четверг, 25 сентября 2014 г.

იღუნება თუ არა თქვენი სმარტფონი?


Apple-ის პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ ძალიან ძნელია დააყენო, თუმცა ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია მაინც შეინიშნება და მეც გადავწყვიტე გამოვხმაურებოდი ჩემი პოზიციით ამ საკითხთან დაკავშირებით. Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოები სადაც iPhone 6-ის გაღუნვით არიან დაკავებული და ამას წარმატებით აღწევენ კიდევაც. ის რომ Apple-ის მოწყობილობა ალუმინისაა და საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ადამიანის დაწოლას გასაგებია, თუმცა იგივე კონსტრუქცია დიდ ზომებში შესაძლოა სუსტი აღმოჩნდეს და აქ კომპანიის ინჟინრებს ნამდვილად არ გაუმართლათ. აღსანიშნავია ისიც, რომ iPhone 5 და 5S მოდელებსაც აღენიშნებოდა მსგავსი სიმპტომები, თუმცა იშვიათად. გარდა იმისა, რომ სმარტფონი ისედაც სათუთი მოწყობილობაა და მისი კორპუსის სიმყარისდა მიუხედავად ეკრანი მაინც შეიძლება ადვილად დაიმსხვრეს ახლა უკვე სხვა ტიპის პრობლემასთანაც გვაქვს საქმე.  ვიდეო


საინტერესოა ისიც, რომ ალუმინის კორპუსი ზუსტად იქ გაიღუნა სადაც არის მოთავსებული ხმის აწევ-დაწევის ღილაკები, რაც კონსტრუქციის სუსტ წერტილზე მიუთითებს და ლოგიკურიცაა თუ რატომ მაინც და მაინც ამ ადგილას მიიღო დეფორმაცია ტელეფონმა. ალუმინის ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე გაღუნვის შემდეგ ის პირვანდელ მდგომარეობას თითქმის არ უბრუნდება და ეს ზიანი პრაქტიკულად შეუქცევადია.
სხვა საქმეა, როცა საქმე გვაქვს პლასტმასისგან შექმნილ სმარტფონებთან, რომელიც აწყობის ხარისხით და მასალის ფასიდან გამომდინარე უფრო დაბალ საფეხურზე დგანან. მიუხედავად ამისა Galaxy Note 3-ის ტესტმა საპირისპირო გვაჩვენა და სმარტფონი არა თუ გაიღუნა, მისი ვიზუალური და ფუნქციონალური დაზიანება გაღუნვის გზით ვერ მოხერხდა მიუხედავად უფრო მეტი ძალისა და მცდელობისა. გასაკვირია მაგრამ შემდეგ ვიდეოში ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობს წამყვანი Note 3-ის გაღუნვას. ვიდეო
ფაქტია, რომ Apple თავის დროზე არ იყო მზად ახალი ანტენის დიზაინისთვის და iPhone 4-ის ინჟინრული გადაწყვეტილებას საკმაოდ ხმაურიანი სკანდალიც კი მოყვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს პრობლემა მოგვარდა და დავიწყებას მიეცა. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ხელმძღვანელობამ არ აღიარა პრობლემა და მომხმარებლებისთვის iPhone-ის კორექტულად დაჭერის ინსტრუქციაც კი გამოუშვეს და პროგრამული პატჩიც კი გამოვიდა, რომელიც თითქოს სიგნალის ინდიკატორში დაშვებულ შეცდომებს ასწორებდა.
სანამ Apple რამე განცხადებას გააკეთებდეს დაიწყება საუბარი იმაზე თუ ვინ ვის გადაუღუნა (არა და აშკარად გადაუღუნეს) მინდა დავასწრო და iPhone 6 Plus-ის მფლობელებს და მომავალ მომხმარებლებს ერთი სასარგებლო რჩევა მოგცეთ. არ სცადოთ თქვენი ძვირადღირებული გაჯეტის გაღუნვა და რაც ყველაზე სამწუხაროა მერე ვერც  ოფიციალური ინსტრუქცია და ვერც პროგრამული განახლება ვერ გაასწორებს დეფორმირებულ კორპუსს

წყარო: hi-tech




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий