კლიმატის შეცვლის მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) გაანგარიშების თანახმად, CO2 ამოფრქვევის შედეგად დედამიწა მოსალოდნელზე ნაკლებად თბება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სათბურის ეფექტის პრობლემა თავისთავად გადაწყდება.
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დედამიწის ზედაპირთან ისე სწრაფად არ იზრდებოდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო სათბურის აირების მიმდინარე ამოფრქვევის ფონზე. 2000-2010 წლებში ატმოსფეროში დაახლოებით 100 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი იყო ამოფრქვეული. ეს 1750 წლიდან კაცობრიობის მიერ ატმოსფეროში ამოფრქვეული CO2-ის მოცულობის დაახლოებით ნახევარია.

ამის მიუხედავად, როგორც ეს ჰოდარდის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის (ნასა) მეთაურმა, სამეცნიერო გუნდის წევრმა, ჯეიმს ჰანსენმა განაცხადა, ხუთწლიანი საშუალო გლობალური ტემპერატურა პრაქტიკულად არ გაზრდიდა.
აქვე დავაზუსტოთ, რომ გლობალური ტემპერატურა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მერყეობს, მაგრამ პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ჩვენი პლანეტის კლიმატი ნახშირორჟანგის მზარდ ამოფრქვევაზე რატომღაც არ რეაგირებს. ამაზე ნათლად ცხადყოფს ის ფაქტი, რომ რეალური ტემპერატურა საპროგნოზო მოდელებს არ ემთხვევა. ასეთი შეუსაბამობა სათბურის აირების ამოფრქვევის ზრდასა და გლობალური ტემპერატურის შესამჩნევ მატებას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერული გამოცანაა. ეს არ ნიშნავს, რომ გლობალური დათბობა მოგონილი პრობლემაა და ის არ არსებობს, რამეთუ პროგნოზთან შეუსაბამობის მიუხედავად, XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ტემპერატურა თითქმის ერთი გრადუსით (ცელსიუსის სკალით) უფრო მაღალია, ვიდრე XX საუკუნის ანალოგიურ პერიოდში.
შესაძლოა, რომ პროგნოზისა და რეალური სურათის შეუსაბამობა უკავშირდება დროით ლაგს ამოფრქვევის ზრდასა და დათბობას შორის. ნახშირორჟანგი ინფრაწითელ გამოსხივებას შთანთქავს, ამიტომ ატმოსფეროში CO2-ის მოცულობის გაორმაგება იწვევს გლობალური ტემპერატურის ზრდას ერთი გრადუსით (ცელსიუსის სკალით). თითქოსდა ყველაფერი შესანიშნავად არის – ამოფრქვევის გაორმაგება და ტემპერატურის ერთი გრადუსით მომატება პრობლემა არ არის, ვინაიდან დათბობის ასეთ ტემპთან გამკლავება სავსებით შესაძლებელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ვითარება გაცილებით უფრო რთულია.
ჯერ ერთი, CO2-ის მოცულობის ზრდა ზემოქმედებს ატმოსფეროში წყლის ორთქლის რაოდენობაზე, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს გლობალურ ტემპერატურაზე და შეიძლება გაცილებით უფრო ძლიერი დათბობა გამოიწვიოს.
მეორეც, გლობალურ ტემპერატურაზე მურისა და სხვა აეროზოლების ამოფრქვევაც ზემოქმედებს.
ამიტომ ეს საკითხი აქტიური სამეცნიერო დისკუსიის საგნად რჩება: ერთიანი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორი დათბობაა მოსალოდნელი, მეცნიერთა შორის არ არსებობს. IPCC-ის მეცნიერთა ბოლო კვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ ატმოსფეროში CO2-ის მოცულობის გაორმაგება გამოიწვევს გლობალურ დათბობას 2-4,5°С დიაპაზონის ფარგლებში. უფრო მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 3°С-ით გაიზრდება. მაგრამ საშუალო გლობალური ტემპერატურის 3°С-ით ზრდა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. IPCC-ის მეცნიერთა ვარაუდით, ტემპერატურის ასეთი მატება ნიშნავს, რომ პლანეტის რამდენიმე მსხვილ რეგიონს გვალვა ემუქრება და მცენარეთა სახეობის 30%განადგურების პირას აღმოჩნდება.
ამ თემისადმი მიძღვნილი IPCC-ის მომდევნო მოხსენება სექტემბერში გამოქვეყნდება. არსებული ცნობების თანახმად, ამ მოხსენების პროგნოზი კიდეთ უფრო პესიმისტურია: გლობალური ტემპერატურა შეიძლება 6-7°С-ით გაიზარდოს, რაც იქნება კატასტროფა პლანეტის ძალიან ბევრი რეგიონისათვის.
მაგრამ ჯერ-ჯერობით კამათი გრძელდება და უფრო ოპტიმისტური პროგნოზიც არსებობს. ასე, იოკოგამას გლობალური ცვლილების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა გაანგარიშებით, ატმოსფეროში CO2-ის ამოფრქვევის გაორმაგების შედეგად ტემპერატურა მხოლოდ 2,3°С-ით გაიზრდება (დიაპაზონი 0,5-4,0°C). კიდევ უფრო იმედის მომცემია ნორვეგიის კვლევითი საბჭოს პროგნოზი: 1,9°С (დიაპაზონი 1,2-2,9°C).

Комментариев нет:
Отправить комментарий