ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დნმ-ის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნეს. შედეგი ადასტურებს, რომ ავტოსადგომის ქვეშ 68 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნი მეთხუთმეტე საუკუნის ნეშტი არის პლანტაგენეტთა დინასტიის ბოლო მონარქის, რიჩარდ III, ნეშტი, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა.
გასული წლის აგვისტოს ბოლოს გამოცხადდა, რომ ძველი ინგლისური ქალაქის, ლესტერის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა ნებართვა ქალაქის ისტორიულ ცენტრში გათხრების ჩასატარებლად, რაც მიზნად ისახავდა რიჩარდ III დაკარგული საფლავის ძიებას. ადგილობრივი უნივერსიტეტის მეცნიერთაგან შემდგარმა მკვლევართა გუნდმა დოქტორ რიჩარდ ბაკლის მეთაურობით სურდა იმ ლეგენდის გაქარწყლდება, რომლის თანახმადაც 500 წლის წინ პლანტაგენეტთა დინასტიის ბოლო მეფის სხეული საფლავიდან იყო ამოგდებული. გათხრების მე-5 დღეს, 4 სექტემბერს, ჯერ კიდევ ნახევარი ათასწლეულის წინ დანგრეული გრეიფრაიერსის ფრანცისკანელთა სააბატოს ეკლესიის ქორედში აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცის ნეშტი ჩამტვრეული კეფით, ისრით ზურგში და, რაც მთავარია, ძლიერი სკოლიოზით (ხერხემლის გამრუდებით). გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ესაა რიჩარდ III ნეშტი.
მაგრამ ეს ბედნიერო მეცნიერული ისტორია ერთ მისტიკურ საიდუმლოსაც შეიცავს: დაკარგული საფლავის ძებნის მთავარი ინიციატორი იყო ვინმე ფილიპა ლენგლი. მან საოცარი ენერგია გამოიჩინა, იპოვა სპონსორები, დააინტერესა ადგილობრივი უნივერსიტეტის ისტორიის კათედრა, მიიზიდა მეცნიერები და პირადადაც მონაწილეობდა გათხრების პროცესში. საოცარი ისაა, რომ ფილიპა ლენგლიმ ერთი მეტრის სიზუსტით აჩვენა სამარხის ადგილი. მისი თქმით, 2009 წლის ცხელი ზაფხული იყო, როცა მან, ამ ადგილას მდგარმა, საოცარი სიცივე იგრძნო და მიხვდა, რომ სწორედ აქ არის დამარხული რიჩარდ III.
Комментариев нет:
Отправить комментарий