ბერძნულ მითებში ფსიქე- პეპლისფრთებიანი ქალწული იყო,რომელსაც ეროსი გაუმიჯნურდა,შემდეკ კი მიატოვა.ფსიქემ მრავალ განსაცდელს გაუძლო და სრულყოფილებას მიღწეულმა იპოვა ეროსი.მათი სიყვარულის ნაყოფს -ბედნიერება დაარქვეს.
''ბედნიერებას თუ არა,სიმშვიდეს ხომ მაინც იმსახურებენ ადამიანები''-წერდა მიხეილ ბულგაკოვი. ''განა შეიძლება რაიმე ბედნიერება სიმშვიდის გარეშე?!"-ამბობს კრშნა. ''მხოლოდ სიმშვიდეში მოიმკის ნაყოფს ჭეშმარიტება''-ნათქვამია ძველ აღთქმაში, ''სიმშვიდე აუცილებელია,რადგან ვერავინ შეძლებს ფრენას მოქმედ ვულკანზე''-წერია აგნი იოგაში. ''ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალათა გარჯას და ფუჭ საზრუნავს''-გვასწავლის ეკლესიასტე.
ფსიქიკური პროცესები გავლენას ახდენს ადამიანის სულიერებაზე,ნერვები ისევე აგებს ენერგეტიკულ სხეულს,როგორც ხერხემალი ფიზიკურს.ფსიქიკა ისევე ექვემდებარება ვარჯიშს,როგორც კუნთები. ფსიქოლოგიის ელემენტარული ცოდნა თვითრეგულაციის საშუალებას აძლევს ადამიანს..
თანამედროვე ფსიქოლოგია მიიჩნევს,რომ ადამიანი სამყაროზე ინფორმაციას იღებს ორ დონეზე-ცნობიერზე და არაცნობიერზე. არაცნობიერი გონება შეუსწავლელ ფენომენია. თუ ფსიქოლოგია მხოლოდ ცნობიერს და ქვეცნობიერს იცნობს,მატაფიზიკა ზეცნობიერსაც. როდესაც ცნობიერს სძინავს,არაცნობიერი ფხიზლობს. ქვეცნობიერი ძირითადად წარსულზე გვესაუბრება,ზეცნობიერი მომავალზე. ეზოთერიკა ქვეცნობიერს განიხილავს,როგორც ''ანტი მე''-ს,ხოლო ზეცნობიერს,როგორც''უმაღლეს მე''-ს.
თუ ცნობიერი მხოლოდ პირად გამოცდილებას და ცოდნას ინახავს,არაცნობიერი დაკავშირებულია კოსმოსთან. ნათელმხილველები ამ სტრუქტურებიდან იღებენ ინფორმაციას . ცნობიერი ინფორმაციის 5 %-ს ფლობს მხოლოდ,დანარჩენს არაცნობიერი ის რაც ცნობიერს ავიწყდება,ახსოვს არაცნობიერს. . სწორედ ამიტომ,ის რაც ლოგიკურად დადებითია,შეიძლება ინტუიციურად უსიამოვნო შეგრძნებას იწვევდეს.. თუ ცნობიერი სამყაროს 5 ორგანოს საშუალებით იმეცნებს,არაცნობიერი ინტუიციით. არაცნობიერით კავშირში ვართ იმ საიდუმლო სამყაროსთან,რომელზეც ცნობიერმა არაფერი იცის და რომელიც ფიზიოლოგიური აღქმის საზღვრებს მიღმაა. ეს კვანტური სამყაროა,სუბატომური დონე, პულსირებადი,ნულოვანი პუნქტი ენერგიისა ,სამყაროს ფუნდამენტი,სადაც ყველაფერი კავშირშია და ჰოლოგრაფიულია. ამის შესახებ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმაც იცოდნენ.
ჯონ კეხო წერს:''არაცნობიერი ბაღია,ერთნაირად იღებს სიცრუეს და სიმართლეს,მთავარია რას მიაწვდის მებაღე ანუ ცნობიერი ფსიქიკა.'' . რეალობა ამართლებს იმ მოლოდინებს,რომელსაც არაცნობიერი ელის. ადამიანი ორ რეალობაში ცხოვრობს და საუკეთესო საშუალება პიროვნების გამთლიანებისა,მისი ცნობიერის კავშირია ზეცნობიერთან ანუ სულთან. ამ დროს ცნობიერების მოდელი ხდება შესაბამისი არაცნობიერი რეალობისა.
. ქვეცნობიერი მიძინებულია,როდესაც ადამიანი არც ღმერთთანაა და არც ეშმაკთან,ხოლო როდესაც ერთ-ერთს უახლოვდება,მაშინ იღვიძებს და პიროვნება იძულებულია გააკეთოს არჩევანი უმდაბლესი ან უმაღლესი ''მე''ს სასარგებლოდ.
არაცნობიერი გონება ახდენს კონტროლს მთელს ორგანიზმზე ნერვული სისიტემის მეშვეობით. ჰიპნოზის დროს მას შეუძლია შეცვალოს ადამიანის სხეულის ტემპერატურა,პულსი ,უნარები და ა.შ .წარმოსახვით და შთაგონებით ის ადამინის გამოუვლენელი,ფარული შესაძლებლობების რეზერვებს ააქტიურებს.
კვანტური ფსიქოთერაპიის მიხედვით, ადამიანის არაცნობიერი გონების ინფორმაციულ-ენერგეტიკული სტრუქტურა ისწრაფვის შეერწყას მთელს,რომლის ნაწილიც თავადაა,ანუ ლოგოსს,კოსმიურ ველს,ფიზიკურ ვაკუუმს. სამყარო ხომ ენერგეტიკული გიგანტური ქსელია. ადამიანის ფსიქიკა ზემოქმედებს მასზე,როგორც ის ზემოქმედებს ადამიანზე. ისინი იზიდავენ ერთმანეთს მსგავსი ვიბრაციებით. სწორედ ამიტომაა, რომ არაცნობიერში გამჯდარი შეხედულებები ხშირი გამეორებით, რეალიზდება და ადამიანი მოიზიდავს მსგავს მოვლენებს,მათ დამამტკიცებელ საბუთებს. ის,რისი ჰოლოგრაფიული მოდელიც სრულყოფილია,სრულყოფილ სახეს მიიღებს ფიზიკურადაც. არაცნობიერი ადვილად ქმნის მომავლის მოდელს. .მას აქვს რწმენის განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მექანიზმი მოლოდინისა, რომ გარეგანი ბრძანება რეალობად აქციოს. ცნობილია,რომ დანაშაულის შეგრძნების დროს ნებისმიერი საფრთხე შეიძლება გაცილებით ცუდად დამთავრდეს,ვიდრე სხვა შემთხვევაში .
.სამყაროში ყველაფერი პოტენციური შესაძლებლობების სახითაა. თუ შეძლებ დაიმუხტო სათანადო ენერგიით,მოიზიდავ მის ექვივალენტს..აზრები და წარმოსახვები მატერიალიზდებიან დროთა განმავლობაში. შინაგანი განაპირობებს გარეგანს.
თანამედროვე პირობებში,როდესაც პარაფსიქოლოგიური უხილავი ბრძოლები წარმოებს ,ფსიქოლოგიური ძალადობა და ნეგატივი გაცილებით მეტია,ვიდრე ოდესმე,საკუთარი ცნობიერისა და არაცნობიერის ინვენტარიზაციაა საჭირო,რათა ფსიქოტექნიკა თვით რეგულაციისა ადამიანთა განვითარების სამსახუში ჩადგეს.
ყველასათვის ცნობილია,რომ ფსიქოთერაპია დანასა და მედიკამენტებზე ძლიერი საშუალებაა. იგივე მეთოდებს იყენებდნენ ქურუმები და მაგები. ადამიანის აქტივობას განწყობები განაპირობებს.რეალობა აღიქმება იმისდა მიხედვით,თუ რა განწყობით ღებულობს მას ადამიანი. ის ცვლის ორგანიზმის ქიმიურ პროცესებს. ძლიერი ემოციების დროს ადამიანის ენერგეტიკა ტექნიკაზეც კი მოქმედებს,ხოლო მასების განწყობები მთელი პლანეტის მდგომარეობაზე აისახება. ერთ კონტინენტზე ხალხთა აღშფოთებამ შეიძლება მიწისძვრა გამოიწვიოს მეორე კონტინენტზე-წერია''აგნი იოგაში''. მედიკოსები აღიარებენ,რომ დაავადებათა უმეტესობის მიზეზი ფსიქოსომატურია. ნეგატიური ემოციებისას სისხლში გამოიყოფა შხამები,უჯრედები იწერენ შინაგან დიალოგებს,სისხლძარღვები ვიწროვდება,ენერგეტიკული პროცესები სუპერაქტიურდება. რაც დიდხანს გრძელდება ეს პროცესი,მით მეტია შანსი სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღოს. ამ ენერგიებით იკვებებიან არამატერიალური ნეგატიური არსებებიც. ასეთ დროს ნაკლებია კავშირის შანსი უმაღლესი სფეროებთან. ნევროზი და სტრესი -სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის კონფლიქტით და ცხოვრების ერთფეროვნებით გამოწვეული-პირველი ნიშანია იმისა,რომ ენერგეტიკული სხეული დამშეულია და ვერ იკვებება ზეენერგიებით.. ამ დროს სული კარგავს კონტროლს სამშვინველზე. რაც მეტად ცივილიზებულია სამყარო,მით მეტად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ფსიქიკის მდგომარეობა განაპირობებს ასევე წარმეტებებს,ადამიანებთან ურთიერთობებს. . ამიტომაა ნეგატიური ემოციები,დეპრესია,აგრესია საშიში,მაგრამ მათი დათრგუნვა , მათ არაცნობიერის ღრმა შრებში განდევნის,რაც შემდეგ ანგრევს ფსიქიკას და ორგანიზმს. ასეთ დროს საჭიროა განმუხტვა, შეგრძნებებზე დაკვირვება და შემდეგ მათგან განთავისუფლება , ან საპირისპიროთი ჩანაცვლება და განეიტრალება. ეს კვანტური ცვლილებების პირობაა.ამისათვის იმ რეალობის შეცნობაა საჭირო,რომელიც აზრებსა და ემოციებს მიღმაა,შემდეგ კი სუფთა და მშვიდი ცნობიერებით ''უმაღლეს მე''-სთან გასაუბრება.. მიზანი,თანამოაზრეთა ერთობა,საკუთარი ღირსებების შეგრძნება ,სუფთა სინდისი , წარსულის უსიამოვნებების დავიწყება,სიხარულის მოტივაციები,პატიება ,იუმორი,ოპტიმიზმი,ბედნიერების იმედი,ფიზიკურ-ინტელექტუალური წონასწორობა , აწმყოთი კმაყოფილება ,სიყვარული,ცხოვრების გამარტივება,არამატერიალურ ღირებულებებზე ორიენტაცია,შინაგანი დიალოგების შეწყვეტა,საყვარელი საქმე,-იცავს ფსიქიკას და დნმ-ის ცვლილებას იწვევს. შინაგანი დუმილის ან დადებითი ემოციებისას ტვინი გამოიმუშავებს ნივთიერებებს,რომლებიც ტკივილგამაყუჩებელია , ცნობიერების ენერგეტიკული სტრუქტურა ამ დროს მთლიანად ცვლის ქიმიურ პროცესებს ორგანიზმში,გავლენას ახდენს გენებზე და შთამომავლობის კარმაზე, მიიზიდავს მსგავსი ენერგიების ადამიანებსა და მოვლენებს. ფსიქიკური წონასწორობის აღსადგენად ფსიქოტიპის საპირისპირო თვისებებთან ადაპტირებაა საჭირო:ცნობილია კარლ იუნგის მიერ ადამიანთა ორ ტიპად დაყოფა:ექსტრავერტებად და ინტრავერტებად.ექსტრავერტებმა მარტოობასთან შეგუება უნდა შეძლონ,ინტრავერტებმა აქტიური ცხოვრება.ამ გზით მიაღწევენ გაწონასწორებულ ფსიქიკას.აგრესიულებს-ინური ენერგიები სჭირდებათ,დეპრესიულებს-იანური. მაგრამ მხოლოდ საკუთარი ემოციები და აზრები არ განაპირობებენ მოვლენებს,რომლების მონაწილენიც ვხდებით,სხვა ადამიანების ენერგეტიკაც ისევე ზემოქმედებს ჩვენზე,როგორც ჩვენ გარემოზე.ემოციები გადამდებია და გავლენას ახდენს გარშემომყოფებზეც. ცოდნა,სწორი არჩევანი და გარემო პირობების შექმნა ფსიქო-ენერგეტიკული დაცვისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია,ვიდრე მხოლოდ პოზიტიური ინსტრუქციები
ავტორი თამარ არაგველი
წიგნიდან: " სიყვარული და ყოველდღიური მაგია "
Комментариев нет:
Отправить комментарий