пятница, 6 сентября 2013 г.

“ნუთუ ისტორია გვატყუებს?!” (მარკ ბლოკი)



მარკ ბლოკი იყო ებრაული წარმოშობის ფრანგი იტორიკოსი, რომელმაც თავისი ნაშრომები ისტორიის შესწავლას მიუძღვნა. მის ერთერთ ნაშრომს განეკუთნება „ისტორიის აპოლოგია“   ბლოკის აზრით, ისტორიის გაყალბება ადვილია. ისტორია არ არის მთლად ის რაც სინამდვილეში მოხდა, არამედ მომხდარის ინტერპრეტაცია. ისტორიის ყველაზე ნაკლებად სანდო წყაროა წერილობითი ისტორია.
ისტორიული ფაქტები ვერ აღწევენ ჩვენამდე ისეთი სახით, როგორიც იყო სინამდვილეში, რადგან ისინი ყოველთვის თავისებურად აღიქმება ისტორიკოსის მიერ. ისტორიკოსმა შეიძლება განგებ გამოტოვოს რაიმე ფაქტი, ან არ ჩათვალოს საჭიროდ მისი დაფიქსირება. ასევე დიდია ალბათობა, რომ ისტორიკოსი განგებ არ აფიქსირებდეს მომხდარ მოვლენას. ეს ყველაზე მეტად მეფის კარის ისტორიკოსებს ეხება, რადგან ამ დროს დიდია მიკერძოების მომენტი. აღნიშნული რაღაცით თანამედროვე მედიას მაგონებს, რომლის მიზანია საზოგადოებამდე მიიტანოს ის ინფორმაცია, რაც თავად აწყობს, ან მისაღებია პოლიტიკოსებისთვის. ეს მომგებიანი სტრატეგიაა მათთვის, რადგან საზოგადოებაზე კარგად “მუშაობს“. თავად ბლოკიც აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის გაგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა.
ძველად ისტორიკოსების რაოდენობა ერთეულებს შეადგენდა, ამიტომ არ გვაქვს საშუალება შევადაროთ ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწე ისტორიკოსების ნაშრომები. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭება მათ განწყობას რომელიმე კონკრეტული პიროვნების ან მოვლენის მიმართ. ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ ის ნაშრომები, რომლებმაც ჩვენამდე ასეთი სახით მოაღწიეს.
ისტორიკოსი, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის აღწერას ემსახურება, შეეცდება ცუდს ხელი დააფაროს და მხოლოდ კარგი წეროს, თუმცა ეს არ უშლის ხელს სხვა ქვეყნის ისტორიკოსებს ობიექტურად შეაფასონ შენი ერი თუ ისტორია.
მარკ ბლოკის შეხედულებებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ჩვენგანს ბუნებრივია დაგვებადოს კითხვა – „ნუთუ ისტორია გვატყუებს?!“. ხატი, რომელიც მე მაქვს აგებული კონკრეტულ პიროვნებაზე ან მოვლენაზე სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს უბრალოდ ლამაზად შექმნილი ისტორია იყოს, რომელიც შეიძლება სიმართლეს მკვეთრად იყოს აცდენილი, მაგრამ თავშესაქცევად კარგ საშუალებას წარმოადგენდეს.
მარკ ბლოკი 
1886-1944



 მარკ ბლოკი დაიბადა ლიონის უნივერსიტეტის ან-ტიკური კულტურის პროფესორის, გუსტავ ბლოკის ოჯახში. ოჯახის ინტელექტურმა გარემომ თავიდანვე განსაზღვრა მომავალი მეცნიერის მოღვაწეობის სფე-რო. 1908 წელს, პარიზის უმაღლესი სკოლის დამთავ-რების შემდეგ, მარკ ბლოკი ორი წელი გეოგრაფიასა და ისტორიას სწავლობდა ლაიფციგსა და ბერლინში, 1912 წლიდან ლექციებს კითხულობდა მონპელიესა და ამიენში. 1913 წელს გამოსცა პირველი მონოგრაფია: „ქვეყანა პარიზის გარშემო“.1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა შეცვალა მისი ცხოვრების რიტმი, ამასთანავე დიდი გავლენა იქონია ცხოვრებისეული მრწამსის ჩამოყალიბებაზე. მარკ ბლოკი გაიწვიეს საფრანგეთის არმი-აში, საიდანაც იგი კაპიტნის წოდებითა და მრავალი საბრძოლო ჯილ-დოთი დაბრუნდა. ომის შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან საგანმა-ნათლებლო ცენტრში – სტრასბურგის უნივერსიტეტში. 1936 წლიდან ბლოკი სორბონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ისტორიის პროფესო-რია. 1919-1939 წლები ყველაზე ნაყოფიერი იყო ისტორიკოს მარკ ბლო-კისთვის. სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი საუკეთესო ნაშრო-მები. 1929 წელს ლუსიენ ლე ფევრთან ერთად დააარსა საყოველთაოდ ცნობილი ჟურნალი „ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალები“. ბლოკს ახლებურად ჰქონდა წარმოდგენილი ისტორიული მეცნიერე-ბის მნიშვნელობა. მეცნიერს აინტერესებდა ისტორიის ხანგრძლივი პე-რიოდები და მისი სიღრმისეული მიმდინარეობები. იგი უპირატესობას ანიჭებდა არა თხრობით დოკუმენტებს, რომლებიც სუბიექტივიზმით გა-მოირჩევა, არამედ წარსულის სხვა ელემენტებს: მატერიალური კულტუ-რის ნივთებს, ცვლილებებს, რომლებიც ენებმა, რიტუალებმა, ტრადი-ციებმა დროთა განმავლობაში განიცადეს; ფოლკლორს, ტოპონიმიკას. 




მეცნიერის შემეცნების არეალი გაფართოებული იყო ცოდნის სხვა სფეროებთან ურთიერთობითაც, როგორიცაა გეოგრაფია, დემოგრაფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. ამგვარად გამდიდრებული ისტორია უნდა ყოფილიყო, ბლოკის აზრით, მთავარი გამაერთიანებელი მეცნიერება ადამიანის შესახებ.თავის გამოკვლევებში ბლოკი ფართოდ იყენებდა შედარებითი ისტორიის მეთოდს, ადარებდა რა სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების მონაცემებს. ამ მეთოდის გამოყენებით იგი ადგენდა კვლევის ობიექტის საერთო ტიპურ ნიშნებს და იმავდროულად გამოყოფდა მის თავისებურებასა და განსხვავებულობას. მარკ ბლოკი ეკონომიკური, კერძოდ აგრარული ისტორიის სპეციალისტი იყო, მაგრამ ამასთანავე სწავლობდა ადამიანის ცნობიერების პრობლემებსაც. ამასთან, მისი ყურადღების ინტერესს შეადგენდა არა ადამიანის აზრის უმაღლესი მიღწევები, არამედ სამყაროს ხედვა ხალხთა ყველაზე ფართო მასების თვალით. ის ისწრაფოდა გარკვეულიყო მასობრივ ცნობიერებაში: რელიგიურ წარმოდგენებსა და ქცევით ნორმებში, ბუნებასა და ინტიმისთან დამოკიდებულებაში.


1939 წლის აგვისტოში ბლოკი კვლავ გაიწვიეს საფრანგეთის არმიაში. ამჯერად იგი დიუნკერკთან საფრანგეთ-ინგლისის ჯარების სამარცხვინო ევაკუაციის მოწმე გახდა. საფრანგეთის ისტორიის სავალალო ფაქტები, როგორც თვითმხილველმა, 1940 წელს აღწერა შრომაში „უცნაური დამარცხება“. საფრანგეთი დაეცა. ბლოკი სტრასბურგის უნივერსიტეტში დაბრუნდა, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანაში ებრაელებისთვის ადგილი აღარ იყო. მათ აუკრძალეს უნივერსიტეტებში მუშაობა, ნაშრომების პუბლიკაცია. რეპრესიების მსხვერპლი გახდა საფრანგეთის წამყვანი ისტორიკოსი მარკ ბლოკიც. გაიძარცვა და განადგურდა მისი ბიბლიოთეკა, „ანალებიც“ კი იძულებული იყო ფსევდონიმით გამოექვეყნებინა. ამ პერიოდში ისტორიკოსი წერდა: „მე ებრაელი ვარ, მაგრამ ამაში ვერ ვხედავ ვერც სიამაყის, ვერც სირცხვილის მიზეზს და ვიცავ ჩემს ჩამომავლობას მხოლოდ ანტისემიტის წინაშე“. მეგობრების და ახლობლების რჩევის მიუხედავად, ბლოკმა ევაკუაციაზე უარი განაცხადა. ცნობილი კაპიტან დრეიფუსის შთამომავალმა არ ისურვა ქვეყნის მიტოვება, რომლის მიწაზეც საუკუნეების წინ მისი წინაპრების სისხლი დაიღვარა. ამაზრზენი რეალობისაგან შვებას იგი მუშაობაში პოულობდა. 1941-42 წლებში ბლოკი წერდა თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომს: „ისტორიის აპოლოგია“, რომელიც შემდგომში ისტორიკოსთა არაერთი თაობის სამაგიდო წიგნად იქცა. წიგნი დაუმთავრებელი დარჩა. 1944 წლის მარტში მარკ ბლოკი გესტაპოს ჩაუვარდა ხელში. წამებამ და დამცირებამ ვერ გატეხა შესანიშნავი პიროვნება, მეცნიერი და პატრიოტი. ბოლო წერილებში ვკითხულობთ: „მე ვკვდები, როგორც ვცხოვრობდი – როგორც ჭეშმარიტი ფრანგი“.მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია: ”Delixit veritatem“ (მას უყვარდა ჭეშმარიტება).







Апология истории или ремесло историка (Блок М.)

Блок М. Апология истории или ремесло историка - издание второе, дополненное, М.: 'Наука', 1986. «Папа, объясни мне, зачем нужна история». Так однажды спросил у отца-историка мальчик, весьма мне близкий. Я был бы рад сказать, что эта книга - мой ответ...
Источник:
Блок М. Апология истории или ремесло историка - издание второе, дополненное, М.: 'Наука', 1986.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий