четверг, 29 августа 2013 г.

ზღვის დონიდან სიმაღლე ენის სტრუქტურაზე ზემოქმედებს


აღმოჩნდა, რომ ენაში ამა თუ იმ ბგერის არსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს გეოგრაფიულ ფაქტორთან – მაგალითად, სიმაღლესთან ზღვის დონიდან.

დიდი ხნის განმავლობაში ლინგვისტები ენების შესწავლისას გეოგრაფიულ ფაქტორს არ ითვალისწინებდნენ – მიჩნეული იყო, რომ ის არსებითი არ არის. მაგრამ მაიამის უნივერსიტეტის ანტროპოლოგმა, კალებ ევერეტმა (Caleb Everett) დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. მან აჩვენა, რომ ეგრეთ წოდებული „აბრუფციული" (არაფილტვისებრი) ბგერები გვხვდება მხოლოდ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ განლაგებულ რაიონებში. მაგალითად, რუსულ ენაში, რომელიც უპირატესად ვაკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, ასეთი ბგერები არ არის, მაგრამ მრავლად არის კავკასიურ ენებში.
ლაპარაკისას მთის რეგიონის მაცხოვრებელს ჰაერის ეკონომია სჭირდება, ამიტომაც აქ „მოიგონეს" ბგერები, რომლებიც ფილტვების ჰაერის გამოყენებას არ მოითხოვს.
აბრუფციული თანხმოვანი არაფილტვისებრი თანხმოვანია. ის იქმნება ხორხის სწრაფი მოძრაობით ზემოთ, ხმის ღრეჩო კი ამ დროს დახურულია. ფილტვისებრი თანხმოვნის შემთხვევაში ჭარბი წნევა საარტიკულაციო სივრცეში იქმნება ფილტვებიდან გამოსული ჰაერის მეშვეობით, ხოლო არაფილტვისებრი თანხმოვნისა – წვევის გამო დახურულ ხმის ღრეჩოსა და პირის სემს შორის. იმის გამო, რომ სიმაღლის მატების კვალობაზე ჰაერის წნევა მცირდება, ჰაერის შეკუმშვა ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ სიმაღლეზე ასეთი ბგერის გამოცემა უფრო ადვილია. გარდა ამისა, არაფილტვისებრი ბგერა ფილტვების ჰაერს არ მოიხმარს, ანუ ხელს უწყობს ამოსუნთქული ჰაერის ეკონომიასა და, შესაბამისად, გაუწყლოების თავიდან აცილებას.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ენების 87%, რომლებშიც არის არაფილტვისებრი თანხმოვანი ბგერები, წარმოიქმნა 1500 მეტრზე ზემოთ განლაგებულ ტერიტორიაზე და ამ რეგიონების 500 კილომეტრის რადიუსში. მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რაც უფრო მეტია სიმაღლე ზღვის დონიდან, მით მეტია ენაში არაფილტვისებრი თანხმოვნის გაჩენის ალბათობა. ასე, ამ ტიპის ბგერები გვხვდება კორდილიერების (ჩრდილო ამერიკა) რაიონებში მცხოვრებ ინდიელთა, სამხრეთ-აფრიკის ზეგნის, აღმოსავლეთ-აფრიკის ზეგნისა და ეთიოპიის მთიანეთის ტომების, კავკასიის ქედისა და ჯავახეთის მთიანეთის (ევროპა) მცხოვრებთა ენებში. გამონაკლისია მხოლოდ ტიბეტის მთიანეთის (აზია) მოსახლეობა.
კალებ ევერეტის კვლევაში გაანალიზებულია მსოფლიოში არსებული დაახლოებით 7000 ათასი ენიდან 600. ამ 600 ენიდან 92 არაფილტვისებრ ბგერას შეიცავს. ამ ბგერების გავრცელების გეოგრაფიისა და ტერიტორიის რელიეფის შედარებამ ცხადყო, რომ ასეთი ბგერა მხოლოდ მთიან რეგიონში გვხვდება. შესწავლილი ექვსი მთიანი რაიონიდან ხუთში ადგილობრივი მოსახლეობის ენები არაფილტვისებრ ბგერებს შეიცავს. ერთადერთი მთიანი რეგიონი, სადაც ენაში ასეთი ბგერები არ არის, აღმოჩნდა ტიბეტის მთიანეთი. შესაძლოა, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ამ რეგიონის მაცხოვრებლებს აქვთ უნიკალური ადაპტაცია სიმაღლის მიმართ – ისინი უფრო სწრაფად სუნთქავენ, ვიდრე სხვა მთიანი რეგიონის მცხოვრებნი, ამიტომ ჰიპოქსია მათ ნაკლებად ემუქრება. შესაბამისად, იმის გამო, რომ ლაპარაკისას ჰაერის ეკონომია მათ აღარ სჭირდებათ, ენაში არაფილტვისებრი ბგერები არ წარმოიქმნა. ახლა კალებ ევერეტი აიპრებს სხვა გეოგრაფიული ფაქტორების შესწავლას, რომლებმაც, მისი აზრით, აგრეთვე გავლენა მოახდინეს ენის ჩამოყალიბებაზე.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий