четверг, 29 августа 2013 г.

როგორ იყენებენ სტუდენტები სოციალურ ქსელებს


ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სასწავლო სოციალურ ქსელებს სტუდენტები განსხვავებული მიზნით იყენებენ. კვლევაში 257 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შესთავაზეს სოციალური ქსელის – Google+ გამოყენება საკუთარი ცოდნის სრულყოფის მიზნით.
შედეგად კვლევაში მონაწილე მოხალისეებმა ათასობით შეტყობინება გააგზავნეს და ასი ათასობით სიტყვა დაწერეს. მეცნიერებმა გააანალიზეს შეტყობინებები – ვის ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და რა თემაზე, რის შედეგადაც გამოვლინდა არსებითი განსხვავება ამ თვალსაზრისით. სახელდობრ, სოციალური ქსელის გამოყენების მიხედვით შესაძლებელია, ფაქტობრივად, ცდისპირთა გაყოფა ორ ჯგუფად, რომლებსაც მკვლევარებმა პირობითად „მომსვლელი" და „რეზიდენტი" დაარქვეს.
0soc
სურათზე ნაჩვენებია ქსელი Google+, რომელზეც წერტილით აღნიშნულია ცალკეული მომხმარებლები, ხოლო ხაზებით – მათ შორის კავშირები.

მომხმარებელთა ამგვარი დაყოფა – „მომსვლელი" და „მაცხოვრებელი" შეთავაზებულია 2011 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ორი მეცნიერის, დევიდ უაიტისა და ელისონ ლე კორნიუს მიერ. ამ მოდელის თანახმად, „მომსვლელი" ინტერნეტს ფუნქციურად იყენებს: მისთვის ის ინსტრუმენტია, მაშინ როცა „მაცხოვრებლისათვის " ინტერნეტი სოციალური სივრცეა, ანუ კომუნიკაციისა და დროის გატარების ადგილი.
00soc
ზოგჯერ კავშირი ქსელის მომხმარებელთა შორის საკმაოდ რთულია, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც შეიძლება მომხმარებელთა გაყოფა ორ ჯგუფად: პირველში შედიან ისინი, ვინც სოციალურ ქსელს ინსტრუმენტის სახით იყენებს, ხოლო მეორე ჯგუფისათვის ის საცხოვრებელი გარემოს ნაწილია.

ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასაბუთეს ამ მოდელის მართებულობა სანდო სტატისტიკური მეთოდების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ იარლიყები „მომსვლელი" და „რეზიდენტი" მხოლოდ ქცევის პოლარულ ტიპებს ასახავს, ეს მოდელი იძლევა სხვადასხვა ონლაინ-ინსტრუმენტზე ადამიანის რეაქციის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. გარდა ამისა, პირველად ჩატარდა პრაქტიკული ხასიათის კვლევა, რომლის მიზანია სოციალური ქსელის, როგორც ეფექტური სწავლის ინსტრუმენტის, გამოყენების ხელშეწყობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლის მოწაფეები და სტუდენტები ბევრ დროს ატარებენ სოციალურ ქსელში, შეიძლება ამ ქსელის გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით. პედაგოგებისათვის ეს კარგი რესურსი იქნებოდა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий