суббота, 19 апреля 2014 г.

ადამიანის უფლებები და რელიგიური ტოლერანტობა – მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I



მსოფლიო საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია) რთულმა ისტორიამ, აგრეთვე მისმა ადგილმდებარეობამ, რომელიც ითვლება კონტინენტებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილად,განაპირობა ის რომ მსოფლიო საპატრიარქო ძალიან სერიოზულად ეკიდება რელიგიური ტოლერანტობის პრობლემას. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ და დავიცვათ რასიზმის, შეუწყნარებლობისა და რელიგიური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რათა ვიღვაწოთ მშვიდობის დამკვიდრებისათვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია იწყება შემდგომი სიტყვებით : „მშვიდობისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ“ , მას მოსდევს ლოცვა „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა….“. ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ ძმათამკვლელ ომებს და მის შედეგად მიღებულ გაუცხოებას. უნდა შევახსენოთ ადამიანებს ტოლერანტობის მნიშვნელობა, რომელსაც თან ერთვის ადამიანის თავისუფლების და სამართლიანობის პატივისცემა.
       მათთვის, ვისთვისაც რწმენა მჭიდროდაა დაკავშირებული სულიერ მოწოდებასთან და წევრია რომელიმე კონკრეტული რელიგიური საზოგადოების, არსებობს ხელშეუხებელი პრინციპი – თითოეული ადამიანი მატარებელია თავისუფლების ღვთაებრივი ნაპერწკალის. ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ყოველი ადამიანი ღვთის შვილია, დაჯილდოვებული  თავისუფლად ცხოვრებისათვის. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებლებს ვერ ექნებათ ისეთი სტანდარტები, როგორიც აზიისა და აფრიკის მცხოვრებლებს. კულტურა არსებობს შეფარდებითი, კაცობრიობა – არა.
      მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ხანია ცდილობს ისაუბროს ნაციონალიზმზე – იდეოლოგია, რომელმაც განსაკუთრებით XIXს-ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოშვა დაბნეულობა. 1872 წელს ფანარის საპატრიარქო ტაძარში (კონსტანტინოპოლი) ჩატარდა საეკლესიო კრება, სადაც მიღებულ იქნა საერთო გადაწყვეტილება და დაიგმო ცოდვა – რასიზმი. კრებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ყველა უძველესი საპატრიარქოების  წარმომადგენლები, კრება იყო საკმაოდ ფართო შემადგენლობის და მსოფლმხედველობის. სადაც  ერთხმად იქნა განცხადებული:
 „ ჩვენ ვგმობთ, უარვყოფთ და შევაჩვენებთ რასიზმს, რასობრივ  დისკრიმინაციას, ეთნიკურ კონფლიქტებს, სიძულვილს და ქრისტეს ეკლესიის დაყოფას“.
     სამწუხაროდ, რასობრივი დისკრიმინაციები პრობლემად რჩება დღევანდელ დღემდე, თავად შიგნით რელიგიურ და  საეკლესიო სტრუქტურებშიც. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა რელიგიური ლიდერი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, მწყემსთავრულ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე რათა შევეწინააღმდეგოთ და აცილებულ იქნეს რელიგიური გრძნობების გამოყენება პოლიტიკური, ფანატიკური და ნაციონალური მიზნებისათვის. ჩვენთვის მიუღებელია მახვილის პირზე მოსიარულე მსოფლიო. ნებისმიერი დანაშაული ჩადენილი სარწმუნოების სახელით, დანაშაულია რელიგიის მიმართ და ღვთის შეურაცხყოფაა.  აგრეთვე  რელიგიური სიმბოლოებისა და ცნებების   გამოყენება აგრესიული ნაციონალიზმის გასაღვივებლად -  უნივერსალური რელიგიური რწმენის პრინციპების ღალატია.
    სინდისისა და რწმენის თავისუფლება აუცილებელია ყველა უმცირესობისათვის. ჩვენ ვერ შევეგუებით და არცერთ შემთხვევაში არ გავამართლებთ ეთნიკურ წმენდებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და დაუყოვნებლივ  მოვახდინოთ რეაგირება, როდესაც გვესმის ადამიანების იძულებითი, ძალადობრივი გზით გადაადგილების და გაძევების შემთხვევები. აუცილებელია მკაცრად დავგმოთ ისინი, ვინც ყალბი ნაციონალიზმის სახელით ან უგუნური ფანატიზმით ყოფს ოჯახებს.
    სინდისის თავისუფლება და თავისუფლად გამოხატვა რელიგიური მრწამსისა-ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც თავად მაცხოვარის სიტყვებამდე მივყავართ : „ვისაც სურს მე მომდიოს ….“ (მთ.16:24) . თავისუფლება – ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული , არ შეიძლება უარყოფილი ან მოძულებულ იქნეს, რაც თავად ღვთის არსებობის უარყოფამდე ან მის დამახინჯებულ გაგებამდე მიგვიყვანს. ავტორი „ეპისტოლე დიოგნეტესადმი“ (IIს) ხაზს უსვამს თავისუფლების ელემენტს, ღმერთის დამოკიდებულებას მის მიერვე შექმნილი სამყაროსადმი: „ღმერთი მოგვიწოდებს, მაგრამ არ გვაიძულებს, მისთვის უცხოა ძალადობა“.
    აქედან გამომდინარე, ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი მონაპოვარია აზრის, სინდისის და განსაკუთრებით რელიგიის საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე ძალადობას განსხვავებული მრწამსის საფუძველზე. ზოგიერთები შესაძლოა შიშმა მოიცვას – შიშმა იმისა თითქოსდა ეს ყველაფერი საზოგადოებას ფრაგმენტაციამდე მიიყვანს. ნაცვლად ქების შესხმისა არსებული ჰეგემონიისა და ერთსახოვნების  მიმართ. ეს ფაქტიც მსგავსი შიშის არსებობისა,ადასტურებს  იმას, რომ ჰეგემონია და ერთსახოვნება შექმნილია გარე ძალების მიერ და არ შეესაბამება ღვთის ნებას.
     რა თქმა უნდა, მარტო პოლიტიკოსებს არ შესწევთ ძალა მოაშუშონ ის ჭრილობები, რომელიც უკიდურესმა  ნაციონალიზმმა საზოგადოებას მიაყენა. უმნიშვნელოვანეს, შესაძლებელია ამ საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობენ რელიგიური ლიდერები. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, შემოვიტანოთ მათ ყოველდღიურობაში სულიერი პრინციპები ნამდვილი ეკუმენურობისა და ტოლერანტობის.  ჩვენი სულიერი გზავნილი ავსებს თანამედროვე საერო პოლიტიკას, ზოგჯერ კი ჩანს მკვეთრი განსხვავებებიც.  ცნობილი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) აღნიშნავდა: „ყველა ჩემი პაციენტი მოწიფულ და მოხუცებულ ასაკში იტანჯებოდნენ იმ დანაკარგის გამო, რასაც აძლევს თავის მიმდევრებს ნებისმიერი ცოცხალი რელიგია, და არცერთ მათგანს არ შეეძლოთ მოეშუშებინათ ეს ტკივილები, მანამ სანამ არ დაუბრუნდებოდნენ რელიგიურ მსოფლმხედველობას“.
    რელიგიურ საზოგადოებას შეუძლია შექმნას საერო ჰუმანიზმის და შოვინისტური ნაციონალიზმის საპირისპირო, შეთავაზოს უფრო სულიერი ფორმა ჰუმანიზმისა. ეს თანაბრად ეხება ქრისტიანებს, იუდეველებს და მუსულმანებს. ჩვენ არ უარვყოფთ ჩვენს განსხვავებებს, მაგრამ აგრეთვე არ შეგვიძლია და აუცილებელიც არის ერთობლივი ძალებით წინააღმდეგობა გავუწიოთ შეუწყნარებლობასა და რასიზმს. თუ ჩვენ გვწამს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1იოანე 4:16), უნდა განვაცხადოთ, რომ „სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს“ (1იოანე 4:18) და „ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ურთიერთაღშენებას ემსახურება“ (რომ 14:19). მშვიდობა კი მარტო ომის არარსებობას არ ნიშნავს. მშვიდობა – ეს საღვთო ნიჭია, ეს ღვთის მყოფობაა ჩვენში. „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, სოფელი რომ იძლევა ისე კი არ გაძლევთ…“ (რომ 14:19) .
   ერთი მხრივ, რომ გავიგოთ და მივიღოთ ასეთი ხედვა სამყაროსადმი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება სრული რევოლუცია მსოფლმხედველობაში, კოპერნიკის სულიერი რევოლუცია. შედეგად ადამიანის არსებობის ცენტრში დავინახავთ უკვე არა მხოლოდ „მე“ს, ინდივიდუალურს ან კოლექტიურს, არამედ ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს, სამართლიანობის მზეს. არავინ ელის რელიგიური ადამიანებისაგან პოლიტიკოსებისა და გენერლების მსგავს მოქმედებებს, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ მხოლოდ მაშინ, როცა უფლებას ვაძლევთ ღმერთს შემოვიდეს ჩვენში. ღმერთი კი არ არის წყარო – შურისძიებისა და ტირანიის. ის წყაროა მშვიდობისა და სიყვარულის. ასე რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავხდეთ წინასწარმეტყველნი ამ მშვიდობიანი და მოსიყვარულე ღმერთის,  „ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე„ (მიქ 6:8).

რუსულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა      4/14/2014
წყარო:   Приобщение к таинствуПравославие в третьем тысячелетии;
Всесвятейший Вселенский ПатриархВАРФОЛОМЕЙ

http://shotakintsurashvili.wordpress.com
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий