четверг, 29 августа 2013 г.

გენეტიკური ანალიზი: ებრაელებმა თავიდანვე "სისხლის სიწმინდე" შეინარჩუნეს


ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences"-ში გამოქვეყნდა ამერიკელ გენეტიკოსთა სტატია, რომელშიც პირველად გაცემულია ნათელი პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არიან ებრაელები გენეტიკური თვალსაზრისით.

დღეს მცხოვრები 13 მილიონზე მეტი ებრაელი გაყოფილია რამდენიმე ჯგუფად, რომელთაგანაც ზოგიერთს ერთმანეთთან თითქმის კავშირი არა აქვს. ეს არიან აშქენაზები, ებრაელი-სეფარდები ესპანეთსა და პორტუგალიიდან, ჩრდილო მაროკოს, ალჟირის, საქარის ქვეყნებისა და აფრიკელი ებრაელები, ეთიოპელი ებრაელები და სხვ. ბიბლია, როგორც ცნობილია, ამტკიცებს, რომ ყველა ებრაელს ერთადერთი საერთო წინაპარი – აბრაამი ჰყავდა ( თუმცა აბრაამის დროს მის სახლეულში შედიოდნენ მისი მრავალრიცხოვანი მსახურებიც, რომელთა მამამთავარიც, სულიერი და არა გენეტიკური თვალსაზრისით, აბრაამი გახდა) მაგრამ ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად არის. არსებობს თეორიაც კი, რომლის თანახმად თანამედროვე ებრაელთა უმრავლესობას მხოლოდ სარწმუნოება – იუდაიზმი – აერთიანებს, ხოლო გენეტიკური კავშირი მათ შორის არ არსებობს.
რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში მდებარე ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის გენეტიკოსთა ჯგუფმა გარი ოსტრერას მეთაურობით დაამტკიცა, რომ ებრაელთა სამ ძირითად ჯგუფს – აშქენაზებს, შუა აღმოსავლელ ებრაელებსა და ებრაელ-სეფარდებს – საერთო გენეტიკური ფესვები აქვთ ორი ათასი წლის ხანდაზმულობისა და გენეტიკურად მათ შორის კავშირი გაცილებით უფრო მჭიდროა, ვიდრე მეზობლად მცხოვრებ არაებრაელ ხალხებთან. მაგრამ კვლევა არ შეჰხებია ჩრდილო-აფრიკელ ებრაელებს – სიდიდით ებრაელთა მეორე ჯგუფს. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებს მიღმა დარჩა სხვა ჯგუფების წარმოშობის საკითხიც.
მოგვიანებით გარი ოსტრერას ჯგუფმა ამ ხარვეზების გამოსწორება სცადა და გაცილებით უფრო სრული გენეტიკური ანალიზი ჩაატარა. შედეგად გაირკვა, რომ ადრე შესწავლილი სამი ჯგუფის მსგავსად, ებრაელთა ჯგუფების უმრავლესობას საერთო გენეტიკური კავშირები აქვთ, რომელთა კვალი ძველ რომამდე მიდის, ანუ იმ დრომდე, რომელიც წინ უსწრებდა იუდეველთა ომებს. მაგრამ აღინიშნა განსხვავებაც. ასე, ჩრდილო-აფრიკელ ებრაელებს, უმთავრესად – მაროკოსა და ალჟირში მცხოვრებთ, მჭიდრო გენეტიკური ნათესაობა აქვთ აშქენაზებსა და სეფარდებთან, მაგრამ პრაქტიკულად არა აქვთ კავშირი ჩრდილო აფრიკის თანამედროვე არაებრაელ მოსახლეობასთან. ქართველ ებრაელებს, თავის მხრივ, გენეტიკური სიახლოვე აქვთ შუა აღმოსავლელ ებრაელებთან. იემენის ებრაელებს შორეული გენეტიკური ნათესაობა აქვთ შუა აღმოსავლელ ებრაელებთან, ხოლო ეთიოპელი ებრაელები შეადგენენ იზოლირებულ კლასტერს (ჯგუფს), რომელსაც ძალიან ცოტა საერთო აქვს ებრაელთა სხვა ჯგუფებთან.
ერთადერთი, რაც აერთიანებს ყველა ამ ჯგუფს, არის ინტერბრიდინგის ძალიან დაბალი დონე არაებრაელთა ჯგუფებთან. წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ეს ჯგუფი რჩებოდა გენეტიკურად იზოლირებული ჩამოყალიბების მომენტიდანვე.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий