пятница, 17 апреля 2015 г.

”სამსუნგი” მონსტრს ააგებს - ოთხი სტადიონის ზომის გემს


გიგა გურასაშვილი
კომპანია ”სამსუნგის” მიერ თვის დასაწყისში Mobile World Congress-ის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი სმარტფონები Galaxy S6 და Galaxy S6 Edge არაფერია იმასთან შედარებით, რისთვისაც სამხრეთკორეული კომპანია ემზადება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Samsung Heavy Industries-მა ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ სატრანსპორტო კომპანია Mitsui OSK Lines (MOL)-თან რომლის მეშვეობითაც აიგება მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო ხომალდი, რომლის სიგრძეც ოთხ საფეხბურთო მოედნს, ანუ დაახლოებით 400 მეტრს (!) უდრის.

მეტი შთაბეჭდილებისთვის დღეს არსებული ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდის ”ნიმიცის” კლასის ავიამზიდის USS George H.W. Bush (CVN-77) სიგრძე 332.8 მეტრია.
ადამიანების უმეტესობისთვის Samsung ასოცირებულია სმარტფონებთან, პლანშეტებთან თუ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. რეალურად კი კომპანიის შესაძლებლობები გაცილებით დიდია და საყოფაცხოვრებოსთან ერთად მოიცავს მშენებლობას, მანქანათმშენებლობას, ქმიურ მრეწველობას, მსუბუქ მრეწველობას; ეწევა ფინანსურ საქმიანობასაც, აქვს სადაზღვევო კომპანიები. დაკავებულია მძიმე მრეწველობითაც, ამ შემთხვევაში კი გემთმშენებლობითაც, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და რომელმაც ახლახანს 609,2 მილიონ დოლარად ღირებული ახალი ტვირთ, უფრო სწორად მსოფლიოში ყველაზე დიდი კონტეინერმზიდის მშენებლობა დაანონსა.
განსაზღვრულია მისი მარშრუტიც - ”სამსუნგის” მიერ შექმნილი მონსტრი ორი მიმართულებით მხოლოდ წყნარ ოკეანეს გადასერავს. ხომალდი იმდენად დიდი იქნება, რომ მას არ ექნება საშუალება გაიაროს პანამის არხში. საქმე ისაა, რომ ტვირთმზიდის სიგანე თითქმის 60 მეტრს შეადგენს, არხში გავლა კი მხოლოდ ისეთ გემებს შეუძლიათ, რომელთა სიგანეც არ აჭარბებს 34 მეტრს.
საგულისხმოა ისიც, რომ ”სამსუნგის” ახალი ქმნილება გაბარიტებით პრაქტიკულად ჩინური სატრანსპორტო კომპანიის (China Shipping Container Lines (CSCL).) მიერ დაკვეთილი და შემდგომ კომპანია Hyundai Heavy Industries-ის მიერ აგებული და დღესდღეობით ყველაზე დიდი ტვირთმზიდ ხომალდის CSCL Globe-ის შესაბამისი იქნება, რომელსაც თავის მხრივ გემბანზე 19 ათასი სტანდარტული 6-მეტრიანი საზღვაო კონტეინერის დატევა შეუძლია. ახალი ხომალდის შემთხვევაში კი მის ზურგს ერთ რეისზე შეუძლია 20 150 კონტეინერი (TEU, Twenty-foot Equivalent Unit) დაიტიოს.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სუპერ-კონტეინერმზიდის პროექტში გათვალისწინებულია მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები. მათ შორის ენერგორენტაბელურობის უამრავი ტექნოლოგია. ამასვე შეგვიძლია მივაკუთვნოთ ინოვაციური ენერგო დანადგარები, უნიკალური კონფიგურაციის მქონე ოთხი მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი), გამწევი ელექტროძრავის სტატორების ახალი სისტემები, კავიტაციის დამწევი სისტემა და კიდევ ბევრი სხვა რამ.
ენერგორენტაბელურობის ტექნოლოგიათა მთელი კომპლექსი, გაზრდილ წტვირთამწეობასთან ერთად ხომალდს საშუალებას მისცემს გაზარდოს ეკონომიკური მაჩვენებლები. მათ შორის გარკვეულ მანძილზე ერთეული ტვირთის გადატანის საფასური. ამგვარი მაჩვენებლების წყალობით ახალი ხომალდი მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული (უკეთესობისკენ) სხვა უზარმაზარი კონტეინერმზიდი ხომალდების (Maersk Triple-E, MV CMA CMG Marco Polo ) ანალოგირი მაჩვენებლებისგან.






წყარო: 24 საათი




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий