четверг, 29 августа 2013 г.

წყალმცენარეთაგან მიღებული ენერგია: აშენდა ავტონომიური მრავალბინიანი სახლი


ორიგინალური 15-ბინიანი სახლი სახელწოდებით „BIQ House" დაფარულია პანელებით პაწაწინა ფოტოსინთეზის მწარმოებელი ორგანიზმებით, რომლებიც არის ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ეკოსისტემის ნაწილი.ჰამბურგის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მრავალბინიანი სახლი, რომელიც თბება და გრილდება მწვანე წყალმცენარეთა მეშვეობით.

BIQ House მოპირკეთებულია 2 სანტიმეტრი სისქის 129 მინის პანელით –ბიორეაქტორით. ეს პანელები არა მარტო ენერგიას აწარმოებს, არამედ შენობის ფასადსაც ღებავს – ის სასიამოვნო მწვანე ფერისაა. პანელები, რომელთა საერთო ფართობი 199 კვადრატულ მეტრს შეადგენს, განთავსებულია შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეფ-დასავლეთ მხარეს. მიკრო წყალმცენარეთა მეშვეობით ხდება ბიომასისა და სითბოს გენერირება, ხოლო ზაფხულში მწვანე პანელები შენობას იცავს პირდაპირი მზის სხივებისაგან. გარდა ამისა, ეს პანელები ხმაური დონესაც ამცირებს.
BIQ House ეკოლოგიურად სუფთა სახლია, რომელიც საკუთარ ენერგეტიკულ საჭიროებას უზრუნველყოფს წყალმცენარიანი ბიორეაქტორის საშუალებით.
მზის სინათლეზე წყალმცენარეები იზრდება და მრავლდება. მიღებული ბიომასა ბლანტი პულპას სახით წარიმართება სპეციალურ ბიორეაქტორში ფერმენტებით, რომელიც აწარმოებს ბიოაირს. ეს ბიოაირი გათბობისა და ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოიყენება. ამ მიზნით წყალმცენარის გამოყენება ყველაზე ხელსაყრელია, ვინაიდან ის 5-ჯერ მეტ ბიომასას აწარმოებს, ვიდრე მიწისზედა მცენარე. გარდა ამისა, წყალმცენარე დიდი რაოდენობის ბიოზეთს შეიცავს, რომელიც ასევე გამოყენება ენერგიის მისაღებად.
algae-bioreactor-panel-1
წყალმცენარიანი ბიორეაქტორის პანელები საკმაოდ თხელია და ალამაზებს შენობის ფასადს სასიამოვნო ცოცხალი სიმწვანით.

BIQ House სრულიად ავტონომიური სახლის კონცეფციის რეალიზებაა. ის თავად უზრუნველყოფს საჭირო სითბოსა და ელექტროენერგიას, თანაც წიაღისეული საწვავის გამოყენების გარეშე. წყალმცენარიანი პანელების მეშვეობით სახლი არა მარტო ბიომასას (აირის ნედლეულს) აწარმოებს, არამედ სითბოსაც აგროვებს, რომელიც წარიმართება სპეციალურ თბოგადამცემში – ესაა მარილიანი ხსნარით შევსებული 80 მეტრის სიღრმის ორმო. შესაძლებელია აგრეთვე ასეთი სახლის ინტეგრირება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ნებისმიერ სხვა წყაროსთან, გეოთერმალური წყლების, მზის პანელების, ქარის დანადგარის ჩათვლით.
პირველი მართლაც მწვანე სახლის მშენებლობა 3,4 მილიონი ევრო დაჯდა. სახლში 15 ბინაა ფართობით 50 კვადრატული მეტრიდან 120-მდე. ამ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ზომის სახლისათვის – მცირე სააგარაკო სახლიდან დაწყებული ცათამბჯენით დამთავრებული.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий