ვიდეოში ნაჩვენებია ზღვის სიღრმეში მცხოვრები მოლუსკების საცეცების რხევითი მოძრაობით მსხვერპლის ყურადღების მიპყრობის ხერხები.
Grimalditeuthis bonplandi-ს – ზღვის სიღრმეში მცხოვრები მოლუსკის ახალ ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ იჭერს მსხვერპლს.
ზღვის ბევრი მოლუსკი ორი კუნთოვანი საცეცის აქტიური მოძრაობით სწრაფად იჭერს მოულოდნელ მსხვერპლს, შემდეგ კი პირისკენ მიაქანებს.
მაგრამ, მოლუსკების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ზღვის სიღრმეში ცხოვრობს, ხელების მაგივრად სუსტი, წვრილი საცეცები აქვს. მეცნიერებს წლების განმავლობაში აინტერესებდათ, თუ როგორ ახერხებდა იგი მსხვერპლის დაჭერასა და შეჭმას.
Grimalditeuthis bonplandi-ს, საცეცებზე, აგრეთვე, არ გააჩნია კაუჭები, პირი, თათები, ფოტოფორების სახელწოდების მბზინავი ლაქები, ან უფრო მეტად კუნთოვანი საცეცები, რომლებიც მოლუსკებს ეხმარება მსხვერპლის მიტყუებაში, ან მის მიტაცებაში.
ახალი ვიდეო ცხადყოფს, რომ G. bonplandi საცეცებს არხევს კიბოსნაირებრთა, ან თევზების მისატყუებლად. საცეცების რხევით ან გამოსცემს ბიო-სინათლეს, რაც ზღვის ბევრ ორგანიზმს იზიდავს წყალში, ან იმიტირებას ახდენს იმ მცურავი ჭიებისა და კრევეტების მიერ გამოცემული ვიბრაციებისა, რომლებიც კიბოსებრთა და სხვადასხვა სახეობის თევზების ნადავლი უნდა ყოფილიყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий