მსოფლიოში უძველესი მონასტერი ძველი ქრისტიანული ხელნაწერების შესასწავლად თანამედროვე ტექნოლოგიას მიმართავს.
წმინდა კატერინას მონასტერში (Saint Catherine's Monastery) იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მოხერხდება ზოგიერთი ძველი ქრისტიანული ხელნაწერების, მათ შორის მსოფლიოში უძველესი ბიბლიის – Codex Sinaiticus (სინაიის კოდექსი) ცალკეული გვერდების, წაკითხვა.
წმინდა კატერინას მონასტერში (Saint Catherine's Monastery) იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით მოხერხდება ზოგიერთი ძველი ქრისტიანული ხელნაწერების, მათ შორის მსოფლიოში უძველესი ბიბლიის – Codex Sinaiticus (სინაიის კოდექსი) ცალკეული გვერდების, წაკითხვა.
„ჰიპერსპექტრალური ასახვის" (hyperspectral imaging) სახელწოდებით ცნობილი მეთოდი გულისხმობს სხვადასხვა სიგრძის ტალღის სინათლის გამოყენებას ტექსტის იმ ფერმკრთალი ნაწილების ფოტოგრაფირებისას, რომლებმაც სიძველის გამო მკაფიოობა დაკარგა ან არ ჩანს იმის გამო, რომ მასზე ზემოდან სხვა ტექსტია დაწერილი.
ეს ტექნოლოგია უნდა დაეხმაროს მეცნიერებს Greek Codex Sinaiticus-ში შეტანილი შესწორებათა წაკითხვაში. Greek Codex Sinaiticus არის რომის იმპერატორ კონსტანტინეს მიერ გავრცელებული წმინდა წერილის 50 ასლიდან ერთ-ერთი.
ძველი ხელნაწერების ამოცნობისა და ციფრული დამუშავების პროექტში მონაწილეობენ ბრიტანეთის, გერმანიისა და რუსეთის ბიბლიოთეკები, რომლებიც არიან მანუსკრიპტის ძირითადი ნაწილების მფლობელები.
XIX საუკუნის შუა წლებამდე Codex Sinaiticus მონასტერში ინახებოდა, შემდეგ კი მისი ძირითადი ნაწილი გერმანელმა მეცნიერმა რუსეთში გაიტანა. რუსეთმა 1933 წელს ხელნაწერი მიჰყიდა ბრიტანეთის ბიბლიოთეკას, სადაც ის დღემდეა დაცული.
1975 წლამდე ხელნაწერის დანარჩენი ნაწილი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ აღმოჩენილ იქნა მიტოვებულ ოთახში ჩამოქცეული ჭერის ქვეშ – 12 გვერდი და 15 ფრაგმენტი ათასობით სხვა მანუსკრიპტს შორის.
ბერძნულ მონასტერში ინახება გერმანელი მეცნიერის ხელწერილის ასლი – მან ხელნაწერის დაბრუნების პირობა დადო. არსებობს ვარაუდი, რომ გამოუქვეყნებელმა დოკუმენტმა რუსეთის არქივებიდან შეიძლება ნათელყოს, თუ რატომ გაიტანეს ტექსტი მონასტრიდან.
მამა ჯასტინის (Father Justin) თქმით, რუსეთში, შესაძლოა, არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბერებმა ძველი ხელნაწერის ან გაყიდეს, ანდა გააჩუქეს. მაგრამ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ხელწერილი ზეწოლით იქნა დაწერილი.
ბრიტანეთსა და გერმანიაში დაცული ხელნაწერის გვერდების მდგომარეობა საკმაოდ კარგია და ფოტოგრაფირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც მონასტერში ინახება, წინასწარ რესტავრაციას საჭიროებს.
მონასტერში დაგეგმილია სახელოსნო- საცავის შექმნა კოდექსზე, 3304 ხელნაწერსა და 1700 გრაგნილზე სამუშაოების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ესაა ადრეული ქრისტიანული ტექსტების უმსხვილესი კოლექცია, რომელიც დაცულია ვატიკანის ფარგლებს გარეთ.
მონასტერში ბიბლიოთეკაც აშენდება – კოლექციის დასაცავად. ჰიპერსპექტრალური ასახვა გამოყენებულ იქნება მონასტრის კიდევ ერთი ძვირფასი მანუსკრიპტის – Codex Syriacus (სირიის კოდექსი) – წასაკითხად.
ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერები შეძლებენ V საუკუნეში დაწერილი ძნელად გასარჩევი ტექსტის წაკითხვას, რომელიც დაფარულია VIII საუკუნეში ზემოდან დაწერილი კარგად ხილვადი ტექსტით. დაფარული ტექსტი არის ახალი აღთქმის II საუკუნეში გაკეთებული თარგმანი სირიულ ენაზე.
XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებმა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს, რის შედეგადაც მანუსკრიპტის დაფარული ტექსტი ხანმოკლე დროით ხილვადი იყო, მაგრამ პერგამენტი ფუჭდებოდა – კიდევ უფრო მყიფე ხდებოდა.
ძველ პერგამენტს სხვადასხვა კუთხით ოთხი კამერა გადაიღებს. ამის შემდეგ საერთო გამოსახულება ციფრული ხერხით აიგება.
ამ ტექნოლოგიის გამოყენება აგრეთვე შეიძლება იმ ტექსტის ოდნავ შესამჩნევი კვალის წასაკითხად, რომელიც დაწერილია ენაზე, ადრე რომ მხოლოდ ზოგიერთ ქვაზე გვხვდებოდა. ის აღმოჩენილია VIII-IX საუკუნის ქართული მანუსკრიპტის გვერდებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий