четверг, 29 августа 2013 г.

აღმოჩენილია კუშანის სამეფოს 35 მინი პირამიდა


სუდანში გათხრების ჩატარების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს 35 პატარა პირამიდისაგან შემდგარი სამარხი და გამოავლინეს საინტერესო კულტურული კავშირი ძველ ეგვიპტესა და ოდესღაც ამ ტერიტორიაზე მდებარე სამეფო კუშს შორის.
აღმოჩენილი პირამიდები, რომელთა ასაკია დაახლოებით 2 ათასი წელი, გაცილებით უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ეგვიპტური. ყველაზე დიდის სიგანეა 6,5 მეტრი, ხოლო ყველაზე პატარა პირამიდისა – 0,75 მეტრი.

„სედეინგად" წოდებული ტერიტორია, სადაც გათხრა ჩატარდა, იყო ძველი კუშის სამეფოს ნაწილი, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე სუდანის ჩრდილო ნაწილში. თავიდან ეს სამეფო ეგვიპტეს ესაზღვრებოდა, მოგვიანებით კი – რომის იმპერიას.
არქეოლოგებისათვის გასაკვირი გახდა ამ პატარა პირამიდების სიმჭიდროვის ფაქტი – 550 კვადრატული მეტრის ზომის ნაკვეთზე (ესაა დაახლოებით კალათბურთის მოედნის ზომა) 13 პირამიდაა აღმოჩენილი.
სამწუხაროდ, პირამიდები დაზიანებულია – აქლემების ქარავნის გზასთან მრავალ-საუკუნოვანი მეზობლობის გამო. პირამიდების ზედა ნაწილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იქნა დაშლილი. გარშემო ყრია ბევრი ქვა ლამაზი ჩუქურთმით. თავის დროზე პირამიდის ზედა ნაწილს ამშვენებდა რელიეფი ჩიტების ან ლოტოსის ყვავილის გამოსახულებით.
სამარხი აღმოჩენილ იქნა თითოეული პირამიდის გვერდზე მდებარე სამარხ კამერაში. ამ კამერებში ხშირად ერთ ჩონჩხზე მეტი გვხვდება. სამწუხაროდ, ეს საფლავები ჯერ კიდევ მრავალი ასეული წლის წინ გაიძარცვა.
არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ სედეინგში ძველი დამკრძალავი კომპლექსის პირამიდების აგება საუკუნეთა განმავლობაში ხდებოდა. ამასთანავე, მშენებლები ეგვიპტური დამკრძალავი არქიტექტურის ძლიერ გავლენას განიცდიდნენ.
„პირამიდების სიმჭიდროვე ძალიან მაღალია, – განაცხადა ვინსენტ ფრანსინიიმ, ნიუ-ორკში მდებარე ბუნებრივი ისტორიის ამერიკული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა. – ეს განპირობებულია იმით, რომ მშენებლობა საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა. ამიტომ დაიწყო ჯერ ყველა თავისუფალი ადგილის შევსება, ამის შემდეგ კი – უკვე დაკავებული საფლავებისა". ზოგიერთი აღმოჩენილი პირამიდის კედლები გვერდი-გვერდ არის აგებული. ფრანსინიის აზრით, სედეინგში პირამიდები „მოდაში რომ შემოვიდა", მათ მშენებლობაში ეგვიპტური სტილი, სავარაუდოდ, შეხამებული იყო კუშანის ტრადიციასთან – აგურისაგან აგებული ყორღანული წრიული აკლდამა. სამწუხაროდ, პიამიდების გარე მოპირკეთება და ლამაზი მოხატულობა შემონახული არ არის.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий