდათ, რადგან ამბები არარეალურად ჩათვალეს (და შესაბამისად, უკეთესი შედეგები დააგროვეს). მკვლევართა დასკვნით, ამის მიზეზი ისაა, რომ რელიგიური ბავშვები მაგიურ/ზებუნებრივ მონათხრობს იჯერებდნენ, რადგან არ თვლიდნენ, რომ ასეთი რამის მოხდენა შეუძლებელი იყო.
საბოლოო ჯამში ეს ორი კვლევა იმაზე მიანიშნებს, რომ რელიგიურობის დონე სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვების უნარზე, რეალობასა და გამოგონილ სამყაროს შორის ზღვარი გაავლონ. შედეგები უარყოფს ადრე წამოყენებულ ჰიპოთეზას, რომ ბავშვები მორწმუნეებად იბადებიან და რელიგიისკენ ბუნებრივად არიან მიდრეკილი. მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი სხვა ფაქტორიც იყოს, გარდა რელიგიისა, თუმცა თვლიან, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა კვლევის შედეგებზე.
Cognitive Science
huffingtonpost
Judgments About Fact and Fiction by Children From Religious and Nonreligious Backgrounds Kathleen H. Corriveaua , Eva E. Chenb , Paul L. Harrisc
huffingtonpost
Judgments About Fact and Fiction by Children From Religious and Nonreligious Backgrounds Kathleen H. Corriveaua , Eva E. Chenb , Paul L. Harrisc
Комментариев нет:
Отправить комментарий