пятница, 6 сентября 2013 г.

“ნუთუ ისტორია გვატყუებს?!” (მარკ ბლოკი)



მარკ ბლოკი იყო ებრაული წარმოშობის ფრანგი იტორიკოსი, რომელმაც თავისი ნაშრომები ისტორიის შესწავლას მიუძღვნა. მის ერთერთ ნაშრომს განეკუთნება „ისტორიის აპოლოგია“   ბლოკის აზრით, ისტორიის გაყალბება ადვილია. ისტორია არ არის მთლად ის რაც სინამდვილეში მოხდა, არამედ მომხდარის ინტერპრეტაცია. ისტორიის ყველაზე ნაკლებად სანდო წყაროა წერილობითი ისტორია.

ქართველთა ნაკლი - უცხოელებისგან დანახული



ერთი ჭირი გვჭირს ქართველთა, გინდა დიდსა და მცირეთა - ჩამოსხდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვით იმღერეთა?“

ამპარტავნებისა და დიდგულოვნობის სენი რომ გვჭირს, ამას  მოხმობილი სტრიქონებიც ადასტურებენ ქართული ლიტერატურის კლასიკიდან. მაგრამ ეს სიტყვები საქართველოს დაკნინების პერიოდშია დაწერილი და იქნებ დღეკეთილობის ჟამს არ გვჩვეოდა მსგავსი რამ მანკიერებანი -  აბა,  ვნახოთ, საქართველოს ყველაზე ბედნიერი ხანის -   დავით აღმაშენებლის დროის საქართველოში რით ხასიათდებოდა ჩვენი ერის ნიშან-თვისებათა გამოვლინების თავისებურებანი:

 ”რამეთუ რაჟამს განდიდნენ, განსუქდენ და დიდება პოვონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს მატიანე ძველი და ახალი”.
ხომ არაფერი გეცნობა მკითხველო? თურმე მაშინაც ყოფილან დღევანდელ ”განსუქებულთა” და ”განდიდებულთა” იდეური წინაპრები.
ახლა თამარის პერიოდს გადავხედოთ - გაძევებული გიორგი რუსი ბრუნდება საქართველოში და  დახეთ, რა ხდება: ”პირველად მიერთო მას კლარჯთა ერისთავი, მერმე მესხნი და ლიხთ-იქითნი; მოიყუანეს და დასვეს ქუთაისს. ეჰა საკვირველი! რამეთუ რომელი უმეტეს განდიდებულ იყვნენ თამარისაგან მათ ჰყვეს ესე!” - უკვირს თამარის მემატიანეს და ჩვენ კი ეს ამბავი ვეღარ გვაკვირვებს, რადგან მივეჩვიეთ ქართველებისაგან ერთმანეთის  გაუტანლობას და თანამოძმის ხელით დათრგუნვას!
მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ მარტო შინაური კი არა, უცხო ტომის ადამიანიც ხედავდა ყოველთვის ჩვენს ნაკლს და საუკეთესოდ იყენებდა ამას თავის ინტერესებში.
ხომ ყოველთვის გვიხარია, როდესაც უცხოელები აღფრთოვანდებიან ხოლმე ჩვენი ქვეყნითა და მისი მცხოვრებნით, მაგრამ თუ მათ ვაძლევთ ჩვენი ნაკლის დანახვის საშუალებას, ეს მარტო შურითა და ბოროტებით არ მოსდით - ხშირად თავადაც მიგვიცია ამის საბაბი - აბა, ამგვარ  სარკეშიც ჩავიხედოთ და თუკი დიდებულების წლებში გვსდევდა უკეთურება, დაცემის წლებში  - მე-17 - მე18 საუკუნეებში, ხომ  როგორ დაგვახასიათებდნენ ევროპელები - ქებაზე რომ დაგვიწერია, ეს - სხვა თემაა, ახლა აუგიც ვნახოთ:

შარდენი
” ...მხოლოდ ის აუშნოებს ქართველს ქალებს, რომ ფერ-უმარილს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცხებენ უმარილსა; ასე ჰგონიათ, ფერ-უმარილი სამკაულია და ისე ხმარობენ, როგორც, მაგალითად, ჩვენში თვალ-მარგალიტს და კარგს ტანისამოსსა.
...ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელნი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი.
ქართველებმა საოცრად ურცხვად იციან უარისყოფა იმისა, რაც უთქვამთ და მოუქმედებიათ; ტყუილი მართლად გამოჰყავთ; რაც ერგებათ შრომისათვის, იმას არ სჯერდებიან და მეტის თხოვნა უყვართ; უყვართ, აგრეთვე, საქმის გადასხვაფერება, განზრახ, სხვანაირად ჩვენება თავისა. ძლიერად იციან ჯავრის ჩატანა და თავის დღეში არ აპატივებენ კაცს დანაშაულს, თუმცა, მართალია მალე კი არ მოსდით გული და არც უმიზეზოდ დაიხსომებენ ჯავრს. კაპუცინების პრეფექტმა დამარწმუნა, კათალიკოზისაგან გამიგონია, რომ ვინც დიდ დღესასწაულებში (მაგალითად, აღდგომას, შობას) არ დაითვრება, ქრისტიანად არ ითვლება და უნდა განდევნილ იქნასო. ქართველები, გარდა ამისა ძალიან ანგარნი და ვერცხლის მოყვარულნი არიან. ფულს მხოლოდ მაშინ გაასესხებენ, თუ დაიგირავეს რამე და სულ მცირე სარგებელს, მანეთზე ორ შაურს ართმევენ. ქალებიც ისეთივე ბიწიერნი და ავნი არიან, როგორც მამაკაცები. ქალებს ძალიან უყვართ არშიყობა და ეჭვი არ არის, რომ მამაკაცებს ამ უზნეობაში დიდი მონაწილეობა მიუძღვით”...
 "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში", 1686 წ.


პიეტრო დე ლა ვალე
„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... „
„სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“, 1628 წ.


სანსონი
,,შაჰის პოლიტიკა ქართველების მიმართ მშვენიერია. თუ გაერთიანდებიან, მათ შეუძლიათ შაჰს მრავალი პრობლემა შეუქმნან. მაგრამ მან იცის, როგორ დააშოროს ისინი ერთმანეთს. ის ისეთ მაღალ თანამდებობებზე აწინაურებს დიდებულებს, რომ ისინი მისი ერთგულებისათვის ივიწყებენ სამშობლოს, რელიგიას. იმპერიის მაღალი თანამდებობები დღეს მათ ხელშია და მათაც, ვისაც ეს არ გააჩნია, აქვს ადგილი სამეფო სუფრასთან და ხელფასი ხაზინიდან.
(1683-91 წლებში სპარსეთში მყოფი მისიონერი)


არტემ ვოლინსკი
თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც.
(რუსეთის ელჩი ირანში 1715-1718 წლებში)

"ქართველების ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება — ინდივიდუალისტური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ესთეტიკური უპასუხისმგებლობა ეწოდოს. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობისა და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ. სწორე არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას, ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისათვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია, მსგავსად ესპანეთისა და ირლანდიისა, გვაჩვენებს რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე მათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისათვის ბრძოლის მიზეზს ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.

ქართველების ამ "ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში" მათი ეროვნული ხიბლიც და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის, გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში ისე პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობას და მოუთოკავობას"

უილიამ ალენი, "ქართველი ხალხის ისტორია"





წყარო

ზურაბ ქარჩავა - ფსიქოლოგიის პრინციპები



1954 წელს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ბრაუნი ტოპეკას განათლების საბჭოს წინააღმდეგ საქმეში განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც შავკანიანი და თეთრკანიანი ბავშვების სკოლების სეგრეგაცია უკანონოდ გამოცხადდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არავითარი ზემოქმედება არ მოუხდენია ფსიქოლოგების და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც სასამართლოს კვლევის შედეგები წარუდგინეს.

ს. გ. კარა-მურზა - "ცნობიერების მანიპულაცია"




"ცნობიერების მანიპულაცია"

ბრბოს ფსიქოლოგია

როდესაც გვერდიგვერდ დგას ასი ადამიანი, ყოველი კარგავს თავის ცნობიერებას და რომელიღაც სხვას ღებულობს.

XIX საუკუნის მიწურულიდან ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გახდა მასობრივი ცნობიერება. ამ სფეროში დაგროვილი ცოდნისგან გამოცალკევებულნი აღმოვჩნდით საზოგადოებათმცოდნეობის მიერ, რომელიც გამომდინარეობდა კლასობრივი ცნობიერების კატეგორიიდან. თუმცა ეს ორი კატეგორია ერთმანეთს არ ეწინაამღდეგება, აქ ლაპარაკია ორ სხვადასხვა საგანზე. კლასი - ეს არის საზოგადოების ნაწილი, სტრუქტურირებული სოციალური წარმონაქმნი, რომელიც შეერთებულია იდეალებისა და ინტერესების მყარ სისტემასთან, რომელსაც განსაზღვრული ადილი უკავია ისტორიულ პროცესში და ფლობს განვითარებულ კულტუროლოგიასა და იდეოლოგიას. მასა 9ისი უკიდურესი, დროებითი და არამდგრადი ფორმა - ბრბო) არ წარმოადგენს საზოგადოების ნაწილს, თუმცა კოლექტივებადაც კი ყალიბდება. მასში არ არსებობს სტრუქტურა და მყარი კულტურული სისტემა, კლასისგან განსხვავებით მას სხვა გონება და ქცევის წესები გააჩნია.

მასა,პიროვნება და ბრბო


მასა არც ეთნიკური და არც ისტორიული ერთობა არ არის. იგი გარკვეული ტიპის ადამიანთა სიმრავლეა. ამ ადამიანებს აერთიანებთ არა ეროვნულობა, არა რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება ან პროფესიული საქმიანობა, არამედ აზროვნების გარკვეული დონე და ხასიათი.

თუ მასას რაოდენობრივად დავახასიათებთ, მაშინ იგი საზოგადოების უმრავლესობაა. თვისებრივი მახასიათებლის მიხედვით, იგი გამოხატავს ადამიანის საშუალო დონეს. ეს არის ადამიანი მის ყოველდღიურობაში, რომელსაც არ აქვს თავისი "მე", დაკარგული აქვს თავისი ინდივიდუალობა და პიროვნულობა. მასის ყოველი წარმომადგენელი ერთმანეთს ჰგავს, ისინი არაფრით არ განირჩევიან ერთმანეთისაგან. მასა არ არის ცალკეულ ადამიანთა ჯამი, იგი საშუალოობა, უსახობა და უპიროვნობაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მარტინ ჰაიდეგერმა აღნიშნა ტერმინით "მან"- ი. ეს არის სხვებისაგან განურჩეველი ადამიანი. მოკლედ, მასა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც საშუალო ადამიანი – "მან"- ი, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ინდივიდუალობა.

ვინ არის პიროვნება? პიროვნება ადამიანური ინდივიდია, მაგრამ არა ყოველი ინდივიდი. იგი ისეთი ინდივიდია, რომელიც სხვებისაგან გამოირჩევა თავისი ცნობიერებით და თვითცნობიერებით, ნიჭით და უნარებით. იგი მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალობაა, რომელსაც თვითმყოფადი და დამოუკიდებელი სახე აქვს.

მოკლედ, პიროვნება შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ: პიროვნება არის ადამიანური ინდივიდი, რომელსაც სხვებისაგან გამორჩეული, თვითმყოფადი სახე აქვს და აქტიურად იბრძვის საკუთარი "მე"-ს დასამკვიდრებლად. როგორც ვნახეთ, მასისა და პიროვნების გამიჯვნის კრიტერიუმი არც ეროვნულობა, არც სოციალური წარმომავლობა და არც პროფესიული საქმიანობაა. ყოველ ფენას თავისი მასა და პიროვნება ჰყავს. ნებისმიერი მისი წარმომადგენელი შეიძლება მიეკუთვნებოდეს ან ერთს, ან მეორეს.

ბრბო სოციალური ჯგუფია, რომლის წევრები გაერთიანებულნი არიან ერთი იდეით და მოქმედებენ ერთნაირად. მათთვის დამახასიათებელია უკიდურესი ეგზალტირება და აღტკინება. იგი ემოციურად დამუხტულია, აღგზნებულია და მზადაა წალეკოს ყველაფერი, რაც წინ გადაეღობება.

ბრბო არ არის მყარი სოციალური ერთობა და მისი წევრები ხანგრძლივად ვერ იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ეს ისეთი ჯგუფია, რომლის წარმოშობა შემთხვევით და მოულოდნელად ხდება. პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს შიში, უკმაყოფილება, შიმშილი, პროტესტი, სიხარბე, მოქრთამვა, ფანატიზმი და სხვა. ბრბოს წარმოშობას სჭირდება შესაფერისი ფონი, რომელიც ხელშემწყობი გარემოა. ეს არის კრიზისული სიტუაციის არსებობა საზოგადოებაში. ამიტომ ბრბო შეიძლება უეცრად წარმოიქმნას და ასევე უეცრად დაიშალოს.

მასა ბრბო არ არის. მათ შორის არსებითი განსხვავებაა. იგი შეიძლება დახასიათდეს შემდეგი ძირითადი ნიშნებით:
1) ბრბო სოციალური ჯგუფია; მასა – არა; ბრბო შემთხვევით და მოულოდნელად წარმოიქმნება და იშლება; მასა – არა; 

2) ბრბო ერთი აზრით და გრძნობით დამუხტული ჯგუფია. მის წევრებს მთლიანად იპყრობს რაღაც გრძნობა, რომელიც ემოციურად აღაგზნებს და ერთ მუშტად კრავს მათ, რათა ენერგიულად იმოქმედონ;

3) ბრბო ეგზალტირებულია, ხოლო მასა – ნეიტრალური;

 4) ბრბოს ცნობიერება ფსიქოზურია.

ამრიგად, ბრბო არ არის მყარი სოციალური ერთობა, რომელიც ხანგრძლივად არსებობს. იგი სიტუაციების მიხედვით წარმოიქმნება და იშლება.

ფილოსოფია – ია ბერიძე, გურამ თავართქილაძე, თამარ ფანცულაია
თავართქილაძის ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის უნივერსიტეტი
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი. 2009
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბეჭდური არქივი

ფსიქოლოგიური ფაქტები თქვენს ტვინზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით


ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.
იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?
ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:

1.      თქვენი ტვინი ძილშიდაც ისევე აქტიურია, როგორც გაღვიძებულ მდგომარეობაში.
როცა თქვენ გძინავთ და ხედავთ სიზმარს, თქვენი ტვინი ამუშავებს და აჯამებს დღის განმავლობაში მიღებულ მთელ ინფორმაციას: წყვეტს რა შეინახოს, რა დაივიწყოს... ალბათ ხშირად გსმენიათ რჩევა გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: ,,კარგად გამოიძინე!“ თუ გნებავთ კარგად დაგამახსოვრდეთ ის, რაც ისწავლეთ საუკეთესო ვარიანტია დაიძინოთ, მას შემდეგ რაც იმეცადინეთ.
2.      თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მხოლოდ 3-4 ფაქტი ერთდროულად.
არსებობს წესი: ,,მაგიური ციფრი 7 პლუს მინუს 2“, რომლის თანახმადაც ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად 5-9 საინფორმაციო ბლოკზე მეტის შენახვა. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ინახება 20-30 წამი, ამის შემდეგ კი ჩვენ მას ვივიწყებთ. თუ რათქმაუნდა არ ვიმეორებთ ხშირად. დასამახსოვრებლად კარგი საშუალებაა ინფორმაციის განაწილება რაიმე საერთო ნიშნების მიხედვით. ასე მაგალითად: ტელეფონის ნომრის ცალ-ცალკე ციფრად დამახსოვრება ძალიან გვიჭირს, მაგრამ სიტუაცია ბევრად მარტივდება, როცა ვიმახსოვრებთ 2-2 ან 3-3 რიცხვისგან შემდგარ ციფრებს.
3.      ადამიანი ძალიან ცუდად იმახსოვრებს წითელი და ლურჯი ფერების შერწყმას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან ბევრი ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული, მხედველობისთვის რთული აღსაქმელია ეს ორი ფერი ერთმანეთის გვერდით.  ეს ხდება იმ ეფექტის გამო, რომელსაც ,,ხრომოსტერეოფსისი“ ჰქვია. მისი გავლენით ხდება ის, რომ ზოგიერთი ფერი ძალიან ჭრის თვალს, მის ფონზე კი მეორე ფერი საერთოდ ქრება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვალის გაღიზიანებას და გადაღლას.
4.      თქვენ აღიქვამთ ნივთებს სხვაგვარად, ვიდრე ხედავთ მათ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ,,არ აქვს მნიშვნელობა რა თანმიმდევრობითაა დალაგებული ასოები სიტყვაში. მთავარია რომ პირველი და ბოლო ასო იყოს თავის აგდილას.“
მაშინაც, კი თუ დანარჩენი სიტყვები არეულია,  თქვენ შეძლებთ წინადადების წაკითხვას. ეს ხდება იმიტომ, რომ ტვინი არ კითხულობს ცალ-ცალკე თითო ასოს, არამედ აღიქვამს სიტყვას მთლიანად.
5.      თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ერთსა და იმავე საგანზე მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იმყოფებით რაიმე შეკრებაზე, სადაც განიხილავენ თქვენთვის საინტერესო თემას, მაქსიმალური ყურადღება რომელიც შეიძლება მოიკრიბოთ გეყოფათ 7-10 წუთი. ამის შემდეგ თქვენ დაიწყებთ მოდუნებას და აუცილებელი გახდება შესვენების გაკეთება, რათა შეინარჩუნოთ ინტერესი.
6.      შესაძლებლობა - დროებით გადადოთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, გვიჩნდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან. ადამიანები, რომლებმაც ადრევე გამოიმუშავეს საკუთარ თავში ეს უნარი, უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, შემდგომში კი უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს და იმედგაცრუებას.
7.      ჩვენი დროის 30%-ს ჩვენ ოცნებებში ვხარჯავთ.
ფსიქოლოგების კვლევების თანახმად, ჩვენ ყველას გვიყვარს ოცნებებში გადავარდნა. როგორც მინიმუმ ჩვენი დროის 30%-ს ვხარჯავთ ამ პროცესებში, ზოგიერთი კი ბევრად მეტს, თუმცა ეს არ არის ყოველთვის ცუდი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მეოცნებეები დიდი შემოქმედებითი უნარით გამოირჩევიან და უკეთ აგვარებენ სხვადასხვა პრობლემებს.
8.      ჩვევები ყალიბდება 66 დღის განმავლობაში.მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს დაადგინეს, რომ ამ ყველაფერს საშუალოდ 66 დღე სჭირდება.
რაც უფრო რთულია ის ქცევა, რომელიც გვსურს, რომ გადაიზარდოს ჩვევაში, მით მეტი დრო სჭირდება ამ პროცედურას.
9.      რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეიძლება გყავდეთ შეზღუდულია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალურ ქსელში შეგიძლიათ დაიმატოთ და იამაყოთ ათასობით მეგობრის ყოლით, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბევრად ნაკლები ახლო კავშირი. ეს ციფრი შეადგენს 50-150-მდე ადამიანს.
10.  თქვენ ხშირად ცვლით საკუთარ მოგონებებს.
თქვენ ინახავთ თქვენს მოგონებებს ტვინში და გგონიათ რომ ისინი ვიდეოს ჰგვანან, რომლებიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ და გააცოცხლოთ ისე როგორც ეს იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუბრუნდებით მოგონებას, ჩვენ მას ვცვლით. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული უჯრედები ჩვენს ტვინში ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: შემდეგში მომხდარი მოვლენები, ან ადამიანის სურვილი, შეავსოს სიცარიელე მეხსიერებაში.
11.  თქვენ არ შეგიძლიათ არ მიაქციოთ ყურადღება საკვებს, სექსს და საფრთხეს.
შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ უბედურ შემთხვევას არცერთი ადამიანი არ უქცევს გვერდს, ყველა ჩერდება და ამ სცენას ცნობისმოყვარეობით აკვირდება.
ასევე კარგი მაგალითია სტატიები: არცერთი ჩვენგანი არ უვლის გვერდს სტატიებს, რომელთაც აქვთ სკანდალური სათაური და დაფიქსირებულია სიტყვები: საფრთხე, შემთხვევა, სექსი....

სამეცნიერო კვლევების გამჭვირვალობის გასაფართოვებლად შეიქმნა "ღია მეცნიერების" ახალი ცენტრი


სამეცნიერო კვლევა მიზნად ისახავს ცოდნის შექმნას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სამყარო. ცოდნის თავმოყრა ხდება მაშინ, როდესაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევებს, შედეგებს კი სხვებს უზიარებენ, რაც სხვა მეცნიერებს შესაძლებლობას უქმნის, დაადგინონ შეცდომები, ან გააფართოვონ მიღწეული შედეგები უფრო მეტი ცოდნის მისაღებად.

ვერმიშელის მსგავსი საცეცების მქონე ზღვის მოლუსკების საიდუმლოება ამოხსნილია


 ვიდეოში ნაჩვენებია ზღვის სიღრმეში მცხოვრები მოლუსკების საცეცების რხევითი მოძრაობით მსხვერპლის ყურადღების მიპყრობის ხერხები.
Grimalditeuthis bonplandi-ს – ზღვის სიღრმეში მცხოვრები მოლუსკის ახალ ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ იჭერს მსხვერპლს.

ფრინველების შეფერილობის კვლევა მეცნიერებს ახალი ნანოტექნოლოგიების შექმნისაკენ უბიძგებს


იმის შეცნობამ, თუ როგორ ქმნიან ცხოველები, ან ფრინველები თვალისმომჭრელ ფერებს, შესაძლებელია, მეცნიერებს ახალი ბრწყინვალე ნანოტექნოლოგიების შექმნისაკენ უბიძგოს.
ჭკვიანურმა ტაქტიკამ, რომელსაც ცხოველები და ფრინველები თვალისმომჭრელი ფერების შესაქმნელად იყენებენ, შესაძლებელია მეცნიერები მიიყვანოს ახალი ტექნოლოგიების შექმნამდე.