ამერიკული საწარმო Rohinni მუშაობს საფარზე, რომელიც წარმოადგენს მელნისა და ელექტრო დენის მოქმედების ქვეშ პაწაწინა მანათობელი დიოდების ნარევს
წარმოიდგინეთ წიგნი, რომლის ფურცლებიც შეიძლება ანათებდეს, კედლის მოტივი, რომელსაც თქვენი მისაღები ოთახის განათება შეუძლია, ან თუნდაც მანქანის ფარების ახალი თაობა. სწორედ ასეთ და კიდევ სხვა მრავალ პროექტზე ფიქრობს ამერიკული საწარმო Rohinni. ეს უკანასკნელი ავითარებს პროდუქციას, სახელად Lightpaper, რომელმაც შეიძლება ეს ფუნქციები შეითავსოს.
ეს პროდუქტი, რომელიც ქვემოთ ვიდეოშია წარმოდგენილი, წარმოადგენს მელანსა და პაწაწინა LED-ს (შუქდიოდი). ეს უკანასკნელნი წითელი ბურთულების ზომისანი არიან, ანუ დაახლოებით 7-8 მიკრომეტრი სიგრძის, განმარტავს ჟურნალი Fastcolabs. მინიატურიზაცია შთამბეჭდავია, რადგანაც შუქდიოდური დიოდების კლასიკურად გასანათებლად გამოყენებული ნახევარგამტარები ასჯერ უფრო მსხვილია, მათი ზომა სილის მარცვლის ზომას უახლოვდება.ამგვარად, Rohinni-ს მიერ შექმნილი ნარევი მელნის საფუძველზეა შექმნილი, რომელსაც პრინტერის კაკაჩა ფრთხილად აფენს საყრდენზე. მასალის ორი ფენა კათოდისა და ანოდის სამუშაოს ასრულებს, ისინი შემდგომ დიოდისა და მელნის ნარევის ორივე მხარეს ეფინება. ამის შემდეგ კი საკმარიისა ელექტროდენის მიერთება და ეს ყველაფერი ნათდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий