вторник, 12 мая 2015 г.

ქართველმა მეცნიერმა კალორიების დამთვლელი პროდუქტი შექმნა


კალორიების დამთვლელმა სამაჯურმა, რომელსაც სამედიცინო ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ, ტელეკომპანია BBC-ის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სამაჯურ GoBe-ის შემქმნელები ამბობენ, მას ადამიანის მიერ მიღებული კალორიების დათვლა ავტომატურად და დისტანციურად შეუძლია. ტექნოლოგიის მწარმოებელი ფირმის "Healbe Corporation"-ის თანადამფუძნებელი გიორგი მიქაბერიძეა, რომელმაც ტელეკომპანია BBC-ის მიერ ჩატარებულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.
BBC-ის საექსპერიმენტო ჯგუფმა პროდუქტები, რომლითაც დამფუძნებელი მოწყობილობის გამოსაცდელად "ისადილებდა" თავად შეარჩია.
  • ყველისა და ინდაურის სენდვიჩი (125 კალორია)
  • ერთი ბოთლი ვაშლის წვენი (210 კალორია)
  • შოკოლადის ფილა (220 კალორია) 
სმარტფონის აპლიკაციამ, რომელიც სამაჯურს  უსადენოდ უკავშირდება პროდუქტის გამოთვლა 15 წუთის შემდეგ დაიწყო. შედეგი, რომელიც პროგრამამ აჩვენა 514 კალორიას უდრიდა, რაც წინასწარ გამოთვლილ 555-ს ჩამორჩებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულო სხეულის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე პროგრამას დაიჯესტისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ცდის ბოლოს კალორიების ნიშნული კვლავ აგრძელებდა ზრდას, რაც დადგენილ მაჩვენებლამდე მაქსიმალურად ზუსტ შედეგს აჩვენებდა.
ტექნოლოგიურად სამაჯური რევოლუციური არ არის. სენსორი, რომელიც მასშია გამოყენებული სხვა ფიტნეს მოწყობილობებშიც გვხვდება - მოწყობილობას უნარი აქვს დენის მეშვეობით სხეულის წინააღმდეგობის ეფექტი გაზომოს, რათა, მაგალითად, გულისცემის სიხშირე შეაფასოს. მაგრამ, რაც GoBe-ს სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ნამდვილად გამოარჩევს, კალორიების დათვლის სისტემაა.
 80062983 bbcae21e-598e-4e1a-86ac-00151dbabaed

როგორ მუშაობს GoBe?

მასში დამონტაჟებული სენსორი იყენებს ტექნიკას, სახელწოდებით ბიოიმპედანსი, რაც ნიშნავს შეუმჩნეველი ელექტრო მუხტებით სხეულის წინააღმდეგობის განსაზღვრას. მოწყობილობა ანალოგებისგან განსხვავდება იმით, რომ მწარმოებლებმა მისი შექმნისას პირველად გამოიყენეს ალგორითმი, რომელიც პროცედურის შემდეგ დაფიქსირებულ მაჩვენებელს კალორიების მაჩვენებლად გარდაქმნის.
 80063017 2efeb96e-1f9c-4288-90ce-6dbad18f2699

"საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ ცილებს ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ნახშირწყლები გარდაიქმნება გლუკოზად, რომელიც მიეწოდება უჯრედს. ხოლო როდესაც უჯრედი იღებს გლუკოზას, ის თავისუფლდება წყლისგან, რაც თავისთავად ნიშნავს წყლის ბალანსის შეცვლას. სენსორი აკონტროლებს და აკვირდება ამ ბალანსის ცვალებადობას, ქმნის გლუკოზის შესახებ ცხრილს და ითვლის ნახშირწყლებს. მოწყობილობა ამის შემდეგ ითვალისწინებს მიღებულ ცხიმებსა და ცილების რაოდენობას და კალორიების შესახებ საბოლოო მაჩვენებელს ითვლის. პროცედურის დასახვეწად რამდენიმე წელია მათემატიკურ განტოლებებსა და გამოთვლებს ვიყენებთ" - ამბობს გიორგი მიქაბერიძე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობას შეუძლია მიღებული კალორიების შთამბეჭდავი სიზუსტით გამოთვლა, ის ინოვაციურ მოწყობილობად ითვლება. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ტექნოლოგიური პროგრესის ერთად შერწყმა ახარებს. 

"პატარა კომპანიებს აქვთ სულისკვეთება და დიდი სურვილი, რომ რაიმე ღირებული, საინტერესო და ახალი შექმნან. ამიტომ ხდება, რომ ახალი მოწყობილობები ხანდახან სრულიად უცნობი კომპანიის პროდუქტებს წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი "ნდობა" არ შეიძლება. ჩვენ უკვე 12 ათასი ასეთი სამაჯური დავამზადეთ. მათი ნახევარი სხვადასხვა დამფინანსებლებსა და კომპანიებს გადაეგზავნებათ, ნახევარი კი გაყიდვაში თვის ბოლოს ჩაეშვება."





წყარო: დოქტრინა

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий