ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წარმომადგენლებს ბედნიერების პრობლემა დიდი ხანია აინტერესებთ, მაგრამ ახლა ბედნიერების საიდუმლოთი გენეტიკოსებიც დაინტერესდნენ. გამოცემაში „ადამიანის გენეტიკის ჟურნალი" („Journal of Human Genetics") გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიზანი იყო გენის – 5-HTT – გავლენის შესწავლა სეროტონინის შემუშავებაზე. სეროტონინი ჰორმონია, რომელიც გუნება-განწყობილებას აკონტროლებს. ამ ჰორმონის დაქვეითებული დონე იწვევს დეპრესიას, ხოლო მომატებულ დონეს ახლავს ცხოვრებით კმაყოფილების განცდა.
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (London School of Economic and Political Science) სპეციალისტებმა ერთდროულად ჩაატარეს 2500 პირის ტესტირება ბედნიერების თვითშეფასების გასაზომად და „ბედნიერების" გენის გენეტიკური ექსპერტიზა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამიანს ეს გენი დუბლირებული აქვს. იმ ჯგუფში, რომელშიც ამ გენს ორი ასლი აქვს, ცხოვრებით კმაყოფილია 34%, ხოლო მეორე ჯგუფში, სადაც გენის ასლი არ არსებობს, ბედნიერად თავს მხოლოდ 19% გრძნობს.
2012 წლის აგვისტოში სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ორკის ფსიქიატრიული ინსტიტუტის გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი გენი, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერების სუბიექტურ განცდასთან. ამ კვლევაში მონაწილეობდა 345 პირი – 193 ქალი და 152 მამაკაცი. ქალი, რომელსაც აღმოაჩნდა გენი – მონოამინ ოქსიდაზა, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე ქალი, რომელსაც ეს გენი არა აქვს. ამასთანავე, ეს ფაქტორი მხოლოდ ქალთა შორის „მუშაობს". მამაკაცებთან ბედნიერების განცდასა და ამ გენს შორის კავშირი არ აღინიშნება.
5-HTT გენის ანალოგიურად, მეცნიერები ამ ფაქტს ორგანიზმის ჰორმონალურ თავისებურებებს უკავშირებენ. მათი ვარაუდით, გენი „მონოამინ ოქსიდაზა" აკონტროლებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც ქალის ორგანიზმში ძალიან მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი და დიდი რაოდენობით აქვთ მამაკაცებს.
2012 წლის აგვისტოში სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ორკის ფსიქიატრიული ინსტიტუტის გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი გენი, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერების სუბიექტურ განცდასთან. ამ კვლევაში მონაწილეობდა 345 პირი – 193 ქალი და 152 მამაკაცი. ქალი, რომელსაც აღმოაჩნდა გენი – მონოამინ ოქსიდაზა, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე ქალი, რომელსაც ეს გენი არა აქვს. ამასთანავე, ეს ფაქტორი მხოლოდ ქალთა შორის „მუშაობს". მამაკაცებთან ბედნიერების განცდასა და ამ გენს შორის კავშირი არ აღინიშნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий