ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, უკეთესია სწორი ჩვევების განვითარება, ვიდრე ნებისყოფისა და თვითკონტროლის იმედად ყოფნა.
ჟურნალში „Journal of Personality and Social Psychology" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქცევის სწორი სტილის, ანუ ჩვევების, შემუშავება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისყოფის მეშვეობით საკუთარი თავის მართვის მცდელობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვევების შემუშავების საკმაოდ მარტივმა მეთოდიკამ შეიძლება ადამიანის ცხოვრება მეტად შეცვალოს, ვიდრე თვითკონტროლის იმედად ყოფნამ.
ჟურნალში „Journal of Personality and Social Psychology" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქცევის სწორი სტილის, ანუ ჩვევების, შემუშავება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისყოფის მეშვეობით საკუთარი თავის მართვის მცდელობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვევების შემუშავების საკმაოდ მარტივმა მეთოდიკამ შეიძლება ადამიანის ცხოვრება მეტად შეცვალოს, ვიდრე თვითკონტროლის იმედად ყოფნამ.
სტრესისა და დაღლილობის გამო ადამიანი ზოგჯერ შეიძლება „ზომბი" გახდეს, მაგრამ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა აჩვენებს, რომ სულ არ არის აუცილებელი, რომ „ზომბი" ცუდად იქცეოდეს: ვთქვათ, ბევრს ჭამდეს, მხოლოდ შოპინგით იყოს დაკავებული და ა.შ. შესაძლებელია სისუსტის ძალად გადაქცევა და მძიმე დეპრესიის მდგომარეობაშიც კი სწორი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
ხუთი ექსპერიმენტის საფუძველზე მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის თვითრეგულაციის უნარი შეზღუდულია, ამიტომ დეპრესიის ან ძლიერი დაღლილობის მდგომარეობაში ის საკუთარი ქმედების კონტროლს ვერ ახერხებს.
მაგრამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ასეთ პერიოდში ადამიანი ინარჩუნებს თავის ჩვევებს – როგორც ცუდს, ისე კარგს. გამოდის, რომ აუცილებელი არ არის, რომ დეპრესიამ ადამიანი ღორმუცელობის ან ჰედონიზმისა და თვითგანადგურების სხვა გამოვლინების ჭაობში ჩაძიროს. თუ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს დადებითი ჩვევები – მაგალითად, ჯანმრთელი საუზმის ან ვარჯიშის სახით, ის დეპრესიის მდგომარეობაშიც გაჰყვება ჩამოყალიბებულ პოზიტიურ პროგრამას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არა მარტო ჯანმრთელობის შენარჩუნებას მძიმე პერიოდში, არამედ დეპრესიის დაძლევასაც.
მეცნიერთა კვლევამ დაადასტურა, რომ საკუთარი ქცევის კონტროლი მხოლოდ ნებისყოფის მეშვეობით ვერ ხერხდება. ზოგიერთ შემთხვევაში თვითკონტროლი საკმარისი არ არის და ამიტომ საჭიროა სასარგებლო ჩვევების შემუშავება – ისინი „იმუშავებს" მაშინაც კი, როცა დაღლილი ვართ და თავს ვეღარ ვაკონტროლებთ.
მაგალითად, ერთ ექსპერიმენტში სემესტრის განმავლობაში ცდებში ნებაყოფლობით ჩართულ სტუდენტებს ძილი აკლდათ. ამის შედეგად მათ ჩვევები გაუძლიერდათ: ის, ვინც ადრეც არაჯანსაღ საკვებს ეტანებოდა, ახლა მას უფრო დიდი რაოდენობით მიირთმევდა. მაგრამ, ამასთანავე, აღინიშნა საპირისპიროც: ის, ვინც დილით გაზეთებს კითხულობდა, აკეთებდა ამას დროის უკმარობის პირობებშიც.
ამ კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური მდგომარეობის პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც მხოლოდ ადამიანის ნებისყოფას ეყრდნობა, ეფექტური ვერ იქნება. დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო ხერხია შესაბამისი ჩვევების შემუშავება. სწორედ ეს ჩვევები გახდება სანდო „დაზღვევა" ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий