пятница, 12 апреля 2013 г.

ადამიანი, მუსიკა და ეკოლოგია (მუსიკით მკურნალობა)





ადამიანი, მუსიკა და ეკოლოგია ის ტრიადაა, რომელიც უკანასკნელ ხანებში ფუნდამენტური დარგების მკვლევარ-მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა და ინტენსიურად შეისწავლება ბიოლოგების, მედიკოსების, ფსიქოლოგე-ბის, ნეიროქიმიკოსების, ფიზიოლოგების, ფიზიკოსების, მუსიკათ მცოდნეებისა და ეკოლოგების მიერ.

ახლა უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ მუსიკა შეიძლება გახდეს როგორც ერთ-ერთი სოციალური ფაქტორი, რიგი დაავადების გამომწვევი მიზეზი ან სამკურნალო საშუალება, რაც აგრეთვე სოციალური ეკოლოგიის პრობლემებს უკავშირდება.
აღნიშნულიდან გამომდი¬ნარე მიზანშეწონილია, რომ მედიკოსებმა კარგად გაითავისონ ის დამოკიდე¬ბულება, რომელიც არსებობს ადმიანს, მუსიკასა და ეკოლოგიას შორის. ვინაიდან მუსიკა თავის ტვინის შემეცნებითი აქტივობის უმაღლესი გამოვ¬ლინებაა და ძლიერ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე,
დადგა იმის აუცილებლობა, რომ დაზუსტდეს მუსიკის მოქმედების ფსიქო¬ბიოლოგიური მექანიზმები.
არის სამუშაო ჰიპოთეზა, რომლის საფუძველ¬ზეც შესაძლე¬ბებელია პრობლე¬მის შემდგომი მეცნიერული კვლევა. ამოსავალ წერტილად უნდა მივიჩ¬ნი¬ოთ კავშირი ადამიანის მოქმედებასა და მუსიკას შორის და ბიოლოგიურ სისტემებზე მუსიკის გავლენის ფიზიკური მახასიათებლების ბუნება, რათა გამოინა-ხოს შეხების ის წერტილები, რომელთა ბაზაზეც შეს¬აძლებე¬ლია განხორ¬ციელდეს ცოც¬ხალ ორგანიზმებზე მუსიკის გავლენის ფენომენი.
ამგვარად, ორ, თითქოსდა ურთიერთისაგან დამოუკიდებელ სისტემაში, სა-მიზნე ობიექტია ადამიანი, ხოლო ეკოლოგიური ფაქტორი - მუსიკა, რომელთა შორის კავშირი უნდა ვეძიოთ გენეტიკურად განსაზღვრული ბიოლოგიური პრო¬ცესების სიხშირეებსა და მუსიკას შორის, რაც თავის მხრივ ადამიანის ფსი-ქოემოციურ მდგომარეობაზე აისახება.
უახლესი მონაცემების თანახმად არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტები მუსიკა-ლურ ბგერათა ბიოლოგიურობის შესახებ: 1. მუსიკა ადამიანის ემოციური მდგო-მარეობის ბგერებით გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა; 2. ბგერა მექანიკური რხევაა რომელიც ყურით შეიგრძნობა 20-დან 20000-დე სიხშირის ფარგლებში. რაც უფრო დიდია სიხშირე, მით უფრო მაღალია ბგერა. ბგერაში შედის სიხში-რის ტონები, რაზეც დამოკიდებულია ტემბრი. ყველა ბგერას აქვს თავისი სპე-ციფიკური ძალა; 3. ბგერით ხდება ახალშობილის ემოციური აქტივობის გამო-ხატვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არ მეტყველებს; 4. ბგერით ხდება ცხოველთა აქტივობის ემოციური გამოვლინებაც ბუნიანობისას, როცა შეწყვ¬ილების მიზნით სპეციფიკურ ბგერებს გამოსცემენ, უხმობენ პარტნიორს. ასევე მკაცრად არის განსაზღვრული მელოდიურობა მგლების ყმუილსა და მაიმუნების მიერ გამოცემულ ბგერებში მღელვარებისას.
სხვადასხვა ერებისა და ეთნიკური ტომების მელოდიებში მუსიკალურ ბგე-რებში განსხვავება, მუსიკის "ბიოლოგიურობასა" და ევოლუციურად მისი ფორ-მირების მსგავსობაზე მიგვანიშნებს.
სავარაუდოა, რომ პრიმიტიული მუსიკალური მელოდიები, როგორც ემო¬ციური მდგომარეობის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება არის ბგერათა მოქ¬მედებით გამოწვეული განწყობა. პროცესი ხანგრძლივ გადარჩევას ექვემ¬დებარება, ისე როგორც ეს ხდება ბუნებრივი გადარჩევის დროს, შედეგად, ემოციური მდგომარეობის ბგერათა გამოხატვა აისახება გენეტიკური აპარატის დონეზე (გენეტიკური მეხსიერება).
ჩანს, რომ ემოციური მდგომარეობის ბგერითი გამოხატვა და დანიშნულება ცვალებადია და ექვემდებარება დარვინისეულ ბუნებრივ გადარჩევას. დღეს უკ¬ვე მრავალი მეცნიერი აღიარებს, რომ ყველა ერში მუსიკალური გამოსახვის შესაძლებლობა გენეტიკურ აპარატშია ჩაწერილი და დასტურად მოჰყავთ ის უარყოფითი შედეგები, რაც ყურსაცვამებიანმა ფლეიერებმა გამოიწვია თინე¬ი¬ჯერებში.
თინეიჯერები ფლეიერებით უპირატესად ჯაზურ და როკმუსიკას ისმენდნენ. შედეგად, ახალგაზრდებმა მასიურად მიმართეს ნევროპათოლოგებს თავის ტკივილების, გონების დაკარგვის და გულისრევის გახშირების გამო.
თავად ეს მოვლენა არ მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, ფლეიერებით როკმუსიკის მოსმენამ უარყოფითი გავლენა მხოლოდ თეთრკანიანებზე იქონია, ე.ი. ბიოლოგიური თვალსზრისით მოხდა ის, რაც თეორიული მოსაზრებებიდან გამომდინარე უნდა მომხდარიყო. დაირღვა გენეტიკური აქტივობის სიხშირესთან უცხო მუსიკის სიხშირის შეთავსებულობა, მოხდა სერიოზული დარღვევები ნერვული სისტემის მოქმედებაში.
დღეს უკვე აღიარებულია, რომ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი დე-ზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) სპეციფიკურ "ხმებს" გამოსცემს. ხმა იწვევს რხევას, რომელიც წარმოქმნის აკუსტიკურ ტალღებს. ფაქტიურად დნმ "მღერის". დნმ-ის მოლეკულების რხევა ზუსტად შეესაბამება სინათლის სპექტრის ფერს.
რუსი მეცნიერის გარიაევის მონაცემებით აღნიშნული ყველა ფენომენი იცვ-ლება გენეტიკური ბიომოლეკულების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით, გან¬სა¬კუთრებით ტემპერატურისაგან დამოკიდებულებით.
მაგალითად, 36-370ჩ-ზე დნმ დაბალ სიხშირეზე ნორმალურად ,,ჟღერს", 40-420ჩ-ის პირობებში კი დნმ-ის სიხშირეებში აღინიშნება დარღვევები, დნმ "ჩივის", რომ ის "ძალიან ცუდადაა", უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი იწყება დნმ-ის ორმაგი სპირალის დაშლა და პრაქტიკულად კავდება გენეტიკური ნიშნების რეალიზაციის შესაძლებლობა.
ახლახან, ლონდონელმა მეცნიერმა ქალბატონმა, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამტკიცა, რომ "მღერიან" როგორც მცენარეული, ისე ცხოვე-ლური უჯრედები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მუსიკაში სახეობის გარდასახ¬ვის საშუალებაა ბგერა, მუსიკის საფუძველი კი მელოდია, ხოლო მუსიკალური გამოსახვის უმნიშვნელოვანესი საშუალება კილო, რითმი, მეტრი და ჰარმონია, რაც მუსიკალური შესრულების პროცესში აღიქმება. სწორედ ამ ფიზიკურ მაჩვენებლებში უნდა ვეძიოთ თავის ტვინის ნერვული უჯრედებით მუსიკალური ბგერების აღქმის მექანიზმები და მისი გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კუნთის ტონუსსა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაზე.
ცნობილია, რომ ადამიანის ჩანასახის ემბრიონიც კი სპეციფიკურად რეაგი-რებს მუსიკაზე. მაგალითად, კლასიკური მუსიკის ფონზე ემბრიონში რეგისტრი-რებული იქნა ,,ღიმილი", როკმუსიკის ფონზე კი მოხდა ემბრიონის "შეჭმუხვნა". როგორც ჩანს, გენეტიკური თვალსაზრისით, ასეთი მუსიკა არაადექვატურია ემბ-რიონისათვის. ფრანგი მკვლევარების თანახმად, თურმე, მუსიკით შესაძლებელია არა მარტო ჩანასახის ფორმირების მართვა, არამედ ნაყოფის განვითარების კორექციაც კი. დადგენილია, რომ არსებობს კავშირი ბგერის სიხშირესა და ნეირონების ჯამურ ელექტროაქტივობას შორის (ბიოპოტენციალის სიხშირეები, კუნთის ტრემორი, გულის მოქმედების რითმი), რაც კიდევ ერთხელ მიგვა¬ნიშნებს ბიოლოგიურ პროცესებზე მუსიკის მიზანმიმართული ზეგავლენის შესაძლებ¬ლობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს ძიება იმ ძირითადი ბერკეტების დასადგენად, რომელთა მეშვეობით შესაძლე¬ბელია განვახორციელოთ ადამიანის მკურნალობა ფსიქოფიზიოლოგიური ზემო¬ქ¬მედების გზით.
ცხადია, ამას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი ფიზიკური მაჩ¬ვენებლები როგორიცაა ტალღის სიგრძე და ცალკეული "ბგერის ფერი": დო - მწვანე (52 ნმ), დო - რებემოლი - ცისფერი (490 ნმ), რე - ლურჯი (464 ნმ), რე-მიბემოლი - იისფერი (438 ნმ), მი - იისფერი (413 ნმ), ფა - იისფერი (391 ნმ), ფა - სოლბემოლი - წითელი - მეწამული (739 ნმ), სოლ - წითელი (695 ნმ), სოლ - ლაბემოლი - წითელი (657 ნმ), ლა - ნარინჯისფერი (620 ნმ), ლა - სიბემოლი - ყვითელი (585 ნმ) და სი - მწვანე (552 ნმ).
* * *
სხვათა შორის, სწორედ ამ პრინციპზეა აგებული ცნობილი და ფართოდ გა-ვრცელებული "სვეტა მუზიკა", რაც სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ფერთა ცვა-ლებადობაზეა აგებული და არა მოცემული მელოდიის ბგერების სიხშირეებსა და შესაბამის ფერთა თამაშზე. ცნობილია, რომ მუსიკალური სისტემა არის ბგერების მიზანმიმართული წყობა ბგერის სიხშირისა და სიმაღლის მიხედვით. ყველა სახის ბგერითი სისტემა ერთი ოქტავის ფარგლებში თავსდება ინტერვალების ფარდო¬ბისა და დიაპაზონის მიხედვით.
ბუნებრივია, რომ ვინაიდან მუსიკალური ბგერის ტალღის სიგრძე სრულ შესაბამისობაშია ფერებთან, მუსიკა, ისე როგორც შესაბამისი ტალღის სიგრძის ფერი, რეალურად აისახება ადამიანის განწყობაზე.
არის მოსაზრება, რომ წითელი ფერი სიცოცხლის, ენერგიის, სიხარულის, რისხვასა და საშიშროებაზე მიგვანიშნებს, ყვითელი - ოპტიმიზსა და ნიჭიერე-ბაზე, ცისფერი - ჰარმონიულობასა და შემოქმედებაზე, მწვანე - ენერგიაზე, მშვიდობის მოყვარეობაზე, გაწონასწორებულობაზე, იისფერი - სულიერ ამაღ-ლებაზე, ნარინჯისფერი - აქტიურობაზე, პასუხისმგებლობასა და ამბიციურო-ბაზე, ყავისფერი - შრომისმოყვარეობაზე, სულიერ ჯანმრთელობასა და მიზანსწრაფულობაზე, რუხი - აზროვნების შეზღუდულობაზე, შავი - ბორო-ტებასა და მტრობაზე, ვარდისფერი - სიყვარულსა და ერთგულებაზე, თეთრი - ინტელექტუალობასა და მდგრადობაზე, მაღალ შეგნებულობაზე, ოქროსფერი - სიბრძნესა და მაღალშეგნებულობაზე, მოლურჯო - მწვანე – გულმოწყალებასა და ადამიანებისადმი სიყვარულზე და ბოლოს, ინდიგო - სულიერებასა და გულ-წრფელობაზე.
საინტერესოა, რომ როდესაც ბავშვები გაუცნობიერებლად ხატავდნენ მუ-სიკის ფონზე, ისინი ძირითადად იყენებდნენ ყავისფერ საღებავებს, რითაც მუსი-კის გავლენით გამოხატავდნენ საკუთარ სულიერ მოძრაობას, შრომის მოყვარე-ობასა და მიზანსწრაფულობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მუსიკალური ბგერების საფუძველი ტალღის სიგძე და სიხშირეებია, ბუნებრივია, რომ ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე მიზანმიმართული ზემოქმე-დება, ემოციური განწყობის რეგულაცია ნორმისა და პათოლოგიის დროს.
აქედან, მუსიკა გვევლინება როგორც ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობის ტესტირებისა და მკურნალობის ერთ-ერთი ფსიქოფიზიოლოგიური მეთოდი.
ადამიანსა და ცხოველებზე მუსიკის გავლენის შესახებ მრავალი ლიტერა-ტურული და სამეცნიერო წყარო მოგვეპოვება. მუსიკა ხომ ხელოვნებაა, რომე-ლშიც ყოფითი სინამდვილე და ადამიანის განწყობა მხატვრულ გამომსახველო-ბით ფორმაში აისახება. მარტო შოთა რუსთაველის ხატოვანი გამოთქმა რად ღირს "სმენად მხეცნიც მოვიდიან". ვერავინ უარყოფს ადამიანებზე საეკლესიო საგალობლების დადებით, დამამშვიდებელ გავლენას, რაც ალბათ ყოველ ჩვენ-თაგანს განუცდია. არც ქართული სიმღერა "ბატონებო" არ შექმნილა შემთხვე-ვით, ის ხომ სამკურნალო სიმღერაა. ნაჩვენები იქნა ელეგიის, ნოკტიურნისა და აკვნის ნანების დადებითი გავლენა ადამიანის დეპრესიასა და აგრესიაზე.
ახლახან გამოიცა ,,ქართული გალობა"-ნის მეორე ტომი (ერქვანიძე, 2008), რომელშიც შესულია მწუხრის, ცისკრის და ჟამისწირვის საგალობლები (ქართლ-კახური კილო).
ჩვენს მიერ, გალობათა ცალკეული მუსიკალური ფრაზების ბგერათა ტალღის სიგრძე და სიხშირეები სპეციალურად იქნა შეჯერებული შესაბამის ფერებთან. ასეთი მეთოდოლოგიური მიდგომით კიდევ ერთხელ დადას¬ტურდა, რომ, როგო¬რც წესი, საგალობლები დაწერილია ბგერათა ისეთ ტალღებზე, რომელთაც შეესაბამება მწვანე, ლურჟი და იისფერი. იშვიათად შეიმჩ¬ნევა წითელიც, ისიც ფრაზების შუა ნაწილში. აქედან ჩანს, რომ ცენტ¬რალურ ნერვულ სისტემაზე საგალობლების დამამშვიდებელი ფსიქობიო¬ლოგი¬ური ეფექტი ვლინდება მწვანე, ლურჯ და იისფერის ფონზე, რასაც 52, 391, 413 ნმ ტალღის სიგრძის ბგერა შეესაბამება. ცენტრალური ნერვული სისტემის გარდა მუსიკისადმი განსაკუთ¬რებულ მგრძნობიარობას ამჟღავნებს აგრეთვე გული, სისხლძარღვები და კუნთები. სამკურნალო მუსიკალური მელოდიების გავლენით მნიშვნელოვნად ეცემა არტერიული წნევა, ფართოვდება სისხლძარღვები და მცირდება პულსის სიხშირე. საინტერესოა საფრანგეთის ნაციონალურ ინსტიტუტში ჩატარებული ცდების შედეგები: სპეციალურად შერჩეული მუსიკის ფონზე სისხლის გადასხმის დროს, გულისწასვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გავიხსენოთ აგრეთვე ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის ბრწყინვალე ექსპერიმენტიც. მან შესანიშნავად დაასაბუთა კუნთის დაძაბულო-ბის კავშირი მუსიკასთან. კერძოდ, დამამშვიდებელი კლასიკური მუსიკის ფონზე აღინიშნებოდა კუნთის მოდუნება, მუსიკალური რითმის სიხშირის გაზრდისას, კუნთის შეკუმშვა ძლიერდებოდა.
უთუოდ შეამჩნევდით თუ როგორ იცვლება წერის სიჩქარე მუსიკის ხასიათი-საგან დამოკიდებულებით. წერის სიჩქარე საგრძნობლად მატულობს სწრაფი, ენერგიული მუსიკის ფონზე.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია აკვნის ნანათი ძილის მომგვრელი ფე-ნომენი, რაც ისეთ ბგერებსა და ფერებზეა აგებული, რომლებიც აგრეთვე დამამ-შვიდებლად მოქმედებენ ადამიანზე.
მართალია დიდი იუმორით ვუყურებდით კინოფილმ "უდიპლომო სასიძო"-ში ფერმის გამგის ,,სამეცნიერო მუშაობას" ცხოველებზე მუსიკის გავლენის შესახებ, მაგრამ, ახლახან ცნობილი გახდა თუ როგორ იზრდება ცხოველთა წველადობა სპეციალურად შერჩეული მუსიკის ფონზე.
ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მუსიკას უნდა გამოეწვია კუნთოვან ქსოვილთა მოდუნება (რელაქსაცია) და წველადობის საგრძნობი გაზრდა, რაც სრულ შესაბამისობაშია მწველავის ქცევასთან. მწველავი, როგორც წესი, ჯერ ხელის გადასმით ამშვიდებს ცხოველს, შეზილავს ჯიქანს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს წველას. ცხადია, ეს ყოველივე ხორციელდება ხელის ისეთი დამამშვიდებელი მოქმედებით, რაც ბიო¬ლო¬გიურად შეთავსებადია რელაქსურ პროცესებთან.
საინტერესო მოსაზრება გამოითქვა მცენარეთა ,,სმენასა" (?) და მათ ზრდა-განვითარებაზე მუსიკის გავლენის შესახებ. თურმე ადამიანების მსგავსად, მცე¬ნა¬რეებიც საუცხოოდ შეიგრძნობენ მუსიკას (რხევებს ?). ზოგიერთი ფერმერის განცხადებით, მშვიდი კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების გავლენით მნიშვ¬ნელოვნად იზრდება ბოსტნეულის (კიტრი, წიწაკა) მოსავალი.
ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები წარმატებით იყენებდნენ ხალხურ გუნდ-ურ სიმღერებს უძილობის სამკურნალოდ. ცნობილი რუსი ფიზიოლოგები, ი. სე-ჩენოვი და ს. ბოტკინი, მიუთითებდნენ მუსიკის სამკურნალო თვისებებზე. მათი აზრით მელოდიური მუსიკა იწვევს სასიამოვნო ემოციებს, აძლიერებს თავის ტვინის ქერქის აქტივობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და სუნთქვით პროცესებს. აღნიშნულის გარდა ადამია-ნისათვის სასიამვნო მუსიკის ზემოქმედებით ძლიერდება ყურადღება, ხდება ცენ-ტრალური ნერვული სისტემის ტონიზირება, რაც საბოლოდ დადებითად აისა-ხება ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
ნორმაში, სხვადასხვა ბიოლოგიური რეაქციების ძირითადი დროებითი სიხ-შირეები არსებითად სამ, იისფერ - ცისფერ, მწვანე და ყვითელ - წითელ ზონაში ჯგუფდება, რომლებიც, ბგერათა სიხშირეებისა და ფერების აღქმის მიხედვით აღიარებულია როგორც განსაკუთრებით მდგრადი ბიოლოგიური ზონები. ეს არის ფერთა ის ზონა, რომელიც მუსიკაში შეესაბამება ბგერების სიხშირეებს რე, მი, ფა (ცისფერი), დო, სი (მწვანე), ლა-სიბემოლი (ყვითელი) და სოლ - ლა-ბემოლი (წითელი).
როგორც ვხედავთ ბიოლოგიური პროცესების სიხშირეთა ნორმალურ სისტემაში არ არის წარმოდგენილი მეწამული ზონა, სიხშირითY739 ნმ, ის უპირატესად შეიმჩნევა ორგანიზმის პათოლოგიისას. მაგალითად, 739 ნმ სიხშირე ელექტროენცეფალოგრამაზე ვლინდება ადამიანის აღელვებისას, სიხში-რეების ტონების სპეციფიკური დაჯგუფება შეიმჩნევა ემგ-ზეც დისტონიის პირო-ბებში, იისფერ-ცისფერ ზონაში თავსდება ელექტროენცეფალოგრამის პარამეტ-რების მაქსიმუმი ღვიძილის, ხოლო ყვითელი - წითელი ზონა ძილის პირობებში.
ამ ფენომენის ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძილის პროცესში ყვი-თელი და წითელი ზონის გამოვლენა არის მხოლოდ ორგანიზმის შინაგანი პასუ-ხი ფუნქციურ მდგომარეობაზე და ის არ ასახავს ორგანიზმის საპასუხო რეაქ-ციას ზემოქმედ ფაქტორზე (წითელი).
ამდენად, არაა გამორიცხული, რომ ყვითელი - წითელი ზონის გამოვლენა ელექტროენცეფალოგრამაზე ღვიძილის მდგომარეობის დამთრგუნველი მექანიზ¬მე¬ბის გააქტივებით იყოს გამოწვეული.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ოპტიკური დიაპაზონის პურპუროვანი ზონა შეესაბამება ფერთა მიმღებლობის არამდგრად უბანს, რომელიც ვლინდება პათოლოგიების დროს და პრაქტიკულად იწვევს ნეიროდინამიკური პროცესე-ბისა და მთლიანად თავის ტვინის ინტეგრალური მოქმედების ისეთ დარღვევას, როცა დამთრთგუნავ ფსიქოემოციურ პირობებში ქცევითი რეაქციები ვერ კონტ-როლდება ინტელექტუალურად, რასაც ხშირად მძიმე კრიმინოგენული შედეგე-ბიც მოსდევს.
* * *
აქედან ჩანს, რომ ადამიანზე დადებითი გავლენის პარალელურად, ბგერის ტალღის სიგძისა და შესაბამისი ფერის მიხედვით მუსიკა გვევლინება როგორც ეკოლოგიურად ძლიერ სახიფათო და ამავე დროს სოციალური ფენომენი. გავიხსენოთ თუნდაც კორიდა, სადაც ტორეადორი პურპუროვანი წინსაფრით აღიზიანებს ხარს და იწვევს მასში აგრესიას.
არც ის არის შემთხვევითი, რომ ისეთმა დიდმა კომპოზიტორმა, როგორიც პ. ჩაიკოვსკია, თავისი ცნობილი შიშის კვინტეტი, ოპერიდან პიკის ქალი, ფადიეზ მინორში დაწერა. ფადიეზ მინორშია დაწერილი აგრეთვე გ. ვენიავსკის პირ¬ველი კონცერტი, ი. ჰაიდნის 45-ე სიმფონია, რომლებ¬შიც შესანიშ¬ნავა-დაა გამოყენებული აღელვებისა და შიშის გამომხატველი ბგერები და მათი შეთანხმებულობა.
წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე რადიოსა და ელევიზია¬ში ბგე-რე¬ბი¬¬სა და სიხშირეების არასწორად ან მისი მიზანმიმართულად გამოყენების შედეგად, ადამიანის ნერვულ ქსოვილზე ალფა რითმის ზემოქმედების გზით შესაძლებელია მძიმე ეკოლოგიური ფონიც კი შეიქმნას.
ფსიქობიოლოგიის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ როკ¬¬მუსიკის გავლენით ახალგაზრდების არაკონტროლირებადი ქცევა გამოწ-ვეულია ბგერათა სიხშირის ზემოქმედებისას შემაკავებელი ნეირონების დათრგუ-ნვით, როცა ვითარდება თავშეუკავებელი, ინტელექტუალურად არაკონტროლი-რებადი აგზნებული მდგომარეობა.
თანამედროვე მუსიკალური სისტემების დინამიკების სიმძლავრე რამდენჯერმე აღემატება რეაქტიული თვითმფრინავების მოტორის ხმაურსაც კი, რაც საკმაოდ აზიანებს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს.
მაღალი ბგერები, ე.წ, "აკუსტიკური ნაგავი", იწვევს იმ ნეიროემას დაზიანებას, რომელთა მეშვეობით ხორციელდება თავის ტვინში ხმოვანი რხევე-ბის გადაცემა. ბგერის გამაძლიერებლის ერთმა აკორდმა შეიძლება გაანადგუ-როს რამდენიმე ასეული ნეირონი. შედარების მიზნით, საინტერესოა გავიხსე-ნოთ, რომ მშვიდი საუბრისას ბგერის ზომა 50 დეციბალია, ადამიანზე ხმაურის ზემოქმედების საშიში ზღვარია 80 დეციბალი, მაშინ როცა, მაგალითად, მტვერ-სასრუტის ბგერა ხშ¬ირ¬¬ად 85 დეციბალს აღემატება, თვითმფრინავის ხმაური აფ-რენის დროს კი 110 დეციბალია.
ბგერათა უძლიერესი ზემოქმედების შედეგად პრაქტიკულად ირღვევა ახალ-გაზრდების ფსიქოემოციური მდგომარეობა ისე, რომ არც გონება და არც სული არ ექვემდებარება ინტელექტუალურ კონტროლს, იკარგება ცნობიერება და ქვე-ცნობიერად იღვიძებს ცხოველური მისწრაფებები, სექსუალური ლტოლვა, აგ-რესია, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობა, მცდარი თავისუფლება, რაც წუთიერ სასიყვარულო ქცევებში გადაიზრდება და რაც შეიძლება მძიმედ შეცნობადი აღმოჩნდეს.
სოციალური ეკოლოგიის თვალსაზრისით აქედან შეიძლება ერთი მნიშვნე¬ლოვანი დასკვნის გაკეთება: ადამიანის ყველა სახის ქცევითი რეაქცია ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ბგერათა ზემოქმედებას, ეთნიკური ტომების ნერვული ქსოვილის გენეტიკური აპარატის რხევათა სიხშირეებს.
ამის კარგი მაგალითია თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველების ყველა სახის ყოფითი ქცევა თუ სამეურნეო საქმიანობა სხვადასხვა ხასიათის მუსიკაში გამო-იხატება. მაგალითად, მრავალჟამიერი სუფრის სიმღერაა და ის სუფრის წევრთა ერთიანობას, მათ სიახლოვეს, ურთიერთ კეთილგანწყობას გამოხატავს. სუფრის წევრები ხომ ერთად, კოლექტიურად მღერიან. ყანაში მუშაობის სიმღერას სულ სხვა ფორმა შეესაბამება. ურმული მართლაც რომ ნელა მოჭრიალე ურემზე უნ-და შესრულდეს და ის მარტოობასა და ბინდის მშვენიერებაზე მიგვანიშნებს.
წარმოდგენილი მონაცემებიდან აშკარად ჩანს მუსიკის ბიოლოგიურობა, მისი გენეტიკური განსაზღვრულობა და ადამიანზე ზემოქმედი შესაძლო ნეიროფიზი-ოლოგიური სუბსტრატის ბუნება. ჩანს, რომ ყველა სახის გადახრა მუსიკაში, რომელიც ვერ თავსდება ეთნიკური ტომის ბიოლოგიური პროცესების რხევათა სისტემაში, ადამიანზე ხანგრძლივი ზემოქმედების პირობებში იწვევს ძლიერ ემო-ციურ დაძაბულობას, სტრესულ მდგომარეობას, რასაც ხშირად მძიმე პათოლოგიური შედეგები მოსდევს. საკმარისია დავასახელოთ მუსიკის გავლენით გამო¬წვეული გულის რითმის დარღვევა (ტახიკარდია), რაც შეიძლება ლეტალური შედეგითაც კი დამთავრდეს.
ამაზე მიგვანიშნებს აგრეთვე თავის ტვინის ნეირონული აქტივობისა და სინ-ქრონიზაციის საშიში ფორმა და ნერვულ ქსოვილში გამოვლენილი სხვა მრავალი სახის დარღვევა, რომელიც მუსიკალურ ტონებსა და ფერებში აისახება. ასე, რომ არითმული, ბიოლოგიურ სიხშირეებთან შეუთავსებადი მელოდიები, რომელთაA რიცხვი დღითიდღე იზრდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგი¬ლებ¬ში, საკმაოდ საშიში მოვლენაა და ის განსაკუთრებით მტკივნეულად მოქმედებს ახალგაზრდა ორგანიზმის პოსტნატალურ განვითარებაზე, კერძოდ თავის ტვინის სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის ფორმირებასა და შედეგად, ინტელექტუალურ აქტივობაზე.
ახლა უკვე მოგვეპოვება მედიკოსების მიერ კარგად დასაბუთებული და აპრობირებული ,,ჯანმრთელობის მუსიკალური ფონოტეკა" სხვადასხვა დაავადე-ბის სამკურნალოდ:
1. უძილობა - ბეთხოვენი - ,,მთვარის სონატა"; სიბელიუსი - ,,მწუხარე ვალ-
სი"; ჩაიკოვსკი - ,,შემოდგომის სიმღერა", ,,სენტიმენტური ვალსი",
,,ბარკაროლა"; შუბერტი - ,,ავემარია", ,,სერენადა"; შუმანი - ,,ოცნება";
სენსანსი - ,,გედი".
2. გაღიზიანებადობა - ბახი -K,,კანტატა"; ბეთხოვენი - ,,მთვარის სონატა"
(პირველი ნაწილი).
3. მოუსვენრობა და შიშები - შოპენი - ,,მაზურკები და პრელუდიები"; შტ-
რაუსი - ,,ვალსები".
4. თავის ტკივილი - ბეთხოვენი - ,,ფიდელიო"; ლისტი - ,,უნგრული რაფსო-
დია 1"; ხაჩატურიანი - სიუიტა ,,მასკარადი"; გერშვინი - ,,ამერიკელი
პარიზში".
5. ჰიპერტონია - ბახი - ,,კონცერტი რე-მინორი ვიოლინოსათვის"; შოპენი -
,,ნოკტიურნი რე-მინორი".
6. გაბოროტება - ბახი -,,იტალიური კონცერტი"; ჰაიდნი - ,,სიმფონია".
წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე ჩანს მუსიკის განსაკუთრებული ეკოლოგიური როლი, რომ ადმიანი და მუსიკა ორი ურთიერთზემოქმედი ფსიქობიოლოგიური სისტემაა და ის შეიძლება მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული როგორც ადამიანის საზიანოთ, ისე მკურნალობის მიზნით.
ზემოთ აღნიშნულ პრინციპებზე, ბგერის სიძლიერისა და სიხშირეების გათვა-ლისწინებით, შესაძლებელია შეიქმნეს მრავალი ხელსაწყო, რომლებიც წარმატებით იქნება გამოყენებული სამკურნალოდ. გავუფრთხილდეთ ნერვულ სისტემას, ის ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია. ჩამონათვალი მუსიკალური ნაწარმოებების მიზანმიმართულად გამოიყენებით თქვენ შესძლებთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, აგრესიული სოციალური გარემოს ზემოქმედების თავიდან აცილებას

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий