четверг, 29 августа 2013 г.

„წმინდა" ბედნიერებისაკენ შეუკავებელ სწრაფვას მარტოობის განცდა მოჰყვება


„ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც უფრო ხშირად იჭერ მას, მით უფრო მეტად გისხლტება ის ხელიდან", – წერდა ნახევარი საუკუნის წინ ავსტრიელი ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი. ამ აზრის ჭეშმარიტება ექსპერიმენტულად დაამტკიცა ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა Mark Laudenslager (University of Colorado) მეთაურობით. მათი კვლევის მონაცემები გამოქვეყნებულია ჟურნალ „Emotion"-ის თებერვლის ნომერში.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ „წმინდა" ბედნიერებისაკენ შეუკავებელ სწრაფვას მოჰყვება ის, რომ ადამიანი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე, რასაც, თავის მხრივ, სოციალური იზოლაცია და მისი თანმხლები ნეგატიური შედეგები მოჰყვება.
ჟურნალ „Emotion"-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველში მონაწილეობა 20-60 წლის 206 პირმა მიიღო. ყველა მონაწილე ავსებდა კითხვარს, რომლითაც განისაზღვრებოდა ბედნიერების სუბიექტური განცდის დონე. პარალელურად ყველა მონაწილე თვითდაკვირვების დღიურს აწარმოებდა – ყოველი დღის ბოლოს ავსებდა ანკეტას, რომლითაც ფასდებოდა მარტოობის განცდის დონე და დღის განმავლობაში მომხდარი სტრესული მოვლენები. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი იყო ბედნიერებისაკენ სწრაფვა, მით უფრო მძიმედ განიცდებოდა სტრესი და მით უფრო მძაფრდებოდა მარტოობის განცდა. ამასთანავე, შედეგებზე გავლენა ამ მოუხდენია ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი.
ექსპერიმენტის მეორე ნაწილში 43 სტუდენტი გოგონა მონაწილეობდა. მათ შესთავაზეს ფილმების რიგის ნახვა, ხოლო მათ შორის შუალედში საგაზეთო სტატიის წაკითხვა, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბედნიერებისათვის ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, კარგი კარიერის გაკეთება და ა.შ. მონაწილეთა პირველ ჯგუფს შესთავაზეს ორიგინალური სტატია, მეორეს კი – რედაქტირებული, რომელშიც სიტყვა „ბედნიერება" ნეიტრალური სინონიმებით იყო შეცვლილი. ორივე ჯგუფისათვის შეთავაზებული ფილმების სიუჟეტები ერთნაირი იყო; ერთ-ერთი ფილმის სიუჟეტი იყო „გულის ამაჩუყებელი", თანაგრძნობის აღმძვრელი.

ფილმების ნახვის შემდეგ იზომებოდა შფოთვისა და მარტოობის განცდის დონე. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში მარტოობის განცდით გამოწვეული წუხილი იყო უფრო მაღალი, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბედნიერებისაკენ სწრაფვა და მარტოობის განცდა უშუალოდ დაკავშირებულია ერთმანეთთან.







Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий