среда, 22 октября 2014 г.

ახალი მობილური აპლიკაცია განტოლებებს თავად ამოხსნის


ახალი მობილური აპლიკაცია PhotoMath app განტოლებებს თავად ამოხსნის. პროგრამის გამოყენებისთვის მომხმარებელმა ფოტო ქაღალდის ფურცელზე ან კომპიუტერის ეკრანზე არსებულ ბეჭდური სიმბოლოებით დაწერილ განტოლებას უნდა გადაუღოს, რის შემდეგაც პროგრამა განტოლებას მყისიერად, ერთ წამზე ნაკლებ დროში ამოხსნის.
PhotoMath ალგებრული სიმბოლოების ამომცნობ პროგრამას შეიცავს. აპლიკაცია პასუხს მომხმარებლისთვის მისაღები ფორმით იძლევა.
PhotoMath განტოლების პასუხთან ერთად მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მათემატიკურ გარდაქმენსბს უჩვენებს, რითიც პროგრამა პასუხამდე მივიდა. პროგრამა სასწავლო მიზნებითაც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მათთვის ვისაც განტოლებების ამოხსნის დროს გარკვეული სირთულეები ექმნებათ შეუძლიათ პროგრამით გადაამოწმონ თუ ამოხსნის რა ნაბიჯზე უშვებენ შეცდომებს. მომხმარებლებს აპლიკაციის მუშაობის ამსახველი ვიდეოს ნახვაც შეუძლიათ. 
აპლიკაცია iTunes-ზე 17 ოქტომბერს გამოჩნდა, რამდენიმე დღეში Google Play-ზე მისი Android ვერსიაც აიტვირთება.
აპლიკაციას ცუდი განათების ან დაბალი ხარისხის კამერის დროს გარკვეული ხარვეზები შეიძლება შეექმნას.
აპლიკაციის დამამზადებელი კომპანია Microblink ამჟამად პროგრამის უფრო გართულებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელსაც კალკულუსის განტოლებების ამოხსნა შეეძლება.

tabula    photomath

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий