четверг, 29 августа 2013 г.

ბიბლია


"რა განსხვავებაა ძველ და ახალ აღთქმას შორის?! 
როგორც საეკლესიო კანონიკური სწავლება გადმოგვცემს ძველი აღთქმის ადამიანი ისეთად ხედავდა ღმერთს როგორც ის ძველ აღთქმაშია გადმოცემული, როგორიც იყო იმდროინდელი ადამიანის ცნობიერება. ხოლო ახალი აღთქმის აღმთქმელმა იესო ქრისტემ თანამედროვე ადამიანს საშუალება მისცა ისეთად დაენახა უფალი, სინამდვილეში როგორიც იყო უფალი დასაბამიდან ყველა დროში. და რაოდენ დასანანია, რომ ზოგიერთი თანამედროვე დღესაც ძველი აღთქმისეული უმოწყალო კაცის გულით განსჯის და საუბრობს. და უფრო კი შემზარავი, როდესაც ცდილობს თავს მოგახვიოს"


მთავარეპისკოპოსი ზენონი იარაჯული




ძალიან მცირე თუ არის დედამიწაზე ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ერთხელ მაინც არ სმენიათ ”ბიბლიის” შესახებ. ”ბიბლია” კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალტირაჟირებადი და ყველაზე გაყიდვადი წიგნია, რომელიც ოდესმე დაუწერია ადამიანის ხელს და შეუქმნია ადამიანის გონებას. იგი ნათარგმნია 2 ათასზე მეტ ენაზე და მას ეკუთვნის თითქმის ყველა რეკორდი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სხვა ნებისმიერ წიგნს, რომელიც ოდესმე დაბეჭდილა ან დაწერილა ადამიანის ხელით.
  • ყოველდღიურად მსოფლიოში იბეჭდება 30 ათასამდე ეგზემპლარი, ანუ ყოველ წამში დედამიწაზე იბეჭდება 1 ბიბლია.
  • ლიტერატურის ისტორიაში იყო მრავალი წიგნი, რომელთაც მოუპოვებია უდიდესი პოპულარობა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი გავლენა მცირდებოდა და საერთოდაც ქრებოდა, მაგრამ ბიბლია, ყოველგვარი რეკლამის გარეშე, 2000 წლის მანძილზე, ინარჩუნებს პოპულარობას და რჩება #1 ”ბესტსელერად”.
  • ის არის წიგნი, რომელიც, ოდესმე, ყველაზე ძვირად გაყიდულა.
  • მის ტექსტებში არის 3000-დე წინასწარმეტყველება. რომელიც მომავალში სრული სიზუსტით ახდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ის არის ყველაზე დევნადი წიგნი კაცობრიობის ისტორიაში, მისი შინაარსი სრული სიზუსტითაა შემონახული დღემდე და არ კარგავს თავის მნიშვნელობას და პოლულარობას.
  • ყველაზე ბევრი კომენტარი. რომელიც ოდესმე. რომელიმე წიგნისთვის გაუკეთებიათ არის ”ბიბლია”.
     ბიბლია არ წარმოადგენს არც კოსმოლოგიურ(მეცნიერება სამყაროს წარმოქმნის შესახებ) არც საბუნებისმეტყველო და არც ისტორიულ სახელმძღვანელოს. ის არ არის სამეცნიერო ან მხატვრული დანიშნულების. ეს არის რელიგიური წიგნი და ამიტომაც მასში მთავარია არა ისტორიული ფაქტები და მოვლენები, არამედ ის, რომ ღმერთმა ინება, ადამიანებისთვის ეუწყა მისი რეალურად არსებობის შესახებ და გაეცნო თავისი თავი ადამიენებისათვის. ბიბლიის ავტორები ქრისტიანული, რელიგიების თვალსაზრისით, არიან როგორც უფალი, ასევე ადამიანიც. მისი საშუალებით უფლის მიერ ადამიანებს ეუწყა ის, რაც აუცილებელია მათი გადარჩენისსათვის, ხოლო ადამიანებმა კი მასში, მათ მიერ აღქმულს ღვთის სიტყვას, მისცეს ლიტერატურული სახე - დამახასიათებელი იმ ეპოქისა და კულტურულ-ისტორიული კონტექსტისათვის, რომელ ეპოქაშიც ისინი იქმნებოდა. ბიბლია იწერებოდა თითქმის 1500 წლის მანძილზე და მას წერდა სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეპოქის 40-მდე ავტორი. ეს წიგნი წარმოადგენს რამდენიმე ათეული წიგნის კრებულს, რომელსაც წერდნენ მეფეები, მწყემსი, მხედართმთავარი, ფილოსოფოსი, მეთევზეები, ექიმი, გადასახედების ამკრეფი, მაგრამ ყველა მათ ნაწერში იგრძნობა საოცარი ერთიანობა. თითქოს ვიღაც ერთი აიძულებდა ამ ადამიანებს დაეწერათ და ყოფილიყვნენ თანაავტორები ერთი საერთო ავტორისა და ეს ავტორი, ქრისტიანული სამყაროს თვალსაზრისით, არის უფალი-ღმერთი. სწორად წაიკითხო ბიბლია, ნიშნავს, მის ტექსტებში, გაარჩიო ერთმანეთისაგან ადამიანური და ღვთიური, ამიტომაც ეს პროცესი ნიშვნელოვანია არამარტო რაციონალური, არამედ ღრმად სულიერი თვალსაზრისითაც.
     სიტყვა ”ბიბლია” არცერთ ძველ ხელნაწერში არ გვხვდება და ის პირველად მოიხსენიება წმინდა ხელნაწერების კრებულის აღმნიშვნელად IV საუკუნეში იოანე ოქროპირისა და ეპიფანე კიპრიელის მიერ. ბერძნულიდან სიტყვა ”ბიბლია” ნიშნავს ”წიგნებს”, ”წიგნების კრებულს”. ებრალელები თავიანთ წმინდა წიგნებს ასათაურებდნენ როგორც: ”წერილები”, ”წმინდა წერილები”, ”აღთქმა”, ”აღთქმის წიგნები”, ”რჯული და წინასწარმეტყველებანი”. .ახალი აღთქმის წერილებს ასათაურებდნენ, როგორც ”ევანგელე”(ბერძნულად), ”ეპისტოლე”.

ბიბლია შედგება 2 ნაწილისაგან: ”ძველი აღთქმა” და ”ახალი აღთქმა”. .ბიბლიაში გაერთიანებული წიგნების რაოდენობა სხვადასხვა ქრისტიანული კომფესიების მიხედვით მერყეობას 66 წიგნიდან პროტესტანული კანონიკით და 81 წიგნით ეთიოპიის მართმადიდებელი ეკლესიის მიხედვით.
     პირველი ნაწილი ბიბლიისა - ძველი აღთქმა”- რომელიც უფრო ადრე არის დაწერილი, ქრისტიანების მიერ აღებული იქნა იუდაიზმიდან და ორიგინალში იწოდება ”თანახ”-ად. ქრისტიანულ რელიგიაში ის იწოდება, აგრეთვე, როგორც ”ებრაელთა ბიბლია”. ბიბლიის ეს ნაწილი წარმოადგენს წიგნთა ერთობლიობას, რომლებიც იწერებოდა 1000 წლის განმავლობაში ებრაულ ენაზე ძ.წ.ა.-ის XIII-დან IV საუკუნემდე.(სხვა მოსაზრებებით ძ.წ.ა. XII_VII საუკუნეებში) ებრაელი წინასწარმეტყველების მიერ და რომელიც აღიარებული იქნა ქრისტიანების მიერ კანონიკურად და რომელიც წარმოადგენს საფუძველს ყველა აბრაამისეული რელიგიებისა: იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის.
     ”ძველი აღთქმა” შედგება 39 წიგნისაგან; ებრაული ტრადიციის მიხედვით, 22 წიგნისაგან, ძველი აღთქმის ყველა ეს წიგნი იუდაიზმში გაერთიანებულია 3 თავად: ”თორა”(რჯული),”ნევიიმ”(წინასწარმეტყველნი) და ”ქტუვიმ” (დაწერილები).
”რჯული” (თორა) შედგება მოსეს 5 წიგნისაგან: 
  1. დაბადება
  2. გამოსვლა
  3. ლევიანნი
  4. რიცხვნი
  5. მეორე რჯული
”წინასწარმეტყველნი” შედგება შემდეგი თავებისაგან:
  1. იესო ნავეს ძე
  2. მსაჯულნი
  3. რუთი
  4. სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე)
  5. მეფეთა პირველი და მეორე წიგნი(ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე)
  6. ესაიასი
  7. იერემიასი
  8. ეზეკიელისა
და 12 მცირე წინასწარმეტყველის:
  1. ოსიასი
  2. იოველის
  3. ამოსის
  4. აბდიას
  5. იონასი
  6. მიქასი
  7. ნაუმის
  8. ამბაკუმის
  9. სოფონიასი
  10. ანგეასი
  11. ზაქარიასი
  12. მალაქიასი

    მესამე ნაწილში, რომელსავ ებრაულად ”დაწერილები” ეწოდება, შედის:

    1. ფსალმუნნი
    2. სოლომონის იგავები
    3. იობი
    4. რუთი
    5. ქებათა - ქება
    6. გოდება
    7. ეკლესიასტე
    8. ესთერი
    9. დანიელი
    10. ეზრასი
    11. ნეემია
    12. ნეშტთა (პირველი და მეორე)

         ებრაულში ეზრა და ნეემია ითვლება ერთ წიგნად. ასევე რუთი და მსაჯულნი ერთ წიგნად ხოლო იერემია და გოდება იერემიასი ასევე 1 წიგნად.
         ბიბლიის შემდეგ თავებს ქართული მართმადიდებელი ეკლესია არაკანონიკურად მიიჩნევს, რადგან მათი ებრაული ანალოგები არ არსებობს და ისინი თარგმნილია ბერძნული ენიდან: პირველი მაკაბელთა •მეორე მაკაბელთა • მესამე მაკაბელთა • მეოთხე მაკაბელთა • ბარუქ წინასწარმეტყველი • მეორე ეზრა •მესამე ეზრა • ივდითი • ეპისტოლე იერემიასი • წიგნი სიბრძნისა • სიბრძნე ზირაქისა • ტობითი.

         ქრისტიანული ბიბლიის მეორე ნაწილი - ”ახალი აღთქმა” შედგება 27 წიგნისაგან, რომლებიც დაწერილი იქნა ჩ.წ.ა.-ის I საუკუნეში და ჩვენამდე მოღწეულია ბერძნულ ენაზე: ის მოიცავს შემდეგ თავებს: 4 სახარება(ბერძნულად ევანგელე), წმინდა მოციქულთა საქმენი21 ეპისტოლე და იოანეს გამოცხადება(აპოკალიფსი).
         ქართულად ბიბლია პირველად, ქრისტიანობის გავრცელებიდან მალევე, IV–V საუკუნეებში ითარგმნა. ამ პერიოდის მთარგმნელთა ვინაობა უცნობია, რადგან ისინი სახელის მოუხსენებლად იღვწოდნენ. ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი მოიცავს შემდეგ თავებს:
    • წმინდა ოთხთავი: მათეს სახარებას, მარკოზის სახარებას, ლუკას სახარებას, იოანეს სახარებას.
    • მოციქულთა საქმენი.
    • კათოლიკე ეპისტოლენი: იაკობის ეპისტოლე, პირველი პეტრესი, მეორე პეტრესი, პირველი იოანესი,მეორე იოანესი, მესამე იოანესი, იუდასი.
    • პავლეს ეპისტოლენი: რომაელთა მიმართ, პირველი კორინთელთა მიმართ, მეორე კორინთელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, ეფესელთა მიმართ, ფილიპელთა მიმართ, კოლასელთა მიმართ, პირველი თესალონიკელთა მიმართ , მეორე თესალონიკელთა მიმართ, პირველი ტიმოთეს მიმართ, მეორე ტიმოთეს მიმართ, ტიტეს მიმართ, ფილიმონის მიმართ, ებრაელთა მიმართ.
    • იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსი).
         ბიბლიითა და ბიბლიის ტექსტით დაინტერესებული მკითხველი, საიტის საშუალებით შეძლებს მის წაკითხვას განსხვავებული, ე.წ. ”გადაფურცვლის მთოდით”, რომელიც იძლევა რეალური წიგნის იმიტაციას და მოსახერხებელია დიდი ტექსტების წასაკითხად. ბიბლიის წინამდებარე ვერსიაში შესულია ”ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი”-ს თარგმანი ახალი ქართულით(ძველი აღთქმა) და ბაჩანა ბრეგვაძის (მთარგმნელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი) თარგმანი ახალი ქართულით (ახალი aღთქმა). გამარტივებულ ვერსიაში დამატებული არის, ასევე, ძველი ქართულით: ძველი აღთქმა - მცხეთური ხელნაწერის მიხედვით და ახალი აღთქმა - გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციით.

        წყარო Bible Statistics

       წყარო -  Список самых популярных книг за последние 50 лет, составленный исследователем Джеймсом Чепменом, возглавила Библия.



მსგავსი თემები:

1)  რა არ არის ბიბლია

2) როგორ ვხედავთ ბიბლიას
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий