пятница, 6 сентября 2013 г.

ქართველთა ნაკლი - უცხოელებისგან დანახული



ერთი ჭირი გვჭირს ქართველთა, გინდა დიდსა და მცირეთა - ჩამოსხდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვით იმღერეთა?“

ამპარტავნებისა და დიდგულოვნობის სენი რომ გვჭირს, ამას  მოხმობილი სტრიქონებიც ადასტურებენ ქართული ლიტერატურის კლასიკიდან. მაგრამ ეს სიტყვები საქართველოს დაკნინების პერიოდშია დაწერილი და იქნებ დღეკეთილობის ჟამს არ გვჩვეოდა მსგავსი რამ მანკიერებანი -  აბა,  ვნახოთ, საქართველოს ყველაზე ბედნიერი ხანის -   დავით აღმაშენებლის დროის საქართველოში რით ხასიათდებოდა ჩვენი ერის ნიშან-თვისებათა გამოვლინების თავისებურებანი:

 ”რამეთუ რაჟამს განდიდნენ, განსუქდენ და დიდება პოვონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს მატიანე ძველი და ახალი”.
ხომ არაფერი გეცნობა მკითხველო? თურმე მაშინაც ყოფილან დღევანდელ ”განსუქებულთა” და ”განდიდებულთა” იდეური წინაპრები.
ახლა თამარის პერიოდს გადავხედოთ - გაძევებული გიორგი რუსი ბრუნდება საქართველოში და  დახეთ, რა ხდება: ”პირველად მიერთო მას კლარჯთა ერისთავი, მერმე მესხნი და ლიხთ-იქითნი; მოიყუანეს და დასვეს ქუთაისს. ეჰა საკვირველი! რამეთუ რომელი უმეტეს განდიდებულ იყვნენ თამარისაგან მათ ჰყვეს ესე!” - უკვირს თამარის მემატიანეს და ჩვენ კი ეს ამბავი ვეღარ გვაკვირვებს, რადგან მივეჩვიეთ ქართველებისაგან ერთმანეთის  გაუტანლობას და თანამოძმის ხელით დათრგუნვას!
მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ მარტო შინაური კი არა, უცხო ტომის ადამიანიც ხედავდა ყოველთვის ჩვენს ნაკლს და საუკეთესოდ იყენებდა ამას თავის ინტერესებში.
ხომ ყოველთვის გვიხარია, როდესაც უცხოელები აღფრთოვანდებიან ხოლმე ჩვენი ქვეყნითა და მისი მცხოვრებნით, მაგრამ თუ მათ ვაძლევთ ჩვენი ნაკლის დანახვის საშუალებას, ეს მარტო შურითა და ბოროტებით არ მოსდით - ხშირად თავადაც მიგვიცია ამის საბაბი - აბა, ამგვარ  სარკეშიც ჩავიხედოთ და თუკი დიდებულების წლებში გვსდევდა უკეთურება, დაცემის წლებში  - მე-17 - მე18 საუკუნეებში, ხომ  როგორ დაგვახასიათებდნენ ევროპელები - ქებაზე რომ დაგვიწერია, ეს - სხვა თემაა, ახლა აუგიც ვნახოთ:

შარდენი
” ...მხოლოდ ის აუშნოებს ქართველს ქალებს, რომ ფერ-უმარილს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცხებენ უმარილსა; ასე ჰგონიათ, ფერ-უმარილი სამკაულია და ისე ხმარობენ, როგორც, მაგალითად, ჩვენში თვალ-მარგალიტს და კარგს ტანისამოსსა.
...ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელნი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი.
ქართველებმა საოცრად ურცხვად იციან უარისყოფა იმისა, რაც უთქვამთ და მოუქმედებიათ; ტყუილი მართლად გამოჰყავთ; რაც ერგებათ შრომისათვის, იმას არ სჯერდებიან და მეტის თხოვნა უყვართ; უყვართ, აგრეთვე, საქმის გადასხვაფერება, განზრახ, სხვანაირად ჩვენება თავისა. ძლიერად იციან ჯავრის ჩატანა და თავის დღეში არ აპატივებენ კაცს დანაშაულს, თუმცა, მართალია მალე კი არ მოსდით გული და არც უმიზეზოდ დაიხსომებენ ჯავრს. კაპუცინების პრეფექტმა დამარწმუნა, კათალიკოზისაგან გამიგონია, რომ ვინც დიდ დღესასწაულებში (მაგალითად, აღდგომას, შობას) არ დაითვრება, ქრისტიანად არ ითვლება და უნდა განდევნილ იქნასო. ქართველები, გარდა ამისა ძალიან ანგარნი და ვერცხლის მოყვარულნი არიან. ფულს მხოლოდ მაშინ გაასესხებენ, თუ დაიგირავეს რამე და სულ მცირე სარგებელს, მანეთზე ორ შაურს ართმევენ. ქალებიც ისეთივე ბიწიერნი და ავნი არიან, როგორც მამაკაცები. ქალებს ძალიან უყვართ არშიყობა და ეჭვი არ არის, რომ მამაკაცებს ამ უზნეობაში დიდი მონაწილეობა მიუძღვით”...
 "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში", 1686 წ.


პიეტრო დე ლა ვალე
„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... „
„სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“, 1628 წ.


სანსონი
,,შაჰის პოლიტიკა ქართველების მიმართ მშვენიერია. თუ გაერთიანდებიან, მათ შეუძლიათ შაჰს მრავალი პრობლემა შეუქმნან. მაგრამ მან იცის, როგორ დააშოროს ისინი ერთმანეთს. ის ისეთ მაღალ თანამდებობებზე აწინაურებს დიდებულებს, რომ ისინი მისი ერთგულებისათვის ივიწყებენ სამშობლოს, რელიგიას. იმპერიის მაღალი თანამდებობები დღეს მათ ხელშია და მათაც, ვისაც ეს არ გააჩნია, აქვს ადგილი სამეფო სუფრასთან და ხელფასი ხაზინიდან.
(1683-91 წლებში სპარსეთში მყოფი მისიონერი)


არტემ ვოლინსკი
თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც.
(რუსეთის ელჩი ირანში 1715-1718 წლებში)

"ქართველების ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება — ინდივიდუალისტური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ესთეტიკური უპასუხისმგებლობა ეწოდოს. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობისა და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ. სწორე არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას, ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისათვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია, მსგავსად ესპანეთისა და ირლანდიისა, გვაჩვენებს რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე მათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისათვის ბრძოლის მიზეზს ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.

ქართველების ამ "ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში" მათი ეროვნული ხიბლიც და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის, გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში ისე პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობას და მოუთოკავობას"

უილიამ ალენი, "ქართველი ხალხის ისტორია"





წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий