вторник, 26 мая 2015 г.

ყურანი ( გიორგი ლობჟანიძის თარგმანი )



2006 წლის 16 ივნისს "კავკასიურ სახლში" მოეწყო ყურანის ქართული თარგმანის პრეზენტაცია. თარგმანი არაბულიდან განახორციელა აღმოსავლეთმცოდნემ, არაბისტმა და ირანისტმა, პოეტმა და კრიტიკოსმა გიორგი ლობჟანიძემ. პროექტის "მუსლიმთა საღვთო წიგნის - ყურანის ქართულ ენაზე თარგმნა, კომენტირება და გამოცემა" ავტორია მწერალი, "კავკასიური სახლის" თავმჯდომარე ნაირა გელაშვილი. იგი გნხორციელდა "კავკასიური სახლის" პარტნიორი ორგანიზაციის - ევროპული ფონდის HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით.

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე 12 წელი მუშაობდა ყურანის ქართულ თარგმანსა და კომენტირებაზე. ბოლო ოთხი წლის მანძილზე "კავკასიური სახლისა" და ფონდ HORIZON-ის მიერ გაწეულმა დახმარებამ, მას საშუალება მისცა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.
ზემოაღნიშნული პროექტის შედეგად მოგვევლინა ყურანის უნიკალური გამოცემა, რომელიც ტექსტის თარგმანს, ვრცელ შესავალ წერილსა და მუსლიმ და ევროპელ მკვლევართა შრომებზე დაფუძნებულ დაწვრილებით განმარტებებს აერთიანებს.
ყურანის თარგმანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კულტურულ-ლიტერატურული, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამ თარგმანის მეშვეობით ქართველ მკითხელს, უპირველესად კი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის - ისლამის პირველი და უმნიშვნელოვანესი წყარო მშობლიურ ენაზე წაიკიხონ.
წიგნის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი როსტომ ჩხეიძე; მხატვარი - სოფიო კინწურაშვილი.
გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბული ორიგინალიდან პირველად შესრულებული სრული თარგმანი ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს, ვისი მითითებითა და მეცადინეობითაც საუკუნის წინათ ყურანი ქართულად ფრანგულიდან ითარგმნა (1906 წ).






წიგნის გადმოწერა PDF ფორმატში

რესურსი 2






მსგავსი თემები:

1)  ყურანი მუჰამადისა ( 1906)

2)  გიორგი ლობჟანიძე - მუსლიმთა საღვთო წიგნი

3)  გიორგი ლობჟანიძე - "იესო და მარიამი ყურანში"






Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий