„ბედნიერ ცოლ-ქმარს ჭარბი წონის პრობლემა უფრო ხშირად უწუხებს, ვიდრე იმათ, ვის ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები არსებობს. ოჯახურ ბედნიერებას მოჰყვება წონის მომატება ქორწინების ადრეულ სტადიაზე", – ასეთი დასკვნას აკეთებენ სტატიის ავტორები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Health Psychology"-ის ამა წლის მარტის ნომერში.
კვლევის ავტორები ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 169 ცოლ-ქმრულ წყვილს. აღმოჩნდა, რომ 6 თვეში ბედნიერმა ქალებმა საშუალოდ 200 გრამი მოიმატეს, ხოლო მამაკაცებმა – 300 გრამი.
თუმცა, ავტორების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერება ჯანმრთელობას ვნებს. მათი ვარაუდით, ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილი წყვილი ნაკლებ ყურადღებას უთმობს თავის ფიზიკურ ფორმას. უფრო მეტიც, ბედნიერი ცოლ-ქმარი უფრო იშვიათად მიმართავს ექიმს მაშინაც კი, როცა ეს საჭიროა, აგრეთვე ავიწყდება დანიშნული წამლის მიღება.
ავტორები აფრთხილებენ ახალგაზრდა წყვილებს, რომ არ უნდა დაავიწყდეთ ჯანმრთელობა და ფიზიკური ფორმა, ვინაიდან ჭარბი წონა არაერთი სხვადასხვა დაავადების სერიოზული რისკ-ფაქტორია.
აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი კვლევა გამოქვეყნდა 2005 წელს ჟურნალში „Journal of Family Issues".
Комментариев нет:
Отправить комментарий