მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი პირდაპირი მტკიცება იმისა, რომ დეპრესია ცვლის ადამიანის თავის ტვინის ცირკადულ ციკლს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემებით, ირღვევა ბუნებრივი სადღეღამისო ციკლთან სინქრონიზებული ბიოლოგიური რითმი, რომელსაც ემორჩილება ჩვენი ორგანიზმის ცხოველმოქმედება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემებით, ირღვევა ბუნებრივი სადღეღამისო ციკლთან სინქრონიზებული ბიოლოგიური რითმი, რომელსაც ემორჩილება ჩვენი ორგანიზმის ცხოველმოქმედება.
აღმოჩენა გაკეთდა დეპრესიის მქონე და არმქონე პირთა თავის ტვინის კვლევის უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავების შედეგად. ამ კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს დეპრესიის კვლევის მეთოდიკის შემუშავებაში. დღეს მსოფლიოში დეპრესია 350 მილიონზე მეტ ადამიანს აჭუხებს.
ჩვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი 24-საათიანი ციკლით მუშაობს, რომელიც იზომება დღე-ღამის ნათელი დროიდან ბნელზე გადასვლით და პირიქით. ეს მექანიზმი უძველეს დროში შემუშავდა და თავის ტვინი ქრონომეტრისტის ფუნქციას ასრულებს – მას „ევალება" უჯრედის „საათის" სინქრონიზაცია გარე სამყაროსთან. ცირკადული რითმის წყალობით თავის ტვინს შეუძლია საკუთარი სურვილების, ძილის, გუნება-განწყობილებისა და ბევრი იმ სხვა რამის მართვა, რისგანაც, ფაქტობრივად, შედგება ჩვენი ცხოვრება.
მკვლევარებმა გამოიყენეს ცირკადული გენების ექსპრესიის სურათი – ამის მიზანი კვლევაში ჩართული თითოეული გარდაცვლი ადამიანის გარდაცვალების დროის განსაზღვრა (შიდა წრე) და მისი შედარება გარდაცვალების რეალურ დროსთან (გარე წრე). იმ გარდაცვლილ ადამიანთა შორის, ვისაც სიცოცხლეში დეპრესია არ ჰქონდა, სურათი იყო მკვეთრი და პროგნოზირებადი (მარცხნივ). დეპრესიის მქონე გარდაცვლილ ადამიანთა (მარჯვნივ) ბიოლოგიური საათი დღე-ღამის რეალურ დროსთან სინქრონიზებული არ იყო.
ასე, კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა შეისწავლეს 55 დეპრესია არმქონე ადამიანის თავის ტვინის ექვსი რეგიონის 12000 ტრანსკრიპტი. ამის წყალობით გაირკვა, თუ როგორ იცვლება გარკვეული გენების აქტივობა დღის განმავლობაში. მაგრამ დეპრესიის მქონე 34 პირის შემთხვევაში აღინიშნა გენების აქტივობის სულ სხვა სურათი: ყველაფერი გამოიყურებოდა ისე, თითქოს დღე-ღამის სულ სხვა დროს იყო. მეცნიერებმა აღწერეს ეს საოცარი ფაქტი ასე: იქმნება განცდა, თითქოს მეზობელ მაგისთან მჯდარი ადამიანი სინამდვილეში სხვა საათობრივ ზოლში ცხოვრობს.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანის ბიოლოგიური საათი არასწორად მუშაობს, თანაც თავის ტვინის უჯრედების შესაბამისი გენების აქტივობის დონეზეც კი. ეს პირველი პირდაპირი მტკიცებაა იმისა, რომ დეპრესია იწვევს ცირკადული რითმის დარღვევას და ჩვეულებრივი სადღეღამისო ციკლის დარღვევას. დეპრესიის მქონე ადამიანს შეიძლება აღენიშნოს ცირკადული გენების ექსპრესიის არასწორი სურათი – იქამდეც კი, რომ სურათი „ღამე" აღინიშნება დღისით და პირიქით. შესაძლოა, რომ სწორედ ეს არის დეპრესიული მდგომარეობის ნეგატიური სიმპტომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგად აღმოჩენილ იქნა კიდევ რამდენიმე სასარგებლო კანონზომიერება. მაგალითად, ახლა მეცნიერებმა იციან, თუ როგორ შეიძლება ბიოლოგიური საათის მეშვეობით ადამიანის გარდაცვალების ზუსტი დროის დადგენა, რაც ძალიან გამოადგება კრიმინალისტებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა აღმოჩენა იძლევა ისეთი ზუსტი ტესტის შემუშავების საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დეპრესიის პირველი ნიშნების აღმოჩენა. გარდა ამისა, ამ კვლევის წყალობით დაისახა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად პრობლემასთან, დეპრესიასთან, ბრძოლის ახალი გზები.
Комментариев нет:
Отправить комментарий